დააბანდეთ ფული საკუთარ განათლებასა და გარანტირებულ წარმატებაში:
კლინიკა “სერაფიტი” და სასწავლო ცენტრი სთავაზობს სამედიცინო განათლების მქონე (და არა მხოლოდ), მოტივირებულ, ორგანიზებულ, წარმატებაზე ორიენტირებულ პიროვნებას სრულიად განსხვავებულ სასწავლო პროგრამას:
მასაჟი და ფიზიოთერაპია – ხანგრძლივობა 5 თვე (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო ინტენსიურ ვადაზე შეთანხმება).
სწავლის საფასურია -10 000 (ათი ათასი) ლარი.
ამ თანხაში შედის სწავლება და პრაქტიკა, აგრეთვე ყველა ფიზიოთერაპიული აპარატურა (უახლოესი მოდიფიკაციის), რომლის გამოყენებასაც დაეუფლება სასწავლო პროგრამის განმავლობაში:
👉ელექტროფორეზის აპარატი (რუსეთის წარმოება)
👉ულტრაბგერითი თერაპიის აპარატი (ინდოეთი)
👉მაგნიტური ვაკუუმ-თერაპიის ქილების კომპლექტი (სამხრეთ კორეა)
👉ელექტრო მიოსტიმულატორი (ჩინეთი)
👉სილიკონის ვაკუუმ-ქილები, 2 ცალი. (რუსეთი)
👉დარსონვალის აპარატი (გერმანია)
👉ქვანტური ლაზერის აპარატი (ტაივანი)
☝️ აპარატურის გარეშე ტრენინგის ღირებულებაა 4000 ლარი.
პროგრამა ითვალისწინებს სამკურნალო მასაჟების, ვარჯიშების, კინეზოთერაპიის და ფიზიოთერაპიის ღრმა, საფუძვლიან შესწავლას ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა:
ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, თიაქარი, კიფოზი, ართროზი, ართრიტი, ინსულტი, სპონდილოზი და სხვ…
2 თვის განმავლობაში სტუდენტები (მსმენელები) გაივლიან უწყვეტ პრაქტიკულ კურსს-სტაჟირებას კლინიკის ბაზაზე, რომელიც ითვლება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დაწესებულებად ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სასწავლო პროგრამის უშუალო ხელმძღვანელს –ფიზიოთერაპევტს, რეაბილიტოლოგს ჯაბა კოხრეიძეს-ტელ: 558-21-27-55, ფეისბუქზე- კლინიკა “სერაფიტი” (ქართული შრიფტით)
__________________________________________________________________