სქოლიოზის მკურნალობა (მეთოდები)

თანამედროვე ადამიანს მეტი ინფორმაცია აქვს დაავადების წარმოშობის, მიმდინარეობის, მკურნალობის თავისებურებების შესახებ. ეს პოზიტიური მომენტია, რადგან, როგორც მედიცინის მამა ჰიპოკრატე ამბობდა: იცოდე მკურნალობის მეთოდები, ნიშნავს, სწორად შეარჩიო თავად მკურნალი! არ ვიცი მაშინდელი (ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნე) ათენში მკურნალობის მრავალფეროვნებათა შესახებ, მაგრამ დღეს რომ მედიცინა მეთოდების სიმცირეს არ განიცდის, ეს ფაქტია. ინტერნეტმა კი საშუალება მისცა ნებისმიერს, გაეცნოს ამ მეთოდებს, სხვადასხვა მიმართულებებს და ა.შ.

მასაჟის აუცილებლობის შესახებ ჩვენს ერთ-ერთ წინამდებარე პოსტში უკვე ვწერდით.აქ მოკლედ გავიხსენებ: დიფერენცირებული მასაჟი აუცილებლად სჭირდება ხერხემლის გამრუდების მიზეზს- არაბალანსირებულ კუნთებს (სეგმენტურად სქოლიოზის დროს კუნთები ზოგან მოჭიმულია, ზოგან-მოდუნებული). მასაჟისტმა მოჭიმული კუნთები უნდა მოადუნოს, მოდუნებული კი-მოჭიმოს, დაახლოებით ერთ ტონუსზე მოაქციოს ორივე მხარის ყველა კუნთი, რათა თანაბარმა დაჭიმულობამ შეძლოს ხერხემლის წონასწორობისკენ ტენდენციის ჩამოყალიბება.

მასაჟით ბალანსირებულ კუნთებს კი სჭირდება გაძლიერება- მხოლოდ ძლიერ კუნთებს შეუძლიათ, შეკრან ფიზიოლოგიური კორსეტი ხერხემლის “დასაჭერად”, დასაფიქსირებლად. სამკურნალო ვარჯიშები ყველაზე ეფექტური მეთოდია კუნთების გასაძლიერებლად. არსებობს ვარჯიშების კლასიფიცირების აუცილებლობა:

  1. მობილური ვარჯიშები- ესაა ვარჯიშები დინამიკაში, მოძრაობაში, რომელიც აძლიერებს მოძრაობის ხარჯზე კუნთებს.
  2. იოგა (პილატესი) -სტატიკური ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პოზირებისთვისაა განკუთვნილი-ამ პოზირებაში მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ისეთი ასანები, როცა გამრუდებით ან კიფოზით წარმოქმნილი კეხი მაქსიმალურად იზნექება საპირისპირო მხარეს და ზურგი პოზიციონირების დროს ოპტიმალურ მდგომარეობას უახლოვდება
  3. ე.წ.გაწელვითი ვარჯიშები. შეირჩევა ინსტრუქტორის მკაცრი მეთვალყურეობით და გათვლილია მოჭიმული კუთების გაწელვაზე (ამ გზით -მოდუნებაზე) სტატიკური მოძრაობით, ფიქსაციით. ამ მეთოდს პრაქტიკულ მედიცინაში საფუძველი კატარინა შროტმა დაუდო.

ხერხემლის გაჭიმვა ასევე მნიშვნელოვანი მეთოდია სქოლიოზის მკურნალობისას. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები შემდეგ ხერხემლის გრავიტაციული  (ყველაზე უსაფრთხო) დაჭიმვა ხელს უწყობს კორექციასაც და- სიმაღლეში ზრდას! გაჭიმვის შედარებით მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდებია: ფიტნეს-ბურთი, კორექტორი.

სქოლიოზის რთული ფორმების (მე-3-მე-4 ხარისხი) დროს რეკომენდირებულია

ფიზიოთერაპიის ჩართვაც: ულტრაბერითი თერაპია (ჰიპერტონუსის მოსახსნელად) და ელექტროსტიმულაცია (ჰიპოტონუსის წინააღმდეგ).

ესაა…სქოლიოზის მკურნალობას არ სჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება! ეფექტურობა ამ მეთოდების სწორად შერჩევასა, პროფესიონალიზმსა და რააკლებ მნიშვნელოვან- პაციენტის მონდომებაზეა დამოკიდებული!

#სქოლიოზისმკურნალობა #კიფოზისმკურნალობა

მის: ჯანო ბაგრატიონის N5 (მეტრო სამედიცინოსთან)

__________________________________________________________________________

ჯაბა კოხრეიძე.

