სახის მასაჟი

🌹👩‍⚖️ აქცია კლინიკა სერაფიტიში: სახის მასაჟის 5 პროცედურა მხოლოდ 100 ლარად! + ბონუსი: სპეციალურად თქვენთვის შერჩეული სახის კანის მკვებავი გელი მარინა ჩხობაძისგან!

☎️ 555 374842

დეტალები👇🏿👇🏿

👉სახის მასაჟი: სარგებლობა,შედეგი და უკუჩვენებები

———

სახის კანი ყოველთვის მოვლილი და მკვრივი რომ იყოს, აუცილებელია მისი სწორი მოვლა. მოვლის ერთ–ერთი ხერხია მასაჟი. გარდა იმისა რომ ეს არის შესანიშნავი პრევენციული მეთოდი, მასაჟი ასევე აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უწყობს სილამაზის აღდგენას.

✌️რით არის სასარგებლო მასაჟი?

მასაჟის სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს ლიმფური დინების გააქტიურებაში და ქსოვილებისთვის სისხლის მიწოდების გაუმჯობესებაში . ამავდროულად , მნიშვნელოვანია რომ არ გაიწელოს კანის ნაზი ზედაპირი , რომელიც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს სხვადასხვა ფიზიკურ ზემოქმედებაზე.

☝️უკუჩვენებები

—————

მასაჟის ჩატარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახის ზედაპირზე არ აღინიშნება არანაირი ანთებითი პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში მასაჟი გამოიწვევს მდგომარეობის გამწვავებას. ასევე სახის მასაჟი უკუნაჩვენებია ადამიანებისთვის , რომლებსაც ახასიათებთ კუპეროზისადმი მიდრეკილება.

❤️მასაჟის ტექნიკა

———————-

მასაჟს ატარებენ სპეციალურად შემუშავებული ტექნიკით. მსუბუქი მოსრიალე მოძრაობები,რომლებიც მიმართულია მასაჟის ხაზების გასწვრივ არ წელავენ კანს, პირიქით უფრო ამკვრივებენ და აჯანსაღებენ მას.

მასაჟისტთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ თქვენ გაგიქრებათ ტომრები თვალების ქვეშ, წვრილი ნაოჭების ქსელი და კანი გახდება ხავერდოვანი.მასაჟის სეანსის დროს მთლიანი სახე მუშავდება მცენარეული წარმოშობის ზეთებით, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მსუბუქ და ნაზ ზემოქმედებას კანზე, არამედ კვებავენ მას ვიტამინებით და აქტიური ნივთიერებებით.

თუ შევადარებთ მასაჟის კურსის შედეგს პლასტიკური ოპერაციის შედეგთან, შეიძლება ითქვას, რომ პირველ შემთხვევაში შედეგი არც თუ ისე ჩამორჩება.

👉სახის პროფესიული მასაჟის თავისებურებები

———————-

ყველა მანიპულაცია უნდა იყოს ჩატარებული მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის მიერ. დასაწყისისთვის , ექიმი შეისწავლის სახის რელიეფს,განსაზღვრავს პრობლემურ ზონებს, შემდეგ კი იწყებს მათ დამუშავებას სპეციალური მეთოდებით.პაციენტი ამ დროს არის წოლით მდგომარეობაში და მოხერხებულად წევს ტახტზე. თავიდან სეანსი გრძელდება 30 წუთი. მასაჟის პროცედურების კურსი მთლიანად უნდა ჩატარდეს და შემდეგ საჭიროა შესვენება და აღდგენა.

🌹🌹შედეგის ხანგრძლივობა.

———————————–

მასაჟის შედარება შეიძლება ფიტნესთან.თუ თქვენ მხოლოდ ერთხელ ივარჯიშებთ, შეიძენთ სასიამოვნო შეგრძნებებს და კუნთების ტონუსს.მაგრამ თუ თქვენ არ გააგრძელებთ ვარჯიშს, მთელი ეს შედეგი გაქრება.

თუ თქვენ დიდ ხანს დადიოდით ვარჯიშზე, მიაღწიეთ სასურველ შედეგს , თქვენ ეგრევე დაკარგავთ მიღწეულ შედეგს და ფორმას თუ არ გააგრძელებთ ვარჯიშს.

სახის მასაჟთანაც ანალოგიური სიტუაციაა.ერთხელ ჩატარებული მასაჟის დროს მიღებული შედეგი ნარჩუნდება მხოლოდ 3–4 დღე.

რომ მიიღოთ მუდმივი შედეგი ,უნდა გაიაროთ 10–15 პროცედურის შემცველი კურსი.მომავალში მასაჟის პროცედურები უნდა ჩატარდეს პერიოდულად – რამდენიმე თვეში ერთხელ, რომ შედეგი შენარჩუნდეს.

სახის მასაჟთან დაკავშირებული მანიპულაციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში,რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით. უკეთესი იქნება მიმართოთ კლინიკას, სადაც მოგემსახურებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები. ეს მოგცემთ იმის საშუალებას , რომ ერთი შენობიდან გაუსვლელად მიიღოთ კომპლექსური მომსახურეობა ,რომელიც მიმართული იქნება არა მხოლოდ კანის, არამედ მთლიანად ორგანიზმის აღსადგენად.

როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, სახის მასაჟის სისტემატიური ჩატარება უზრუნველყოფს გარეგნობის გაუმჯობესებას და გაახალგაზრდავებას , ხანში შესულ ადამიანებშიც კი.

#სახისმასაჟი