ჩვენი მკითხველი საზოგადოების და პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა გათვითცნობიერებული, ინფორმირებული ადამიანები არიან. მათ კარგად იციან, სათაურში გამოყვანილ კითხვაზე ძირითადად რა პასუხი აქვს კლასიკურ მედიცინას. დადებითი პასუხი რომ ჰქონდეს იმ კითხვას, აღარ იქნებოდა ამდენი წინასწარი ხელმოწერა სხვადასხვა პროცედურის წინ პაციენტის ან მისი ახლობლის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი გაეცნო მკურნალობის პირობებს და თანახმაა მასზე, მიუხედავად პოტენციური შედეგისა და ა.შ… დღეს არა მარტო სამკურნალო, არამედ მრავალ სპა-პროცედურებსაც უძღვის წინ ასეთი ხელმოწერები (მაგალითად: ლაზერული ეპილაცია, კავიტაცია, წონის საკორექციო პროცედურები…).
პაციენტს აუცილებლად სჭირდება იმედი. იმედი და რწმენა მკურნალობის ეფექტურობას აათმაგებს. თუმცა ძალიან ძნელია გარანტიის მიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა ერთჯერადი აქტი კი არაა (მაგალითად, დაავადებული კბილის ამოღება), არამედ- დროში გაწელილი პროცესია, რომელიც მოითხოვს პაციენტის მუდმივ სინერგასიას (თანამშრომლობას) იმ მეთოდთან, რასაც სთავაზობს მას მკურნალი. საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის დაავადებების უმრავლესობა ქრონიკული ხასიათისაა და მათი მკურნალობა სწორედ რომ ხანგრძლივ დროს, პერმანენტულ კომპლექსურ პროგრამას მოითხოვს. სამწუხაროდ, შეუძლებელია ერთ დღეში (თუნდაც 10 დღეში) სრულად მოხდეს განკურნება დაავადებისა, რომელიც წლების განმავლობაში უსიმპტომოდ ან შედარებით ადვილად ასატანი დისკომფორტით ყალიბდებოდა.
ავიღოთ ხერხემლისმალთაშუა თიაქრის მკურნალობა. დაავადებაში ერთბაშად ჩართულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც იწვევს მის ესკალაციას: დისკის კომპრესია, ძვლების სტრუქტურის რღვევა, მიოფასციალური სინდრომი, ტრიგერული წერტილები, ანთება, ნევრალგია, დისკის პროლაფსი და ა.შ. ჩვენ გვაწუხებს მხოლოდ ტკივილი და გვინდა, რაც შეიძლება, სწრაფად გავთავისუფლდეთ მისგან. ტკივილის მოხსნა მრავალი რამით შეიძლება…არსებობს მონოშემადგენლობის ეფექტური მედიკამენტები, კოქტეილებიც…3-5 ჯერ ასეთი წამლის მიღებაც კი საკმარისია ტკივილის მოსახსნელად. ხშირად ამას აკეთებენ კიდეც მავანნი, ერთს დააჭერენ ხერხემალზე “გამოვარდნილი დისკის” ჩასმის მიზნით და …მკურნალობაც მთავრდება. ჩემთან ბევრი დარწმუნებით ჰყვება, როგორ “ჩაუსვეს” დისკი, თან იკეთებდა კოქტეილს “ანოდინ დუალს”, რომ კუნთები მოდუნებულიყო და დისკიც უფრო ადვილად ჩასმულიყო და ა.შ…ზოგს ეს “ჩასმა” თვეები ჰყოფნის, ზოგს- წელიც…სამაგიეროდ, იმ ერთი წლის შემდეგ დაწყებული ტკივილები უფრო ვერაგი ხდება, რადგან თიაქრის ზომა უკვე თითქმის გაორმაგებულია!
სამწუხაროდ, ხშირად უშედეგოდ მთავრდება ოპერაციაც. ამის მიზეზი სულაც არაა ქირურგის დაბალი კვალიფიკაცია, პირიქით, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა: საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის მინიმუმ 5 ნეიროქირურგი! ოპერაციის შედეგად საერთოდ არ იცვლება ის გარემო და მიზეზები, რამაც განაპირობა თიაქრის ჩამოყალიბება, არ ხდება ოპერირებული დისკის გარდა დაავადებული სხვა დისკების მკურნალობა, ამიტომ ბუნებრივია, დარჩენილი მიზეზები განაპირობებს ისევ: ტკივილს, დაავადების ესკალაციას.