კლინიკა “სერაფიტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტი. ათენის ესთეტიკისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ინსტიტუტის დიპლომანტი.

სქოლიოზის მკურნალობა

მასაჟის აუცილებლობა სქოლიოზის მკურნალობისას

არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია მასაჟის როლი სქოლიოზის მკურნალობის საქმეში. თუმცა ალაგ-ალაგ სოცმედიაში თუ ინფორმაციის სხვა საშუალებებში მაინც გაიგონებთ საწინააღმდეგო მოსაზრებებს, რომელთა უკან დგას ძირითადად კომერციული ინტერესები (მაგალითად, თუ ფიტნეს-დარბაზს ან საცურაო აუზს არ აქვს მასაჟის და ფიზიოთერაპიის ჩატარების საშუალება, იგი რეკლამირებს მხოლოდ ვარჯიშებზე). ამას წინათ პოპულარულ ქართულ სამედიცინო გადაცემაში პირდაპირ აცხადებდა ერთ-ერთი სტუმარი, ცნობილი ექიმი, რომ მასაჟი აბსოლუტურად უსარგებლო „ნივთია“ სქოლიოზის მკურნალობისასო…

სამკურნალო ვარჯიშებს შორის მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ისეთი წარმატებული სისტემა, როგორიც შექმნა მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მკურნალმა კატარინა შროტმა, ჯერ არ შექმნილა. ამ სისტემის ავტორიც კი სამკურნალო დიფერენცირებულ მასაჟს განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა.

მარტივად ავხსნი მასაჟის აუცილებლობას სქოლიოზის დროს. ამისთვის განვიხილოთ მთავარი მიზეზი, რაც ხერხემლის გადახრას განაპირობებს:

-თუ ზურგის კუნთები თანაბარი ტონუსით და დაძაბულობით ხასიათდება ხერხემლის ორივე მხარეს-ხერხემალი სწორად დგას! თანაბრად დაჭიმული კუნთები არ აძლევს საშუალებას ხერხემალს, გადაიხაროს.

-თუ მარცხენა მხარეს (რომელიმე სეგმენტში ან-მთლიანად) კუნთი უფრო მეტად მოიჭიმა, ვიდრე-მარცხენა მხარის კუნთები, ეს აუცილებლად გამოიწვევს ხერხემლის გადახრას მარცხნივ და შესაბამისად რკალიც გამოიკვეთება მარჯვნივ. ანუ მივიღებთ ტიპიურ სქოლიოზს რკალით მარჯვნივ.

-მეორე ხარისხიდან უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს რკალის კოორდინატები. რკალის მხარეს და მის თავზე ყოველთვის გვხვდება მოდუნებული კუნთები, ხოლო საპირისპირო მხარეს-მოჭიმული კუნთები. პირველის მოდუნებას განაპირობებს მეორის ჰიპერტონუსი.

-S -ებრი სქოლიოზის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი ვარჯიშების შერჩევა, რომელიც ერთ მხარეს საჭიროებისამებრ მოადუნებს კუნთს და მეორე მხარეს- მოჭიმავს. ნებისმიერი ვარჯიში კუნთების საერთო ტონუსის აღდენის მიზნის გარეშე გამოიწვევს ამ დისბალანსის კიდევ უფრო გაღრმავებას. ასეა მაგალითად ცურვა.შეუძლებელია იცურავო ისე, რომ ზურგის (ხერხემლის) ერთ მხარეს კუნთი მოადუნო და მეორე მხარეს- მოჭიმო.

 

-არ არსებობს ფარმაცევტული საშუალება, რომელიც დიფერენცირებულად აღადგენს კუნთების ჯანსაღ სტატუსს. ერთადერთი საშუალება ამისთვის არის სწორი, პროფესიული და დიფერენცირებული სამკურნალო მასაჟი.მხოლოდ ასეთი მანუალური მასაჟითაა შესაძლებელი ჰიპერ და ჰიპო ტონუსის განეიტრალება, რაც არის აუცილებელი პირობა სქოლიოზის მკურნალობისთვის!!!

ცხადია, მასაჟით დაბალანსებულ კუნთებს სჭირდება შემდომი მობილიზაცია და გაძლიერება ადექვატური ვარჯიშებით, იოგათი, ცურვით.

მასაჟი და ვარჯიშები -ამ ორ პროცედურას ალტერნატივა არ გააჩნია სქოლიოზის მკურნალობაში. ყველა დანარჩენი მეთოდი დამხმარე საშუალებაა ამ ორი წამყვანი მეთოდის ეფექტურობის გასაზრდელად (მაგალითად-ფიზიოთერაპია).

