პროცედურები (დრო, ფასები)

  1. გამაჯანსაღებელი მასაჟი (ზურგი, ხელები, ფეხები) – 60 წთ – 50 ლარი
  2. სარელაქსაციო მასაჟი (ზურგი, ხელები, ფეხები) – 60 წთ – 50 ლარი
  3. ინფრაწითელი საუნა (ერთადგილიანი) – 40-50 წთ – 50 ლარი
  4. ნებისმიერი ერთი ფიზიოთერაპიული პროცედურა ერთ სეგმენტში- 20 ლარი
  5. იგივე ( მე-4) ორ სეგმენტში – 30 ლარი
  6. სახის ღრმა წმენდა – 120 წთ – 100 ლარი
  7. ლაზერული (დიოდის) ეპილაცია – ფასი და დრო განისაზღვრება სეგმენტის მიხედვით
  8. ზურგის მასაჟი – 30 წთ – 30 ლარი.
  9. სრული კომპლექსური სამკურნალო პაკეტი (მასაჟი, ფიზიოთერაპია, ვარჯიშები) -80-100 ლარი
  10. ხერხემლის გაჭიმვა ვერტიკალური მაგიდაზე – 12-15 წთ – 15 ლარი
  11. აკუპუნქტურა ე.წ.ჩინური ნემსებით -30 წთ – 40-50 ლარი
  12. აკუპუნქტურა ვაკუუმის ქილებით -30 წთ – 20 ლარი
  13. კიდურების მასაჟი (ხელი ან ფეხი), -30 წთ – 30 ლარი

ტელეფონები: 558.212.755 (მასაჟის და ფიზიოტერაპიის მიმართულება)

                            555.374.842 (კოსმეტოლოგიის მიმართულება)

 

კისრის და წელის თიაქრის დროს 👇🏿👇🏿

❤️ დაუკვირდით! ადვილად შესასწავლია! თუ ვერ გაიგებთ- მობრძანდით, გასწავლით კლინიკა “სერაფიტში”…ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ მოჭიმული კუნთების მოდუნებაში შესაბამის მასაჟთან ერთად!
♻️ ჰიპერტონუსი ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიზეზია…

✳️ვარჯიშები სრულდება ვერტიკალურ მდგომარეობაშიც- სკამზე ჯდომისას ან ფეხზე დგომისას.
☎️ 558-212-755

👌 კისრის თიაქრის სრულყოფილი მკურნალობა ფაქტიურად შეუძლებელია ფიზიოთერაპიის გარეშე. გამოიყენება როგორც მედიკამენტოზური, ასევე- არამედიკამენტური ფიზიოთერაპია. კონკრეტული მეთოდები უნდა შეარჩიოს მკურნალმა ექიმმა პაციენტის ანამნეზის მიხედვით. ფიზიოთერაპევტის ვალდებულებაა, სწორად ჩაატაროს სწორედ ეს დანიშნულება! 👇🏿👇🏿

მიხედეთ ხერხემალს! (ჰიპოკრატე)

👌 თუ შენ არ გაქვს ხერხემლის პრობლემა, მაგრამ გაქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები:

-ქრონიკული დაღლილობა,

-ენერგიის და შრომისუნარიანობის შემცირება,

– თავის ტკივილი, -მხედველობის პრობლემები,

-გულის პრობლემები,

-წნევის, -ნერვოლოგიური პრობლემები და ა.შ.✌️ —ე.ი. შენ გაქვს ხერხემლის პრობლემა, უბრალოდ, ჯერ არ იცი, ანუ- აუცილებლად უნდა გამოიკვლიო ხერხემალი;

👉 თუ შენ “ცოტა” – “ოდნავ” გაწუხებს ხერხემალი და გაქვს სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ჯანმრთელობის პრობლემა (თითქმის ნებისმიერი პრობლემა), ე.ი. შენ ძალიან გაწუხებს ხერხემალი და ჯერ არ იცი ამის შესახებ, 😳😳😳 ამიტომ, მაინც: აუცილებლად უნდა გამოიკვლიო ხერხემალი და დაიწყო მკურნალობა.

