სქოლიოზის მკურნალობა

მასაჟის აუცილებლობა სქოლიოზის მკურნალობისას

არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია მასაჟის როლი სქოლიოზის მკურნალობის საქმეში. თუმცა ალაგ-ალაგ სოცმედიაში თუ ინფორმაციის სხვა საშუალებებში მაინც გაიგონებთ საწინააღმდეგო მოსაზრებებს, რომელთა უკან დგას ძირითადად კომერციული ინტერესები (მაგალითად, თუ ფიტნეს-დარბაზს ან საცურაო აუზს არ აქვს მასაჟის და ფიზიოთერაპიის ჩატარების საშუალება, იგი რეკლამირებს მხოლოდ ვარჯიშებზე). ამას წინათ პოპულარულ ქართულ სამედიცინო გადაცემაში პირდაპირ აცხადებდა ერთ-ერთი სტუმარი, ცნობილი ექიმი, რომ მასაჟი აბსოლუტურად უსარგებლო „ნივთია“ სქოლიოზის მკურნალობისასო…

სამკურნალო ვარჯიშებს შორის მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ისეთი წარმატებული სისტემა, როგორიც შექმნა მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მკურნალმა კატარინა შროტმა, ჯერ არ შექმნილა. ამ სისტემის ავტორიც კი სამკურნალო დიფერენცირებულ მასაჟს განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა.

მარტივად ავხსნი მასაჟის აუცილებლობას სქოლიოზის დროს. ამისთვის განვიხილოთ მთავარი მიზეზი, რაც ხერხემლის გადახრას განაპირობებს:

-თუ ზურგის კუნთები თანაბარი ტონუსით და დაძაბულობით ხასიათდება ხერხემლის ორივე მხარეს-ხერხემალი სწორად დგას! თანაბრად დაჭიმული კუნთები არ აძლევს საშუალებას ხერხემალს, გადაიხაროს.

-თუ მარცხენა მხარეს (რომელიმე სეგმენტში ან-მთლიანად) კუნთი უფრო მეტად მოიჭიმა, ვიდრე-მარცხენა მხარის კუნთები, ეს აუცილებლად გამოიწვევს ხერხემლის გადახრას მარცხნივ და შესაბამისად რკალიც გამოიკვეთება მარჯვნივ. ანუ მივიღებთ ტიპიურ სქოლიოზს რკალით მარჯვნივ.

-მეორე ხარისხიდან უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს რკალის კოორდინატები. რკალის მხარეს და მის თავზე ყოველთვის გვხვდება მოდუნებული კუნთები, ხოლო საპირისპირო მხარეს-მოჭიმული კუნთები. პირველის მოდუნებას განაპირობებს მეორის ჰიპერტონუსი.

-S -ებრი სქოლიოზის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი ვარჯიშების შერჩევა, რომელიც ერთ მხარეს საჭიროებისამებრ მოადუნებს კუნთს და მეორე მხარეს- მოჭიმავს. ნებისმიერი ვარჯიში კუნთების საერთო ტონუსის აღდენის მიზნის გარეშე გამოიწვევს ამ დისბალანსის კიდევ უფრო გაღრმავებას. ასეა მაგალითად ცურვა.შეუძლებელია იცურავო ისე, რომ ზურგის (ხერხემლის) ერთ მხარეს კუნთი მოადუნო და მეორე მხარეს- მოჭიმო.

 

-არ არსებობს ფარმაცევტული საშუალება, რომელიც დიფერენცირებულად აღადგენს კუნთების ჯანსაღ სტატუსს. ერთადერთი საშუალება ამისთვის არის სწორი, პროფესიული და დიფერენცირებული სამკურნალო მასაჟი.მხოლოდ ასეთი მანუალური მასაჟითაა შესაძლებელი ჰიპერ და ჰიპო ტონუსის განეიტრალება, რაც არის აუცილებელი პირობა სქოლიოზის მკურნალობისთვის!!!

ცხადია, მასაჟით დაბალანსებულ კუნთებს სჭირდება შემდომი მობილიზაცია და გაძლიერება ადექვატური ვარჯიშებით, იოგათი, ცურვით.

მასაჟი და ვარჯიშები -ამ ორ პროცედურას ალტერნატივა არ გააჩნია სქოლიოზის მკურნალობაში. ყველა დანარჩენი მეთოდი დამხმარე საშუალებაა ამ ორი წამყვანი მეთოდის ეფექტურობის გასაზრდელად (მაგალითად-ფიზიოთერაპია).

მთავარია, სწორად შეარჩიოთ მკურნალი (დაწესებულება და სპეციალისტი), რომელიც უზრუნველჰყოფს მართებული მასაჟის ჩატარებას, პაციენტზე მორგებული ვარჯიშების შერჩევას და არანაკლებ მნიშვნელოვანი: პაციენტი სრულ სინერგასიაში (თანამშრომლობაში) უნდა იყოს მკურნალთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ვარჯიშების სისტემატურ შესრულებას სახლის პირობებში!

ჯანმრთელობას გისურვებთ, ყველას!

ჯაბა კოხრეიძე.

ჯანმრთელობის ცენტრ „სერაფიტის“ წამყვანი სპეციალისტი

ტელ. 558-212-755

Advertisements

One thought on “სქოლიოზის მკურნალობა

  1. აღტაცებული ვარ, ბატონო ჯაბა, თქვენი პროფესიონალიზმით და გუნდით, რომელიც შემოკრებილი გყავთ თქვენს ცენტრში. ჩემს შვილს სქოლიოზის სამკურნალო პროცედურებს ზურა ზანგური უტარებდა. მადლობა ზურას, მთელს სერაფიტს. კოტიკო თითქოს ხელახლა დაიბადა, ყოველგვარი კორსეტის გარეშე ტანდეგობა საოცრად გამოსწორდა. 4 თვეში ისევ გეწვევით…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s