ელექტროფორეზი კარიპაზიმით თუ ფონოფორეზი კარიპაინით?!
ორივე ეს პროცედურა დღეს ითვლება ხერხემლის დისკოგენური დაავადებების (საერთო სახელი-სპონდილოზი)-ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, დისკოზი, თიაქარი…- ყველაზე ეფექტურ და საჭირო ფიზიოთერაპიულ პროცედურად. ექიმები მათ ნიშნავენ პრაქტიკულად პირველივე კონსულტაციებისას. ფიზიოთერაპევტები ამ პროცედურებს ასევე უნიშნავენ დიდი ემბირიული (პროფესიული) გამოცდილების საფუძველზე.
და მაინც: რომელია უფრო ეფექტური? მითუმეტეს, პრაქტიკულად კარიპაინის და კარიპაზიმის ქიმიურ-ბიოლოგიური შემადგენლობა ერთნაირია!
შედარება გავაკეთოთ ცალკეული პარამეტრების მიხედვით:
1.შეღწევადობა: ელექტროფორეზით კარიპაზიმის იონები უფრო ღრმად შედის კანქვეშა ქსოვილებში და იქედან- მალთაშუა დისკებამდე. ცალკეული პაციენტისთვის (მაგალითად, მსუქნებისთვის, ვისთვისაც დაზიანებული დისკი უფრო დიდი მანძილითაა დაშორებული კანის ზედაპირიდან) ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მოქმედება სეგმენტზე. ფიზიოთერაპიული მკურნალობის დანიშნულება არის დაზიანების ეპიცენტრის (მალთაშუა დისკის) მიმდებარე სეგმენტის (ქსოვილების) მკურნალობაც, რათა ამ სეგმენტმა მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს დისკის ტროფიკა (კვება). ამ მხრივ ორივე პროცედურა სასარგებლოა: ელექტროფორეზი გალვანური დენის, ხოლო ფონოფორეზი -ულტრაბგერითი ენერგიის საშუალებით მოქმედებს დისკის მიმდებარე სეგმენტზე. თუმცა ფონოფორეზს აქვს უპირატესობა: ულტრაბგერის ეფექტი არის უფრო მამკურნებელი, გამაჯანსაღებელი, აღმდგენი. მეტიც: მაღალი ხარისხის აპარატის შემთხვევაში (როცა აპარატის თავაკის გაცხელებაა შესაძლებელი) მოსახერხებელია მოჭიმული კუნთების მოდუნება-ეს აუცილებელია, რადგან მეტწილ შემთხვევაში კისრის და წელის სპონდილოზების დროს კუნთებს ჰიპერტონუსი ახასიათებს!
3.კომფორტულობა. ფონოფორეზი უფრო კომფორტული პროცედურაა. პრაქტიკულად სასიამოვნოცაა, რასაც ვერ ვიტყვით ელექტროფორეზზე: კარიპაზიმის იონები კანქვეშ შეყვანის პირველივე წუთებიდან იწყებს ქავილს, რასაც ბევრი ვერც უძლებს და ფიზიოთერაპევტი იძულებულია, იმუშაოს დაბალი სიხშირით, რაც ამცირებს შეღწევადობას!!!
4.უკუჩვენებები. საერთო უკუჩვებების გარდა, რაც ახასიათებს ფიზიოთერაპიას, არსებობს განსხვავებებიც. მაგალითად, ბევრს აღენიშნება ჰემანგიომები ხერხემალში. ამ კეთილთვისებიან წარმონაქმნს ზოგი მედიკოსი არანაირ საფრთხედ არ მიიჩნევს. თუმცა ჰემანგიომას მოფრთხილება სჭირდება და მისი ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის მრავალი შემთხვევა გვაქვს, რაშიც არასწორად შერჩეულ ფიზიოპროცედურებსაც შეუძლია წვლილის შეტანა. ჰემანგიომის დროს ელექტროფორეზი დაუშვებელია! ფონოფორეზი კი მისაღებია!
დოზირება. იმისთვის, რომ დისკის თიაქრმა შეწყვიტოს ზრდა, მეტიც, დაიწყოს სტაგნაცია და ზომებში შემცირებაც , რეკომენდირებულია დაზიანების ეპიცენტრში გარკვეული რაოდენობის (დოზის) კარიპაზიმის (კარიპაინის, საერთაშორისო დასახელება- პაპაია) მოხვედრა. ასეთ დოზად მიიჩნევა ელექტროფორეზის 20-30 პროცედურა, ულტრაბგერითი ფონოფორეზის შემთხვევაში კი-10-15 პროცედურა! ამის მიზეზებზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს (მთავარი კი ისაა, რომ კარიპაზიმის ფხვნილი იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში ან ნოვოკაინში, გალვანიზაციით იშლება იონებად და მთელი ამ პროცესის განმავლობაში იკარგება გარკვეული შიდა სტრუქტურული კომპონენტები).
დასკვნა: ორივე ეს პროცედურა საჭიროა და ფიზიოთერაპიის თანამედროვე კაბინეტში მათ თანაბარი ადგილი უჭირავს. მკურნალმა ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს მათგან კონკრეტული პაციენტისთვის საჭირო პროცედურა, გაითვალისწინოს რა ზემოთ ჩამოთვლილი ნიუანსები.
ჯამბულ (ჯაბა) კოხრეიძე
კლინიკა „სერაფიტის“ მთავარი სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი.
მისამართი: ჯანო ბაგრატიონის N5. მეტრო სამედიცინო. ჯანმრთელობის ცენტრი “სერაფიტი”
ეს ხდება ჩვენთან- კლინიკა “სერაფიტში”: ♻️ უნიკალური აპარატი (ფოტო 1) უზრუნველჰყოფს ფიზიოთერაპიული დენის (თენს, სინოიდური) მიწოდებას ბიოაქტიურ წერტილებზე ფიქსირებულ აკუპუნქტურულ ნემსებზე (ფოტო 2,3,4). ♻️ იკვრება წრედი და … ნემსების საშუალებით ხდება ელექტროსტიმულაცია უშუალოდ წერტილში, მთლიანად- ტრიგერულ ზონაში და- სეგმენტშიც კი! ✅ დიახ, ეს ხდება ჩვენთან! ❤️ ელექტროაკუპუნქტურის და ჩინური ნემსებით (6-8 ნემსი) რეფლექსოთერაპიის ერთი კომპლექსური პროცედურა (30 წთ) ღირს მხოლოდ 20 ლარი! 💚 ეს პროცედურა შედის ხერხემლის მკურნალობის სრულ კომპლექსურ პაკეტში. http://www.massagetbilissi.wordpress.com ☎️ 558-212-755
2020 წლიდან კლინიკა “სერაფიტში” დავნერგეთ 15 დღიანი კომპლექსური სამკურნალო პაკეტი საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი ფასებით და ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული გარემოთი (აპარატურა, სპეციალისტები). პაციენტმა უნდა იცოდეს, რას ვთავაზობთ მას კონკრეტულად ამ პაკეტით, გაიაზროს პროცედურების მნიშვნელობა და რწმენით დაიწყოს ხერხემლის მკურნალობა, რომელშიც თანაბარი მნიშვნელობა აქვს მკურნალის შერჩეულ პროცედურებს და თავად პაციენტის სულისკვეთებას, მზაობას მუდმივი თანამშრომლობისათვის!