შუახნის მამაკაცი მოვიდა კონსულტაციაზე, ნაოპერაციები (ოპერაციიდან 5 თვე იყო გასული). ცალი ფეხი გაშეშებული ჰქონდა თითქმის, უჩიოდა წელში მცირე ტკივილს, მაგრამ ფეხში სრულ დაბრუჟებას, თითებში ტკივილს. მეორედ დავიბარე და ვსთხოვე, მოეტანა მისივე ქირურგის დანიშნულება შერჩეული ფიზიოპროცედურების შესახებ. მოიტანა (ელექტროფორეზი კარიპაზიმით, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერა, მსუბუქი მასაჟი). დიდებული დანიშნულება იყო. რეალურად ეს კომპლექსური პროგრამა მთელი წელის სეგმენტის მკურნალობისკენ იყო მოწოდებული (ისრაელში, გერმანიაში და ალბათ ბევრგან ამ პროცედურებს უტარებენ თიაქრიან პაციენტებს და თუ ყველა კონსერვატიული მეთოდის შემდეგ დაავადება უკან არ დაიხევს, მხოლოდ მაშინ ინიშნება ოპერაცია. ამ პროცედურების შემდეგ ოპერაცია უფრო ეფექტურია, ვინაიდან იგი ხდება ნამკურნალებ სეგმენტში!). შევთანხმდით დროზე იმ შუახნის მამაკაცთან. მოვიდა დათქმულ დროს. შემოსასვლელშივე მეუბნება: “ბატონო ჯაბა, მე მჭირდება გარანტია, რომ ამ პროცედურების შემდეგ ფეხის დაბრუჟება გამივლის!”. ამ თემაზე ნასაუბრები გვქონდა. მე ვუპასუხე: “ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ამ პროცედურებს ჩაგიტარებთ უმაღლეს პროფესიულ დონეზე, საუკეთესო აპარატებით და კარგი სპეციალისტის მეთვალყურეობით”. მოკლედ, მამაკაცი დაჟინებით ითხოვდა სხვა გარანტიას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივეცი! ბოდიში მოვუხადე და ჩემი სამუშაო კაბინეტისკენ წავედი, სადაც თავად სხვა პაციენტი მელოდებოდა.
დიახ, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა შესაძლებელია! და ხდება კიდეც წარმატებით! უმრავლეს შემთხვევაში, თუ პაციენტი სწორად შეარჩევს შესაბამის გარემოს, ხერხემლის პათოლოგიები უკან იხევს. საბედნიეროდ, საქართველოში არიან ასეთი დაწესებულებები, გონიერი მკურნალები, რომლებიც სწორედ კომპლექსურ მკურნალობას და მუდმივი სინერგასიას სთავაზობენ პაციენტებს. როცაიცი, რომ ქრონიკული დაავადება გაქვს და ხანგრძლივ პერმანენტულ მკურნალობას საჭიროებ; როცა იცი, რომ ვარჯიშები აუცილებელია შენი ხერხემლისთვის სიცოცხლის ბოლომდე; როცა იცი, რომ მასაჟი და ფიზიოთერაპია ლამის ძირითადი მეთოდია დაზიანებული სხეულის (არა მარტო-სეგმენტის) სამკურნალოდ და მაინც: მიდიხარ ვიღაცასთან , ერთ (თუნდაც ორ) დღეში მომარჩენსო, ან უბრალოდ ირჩევ არაადექვატურ მეთოდს (ნუ მეტყვით, ფინანსების გამო ვაკეთებთ ამასო- ეგ არაფერ შუაშია. ფულის გარეშე არავინ მიგიღებთ-არც “დისკს ჩაგისვამენ”, არც-მალამოთი დაგზილავენ…), მაშინ საკუთარი ჯანმრთელობის მომავალზე შენც აგებ პასუხს!
ეს როგორ? – იკარგება ძვირფასი დრო. კომპლექსური მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო საწყის ეტაპზე იწყება იგი (როგორც- ყოველთვის). კომპლექსურ მკურნალობას შედეგი ყველა ეტაპზე აქვს, მაგრამ უფრო ნაკლები რაოდენობა სეანსების კურსში, უფრო ნაკლები კურსი წელიწადში სჭირდება საწყის ეტაპზე, ვიდრე – ერთჯერად აქტებით ტკივილარიდებული ხერხემლის უკვე გაზრდილი თიაქრების შემთხვევაში.
გარანტია? სად არის გარანტია?
აბსოლუტურად გვესმის პაციენტების, რადგან ნებისმიერი ექიმი თავადაც პაციენტია! მითუმეტეს – როცა საქმე ეხება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. მსოფლიოს სამედიცინო კვლევების მიხედვით მოსახლეობის 90% -ს აწუხებს წელის ტკივილი (სხვადასხვა ხარისხის) – ან დანარჩენი 10% სად მონახეს. 🙂 მკურნალების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ამ მეთოდების სიკეთე. აღარაფერს ვამბობ პროფესიულ გამოცდილებაზე. მყოლია პაციენტები, რომლებიც მხოლოდ მასაჟით და ვარჯიშებით გამოჯანმრთელებულან. ისეთებიც მყოლია, მხოლოდ სამი კურსი დასჭირვებია ელექტროფორეზის… ერთი ოჯახიდან იყო სამი ადამიანი, თავიანთი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მოვიდნენ: ულტრაბგერითი ფონოფორეზი ჰქონდათ გამოწერილი გიდროკორტიზონით (ერთ პროცედურაში 11 ლარს იხდიდა თითოეული!). მე სკეპტიკურად შევხედე თავდაპირველად, მაგრამ … ეყოთ! მორჩნენ!
