კლინიკა “სერაფიტის” სასწავლო ცენტრი

 

ინტენსიური სწავლების ლიდერი სასწავლო ცენტრი კლინიკა “სერაფიტი” საშუალებას აძლევს თითოეულ თქვენთაგანს, უმოკლეს დროში დაეუფლოს არჩეულ სპეციალობებს:
1. სამკურნალო და სპა მასაჟები (1500 ლარი).3-4 თვე.
2. კოსმეტოლოგიის სრული კურსი (1200 ლარი).3 თვე.
3. ელექტრო და ბიო ეპილაცია (300 ლარი).1 თვე
4.სამკურნალო მასაჟები (1200 ლარი).2-3 თვე
5.სპა მასაჟები (1200 ლარი).2 თვე
6.ფიზიოთერაპიის საფუძვლები (900 ლარი).1-2 თვე
7.მასაჟი და ფიზიოთერაპია (2000 ლარი).5 თვე
8.მანიკურ-პედიკურის სრული კურსი (1000 ლარი). 2თვე.
9. მეზოთერაპია. ფილერი (400-400 ლარი)1-2 თვე.
10.ლაზერული ეპილაციის კურსები. (400 ლარი).1 თვე.

11.ბიორევიტალიზაცია.(400 ლარი).1 თვე.

12.ბავშვის მასაჟი.სრული კურსი.(1-18 წლის ასაკი).(1000 ლარი)2-3 თვე.

13.აპარატული მასაჟი. (500 ლარი).1 თვე

14.კავიტაცია და რადიოლიფტინგი.(500 ლარი).ტრენინგი. 8-10 გაკვეთილი

15.სპორტული მასაჟი.(1000 ლარი). 2თვე.
შენიშვნა: ეპილაციის კურსი შედის კოსმეტოლოგიის სრულ კურსში თანხის დამატების გარეშე.

– ჩვენი პრიორიტეტია სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი და მეცადინეობები 1-2 კაციან ჯგუფებში, უწყვეტი თეორიულ-პრაქტიკული გაკვეთილები, რაც განაპირობებს პროფესიის მაღალ დონეზე დაუფლებას.

– საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გაკვეთილები ჩატარდება ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ვიდრე მოსწავლე ბოლომდე არ აითვისებს პროგრამას.

– მხოლოდ ჩვენთან: სწავლებას უძღვებიან მოქმედი და წარმატებული სპეციალისტები უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

– ჩვენ რეალურად ვეხმარებით დასაქმებაში ჩვენს კურსდამთავრებულებს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მათი პროფესიონალიზმით და წარმატებით, რადგან ისინი ჩვენი ბიზნეს-პარტნიორები ხდებიან სხვადასხვა მიმართულებით!

– მობრძანდით, დაესწარით პირველ მეცადინეობას უფასოდ, შეაფასეთ ჩვენი მეთოდიკა, გარემო, გაეცანით ჩვენს კურსდამთავრებულებს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.

_________________________________________________________________
ჩვენი მისამართებია: ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქ)-გრიგორ რობაქიძის უნივერსიტეტის წინ , “სერაფიტი”. ტელ: 293-05-46, 558-21-27-55 (მასაჟი), 555-37-48-42 (კოსმეტოლოგია). ჩვენი ფილიალის მისამართი ქუთაისში: ზვიად გამსახურდიას გამზირი (ყოფილი გორის ქუჩა) 19, ტელ:-599-31-01-91
_________________________________________________________________