პირველი 5 დღე განეკუთვნება ინტენსიურ ფიზიოთერაპიულ კომპლექსურ მკურნალობას, რომელსაც უშუალოდ კლინიკა “სერაფიტის” ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე უხელმძღვანელებს: ამ ეტაპზე მაქსიმალურად შესწავლილი იქნება პაციენტის სრული ფიზიოლოგია, საჭიროების შემთხვევაში, გაკეთდება ინექციები ანთებითი პროცესის ჩასაქრობად და ტკივილის ადრევე მოსახსნელად (ანოდინ დუალის და ყველა სხვა სახარჯი მასალის ფასი შედის პაკეტის ღირებულებაში). კომბინირებულ ინტენსიურ თერაპიაში გათვალისწინებულია: ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია (ფონოფორეზი), ლაზეროთერაპია, ტრიგერული წერტილების აპარატული და მანუალური დამუშავება– ყველა ეს და სხვა შესაძლო პროცედურა (ვარჯიში, დაჭიმვა) შეირჩევა ბატონი ჯაბას მიერ ინდივიდუალურად პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით. ამ ეტაპის შემდეგ პაციენტს პრაქტიკულად აღარ ექნება ტკივილი და მისი ორგანიზმი მზად იქნება დაავადების საბოლოო კონტროლისთვის: დაიწყება 10-დღიანი კურსი სხეულის სრული და დაავადებული სეგმენტის- სამკურნალო მასაჟებით, კინეზოთერაპიით (ვარჯიშებით). თუ საჭიროება მოითხოვს, გაგრძელდება მედიკამენტოზური ფიზიოთერაპია (ფონოფორეზი). კლინიკა “სერაფიტი” იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს (კარიპაინი, კარიპაზიმი, ფროენცი გელი, დიკულის მალამოები, ალოე ვერას თერმო-გელი და ა.შ )….
სრული პაკეტის ფასია მხოლოდ 900 ლარი ! ვიმეორებთ, ესაა 15 დღიანი სამკურნალო პაკეტის ფასი! მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ ეს ფასი. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით კომპანია “სვუპს”, რომლის ინტერნეტ-გვერდზეც რეგულარულად ხდება ჩვენი პრომო-აქციების რეკლამირება, აგრეთვე ჩვენს ერთგულ მეგობრებს.
ფიზიოთერაპია, მასაჟი, ვარჯიშები, ჯანსაღი ცხოვრების წესი!
ამაზე უკეთესი მეთოდები ხერხემლის მკურნალობისთვის არ არსებობს. მთავარია, სწორად შეარჩიოთ გარემო, სპეციალისტები და თავად იყოთ მზად ამისთვის!
აქციით (ზემოთ) სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ ერთიანი გადახდის შემთხვევაში.
ყველა სხვა შემთხვევაში ისარგებლებთ 60 ლარიანი პაკეტით (ქვემოთ):
კონსულტაციის დაგეგმვა და დამატებითი შეკითხვები ტელეფონზე: 558-212-755
მისამართი: ჯანო ბაგრატიონ ის N5 (ყოფილი- ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 8ა )
მიოფასციალური სინდრომი, ტრიგერული წერტილების არსებობა დაავადებული სეგმენტის მიმდებარე კუნთებში ან სულაც-სეგმენტში -ხშირადაა ავადმყოფობის ერთადერთი ან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი. მიზეზის აღმოფხვრის ან მკურნალობის გარეშე კი არასრულყოფილია ნებისმიერი მეთოდი თერაპიისა, რაც უნდა მომხიბვლელი იყოს იგი კლასიკური თუ არაკლასიკური მედიცინის მიმართულებებით. ხერხემლის ოსტეოქონდროზის, თიაქრის, სპონდილოართროზის, სხვა სახსრების ართროზის დაავადებათა მეტი წილი სწორედ ასეთი წერტილების არსებობით არის გამოწვეული. ტრიგერული წერტილები ხელს უშლის მალთაშუა დისკების და სახსრების სისხლით მომარაგებას, სეგმენტში ნივთიერებათა ცვლას, ლიმფური ნაკადების ფუნქციონირებას. ეს ყველაფერი კი განაპირობებს დეჰიდრატაციას, დისტროფიას. ფიზიოთერაპიული მკურნალობის, ვარჯიშების პარალელურად აუცილებელია კუნთების ღრმა, მანუალური წერტილოვანი მასაჟი, რათა გაიხსნას ყველა ბლოკირებული ტრიგერული წერტილები და აღდგეს დაავადებამდე არსებული სტატუს-ქვო.
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები გვთავაზობენ ტრიგერული წერტილების დამუშავების არა მარტო მანუალურ (ხელით) მეთოდებს, არამედ- მათზე აპარატული ზემოქმედების საშუალებებს. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ეფექტური ამერიკული აპარატი – TheraGun G2PRO Professional Massager გამოსვლიდან 2 თვეში უკვე თბილისში, კერძოდ ჯანმრთელობის ცენტრ “სერაფიტში” დაინერგა. ჩვენი მეთოდიკით და ხელმძღვანელობით ეფექტური აღმოჩნდა აპარატის მოქმედება კისრის და წელის თიაქრის მკურნალობაში სხვა მეთოდებთან ერთად: ფიზიოთერაპია, ვარჯიშები.
უშუალო ძვლოვანი სრუქტურის კორექციისთვის და მასთან ახლომდებარე ტრიგერული წერტილების დარტმითი-ტალღური დამუშავებისთვის კი “სერაფიტში” (თბილისში- პირველად) რა ხანია დაინერგა ამერიკელი მანუალისტ-თერაპევტების ნოუ-ჰაუ:
Electric Correction Gun adjustable intensity Therapy Chiropractic Adjusting Instrument Activator:
ამ უწყინარი პისტოლეტის სწორი მოხმარებით ერთნაირად წარმატებით ვებრძვით როგორც დისკოგენურ დაავადებებს, ასევე- სქოლიოზს, კიფოზს, მალების ცდომილებას…
ჯანმრთელობის ცენტრში “სერაფიტი” ფიზიოთერაპიული მომსახურებებიდან შეგიძლიათ მიიღოთ: ელექტროფორეზი, ქვანტური ლაზეროთერაპია, ელექტროთერაპი (სტიმულაცია, დიოდინამიური დენი, ამპლიპულსი, ემს…), ულტრაბგერითი თერაპია, ვაკუუმ-თერაპია. აგრეთვე : საუკეთესო მანუალური და სამკურნალო მასაჟი, კინეზოთერაპია- სამკურნალო ვარჯიშები და იოგა, ჰიდრომასაჟი…
მობრძანდით თქვენი ექიმის დანიშნულებებით,ენდეთ ჩვენს მრავალწლიან წარმატებულ გამოცდილებას…
კლინიკის მისამართია: ჯანო ბაგრატიონის N5, რობაქიძის უნივერსიტეტის წინ(მეტრო სამედიცინოსთან). ტელეფონები: 558-21-27-55, 293-05-46. გვერდი ფეისბუქზე: კლინიკა “სერაფიტი”(ქართული შრიფტით).