მკურნალის სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა კმაყოფილ პაციენტს ხედავს! მე ბედნიერი ვარ მათი ბედნიერებით. ეს ვერაფრით გადასწონის აღებულ თანხას, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ძვირადღირებულ ფიზიოთერაპიულ აპარატებს და სახარჯ მასალას ხმარდება.
თუ პასუხისმგებლობას ორივე მხარე აიღებს- გარანტიის გაცემაც შეიძლება!
ვითანამშრომლოთ!
ჯაბა კოხრეიძე.
კლინიკა “სერაფიტის” წამყვანი სპეციალისტი. ელ-ფოსტა : serafiti.centr@yahoo.com
მისამართი: თბილისი. ჯანო ბაგრატიონის N 5. (მეტრო სამედიცინო). ტ.558-212-755
☝️იცოდი თუ არა, რომ 23-25 წლის ასაკიდან ხერხემლის მალთაშუა დისკში აღარ გადის მკვებავი ძარღვი და დისკის ტროფიკა (კვება) მხოლოდ დიფუზიის გზით ხდება მიმდებარე ქსოვილებიდან?!
👉 დისკის სრულფასოვანი კვება მხოლოდ ჯანსაღ კუნთებს, ჯანმრთელ მიმდებარე ქსოვილებს შეუძლიათ!
☝️☝️ მანუალური მასაჟი და თანამედროვე აპარატული GK3 მასაჟი- ყველაზე საუკეთესო გზაა ხერხემლის მიმდებარე კუნთებში სისხლის მიმოქცევის, ნივთიერებათა ცვლის და ლიმფური ნაკადების გაუმჯობესებისათვის, რაც თავის მხრივ დისკების კვების, გაუწყლოებისგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა!
❤️ ერთსაათიანი სამკურნალო- გამაჯანსაღებელი კომბინირებული (მანუალური და აპარატული- GK3) მასაჟი კლინიკა სერაფიტიში ღირს 50 ლარი!
☎️ 558-212-755
მისამართი: ალ. ყაზბეგის 8ა.”სერაფიტი” (ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან)
კლინიკა “სერაფიტის” შემეცნებითი, სარეკლამო თუ სასწავლო პოსტები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში. ჩვენი ერთგული მომხმარებლების და მეგობრების თხოვნით ვიწყებთ ამ პოსტების უფრო აკადემიურ და სტაბილურ სივრცეში განლაგებას, რათა ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის დროის და ხანდაზმულობის, ფეისბუქში გაწევრიანების მიუხედავად და ა.შ.
მაშ, ასე…დავიწყეთ:
——————————————————
👉იოგას ამ პოზას, ჩვენი ნორჩი მეგობრები პერსონალურ ტრენერ თამარ სიჭინავასთან ერთად რომ ასრულებენ, “ხე” ჰქვია!
☝️😳 პოზიცია ისე უნდა შევარჩიოთ, რომ იატაკისადმი პერპენდიკულარულ ერთ ხაზზე განლაგდეს: შეერთებული მტევნები, იდაყვები, ყურები,მხარ-ბეჭის სახსრები, მენჯ-ბარძაყის სახსრები, მუხლები და კოჭები!
☝️ასანში ყოფნის მინიმალური დროა- ერთი წუთი, რაც სხვა ვარჯიშებთან ერთად საკმარისია!
❤️❤️სხვა ვარჯიშებს კი მალე გავაცნობთ ჩვენს მეგობრებს!
☎️558 212 755
——————————————————–
👉ამ 2 თვლიან ვარჯიშს ხერხემლის მობილიზაციისთვის, ელასტიურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იდეალურია კიფოზ-სქოლიოზის დროსაც:
☝️თვლაზე “1”- ჩაისუნთქავთ, მაღლა ახედვით მაქსიმალურად ჩაზნიქავთ ხერხემალს-მუცლისკენ!
✌️თვლაზე “2”- ამოისუნთქავთ და მზერით მუხლებისკენ მაქსიმალურად აზნიქეთ ხერხემალი-ზურგისკენ!
✌️დაიწყეთ 5-5 ჯერ შესრულებით და მიაღწიეთ 12-15 ჯერ სწორად შესრულებას დღეში.
👍 ეს საკმარისია სხვა ვარჯიშებთან ერთად ხერხემლის ჯანმრთელობისთვის. სხვა ვარჯიშებს კი მალე შემოგთავაზებთ, მეგობრებო!