მთავარია, სწორად შეარჩიოთ მკურნალი (დაწესებულება და სპეციალისტი), რომელიც უზრუნველჰყოფს მართებული მასაჟის ჩატარებას, პაციენტზე მორგებული ვარჯიშების შერჩევას და არანაკლებ მნიშვნელოვანი: პაციენტი სრულ სინერგასიაში (თანამშრომლობაში) უნდა იყოს მკურნალთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ვარჯიშების სისტემატურ შესრულებას სახლის პირობებში!

ჯანმრთელობას გისურვებთ, ყველას!

ჯაბა კოხრეიძე.

ჯანმრთელობის ცენტრ „სერაფიტის“ წამყვანი სპეციალისტი

ტელ. 558-212-755

ხერხემლის მკურნალობის ეფექტური გზა

ხერხემლის პრობლემების გადაწყვეტაში კომპლექსურ მკურნალობას (ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, მასაჟი, დაჭიმვები, გონივრული ფარმაკოთერაპია) პრაქტიკულად არ გააჩნია ალტერნატივა! მოდით ჩვენთან, ვისაუბროთ თქვენს პრობლემებზე, შეაჯერეთ ჩვენი შეხედულებები თქვენს მიერ ამ მიმართულებით მოძიებულ ინფორმაციას, შეათანხმეთ ჩვენი რეკომენდაციები თქვენს მკურნალ ექიმთან და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება! კონსულტაციის ფასი სიმბოლურია- მხოლოდ 30 ლარი .

დაჯავშნეთ ვიზიტი ტელ: 293-05-46 ან 558-21-27-55 !

ჯანმრთელობის ცენტრ “სერაფიტი” თქვენს სამსახურშია!  

კომპლექსური მკურნალობა შეირჩევა აბსოლუტურად ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით: მოიტანეთ თქვენი ექიმის დანიშნულება ან ენდეთ ჩვენს მრავალწლიან ემბირიულ გამოცდილებას- კლინიკა “სერაფიტში” პრაქტიკულად ნებისმიერი ფიზიოთერაპიული პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი!

%e1%83%a1%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90

კლინიკა “სერაფიტის” პროცედურები

კლინიკა „სერაფიტი“ გთავაზობთ ხელსაყრელ ფასებში სამკურნალო-სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს (ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, თიაქარი, კიფოზი, ინსულტი, პარეზი…). ჩვენს ცენტრში მოეგემსახურებიან გამოცდილი ექიმი-მასაჟისტები და ფიზიოთერაპევტები. გთავაზობთ მომსახურებათა ჩამონათვალს:

მასაჟი და ფიზიოთერაპია

პროცედურა ხანგრძლივობა (წუთი) ფასი (ლარი)
მასაჟი კისრის ოსტეოხონდროზის დროს 40-50 30
მასაჟი წელის ოსტეოხონდროზის დროს 50-60 30
მასაჟი თიაქარის დროს 30-40 30
პოსტინსულტის მასაჟი 60 35
ბავშვის მასაჟი (6 წლამდე) 20-30 20
ბავშვის მასაჟი (6-12 წ.წ.) 40-45 30
კლასიკური საერთო მასაჟი მთელს სხეულზე 60 40
სარელაქსაციო მასაჟი მთელს სხეულზე 60 40-50
ზურგის მასაჟი 30 20
კიდურების მასაჟი (ერთეული) 10 5-7
თაფლის მასაჟი, გასახდომი მასაჟი 60-70 40-50
ჰიდრომასაჟი 15 20
ტაილანდური მასაჟი 60 50
ში-ა-ცუ („საოფისე მასაჟი“) 15 10
ელექტროფორეზი (იონოფორეზი) 20-25 15
ფონოფორეზი (ულტრაბგერა) 20-25 10-15
ქვანტური ლაზეროთერაპია 15-25 20
ელექტრონეირომიოსტიმულაცია 10-20 20
მიოსტიმულაცია 15 10
სამკურნალო ვარჯიშები  20-40 20
სამკურნალო მალამოები ბონუსი!
აკუპუნქტურა და ვიბრომასაჟი ბონუსი!

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი „სერაფიტი“.

ფეისბუკი: კლინიკა სერაფიტი

ვებ-გვერდი: www. massagetbilissi.wordpress.com

მისამართი:  ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5 (მეტრო სამედიცინოსთან)

ტელ: 293-05-46, 558-21-27-55, 555-37-48-42

გახსოვდეთ: ამ პროცედურებს და ზოგადად-ხერხემლის მკურნალობის კომპლექსურ მეთოდს არ გააჩნია გონივრული ალტერნატივა!  #ხერხემლისმკურნალობა, #მასაჟი #ფიზიოთერაპია #ელექტროფორეზი