_______________________________________________

პროგრამების ზოგადი მიმოხილვა

_______________________________________________
კლასიკური მასაჟის კურსები
კლასიკური მასაჟი -ესაა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ადაპტირებული, სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟების საბაზო ტექნიკის ერთობლიობა.
კლასიკური მასაჟი – კლასიკური მასაჟი აერთიანებს მასაჟის წამყვან ეთნიკურ (ჩინურ, ტაილანდურ, შვედურ, რუსულ, ინდურ) სკოლებს, რისი დაუფლების შემდეგაც კურსდამთავრებული შეძლებს მთელი სხეულის მასაჟის (ზურგი, ხელები, მუცელი, ფეხები, ტერფები, მტევნები, თავი, სახე) შესრულებას.
კლასიკური მასაჟის კურსი კლინიკა „სერაფიტში“ – ესაა მასაჟის 40-ზე მეტი ილეთის მაღალ პროფესიულ დონეზე სწავლება და შესრულება ყოველდღიური პრაქტიკით ცოცხალ ობიექტებზე (და არა-მულაჟებზე).
ლიდერ სასწავლო ცენტრში სწავლება თქვენ მოგცემთ საშუალებას, გახდეთ წარმატებული და პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებზეც მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

კურსი ერთთვიანია და 12 გაკვეთილს მოიცავს, თითოეული 2 საათის (მინიმუმ) ხანგრძლივობით. გახსოვდეთ: კლასიკური მასაჟი საფუძველია ყველა სახეობის სამკურნალო და სარელქსაციო-სპა მასაჟებისა!
კურსს უშუალოდ ხელმძღვანელობს ექიმი-ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე და დეტალებზეც მას დაუკავშირდით: 558-21-27-55.

____________________________________________________________________________________________

ფიზიოთერაპია

თანამედროვე მედიცინაში და ზოგადად გამაჯანსაღებელ კომპლექსურ პროგრამებში ფიზიოთერაპია სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს. ფიზიოთერაპია ფართოდაა წარმოდგენილი უკვე არამარტო წმინდა სამკურნალო პროფილის დაწესებულებებში (საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, ჰოსპიტლები), არამედ- ესთეტიკურ ცენტრებში, სილმამაზის სალონებშიც კი. აღარაფერს ვამბობ სანატორიულ-საკურორტო-სასტუმრო დაწესებულებებში, სადაც ფიზიოთერაპიას გარკვეული ტრადიციებიც აქვს.

კლინიკა “სერაფიტი” უზრუნველჰყოფს უმოკლეს ხანში ინდივიდუალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი სერთიფიცირებული თავისუფლად დაიწყებს მუშაობას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციაში!

ჩვენს სასწავლო პროგრამაშია:

* ელექტროფორეზი და გალვანიზაცია.

* ულტრაბგერითი თერაპია და ფონოფორეზი.

* ქვანტური ლაზეროთერაპია.

*ელექტროთერაპია, ელექტროსტიმულაცია და დიოდინამიური დენები.

* ფიზიოთერაპიული კომბაინები და მონოაპარატები.

* დარსონვალიზაცია.

* სთოუნ-თერაპია.

* ვაკუუმ-თერაპია.

* კავიატაცია.

* რადიო-ლიფტინგი.

* კრიოთერაპია.

* G5, GVK3 და LPG მასაჟორები და მასაჟი.

კურსს უძღვება ექიმი-ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე (ტელ.558-212-755)

მიიღე სწორი გადაწყვეტილება და დღესვე დაიწყე შენი წარმატება!

_________________________________________________________________________________________________

კოსმეტოლოგიის სრული კურსი

ამ მიმართულებით უკვე 200-მდე სერთიფიკატი გავეცით და აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული სპეციალისტია, რომლებიც მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ-ევროპასა და აშშ-შიც. ჩვენ ვამაყობთ მათით. კლინიკა “სერაფიტში” პრაქტიკული კოსმეტოლოგიის კურსს დასაწყისიდანვე უძღვება კლინიკის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ქალბატონი მარინა ჩხობაძე (ტელ.555-374-842).