გთავაზობთ ოსტეოქონდროზის და თიაქარის,ხერხემლის და ზოგადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობის პაკეტებს: გადახედეთ თქვენს დანიშნულებას, შეეკითხეთ მკურნალ ექიმს ან გაიარეთ კონსულტაცია (ფასი მხოლოდ 30 ლარი) ჩვენს ცენტრში, შეადარეთ ჩვენი ფასები და ხარისხი ანალოგიურ შეთავაზებებს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.ტელ:558-21-27-55, 293-05-46.
პაკეტი N1.
კარიპაზიმი მიჩნეულია ხერხემლის დისკოგენური, აგრეთვე სახსრების დაავადებების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ წამლად. ელექტროფორეზის გზით კარიპაზიმი ღრმად აღწევს დაზიანებულ უბანში და იწვევს დეგენერირებული დისკის აღდგენა-რეგენერაციას. უამრავი ფაქტი არსებობს სამედიცინო პრაქტიკაში კარიპაზიმით ურთულესი დაავადებების (ოსტეოქონდროზი, თიაქარი, ართროზი…) წარმატებული მკურნალობისა. N1 ეკონომპაკეტი ითვალისწინებს პროცედურის ჩატარებას 4 ელექტროდიანი ელექტროფორეზის და გალვანიზაციის აპარატით, ფასი მოქმედებს სრული კურსის ღირებულების ერთიანი გადახდის შემთხვევაში.❤️
მორიგი ეფექტური, ეკონომიური პაკეტია N3 მომსახურების კომპლექსი: ქვანტური ლაზეროთერაპია 21-ე საუკუნის სამედიცინო ტექნოლოგიას მიეკუთვნება. პრობლემურ ზონაზე გაკეთებული ლაზერული აკუპუნქტურა აძლიერებს ელფორეზით დისკებამდე შეღწეული პაციენტის მიერ მოტანილი კარიპაზიმის ან სხვა მედიკამენტის მოქმედებას და ეფექტურობას, იწვევს აღდგენის შეუქცევად პროცესს, აძლიერებს ძვლოვან და ხრტილოვან სტრუქტურებს! პროცედურა სრულდება საუკეთესო ხარისხის თანამედროვე აპარატებით (მაგ. РИКТА-04-4). მესამე პროცედურა არის პაციენტისთვის შერჩეული უნივერსალური სამკურნალო ვარჯიშების სისტემა, რომლის ამობეჭდილ ვერსიასაც კურსის დასრულებამდე გადავცემთ მას. N1 და N2 პაკეტებით სამკურნალო კურსი რეკომენდირებული 15-20 სეანსით.
ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ერთგვარად ექსკლუზიური პროდუქტია, რომელშიც N2 პაკეტით გათვალისწინებულ პროცედურებს ემატება: ხერხემლის გაჭიმვა ინვერსიულ მაგიდაზე ან სპეციალურ ჰორიზონტალურ მოწყობილობაზე (ექიმის შერჩევით), ხერხემლის დეკომპრესია სპეციალურ კორექტორზე. რეკომენდირებულია 10-15 სეანსი.
სრული პაკეტი ძირითად ითვალისწინებს მანუალური და სამკურნალო მასაჟის დამატებას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებზე. თუ დისკოგენური დაავადებები (ოსტეოქონდროზი, თიაქარი) ვითარდება სქოლიოზის ან კიფოზის ფონზე, მასაჟების ჩართვა აუცილებელია კომპლექსურ მეთოდიკაში. ზოგადად მასაჟი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ლიმფურ ნაკადებს მთელს ორგანიზმში და განსაკუთრებით-დაზიანებულ უბნებში- ამიტომ მისი ჩართვა სამკურნალო სეანსში ეფექტურ შედეგებს იძლევა. ამ პაკეტის მფლობელთათვის გათვალისწინებულია სამჯერ ინფრაწითელი საუნით სარგებლობა.
მისამართი: თბილისი. ჯანო ბაგრატიონის N5. (მეტრო სამედიცინოსთან)
ხერხემლის პრობლემების გადაწყვეტაში კომპლექსურ მკურნალობას (ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, მასაჟი, დაჭიმვები, გონივრული ფარმაკოთერაპია) პრაქტიკულად არ გააჩნია ალტერნატივა! მოდით ჩვენთან, ვისაუბროთ თქვენს პრობლემებზე, შეაჯერეთ ჩვენი შეხედულებები თქვენს მიერ ამ მიმართულებით მოძიებულ ინფორმაციას, შეათანხმეთ ჩვენი რეკომენდაციები თქვენს მკურნალ ექიმთან და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება! კონსულტაციის ფასი სიმბოლურია- მხოლოდ 30 ლარი .
დაჯავშნეთ ვიზიტი ტელ: 293-05-46 ან 558-21-27-55 !
ჯანმრთელობის ცენტრ “სერაფიტი” თქვენს სამსახურშია!
კომპლექსური მკურნალობა შეირჩევა აბსოლუტურად ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით: მოიტანეთ თქვენი ექიმის დანიშნულება ან ენდეთ ჩვენს მრავალწლიან ემბირიულ გამოცდილებას- კლინიკა “სერაფიტში” პრაქტიკულად ნებისმიერი ფიზიოთერაპიული პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი!
კლინიკა “სერაფიტში” სიახლეა: აბსოლუტურად ყველა სამკურნალო თუ გამაჯანსაღებელი, აგრეთვე კოსმეტოლოგიური პროცედურები დღეიდან, შეგიძლიათ დააფინანსოთ თიბისი ბანკის უპროცენტო 12 ან 24 თვიანი განვადებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქრონიკულად დაავადებული (სამწუხაროდ, ხერხემლის პათოლოგიები ძირითადად სწორედ ქრონიკული დაავადებებია) პაციენტებისათვის. მაგალითად, ოსტეოქონდროზის კომპლექსური მკურნალობის კურსი (ერთ სეანსში შედის 4-5 პროცედურა: ელექტროფორეზი, ულტრაბგერითი თერაპია, ლაზეროთერაპია, ვარჯიშები, მასაჟი) ხშირად 1000 ლარსაც აღემატება (ძვირია სახარჯი მასალა: კარიპაზიმი, კარიპაინი, ინექციები- ეს ყველაფერი შედის ამ ფასში). მწვავე სტადიების დროს კი რეკომენდირებულია კურსის რამდენიმეჯერ განმეორება. არსებობს, ცხადია, უფრო ეკონომიური პაკეტები (400 ლარიდან). ეს ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე, ექიმის დანიშნულებაზე…ყველა ვარიანტში, თიბისი ბანკის უპროცენტო განვადება პაციენტისთვის ხელსაყრელი და მისაღები იქნება!