☎️ 558-212-755. კლინიკა “სერაფიტი”
——————————————————–
შეიძლება,თამამად ითქვას: “წყვილის მასაჟი” თბილისში პირველად სწორედ კლინიკა “სერაფიტში” დაინერგა 2012 წლიდან…მარტო კომპანია “სვუპმა” ამ მიმართულებით 250-მდე ვაუჩერი გაყიდა უმოკლეს ხანში. აუცილებელია დაჯავშნა წინასწარ, ვინაიდან ამ სეანსს სჭირდება ორი მასაჟისტი…
კვლავ გელით, დიდი სიყვარულით!
————————————————————–
G5 მასაჟორი – თბილისშია!
☝️ G5 GK3 – სუპერ-მასაჟორი 40 ბალიშიანი ელექტროთერაპიის (ელსტიმულაციის) აპარატით უკვე თბილისშია და, ცხადია,- ჩვენთან- კლინიკა “სერაფიტში”!
☝️ 5 უნიკალური მასაჟორი სხეულის სხვადასხვა სეგმენტისთვისაა გათვალისწინებული. რეგულირებადი სიხშირის ვიბრაცია რამდენიმე წუთში ხსნის დაძაბულობას და ტკივილს კუნთებში!
✌️ ჩვენ ახლა მეტი შეგვიძლია!
———————————————————–
👉 ულტრაბგერითი თერაპია -ფონოფორეზი ფიზიოთერაპიის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა!
✌️ფონოფორეზის დროს ხდება:
1.ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის შეყვანა დაავადების ეპიცენტრში ულტრაბგერითი ზემოქმედებით!
2. მოჭიმული კუნთის მოდუნება, დაზიანებული სეგმენტის ულტრაბგერითი დამუშავება!
🌷🌷 პროცედურა ძალიან სასიამოვნოა და ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ იგი პრემიუმ კლასის აპარატებით ტარდება!
🌲 საშობაო აქციის ფარგლებში კლინიკა სერაფიტი და სქოლიოზის მკურნალობა გთავაზობთ პროცედურას მხოლოდ 10 ლარად!
☎️ 558 212 755
———————————————————-
EMS ელექტროთერაპია:
1.ასტიმულირებს კანქვეშა სტრუქტურას!
2.აუმჯობესებს სეგმენტში სისხლის მიმოქცევას, ლიმფურ დრენაჟს, ნერვულ სისტემას- მთლიანად ტროფიკას!
3.წვავს ზედმეტ ცხიმებს სეგმენტში და მთელს სხეულზე (20-ბალიშიანი აპარატით GK-5).
☝️აქცია კლინიკა სერაფიტიში: ელექტროთერაპიის ერთი პროცედურა ყველა სახარჯი მასალით- მხოლოდ 10 ლარად!
☎️ 558-212-755
🙏 ვინ აგებს პასუხს სწორად შერჩეულ სამკურნალო გეგმაზე? ☝️ცნობილი გერმანელი ნევროლოგის კარლ-იოჰან რამბერგის (Dr. Carl-Johan Ramberg) პასუხი ასეთია: პირველ რიგში, ცხადია, მკურნალი ექიმი და მეორე რიგში- პაციენტი! 🧐 რა შუაშია პაციენტი? 👉 რამბერგი: “ბევრი დაავადება, მაგალითად ხერხემლის დისკოგენური პათოლოგიები-სპონდილოზი (იგივე: ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, თიაქარი) არის ქრონიკული ხასიათის და მოითხოვს ხანგრძლივ კომპლექსურ მკურნალობას, ცხოვრების წესის შეცვლას. თუ პაციენტი ეძებს შედარებით “მოკლე” ან “ადვილ”: გზას, ეს უკვე მის ცნობიერებასა და ინფორმატიულობაზეა დამოკიდებული. ამიტომ პაციენტსაც ეკუთვნის პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღებისას- თუ მკურნალობის რა გზას აირჩევს, ვის მიმართავს და ა.შ.” ❤️ გააკეთე სწორი არჩევანი შენც!!! 👇🏿👇🏿
ტელ.558-212-755
ოსტეოქონდროზი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ პრობლემას მეცნიერები ტექნიკის განვითარებას უკავშირებენ. მათი აზრით,
მისი გავრცელება მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმისა და ეკოლოგიური პირობების გაუარესების შედეგია.