შეისწავლება:

  1. კოსმეტიკური კაბინეტის მოწყობილობა და ავეჯი
  2. პირისახის კანი
  3. კანის ტიპები
  4. პირისახის დეფექტები

5.პირისახის ზედაპირული წმენდა

  1. პირისახის ღრმა წმენდა
  2. პილინგი
  3. ძვირფასი კოსმეტიკა – ოქროს ნიღბები
  4. სკრაბერით წმენდა

(ულტრაბგერითი წმენდა) და ლიფთინგი – მასაჟი

  1. მედიკამენტები
  2. მკვებავი ყველა ტიპის კანისათვის

12.სახის მასაჟი

13.ელექტროეპილაცია

  1. ბიოეპილაცია.  __________________________________________________________________________________________                                     სპორტული მასაჟი_     (საპროგრამო  საკითხები):   კლასიკური მასაჟის მიმოხილვა, სპორტული მასაჟის ძირითადი ილეთები, კონცეფცია და იდეოლოგია; კუნთის ტონუსის რაობა; კუნთის სტიმულაციის და მოდუნების დიფერენცირებული მასაჟი და ილეთების კლასიფიკაცია; კუნთის აპარატული დამუშავების მექანიზმები; ელექტროსტიმულაცია; რეალქსის ფიზიოთერაპია; სტიმულაციის ფიზიოთერაპია.  _________________________________________________________________________________________

მასაჟის და ფიზიოთერაპიის კურსები

Continue reading მასაჟის და ფიზიოთერაპიის კურსები

დაიწყე წარმატებული საქმე!

ლოგო

დააბანდეთ ფული საკუთარ განათლებასა და გარანტირებულ წარმატებაში:

კლინიკა “სერაფიტი” და სასწავლო ცენტრი სთავაზობს სამედიცინო განათლების მქონე (და არა მხოლოდ), მოტივირებულ, ორგანიზებულ, წარმატებაზე ორიენტირებულ პიროვნებას სრულიად განსხვავებულ სასწავლო პროგრამას:

მასაჟი და ფიზიოთერაპია – ხანგრძლივობა 5 თვე (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო ინტენსიურ ვადაზე შეთანხმება).

სწავლის საფასურია – 6000 (ექვსი ათასი) ლარი.

ამ თანხაში შედის სწავლება და პრაქტიკა, აგრეთვე ყველა ფიზიოთერაპიული აპარატურა (უახლოესი მოდიფიკაციის), რომლის გამოყენებასაც დაეუფლება სასწავლო პროგრამის განმავლობაში:

👉ელექტროფორეზის აპარატი (რუსეთის წარმოება)

👉ულტრაბგერითი თერაპიის აპარატი (ინდოეთი)

👉მაგნიტური ვაკუუმ-თერაპიის ქილების კომპლექტი (სამხრეთ კორეა)

👉ელექტრო მიოსტიმულატორი (ჩინეთი)

👉სილიკონის ვაკუუმ-ქილები, 2 ცალი. (რუსეთი)

👉დარსონვალის აპარატი (გერმანია)

👉ქვანტური ლაზერის აპარატი (რუსეთი)

☝️ აპარატურის გარეშე ტრენინგის ღირებულებაა 200 ლარი.

პროგრამა ითვალისწინებს სამკურნალო მასაჟების, ვარჯიშების, კინეზოთერაპიის და ფიზიოთერაპიის ღრმა, საფუძვლიან შესწავლას ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა:

ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, თიაქარი, კიფოზი, ართროზი, ართრიტი, ინსულტი, სპონდილოზი და სხვ…

2 თვის განმავლობაში სტუდენტები (მსმენელები) გაივლიან უწყვეტ პრაქტიკულ კურსს-სტაჟირებას კლინიკის ბაზაზე, რომელიც ითვლება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დაწესებულებად ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობის მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სასწავლო პროგრამის უშუალო ხელმძღვანელს –ფიზიოთერაპევტს, რეაბილიტოლოგს ჯაბა კოხრეიძეს-ტელ: 558-21-27-55, ფეისბუქზე- კლინიკა “სერაფიტი” (ქართული შრიფტით)

__________________________________________________________________