დაგეგმეთ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები პროფესიულ, კომფორტულ გარემოში, სადაც მიღებული კვალიფიციური მომსახურება დიდი ხნით დაგავიწყებთ პრობლემებს!
მის: ჯანო ბაგრატიონის N5 (ყოფილი ალ.ყაზბეგის 8ა). მეტრო “სამედიცინოსთან”. ტელ. 558-21-27-55, 293-05-46. ფეისბუქზე: კლინიკა “სერაფიტი” (ქართული შრიფტით)
15 წელიწადია, უშუალოდ ვარ ჩართული ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობის საქმეში. ეს არც პატარა დროა დიდი გამოცდილების და ცოდნის დასაგროვებლად! აქედან უმეტესი წლები ვმუშაობდი ათენის ერთ-ერთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში, თითქმის 5 წელი კი საკუთარი კლინიკა მაქვს თბილისში, ფილიალი -ქუთაისში და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მრავალრიცხოვან მოსწავლეებს. წელის ტკივილი თავადაც მაწუხებს ხოლმე- მე-3 ხარისხის ოსტეოქონდროზი მაქვს (ეს თითქმის პროტრუზიაა, დისკის თიაქრის საწყისი ეტაპი), დიაგნოზი საკუთარ თავს თავადვე დავუსვი (ცხადია, გადავამოწმე მრტ კვლევით). ამ დაავადებით ვცხოვრობ აქტიურად აგერ 8 წელიწადია: დღეში რამდენიმე ფიზიოპროცედურას და მანუალურ მასაჟს ვაკეთებ, ვატარებ გაკვეთილებს მასაჟის და ფიზიოთერაპიის სასწავლო კურსის სტუდენტებისთვის….
მოკლედ, მოგიყვებით, როგორ ვმართოთ ხერხემლის დაავადებები, როგორ ვიცხოვროთ კომფორტულად დაავადებულ ხერხემალთან ერთად. იქნებ ვინმეს გამოადგეს გამოცდილება ჩემი, როგორც -ექიმის და როგორც-პაციენტის.
ხერხემლის პათოლოგიით დაავადებულ პაციენტს სხვადასხვა პროფილის მკურნალთან ვიზიტი უწევს: ნერვოლოგი, ორთოპედი, რევმატოლოგი, ექიმბაში, მანუალისტი, მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი ….ეს არაა სრული სია. მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ ერთი მეთოდით მკურნალობა არ იძლევა პაციენტისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს. ჩემთან მოსულ ბევრ პაციენტს მაგალითად: ათასობით ლარის მარტო ტკივილგამაყუჩებელი და ანტიდეპრესანტები აქვთ ხოლმე მიღებული; ათასობით ლარის სასწაულმოქმედი მალამოები აქვთ ნაცადი ხერხემალზე, რომელმაც გარკვეული დროით მართლაც მისცა შედეგი, თუმცა საბოლოოდ მაინც აწუხებთ გაუსაძლისი დისკომფორტი ზურგში; არანაკლები თანხა დაუხარჯავთ ბრენდულ ფიტნეს-დარბაზებში, სახელობით ტრენაჟორებზე- აქაც საბოლოოდ არასაკმარისი ეფეტურობის მოწმენი გახდნენ; მასაჟისტებიც გამოიცვალეს: არა-ერთი! თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მერე- პრობლემა კვლავინდებურად მწვავდებოდა….
ოსტეოქონდროზი, თიაქარი, დისკოზი – მალთაშუა დისკოს დეგენერაციული ცვლილებითაა გამოწვეული. დისკი ვერ იღებს მიმდებარე ქსოვილებიდან (სისხლძარღვები, ნერვები, კუნთები…) ადექვატურ საკვებს და იწყებს დეგრადირებას, „შიმშილს“, ზომებში ცვლილებას და ასე შ. , რასაც მალები ეგრევე პასუხობენ „თავდაცვით“: საკუთარ სხეულებზე ოსტეოფიტური წანაზარდების წარმოქმნით. ოსტეოფიტები (ანუ კალციუმის მარილები) მოგვიანებით გაძვალებას იწყებენ სივრცეში, სადაც წესით მათი ადგილი არ იყო. თიაქარში გადაზრდით ოსტეოქონდროზით გამოწვეული დისკომფორტი კიდევ უფრო იზრდება. ნეირო-ქირურგი ამ პრობლემის გადაწყვეტას ხედავს შედეგის გამოსწორებაში: ოსტეოფიტების „ჩამოფხეკვაში“, ნერვებზე ზეწოლის ამ გზით შემცირებაში და საჭიროებისამებრ იმპლატანტის ჩანერგვაში. ნერვოლოგი-თერაპევტი ნიშნავს ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ადექვატურ ანალგეტიკებს, არასტეროიდებს, რათა ოსტეოფიტებით თუ დეფორმირებული დისკის ზეწოლით გამოწვეული ტკივილები განულდეს, ჩაქრეს ანთებითი პროცესი…ფიტნეს-ინსტრუქტორი პაციენტს სთავაზობს ძალიან კარგ ვარჯიშებს სახელობით ტრენაჟორებზე, კარგად გაპიარებულ მოძრაობებს ( რომელიც სინამდვილეში მთელს მსოფლიოში ცნობილი ვარჯიშებია და სულაც არაა ერთი რომელიმე სლავი ექიმის სახელთან დაკავშირებული). ვარჯიშები აძლიერებს დაზიანებული დისკების მიმდებარე ქსოვილებს, კუნთებს, იწვევს მათ გაჯანსაღებას, შედეგად კუნთები იწყებს ჯანსაღივე საკვების მიწოდებას დისკებზე, რაც რეალურად რეგენერაციის (აღდგენა-განახლების) დაწყებას უნდა იწვევდეს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ-ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტის ჩამოყალიბებას- სწორედ ამ კორსეტმა უნდა „დაიჭიროს“ ხერხემალი, ამგვარად შეამციროს მალების მხრიდან დისკებზე ზეწოლა. მასაჟისტი რეალურად იწვევს თავისი ქმედებით კუნთების სტიმულირებას, მათ შინაგან გაძლიერებას აუმჯობესებს რა მათში სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ლიმფურ ნაკადებს – მასაჟი ოსტეოქონდროზის დროს ლამის ერთადერთი მეთოდია, რასაც რეალურად უკუჩვენება არ გააჩნია! სახალხო მკურნალის მალამო არანაკლები ეფექტურობით აქრობს ტკივილს, ვიდრე- დიკლოფენაკები და ა.შ. დიდი ხანია, საიდუმლო აღარაა ასეთი მალამოების შემადგენლობა (ვისაც უნდა, გაიგებს)…ამ მალამოებს აქვს უდავოდ ეფექტი: სწრაფად გაიწოვება კანქვეშ, მოქმედებს ნერვულ რეცეპტორებზე, აღწევს დაზიანებულ ნერვებამდე, აუვნებელჰყოფს ტკივილს…
მოკლედ, ყველა მეთოდს აქვს თავისი დადებითი მხარე. და მაინც, პაციენტები უნუგეშოდ ტრიალებენ მოჯადოებულ წრეზე, დადიან სახალხო მკურნალიდან ექიმ-ნერვოლოგამდე, მასაჟისტიდან -ფიტნესის დარბაზებამდე, ქირურგიდან-ფიზიოთერაპევტამდე…
დასკვნა: ყველა მეთოდს აქვს არსებობის და გამართლების უფლება, და მათი ეფექტურობა განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ პაციენტი ერთობლივად, კომპლექსურად მიმართავს მას. ცხადია, ამ კომპლექსურობისკენ მკურნალმა ექიმმაც უნდა უბიძგოს პაციენტს, რასაც, სამწუხაროდ, არც თუ ხშირად მიმართავენ ჩვენი ექიმები…. ამის მიზეზი კი ერთგვარი ანტაგონიზმი უფრო მგონია, ვიდრე -განათლების სივიწროვე.