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია:
უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებს; ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში;
მგრძნობელობის მომატება ან შემცირება, რის გამოც ადამიანი ღამით იღვიძებს და ხელის კუნთებს იზელს; ტკივილი – რომელიც ზოგჯერ მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. ხშირად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც კი აძლიერებს. ტკივილი ასევე ძლიერდება ხველისას, ცემინებისას, გაჭინთვისას, ყველაზე მეტად – ჯანსაღ მხარეს გადახრისას;მოძრაობის, განსაკუთრებით ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობის დარღვევა;ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ქავილი ან ჩხვლეტა;ქვედა ან ზედა კიდურების მოძრაობის შეზღუდვა და მგრძნობელობის დარღვევა;
თავის ტკივილი, რომელიც მუდმივი ნიშანია. ის კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა; მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად – დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ, მაგალითად, ტელევიზორის ყურების ან მაღალ და მაგარ სასთუმალზე ძილის შემდეგ. ეს მოვლენები შესაძლოა იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც; გონის დაკარგვა. ხანში შესული ადამიანები თავის მკვეთრი მობრუნებისას ზოგჯერ გონს კარგავენ, რასაც წინ უძღვის თავბრუდახვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება; გულმკერდის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის ტკივილი, რომელიც ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია და სტენოკარდიას წააგავს, მაგრამ ამ ტკივილის კუპირება ნიტროგლიცერინის მიღებით ვერ ხერხდება.
კისრის ოსტეოქონდროზი შედარებით უფრო ვერაგი ფორმაა ხერხემლის სხვა ოსტეოქონდროზებს შორის. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის დარწმუნება იმაში, რომ მკურნალობის ეფექტურობა შესაძლებელია მხოლოდ თერაპიის ხანგრძლივობასა და კომპლექსურობა-სისტემატურობაში.
სამკურნალო მასაჟებითა და მანუალური თერაპიით, ვაკუუმ და ელექტრო ფიზიოთერაპიის გამოყენებით უკვე მე-5-მე-6 სეანსზე მიიღწევა პირველი სერიოზული შედეგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ცხადია სრულ განკურნებას. ოსტეოხონდროზი იწყებს უკან დახევას. ამის შემდეგ იწყება რეგენერაციის პროცესი: ადამიანის ორგანიზმი ჩვენი დახმარებით თავად იწყებს სასიცოცხლო ძალების აღდგენას, მალთაშუა დისკების არეში ტროფიკული პროცესების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ნერვული სისტემის სტიმულირებას, რაც საბოლოოდ მიმართულია ოსტეოხონდროზის დასამარცხებლად. ამ მკურნალობის მიტოვება შუა გზაზე დაუშვებელია. პაციენტსა და ექიმს შორის არსებული ნდობა ამ გამარჯვებას განაპირობებს. შედეგიანი პროცედურების მიუხედავად ზოგჯერ კისრის ოსტეოხონდროზის ძირითადი სიმპტომებიდან რჩება მხოლოდ თავის ტკივილი… ასეთ დროს ნებადართულია და, აუცილებელიცაა, გარკვეული მედიკამენტოზური ჩარევა. მთავარი, რასაც ყოველთვის და ყველგან ვიმეორებ: სამკურნალო პროცედურების დასრულების შემდეგ აუცილებელია დაიცვათ ის სისტემური მითითებები, რასაც ექიმი აძლევს პაციენტს.
ოსტეოქონდროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ოსტეოქონდროზი ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა. ხერხემლის ოსტეოქონდროზი ხასიათდება მიმდებარე ქსოვილებში დისტროფიულ-დეგენერაციული პროცესების განვითარებით. ოსტეოქონდროზის შედეგად მოსალოდნელია: მალათაშუა დისკოების ელასტიკურობისა და სისქის შემცირება; მალებზე წანაზარდების წარმოქმნა;
ვერტებრული ხვრელების შევიწროება.
ყოველივე ეს იწვევს: კუნთების მომატებულ დატვირთვას სხეულის მოძრაობის დროს;
ნერვის ტრავმირების საფრთხეს; ზურგის კუნთების პერიოდულ გადატვირთვას და ტკივილს.
ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა დისკოზი ანუ თიაქარი ხერხემლის მალებს შორის. მალათაშუა დისკოები ყველაზე ადრე ზიანდება და დეფორმირდება. ხერხემლის ტკივილს ხშირად მალებს აბრალებენ, თავის ტკივილს კი დაღლილობას მიაწერენ. აღნიშნული სიმპტომები მეტად სერიოზული დაავადების – ოსტეოქონდროზის მანიშნებელია.
დეგენერაციული ცვლილებები 30 წლიდან იწყება. დეგენერაციის ტიპი და გართულების რისკი დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე, შრომისა და დასვენების ხარისხზე, აგრეთვე – პროფილაქტიკისთვის გამიზნული მეთოდების გამოყენებაზე. ოსტეოქონდროზის რისკფაქტორებია: ხერხემლის განვითარების ანომალიები,მაგალითად-სქოლიოზი, კიფოზი; სიმსუქნე, თამბაქოს წევა, ჰიპოდინამია.