გამოსავალი: ვიფიქროთ ერთად და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ეს სტატიაც „განათლებული“ პაციენტებისთვისაა (და არა- მარტო) განკუთვნილი. დისკის დეგენერაციის შესაჩერებლად და აღდგენა-რეგენერაციის დასაწყებად აუცილებელია, იმ დისკამდე მივიდეთ! ამას მასაჟით, მალამოებით, ქირურგიული ჩარევით, ვარჯიშებით – ვერ მოვახერხებთ. ყველაზე ეფექტური გზა „დისკამდე შეღწევისა“ გადის ფიზიოთერაპიაზე. არსებობს რამდენიმე ეფექტური პროცედურა ფიზიოთერაპიაში, როცა ჩვენ ვზემოქმედებთ დაზიანებულ დისკზე- ამ პროცედურების ნუსხა, შესაბამისი სიხშირეები უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა კონკრეტული დაავადების ხარისხის და პაციენტის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. როცა ჩვენ დისკიდან დავიწყებთ აღდგენით-გამაჯანსაღებელ პროცესს, უფრო ეფექტური იქნება მიმდებარე ქსოვილების და კუნთების გაძლიერება, სტიმულირება. აქ კი სწორედ პარალელურ რეჟიმში უდიდეს როლს ასრულებს მასაჟი და ვარჯიშები. ვიმეორებ ზემოთ ნათქვამს: მასაჟი შინაგანად. ხოლო ვარჯიშები -გარეგანად აძლიერებს კუნთებს, საიდანაც საკვები მიეწოდება ფიზიოთერაპიით ნამკურნალევ დისკს და რომელიც (კუნთები) ქმნის ხერხემლის ბუნებრივ დამჭერს, ჭიგოს!
მთელი ცხოვრება უნდა ვივარჯიშო? მთელი ცხოვრება უნდა ვიკეთო ფიზიო და მასაჟი? – ეს კითხვები მესმის ყოველ დღე და და არა-ერთხელ…დიახ! მთელი ცხოვრება, სჯობს ივარჯიშოთ, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გაიკეთოთ პერიოდულად მასაჟები, უფრო ნაკლები სიხშირით -ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა უმრავლესობა ძალიან საჭირო და ეფექტურია სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი (მაგალითად: ქვანტური ლაზერი, ჰიდრომასაჟი, ულტრაბგერა)…მე ვპასუხობ: დიდხანს, ოღონდ არა-ყოველ დღე!!! წელიწადში 1-2-ჯერ 10-12 დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ, რომ დიდხანს დატკბეთ სიცოცხლის მშვენიერებით, გამოადგეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფთ… შესაძლოა, ამდენიც არ დაგჭირდეთ…ივარჯიშეთ! ივარჯიშეთ!!! მოძებნეთ ვარჯიშები (ან ენდეთ თქვენს მკურნალს) , რომელთაც კომფორტულად ასრულებთ და რომელთა შედეგსაც განსაკუთრებით გრძნობთ! მე პირადად წელის თიაქრის დროს იგივე ვარჯიშებს ვასწავლი პაციენტებს, რასაც თავად ყოველდღე ვაკეთებ…ყველა კმაყოფილია. ეს არ ნიშნავს, მათ არ ეძებონ სხვა გზები ან სხვა ვარჯიშები. მთავარია, მკურნალისგან მიიღოთ ვარჯიშების იდეოლოგია, თუ როგორი ტიპის მოძრაობებია თქვენთვის დასაშვები და როგორი ტიპისა- არა!
დაჭიმვები: ბევრ კლინიკაში ერთი რამდენიმე წუთიანი დაჭიმვა 30-40 ლარი ღირს….გადაამრავლეთ ეს 10-ზე….15-ზე….დაჭიმვა, იგივე-მალების დეკომპრესია! იოგას (პილატესის) ის პოზები (აქლემი, მშვილდი, კობრა, ხე…), რომელთაც ჩვენ ვასწავლით პაციენტებს, სწორედ სწორ, უსაფრთხო დეკომპრესიაზეა აგებული. მომენტალურად უმსუბუქებს ადამიანს მდგომარეობას დიდ ბურთზე სწორად გაკეთებული (არ დაგიმალავთ, ამას სწავლა უნდა) დაჭიმვა– ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ასეთ ბურთზე გაკეთებული დაჭიმვა და ვარჯიშები წყალქვეშა დაჭიმვის ტოლფასია. https://www.youtube.com/watch?v=b2lZdI7OZJI ბურთზე შესრულებული ზურგის კუნთების და პრესის გამაძლიერებელი ვარჯიშები (აუცილებლად სჭირდება ოსტექონდროზით დაავადებულებს) აბსოლუტურად უსაფრთხოა- ბურთის ამომგდები ძალა უზრუნველჰყოფს ამ უსაფრთხოებას დისკოს მძიმე ფორმის თიაქრის დროსაც კი!
დაიმახსოვრეთ: თუ სქოლიოზი გაქვთ ან თქვენ შვილს დაუსვეს ეს დიაგნოზი, დროულად იმკურნალეთ ამ მიმართულებით. ჩემი პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც ოსტეოქონდროზი და თიაქარი აქვს, სქოლიოზი ან კიფოზიც ჭირთ. ამიტომ კომპლექსური მკურნალობის აუცილებლობა კიდევ უფრო იზრდება-გარდა დისკის თერაპიისა (ფიზიო, მანუალური მასაჟი, დაჭიმვები), აუცილებელია სქოლიოზის სამკურნალო დიფერენცირებული მასაჟი. ასეთი მასაჟის გარეშე აზრს ჰკარგავს ტკივილის გაუვნებელჰყოფაზე მიმართული ყველა ღონისძიება (მალამო, ნემსები, დაჭიმვები და ა.შ), რადგან გამრუდებით გამოწვეული ზურგის კუნთების დისბალანსი აუცილებლად ისევ გამოიწვევს დისკომფორტს!!! ბავშვებს დროულად უმკურნალეთ სქოლიოზზე და მიზნად უპირველე ყოვლისა ამ დაავადების გართულებების (მაგ. თიაქარი!) თავიდან აცილება დაისახეთ!!!