ოსტეოქონდროზისგან სრული განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ ეფექტიანია. მკურნალობის შედეგი 70-80%-ით დამოკიდებულია პაციენტზე, მის დისციპლინაზე. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა გამოსავლენად, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ამ დაავადებების დროს უკუნაჩვენებია. მარილების “დაშლა” ან “გაწოვა” მიზნად არ უნდა დავისახოთ – ოსტეოქონდროზის დროს ხდება არა “მარილების დაგროვება”, არამედ რეაქტიული გაძვალება, ამიტომ ვერავითარი ღონისძიება ვერ შეძლებს “მარილოვანი წანაზარდების” დაშლას.
ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპებია:
მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა; სამკურნალო ვარჯიშების შესრულება; მასაჟი; ფიზიოთერაპია.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თითქმის ყველა გაიდლაინი ამ მიმართულებით ამ ოთხ პრინციპს აღიარებს. მეტიც, თუ პაციენტს ოსტეოქონდროზზე ამ პრინციპებით არ უმკურნალია და მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის მალამოებით თუ ქიმიური პრეპარატებით სარგებლობდა, მას არც არასდროს უმკურნალია ხერხემალზე!!!
აუცილებელია, დროულად ჩატარდეს პროცედურები, რომლებიც გადაღლილი ხერხემლის განტვირთვისთვის არის საჭირო. მეტად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ძალზე ეფექტურია სპორტი, განსაკუთრებით – ცურვა, იზომეტრიული ვარჯიშები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მეთოდისტის მთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. თანამედროვე მედიცინაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოსტეოქონდროზის კომპლექსურ მკურნალობას. ცნობილია, რომ წამლებს ახასიათებს გართულებები, ხშირია ალერგიული რეაქციები, ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებისთვის კი ასეთი რამ არ არის დამახასიათებელი. საქართველო მდიდარია საკურორტო რესურსებით. კურორტულ მკურნალობაზე მოთხოვნა დიდია. თბილი წყლის პროცედურები ადუნებს კუნთს, იწვევს მის ჰიპერემიას, ხსნის სპაზმს. ჰიდროთერაპიულ კაბინეტში კეთდება წყალქვეშა მასაჟი . ჰიდრომასაჟი იწვევს სრულ რელაქსაციას, რის შედეგადაც ტკივილი მკვეთრად მცირდება ან საერთოდ ქრება.
სპეციალური ანტირევმატიული მინერალებით გაკეთებული ჰიდრომასაჟი ნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს დისკოგენური ფორმის გავა-წელის რადიკულიტი ქვემწვავე სტადიაში.ასევე-ზოგადად ოსტეოხონდროზის ტიპის ყველა პათოლოგია,მათ შორის-თიაქარი. კლინიკა “სერაფიტში” გვაქვს საშუალება, პაციენტის მდგომარეობის და კონკრეტული დიაგნოზის შესაბამისად გავაზავოთ საჰიდრომასაჟე წყალი ადექვატური სამკურნალო მინერალებით, ვმართოთ ჯაკუზის მასაჟორების სიხშირე. სპეციალურ ავზში წყალქვეშა მასაჟორები დაკომპლექტებულია ისე, რომ წყლის ჭავლმა ზუსტად მოახდინოს ზემოქმედება ხერხემალზე, დიდ სახსრებზე. ოსტეოხონდროზის და თიაქარის დროს მიმდებარე კუნთები ჰიპერტონუსირებულია, ამიტომ წყალქვეშა მასაჟი (ჰიდრომასაჟი) უებარი საშუალებაა ასეთი კუნთების მოდუნებისათვის. ანტირევმატიული და სპეციალური სამკურნალო მინერალები კი ხელს უწყობს დისკის სეგმენტის დონეზე რეგენერაციის პროცესს.
ნებისმიერი დაავადება, და არა მარტო-ოსტეოქონდროზი, რომელიც გრძელდება ქრონიკულად,იწვევს დაძაბულობას ადამიანში,რაც გადაიზრდება ხოლმე გარკვეულ ნერვიულობაში,სტრესში, მითუმეტეს, როცა დაავადება რეალურად ართმევს ადამიანს შრომის უნარს, უკარგავს ცხოვრების ხალისს.ეს ფსიქოსომატური თვალსაზრისით. ახლა რაც შეეხება-ფიზიოლოგიური თვალსაზრისით: კისრის ოსტეოქონდროზის დროს სხეულის ის სეგმენტია დაზიანებული, სადაც მდებარეობს თავის ტვინისკენ მიმავალი არტერია, კაპილარები, ნერვები:ფაქტიურად ეს სეგმენტია პასუხისმგებელი თავის ტვინის სისხლით მომარაგებაზე (ძალიან უბრალო და გასაგები ენით ვსაუბრობ).ამ სეგმენტშია (ვიმეორებ,საუბარია C I-VII კისრის მალებსა და ნაწილობრივ გულ-მკერდის T I-XII მალებზე) განთავსებული უამრავი ტრიგერნული წერტილები,ბიოაქტიური მონაკვეთები, ენერგეტიკული არხები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის სრულყოფილ ფუნქციონირებას, ნივთიერებათა ცვლას, ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას და ა.შ.ოსტეოქონდროზი სწორედ ამ სისტემას ემუქრება და მისი პირველივე “გამოჩენისთანავე” ვგრძნობთ არა მარტო ტკივილს კისრის არეში (ანუ-კონკრეტულ სეგმენტში), არამედ-თავის ტკივილს, ნერვულ დაძაბულობას, სახსრების (ჯერ ხელების-მერე კი ქვედა კიდურებისას) ტკივილს, დაბრუჟებას…ნერვულ დაძაბულობა არც თუ იშვიათად გადაზრდილა სტრესში, ნერვოზში…იმატებს არტერიული წნევა…ფარმაკოთერაპიის პარალელურად (თუ ეს აუცილებლია-ჩემი აზრით,ფარმაკოთერაპიამდე უნდა ვცადოთ ფიზიო და მანუალური თერაპიის ყველა საშუალებები!!!ეს უფრო ეფექტურია და ამ გზით მიდის თანამედროვე დასავლური მედიცინა, აღარაფერს ვამბობ,აღმოსავლურ მედიცინაზე!) პირველ რიგში სწორედ სამკურნალო მასაჟები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს…პირველივე სეანსიდან შეიძლება შევურჩიოთ პაციენტს კონკრეტული იზომეტრიული ვარჯიშები. ჩემი გამოცდილებიდან გეტვით: თითქმის არ მქონია შემთხვევა,რომ დადებითი შედეგი არ მიმეღოს ოსტეოქონდროზის მანუალური (ხელებით) მკურნალობის გზით. და იმიტომ კი არა, რომ სასწაულმოქმედი მასაჟისტ-მანუალისტი ვარ…არა, უბრალოდ იმიტომ, რომ თავად მასაჟი არის სასწაულმოქმედი, მთავარია, სწორად შეარჩიოთ სპეციალისტი, რომელმაც იცის მისი საქმე და თქვენთან ერთად სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების!!! მასაჟის შედეგად განბლოკილი, გახსნილი ენერგეტიკული არხები და ტრიგერნული წერტილები აღადგენს სისხლის მოძრაობას თავის ტვინის მიმართულებით,კუნთების ტონუსს სეგმენტში და ნევროზიც უკან იხევს, ისე,როგორც უკან იხევს თავად მისი “უდიდებულესობა” ოსტეოქონდროზი…პაციენტსა და რეაბილოტოლოგს (მასაჟისტს) შორის ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პაციენტმა და მისმა ახლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სწორად გაკეთებული ნამუალური პროცედურების შემდეგ უეჭველი დგება დადებითი შედეგები, უამრავი სიმპტომებიდან გაქრება დიდი ნაწილი, მაგრამ შესაძლოა, დარჩეს გარკვეული სიმპტომებიც, რომელთა მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მასაჟის კურსის დასრულების შემდეგ. ვიმეორებ: ესაა ვერაგი დაავადება, რაც ძნელად, მაგრამ მაინც იხევს უკან.გარანტიების მოთხოვნა ამ დროს მასაჟისტებისგან სავსებით უადგილოა გარდა ერთისა- თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ სწორად შეარჩიეთ სპეციალისტი, რომ ნამდვილად პროფესიონალ მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტთან მიხედვით (ამაში რეკომენდაციებიც დაგეხმარებათ და 1-2 მასაჟიც). სწორი სამკურნალო მასაჟის პროცედურები შეადგენს ოსტეოხონდროზის მკურნალობის კომპლექსური პროგრამის ნაწილს და არა- მის ერთადერთ ალტერნატივას. ნუ ენდობით “ალქიმიკოსებს” და მხოლოდ ქიმიოფარმაკოთერაპიას- ენდეთ პროფესიონალებს, ვინც გთავაზობთ სწორედ კომპლექსურ სისტემას მკურნალობისას. ჯანმრთელობის ცენტრ “სერაფიტში” ოსტეოხონდროზის დამარცხებისთვის შემდეგ პროცედურებს გთავაზობთ: სამკურნალო მასაჟი, მანუალური თერაპია, ხერხემლის დაჭიმვები, იზომეტრიული ვარჯიშები, ჰიდრომასაჟი სპეციალური ანტირევმატიული და სამედიცინო მინერალებით, ფიზიოთერაპიის მრავალფეროვანი სპექტრი ქვანტური ლაზერის ჩათვლით.