სტატიის ბოლოს ჩემს რეკვიზიტებს მივაწერ. სარეკლამოდ ეგ არ მჭირდება: ძალიან დატვირთული ვართ ისედაც ჩემს თანამშრომლებთან ერთად! ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ გამოსცადა კომპლექსური მკურნალობის სიკეთე ჩვენს ცენტრში. ისინი, ვისაც აქვთ საშუალება, ბოლომდე გაიზიარონ ჩვენი რეკომენდაციები, აბსოლუტურად კომფორტულად ცხოვრობენ თავიანთ ხერხემალთან ერთად, საქმიანობენ, მოღვაწეობენ, მოგზაურობენ, სწავლობენ…სხვებსაც ვთხოვ, ჩვენი საიტის კომენტარებში, მოგვითხრონ, საკუთარი გამოცდილების შესახებ…ან უბრალოდ, შეგვეკითხეთ: მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი პასუხები ამ სტატიაში მოცემულ აზრებთან ერთად, ცოტათი მაინც დაგეხმარებათ!
ოსტეოქონდროზი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ პრობლემას მეცნიერები ტექნიკის განვითარებას უკავშირებენ. მათი აზრით,
მისი გავრცელება მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმისა და ეკოლოგიური პირობების გაუარესების შედეგია.
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია:
უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებს; ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში;
მგრძნობელობის მომატება ან შემცირება, რის გამოც ადამიანი ღამით იღვიძებს და ხელის კუნთებს იზელს; ტკივილი – რომელიც ზოგჯერ მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. ხშირად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც კი აძლიერებს. ტკივილი ასევე ძლიერდება ხველისას, ცემინებისას, გაჭინთვისას, ყველაზე მეტად – ჯანსაღ მხარეს გადახრისას;მოძრაობის, განსაკუთრებით ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობის დარღვევა;ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ქავილი ან ჩხვლეტა;ქვედა ან ზედა კიდურების მოძრაობის შეზღუდვა და მგრძნობელობის დარღვევა;
თავის ტკივილი, რომელიც მუდმივი ნიშანია. ის კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა; მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად – დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ, მაგალითად, ტელევიზორის ყურების ან მაღალ და მაგარ სასთუმალზე ძილის შემდეგ. ეს მოვლენები შესაძლოა იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც; გონის დაკარგვა. ხანში შესული ადამიანები თავის მკვეთრი მობრუნებისას ზოგჯერ გონს კარგავენ, რასაც წინ უძღვის თავბრუდახვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება; გულმკერდის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის ტკივილი, რომელიც ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია და სტენოკარდიას წააგავს, მაგრამ ამ ტკივილის კუპირება ნიტროგლიცერინის მიღებით ვერ ხერხდება.
კისრის ოსტეოქონდროზი შედარებით უფრო ვერაგი ფორმაა ხერხემლის სხვა ოსტეოქონდროზებს შორის. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის დარწმუნება იმაში, რომ მკურნალობის ეფექტურობა შესაძლებელია მხოლოდ თერაპიის ხანგრძლივობასა და კომპლექსურობა-სისტემატურობაში.
სამკურნალო მასაჟებითა და მანუალური თერაპიით, ვაკუუმ და ელექტრო ფიზიოთერაპიის გამოყენებით უკვე მე-5-მე-6 სეანსზე მიიღწევა პირველი სერიოზული შედეგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ცხადია სრულ განკურნებას. ოსტეოხონდროზი იწყებს უკან დახევას. ამის შემდეგ იწყება რეგენერაციის პროცესი: ადამიანის ორგანიზმი ჩვენი დახმარებით თავად იწყებს სასიცოცხლო ძალების აღდგენას, მალთაშუა დისკების არეში ტროფიკული პროცესების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ნერვული სისტემის სტიმულირებას, რაც საბოლოოდ მიმართულია ოსტეოხონდროზის დასამარცხებლად. ამ მკურნალობის მიტოვება შუა გზაზე დაუშვებელია. პაციენტსა და ექიმს შორის არსებული ნდობა ამ გამარჯვებას განაპირობებს. შედეგიანი პროცედურების მიუხედავად ზოგჯერ კისრის ოსტეოხონდროზის ძირითადი სიმპტომებიდან რჩება მხოლოდ თავის ტკივილი… ასეთ დროს ნებადართულია და, აუცილებელიცაა, გარკვეული მედიკამენტოზური ჩარევა. მთავარი, რასაც ყოველთვის და ყველგან ვიმეორებ: სამკურნალო პროცედურების დასრულების შემდეგ აუცილებელია დაიცვათ ის სისტემური მითითებები, რასაც ექიმი აძლევს პაციენტს.
ოსტეოქონდროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ოსტეოქონდროზი ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა. ხერხემლის ოსტეოქონდროზი ხასიათდება მიმდებარე ქსოვილებში დისტროფიულ-დეგენერაციული პროცესების განვითარებით. ოსტეოქონდროზის შედეგად მოსალოდნელია: მალათაშუა დისკოების ელასტიკურობისა და სისქის შემცირება; მალებზე წანაზარდების წარმოქმნა;
ვერტებრული ხვრელების შევიწროება.
ყოველივე ეს იწვევს: კუნთების მომატებულ დატვირთვას სხეულის მოძრაობის დროს;
ნერვის ტრავმირების საფრთხეს; ზურგის კუნთების პერიოდულ გადატვირთვას და ტკივილს.
ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა დისკოზი ანუ თიაქარი ხერხემლის მალებს შორის. მალათაშუა დისკოები ყველაზე ადრე ზიანდება და დეფორმირდება. ხერხემლის ტკივილს ხშირად მალებს აბრალებენ, თავის ტკივილს კი დაღლილობას მიაწერენ. აღნიშნული სიმპტომები მეტად სერიოზული დაავადების – ოსტეოქონდროზის მანიშნებელია.
დეგენერაციული ცვლილებები 30 წლიდან იწყება. დეგენერაციის ტიპი და გართულების რისკი დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე, შრომისა და დასვენების ხარისხზე, აგრეთვე – პროფილაქტიკისთვის გამიზნული მეთოდების გამოყენებაზე. ოსტეოქონდროზის რისკფაქტორებია: ხერხემლის განვითარების ანომალიები,მაგალითად-სქოლიოზი, კიფოზი; სიმსუქნე, თამბაქოს წევა, ჰიპოდინამია.