სამკურნალო მასაჟი და ფიზიოთერაპია შპს “სერაფიტში” ხელსაყრელ ფასად და პირობებში. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ სინთეზს სამკურნალო პროცედურებისა კინეზოთერაპიულ ვარჯიშებთან- სპეციალურ ტრენაჟორზე შესრულებული ვარჯიშები მხოლოდ ასეთ სინთეზში იძლევა გარდაუვალ დადებით შედეგს ისევე, როგორც ფიზიოთერაპია -კინეზოთერაპიასთან ერთად ამარცხებს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მრავალ დაავადებას. ჩვენს ცენტრში ყველა პირობა არსებობს კომპლექსური მკურნალობისთვის: უნივერსალური ტრენაჟორები, ჰიდრომასაჟი, ვაკუუმმასაჟი, ფიზიოთერაპიის თანამედროვე აპარატები, ქალაქის საუკეთესო მასაჟისტები, თბილი და პროფესიული გარემო.
ყურადღება: კომპლექსური მკურნალობის ერთი ვიზიტის (სეანსის) ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი საათი გრძელდება და ღირებულება 60-70 ლარიდან იწყება. ამ ფასში ხშირად შედის ყველა სახარჯი მასალის ღირებულება. სეანსში გათვალისწინებულია: ვარჯიში, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ინფრაწითელი საუნა (პერიოდულად), სხეულის სრული მასაჟი.
თქვენ მოგემსახურებათ სერტიფიცირებული სპეციალისტი ჯაბა კოხრეიძე (558-2127.55). აგრეთვე: მასაჟისტ-რეაბილიტოლოგები, რომელთაც კლინიკა “სერაფიტის” და მისი ხელმძღვანელის ჯაბა კოხრეიძის სკოლა აქვთ გავლილი.
მისამართი: ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5, ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 558-21-27-55
e-mail: serafiti.centr@yahoo.com
კლინიკა “სერაფიტის” პროცედურებს შორის არის “სამკურნალო ვარჯიშები უნივერსალურ ტრენაჟორზე. სპეციალურად თქვენთვის შერჩეული ვარჯიშების კომპლექტს შემოგთავაზებთ და გასწავლით თქვენივე ინდივიდუალური ინსტრუქტორი. კინეზოთერაპიულ ვარჯიშებს კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად (მასაჟი, ფიზიოთერაპია), რასაც კლინიკა “სერაფიტი” გთავაზობთ, ალტერნატივა არ გააჩნია!!!
__
___________________________________ მკითხველის თხოვნით, აქვე ვაქვეყნებთ კლინიკა “სერაფიტში” იმ პროცედურების ფასებს, რაც დაკავშირებულია ოსტეოხონდროზის მკურნალობასთან:
– სრული სამკურნალო მასაჟი (ზურგი, ხელები, ფეხები)- 50 ლარი
– ზურგის სამკურნალო მასაჟი (ზურგი, კისერი) – 30 ლარი
– სამკურნალო ვარჯიშები – სრული კურსის დროს საჩუქრად! (სამკურნალო ვარჯიშების კომპლექტის მიღება კონსულტაციაზე კურსის ჩატარების გარეშე – 50 ლარი)
– ინფრაწითელი საუნა – 40 -50 ლარი
– ელექტროფორეზი – 20 ლარი
– ლაზეროთერაპია – 20 ლარი
– ფონოფორეზი (ულტრაბგერა) -20 ლარი
– ელექტრონეირო მიოსტიმულაცია -20 ლარიდან
– მაგნიტოთერაპია-20 ლარი.
– ხერხემლის ინვერსიული დაჭიმვა – 15 ლარი.
– კომპლექსური მკურნალობის დროს ერთი სეანსის (მასაჟი+ ფიზიოთერაპია) ღირებულებაა 60 ლარიდან! სეანსში შედის კინეზოთერაპიული ვარჯიშები (იხ. ზემოთ ფოტოებზე)!!!! ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება: 4-5 პროცედურა ერთ კაბინეტში და ერთად! ისრაელის და ევროპის კლინიკებში აპრობირებული მკურნალობის ჯანსაღი გზა თქვენთვისაც ხსნის გზა იქნება!!!
– კონსულტაცია ექიმ-ფიზიოთერაპევტთან ან ნევროლოგთან – 30 ლარი.
______________________________________________________________________________________
აუცილებლად შეათანხმეთ ვიზიტი ტელეფონზე: 558-21-27-55, ან 293-05-46.
______________________________________________________________
ხერხემლის მკურნალობაში კომპლექსურ მეთოდიკას (ფიზიოთერაპია+ ვარჯიშები+ მასაჟი) გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია (გარდა სეკვესტრირებული თიაქრის დროს დანიშნული ოპერაციისა). “სერაფიტის” კლინიკური ბაზა უზრუნველყოფილია კომპლექსური მკურნალობისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული აღჭურვილობით. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ საჭიროების შემთხვევაში კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მივლინებას პაციენტის ბინაზე მომსახურებით (პაციენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ლაზერი, ელექტროსტიმულაცია, აგრეთვე-მასაჟი).