ოსტეოქონდროზისგან სრული განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ ეფექტიანია. მკურნალობის შედეგი 70-80%-ით დამოკიდებულია პაციენტზე, მის დისციპლინაზე. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა გამოსავლენად, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ამ დაავადებების დროს უკუნაჩვენებია. მარილების “დაშლა” ან “გაწოვა” მიზნად არ უნდა დავისახოთ – ოსტეოქონდროზის დროს ხდება არა “მარილების დაგროვება”, არამედ რეაქტიული გაძვალება, ამიტომ ვერავითარი ღონისძიება ვერ შეძლებს “მარილოვანი წანაზარდების” დაშლას.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპებია:
მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა; სამკურნალო ვარჯიშების შესრულება; მასაჟი; ფიზიოთერაპია.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თითქმის ყველა გაიდლაინი ამ მიმართულებით ამ ოთხ პრინციპს აღიარებს. მეტიც, თუ პაციენტს ოსტეოქონდროზზე ამ პრინციპებით არ უმკურნალია და მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის მალამოებით თუ ქიმიური პრეპარატებით სარგებლობდა, მას არც არასდროს უმკურნალია ხერხემალზე!!!
აუცილებელია, დროულად ჩატარდეს პროცედურები, რომლებიც გადაღლილი ხერხემლის განტვირთვისთვის არის საჭირო. მეტად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ძალზე ეფექტურია სპორტი, განსაკუთრებით – ცურვა, იზომეტრიული ვარჯიშები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მეთოდისტის მთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. თანამედროვე მედიცინაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოსტეოქონდროზის კომპლექსურ მკურნალობას. ცნობილია, რომ წამლებს ახასიათებს გართულებები, ხშირია ალერგიული რეაქციები, ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებისთვის კი ასეთი რამ არ არის დამახასიათებელი. საქართველო მდიდარია საკურორტო რესურსებით. კურორტულ მკურნალობაზე მოთხოვნა დიდია. თბილი წყლის პროცედურები ადუნებს კუნთს, იწვევს მის ჰიპერემიას, ხსნის სპაზმს. ჰიდროთერაპიულ კაბინეტში კეთდება წყალქვეშა მასაჟი . ჰიდრომასაჟი იწვევს სრულ რელაქსაციას, რის შედეგადაც ტკივილი მკვეთრად მცირდება ან საერთოდ ქრება.
სპეციალური ანტირევმატიული მინერალებით გაკეთებული ჰიდრომასაჟი ნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს დისკოგენური ფორმის გავა-წელის რადიკულიტი ქვემწვავე სტადიაში.ასევე-ზოგადად ოსტეოხონდროზის ტიპის ყველა პათოლოგია,მათ შორის-თიაქარი. კლინიკა “სერაფიტში” გვაქვს საშუალება, პაციენტის მდგომარეობის და კონკრეტული დიაგნოზის შესაბამისად გავაზავოთ საჰიდრომასაჟე წყალი ადექვატური სამკურნალო მინერალებით, ვმართოთ ჯაკუზის მასაჟორების სიხშირე. სპეციალურ ავზში წყალქვეშა მასაჟორები დაკომპლექტებულია ისე, რომ წყლის ჭავლმა ზუსტად მოახდინოს ზემოქმედება ხერხემალზე, დიდ სახსრებზე. ოსტეოხონდროზის და თიაქარის დროს მიმდებარე კუნთები ჰიპერტონუსირებულია, ამიტომ წყალქვეშა მასაჟი (ჰიდრომასაჟი) უებარი საშუალებაა ასეთი კუნთების მოდუნებისათვის. ანტირევმატიული და სპეციალური სამკურნალო მინერალები კი ხელს უწყობს დისკის სეგმენტის დონეზე რეგენერაციის პროცესს.
ნებისმიერი დაავადება, და არა მარტო-ოსტეოქონდროზი, რომელიც გრძელდება ქრონიკულად,იწვევს დაძაბულობას ადამიანში,რაც გადაიზრდება ხოლმე გარკვეულ ნერვიულობაში,სტრესში, მითუმეტეს, როცა დაავადება რეალურად ართმევს ადამიანს შრომის უნარს, უკარგავს ცხოვრების ხალისს.ეს ფსიქოსომატური თვალსაზრისით. ახლა რაც შეეხება-ფიზიოლოგიური თვალსაზრისით: კისრის ოსტეოქონდროზის დროს სხეულის ის სეგმენტია დაზიანებული, სადაც მდებარეობს თავის ტვინისკენ მიმავალი არტერია, კაპილარები, ნერვები:ფაქტიურად ეს სეგმენტია პასუხისმგებელი თავის ტვინის სისხლით მომარაგებაზე (ძალიან უბრალო და გასაგები ენით ვსაუბრობ).ამ სეგმენტშია (ვიმეორებ,საუბარია C I-VII კისრის მალებსა და ნაწილობრივ გულ-მკერდის T I-XII მალებზე) განთავსებული უამრავი ტრიგერნული წერტილები,ბიოაქტიური მონაკვეთები, ენერგეტიკული არხები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის სრულყოფილ ფუნქციონირებას, ნივთიერებათა ცვლას, ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას და ა.შ.ოსტეოქონდროზი სწორედ ამ სისტემას ემუქრება და მისი პირველივე “გამოჩენისთანავე” ვგრძნობთ არა მარტო ტკივილს კისრის არეში (ანუ-კონკრეტულ სეგმენტში), არამედ-თავის ტკივილს, ნერვულ დაძაბულობას, სახსრების (ჯერ ხელების-მერე კი ქვედა კიდურებისას) ტკივილს, დაბრუჟებას…ნერვულ დაძაბულობა არც თუ იშვიათად გადაზრდილა სტრესში, ნერვოზში…იმატებს არტერიული წნევა…ფარმაკოთერაპიის პარალელურად (თუ ეს აუცილებლია-ჩემი აზრით,ფარმაკოთერაპიამდე უნდა ვცადოთ ფიზიო და მანუალური თერაპიის ყველა საშუალებები!!!ეს უფრო ეფექტურია და ამ გზით მიდის თანამედროვე დასავლური მედიცინა, აღარაფერს ვამბობ,აღმოსავლურ მედიცინაზე!) პირველ რიგში სწორედ სამკურნალო მასაჟები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს…პირველივე სეანსიდან შეიძლება შევურჩიოთ პაციენტს კონკრეტული იზომეტრიული ვარჯიშები. ჩემი გამოცდილებიდან გეტვით: თითქმის არ მქონია შემთხვევა,რომ დადებითი შედეგი არ მიმეღოს ოსტეოქონდროზის მანუალური (ხელებით) მკურნალობის გზით. და იმიტომ კი არა, რომ სასწაულმოქმედი მასაჟისტ-მანუალისტი ვარ…არა, უბრალოდ იმიტომ, რომ თავად მასაჟი არის სასწაულმოქმედი, მთავარია, სწორად შეარჩიოთ სპეციალისტი, რომელმაც იცის მისი საქმე და თქვენთან ერთად სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების!!! მასაჟის შედეგად განბლოკილი, გახსნილი ენერგეტიკული არხები და ტრიგერნული წერტილები აღადგენს სისხლის მოძრაობას თავის ტვინის მიმართულებით,კუნთების ტონუსს სეგმენტში და ნევროზიც უკან იხევს, ისე,როგორც უკან იხევს თავად მისი “უდიდებულესობა” ოსტეოქონდროზი…პაციენტსა და რეაბილოტოლოგს (მასაჟისტს) შორის ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პაციენტმა და მისმა ახლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სწორად გაკეთებული ნამუალური პროცედურების შემდეგ უეჭველი დგება დადებითი შედეგები, უამრავი სიმპტომებიდან გაქრება დიდი ნაწილი, მაგრამ შესაძლოა, დარჩეს გარკვეული სიმპტომებიც, რომელთა მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მასაჟის კურსის დასრულების შემდეგ. ვიმეორებ: ესაა ვერაგი დაავადება, რაც ძნელად, მაგრამ მაინც იხევს უკან.გარანტიების მოთხოვნა ამ დროს მასაჟისტებისგან სავსებით უადგილოა გარდა ერთისა- თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ სწორად შეარჩიეთ სპეციალისტი, რომ ნამდვილად პროფესიონალ მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტთან მიხედვით (ამაში რეკომენდაციებიც დაგეხმარებათ და 1-2 მასაჟიც). სწორი სამკურნალო მასაჟის პროცედურები შეადგენს ოსტეოხონდროზის მკურნალობის კომპლექსური პროგრამის ნაწილს და არა- მის ერთადერთ ალტერნატივას. ნუ ენდობით “ალქიმიკოსებს” და მხოლოდ ქიმიოფარმაკოთერაპიას- ენდეთ პროფესიონალებს, ვინც გთავაზობთ სწორედ კომპლექსურ სისტემას მკურნალობისას. ჯანმრთელობის ცენტრ “სერაფიტში” ოსტეოხონდროზის დამარცხებისთვის შემდეგ პროცედურებს გთავაზობთ: სამკურნალო მასაჟი, მანუალური თერაპია, ხერხემლის დაჭიმვები, იზომეტრიული ვარჯიშები, ჰიდრომასაჟი სპეციალური ანტირევმატიული და სამედიცინო მინერალებით, ფიზიოთერაპიის მრავალფეროვანი სპექტრი ქვანტური ლაზერის ჩათვლით.
სამკურნალო მასაჟი და ფიზიოთერაპია შპს “სერაფიტში” ხელსაყრელ ფასად და პირობებში. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ სინთეზს სამკურნალო პროცედურებისა კინეზოთერაპიულ ვარჯიშებთან- სპეციალურ ტრენაჟორზე შესრულებული ვარჯიშები მხოლოდ ასეთ სინთეზში იძლევა გარდაუვალ დადებით შედეგს ისევე, როგორც ფიზიოთერაპია -კინეზოთერაპიასთან ერთად ამარცხებს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მრავალ დაავადებას. ჩვენს ცენტრში ყველა პირობა არსებობს კომპლექსური მკურნალობისთვის: უნივერსალური ტრენაჟორები, ჰიდრომასაჟი, ვაკუუმმასაჟი, ფიზიოთერაპიის თანამედროვე აპარატები, ქალაქის საუკეთესო მასაჟისტები, თბილი და პროფესიული გარემო.
ყურადღება: კომპლექსური მკურნალობის ერთი ვიზიტის (სეანსის) ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი საათი გრძელდება და ღირებულება 60-70 ლარიდან იწყება. ამ ფასში ხშირად შედის ყველა სახარჯი მასალის ღირებულება. სეანსში გათვალისწინებულია: ვარჯიში, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ინფრაწითელი საუნა (პერიოდულად), სხეულის სრული მასაჟი.
თქვენ მოგემსახურებათ სერტიფიცირებული სპეციალისტი ჯაბა კოხრეიძე (558-2127.55). აგრეთვე: მასაჟისტ-რეაბილიტოლოგები, რომელთაც კლინიკა “სერაფიტის” და მისი ხელმძღვანელის ჯაბა კოხრეიძის სკოლა აქვთ გავლილი.
მისამართი: ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5, ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 558-21-27-55
e-mail: serafiti.centr@yahoo.com
კლინიკა “სერაფიტის” პროცედურებს შორის არის “სამკურნალო ვარჯიშები უნივერსალურ ტრენაჟორზე. სპეციალურად თქვენთვის შერჩეული ვარჯიშების კომპლექტს შემოგთავაზებთ და გასწავლით თქვენივე ინდივიდუალური ინსტრუქტორი. კინეზოთერაპიულ ვარჯიშებს კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად (მასაჟი, ფიზიოთერაპია), რასაც კლინიკა “სერაფიტი” გთავაზობთ, ალტერნატივა არ გააჩნია!!!
__
___________________________________ მკითხველის თხოვნით, აქვე ვაქვეყნებთ კლინიკა “სერაფიტში” იმ პროცედურების ფასებს, რაც დაკავშირებულია ოსტეოხონდროზის მკურნალობასთან:
– სრული სამკურნალო მასაჟი (ზურგი, ხელები, ფეხები)- 50 ლარი
– ზურგის სამკურნალო მასაჟი (ზურგი, კისერი) – 30 ლარი
– სამკურნალო ვარჯიშები – სრული კურსის დროს საჩუქრად! (სამკურნალო ვარჯიშების კომპლექტის მიღება კონსულტაციაზე კურსის ჩატარების გარეშე – 50 ლარი)
– ინფრაწითელი საუნა – 40 -50 ლარი
– ელექტროფორეზი – 20 ლარი
– ლაზეროთერაპია – 20 ლარი
– ფონოფორეზი (ულტრაბგერა) -20 ლარი
– ელექტრონეირო მიოსტიმულაცია -20 ლარიდან
– მაგნიტოთერაპია-20 ლარი.
– ხერხემლის ინვერსიული დაჭიმვა – 15 ლარი.
– კომპლექსური მკურნალობის დროს ერთი სეანსის (მასაჟი+ ფიზიოთერაპია) ღირებულებაა 60 ლარიდან! სეანსში შედის კინეზოთერაპიული ვარჯიშები (იხ. ზემოთ ფოტოებზე)!!!! ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება: 4-5 პროცედურა ერთ კაბინეტში და ერთად! ისრაელის და ევროპის კლინიკებში აპრობირებული მკურნალობის ჯანსაღი გზა თქვენთვისაც ხსნის გზა იქნება!!!
– კონსულტაცია ექიმ-ფიზიოთერაპევტთან ან ნევროლოგთან – 30 ლარი.
______________________________________________________________________________________
აუცილებლად შეათანხმეთ ვიზიტი ტელეფონზე: 558-21-27-55, ან 293-05-46.
______________________________________________________________
ხერხემლის მკურნალობაში კომპლექსურ მეთოდიკას (ფიზიოთერაპია+ ვარჯიშები+ მასაჟი) გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია (გარდა სეკვესტრირებული თიაქრის დროს დანიშნული ოპერაციისა). “სერაფიტის” კლინიკური ბაზა უზრუნველყოფილია კომპლექსური მკურნალობისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული აღჭურვილობით. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ საჭიროების შემთხვევაში კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მივლინებას პაციენტის ბინაზე მომსახურებით (პაციენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ლაზერი, ელექტროსტიმულაცია, აგრეთვე-მასაჟი).