პრობლემა მდგომარეობს მარტივ რამეში, რაზეც ყურადღებას არავინ ამახვილებს, თუნდაც 16 წელი გაატარო სწავლაში: 1) ხერხემალში გადის ცენტრალური ნერვული სისტემა2) ხერხემალში გადის ძირითადი არტერიები და სისხლძარღვები3) კისერიც ხერხემალია(!)4) ხერხემალს არ აქვს ტკივილის რეცეპტორები, ამიტომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადების წყარო, რადგან თავს იჩენს ძალიან გვიან🙏👍👉 ამიტომ, თუ შენ გაქვს ხერხემლის ელემენტარული პრობლემა, ეს შეიძლება ხელს უშლიდეს და აზიანებდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას და სისხლის ანუ ჟანგბადის მიმოქცევას.😰 ანუ, მაგალითად- ხერხემლის კისრის ნაწილის რაიმე პრობლემის დროს, ადამიანს ერღვევა ნერვული იმპულსების მოძრაობა ტვინიდან ორგანიზმში და – პირიქით.😨😨 ასევე ირღვევა სისხლის, ანუ ჟანგბადის მიწოდება ტვინში, რაც აქვეითებს ტვინის მუშაობას და მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას🙏 ალბათ ყველა ძალიან მარტივად მიხვდება და გაიაზრებს, ამ ყველაფერმა რამდენი პრობლემები შეიძლება შეუქმნას ჯანმრთელობას და ადამიანის ცხოვრების ხარისხს…ამიტომ აუცილებელია ხერხემლის მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის- ეკრანთან გატარებული დროის კონტროლიც…😀😃

P.S.❤️❤️❤️ და კიდევ: პერიოდულად ეწვიეთ სამკურნალო- გამაჯანსაღებელ ცენტრებს, იმ რეაბილიტოლოგს, ვისაც ენდობით პროფესიული მომსახურების (მასაჟი, ფიზიოთერაპია) მისაღებად!!!

გამაჯანსაღებელი მასაჟი !

გამაჯანსაღებელი მასაჟი სამკურნალო პარამეტრებით, რომელიც შეირჩევა კონკრეტული კლიენტის ანამნეზის და კომფორტულობის მიხედვით:

ერთსაათიანი სეანსი ყველა საჭირო პროცედურით:

1. ფონოფორეზი პრობლემურ ზონაში!

2. მიოფასციალური ღრმაქსოვილოვანი მასაჟი – ხელით და აპარატით!

3. თერმო ლაზერი!

4. აკუპუნქტურა!

დაუკვირდი! შეადარე! და მიიღე სწორი გადაწყვეტილება!

🤝 ეს ყველაფერი მხოლოდ 70 ლარად (ფასში შედის აბსოლუტურად ყველა სახარჯი მასალა). ☎️ დაჯავშნე ვიზიტი შენი ჯანმრთელობისთვის მასაჟისა და ფიზიოთერაპიის დიდოსტატებთან: 558.212.755 !

აქცია წონის კორექციისთვის 👇🏿👇🏿

20 დღიანი შტურმი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის: წონის კორექციის ყველაზე ეფექტური პროცედურების 20 ვიზიტი მხოლოდ 600 ლარად!!! (ფასი მოქმედებს მხოლოდ ერთიანი გადახდის შემთხვევაში)

✅ წონის საკორექციო ყველაზე ეფექტური პროცედურები კლინიკა “სერაფიტში”:

👉 20 დღიანი კურსი მხოლოდ 600 ლარად: წაიკითხეთ, დააკვირდით, შეადარეთ და- მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება! 👇🏿👇🏿

👉 5 კავიტაცია, RF ლიფტინგი, ვაკუუმ-ლიფტინფი!

✌️5 პრესოთერაპია! +5 ინფრაწითელი საუნა!

🤟 10 ანტიცელულიტური მასაჟი+ვაკუუმ-მასაჟი+თაფლის მასაჟი….

🟢 558-212-755. კლინიკა “სერაფიტი”. ჯანო ბაგრატიონის 5 (მეტრო სამედიცინოსთან).

http://www.massagetbilissi.wordpress.com

☎️558-212-755

ელექტროფორეზი კარიპაზიმით თუ ფონოფორეზი კარიპაინით?

ელექტროფორეზი კარიპაზიმით თუ ფონოფორეზი კარიპაინით?!

ორივე ეს პროცედურა დღეს ითვლება ხერხემლის დისკოგენური დაავადებების (საერთო სახელი-სპონდილოზი)-ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, დისკოზი, თიაქარი…- ყველაზე ეფექტურ და საჭირო ფიზიოთერაპიულ პროცედურად. ექიმები მათ ნიშნავენ პრაქტიკულად პირველივე კონსულტაციებისას.  ფიზიოთერაპევტები ამ პროცედურებს ასევე უნიშნავენ დიდი ემბირიული (პროფესიული) გამოცდილების საფუძველზე.

და მაინც: რომელია უფრო ეფექტური? მითუმეტეს, პრაქტიკულად კარიპაინის და კარიპაზიმის ქიმიურ-ბიოლოგიური შემადგენლობა ერთნაირია!

შედარება გავაკეთოთ ცალკეული პარამეტრების მიხედვით:

1.შეღწევადობა: ელექტროფორეზით კარიპაზიმის იონები უფრო ღრმად შედის კანქვეშა ქსოვილებში და იქედან- მალთაშუა დისკებამდე. ცალკეული პაციენტისთვის (მაგალითად, მსუქნებისთვის, ვისთვისაც დაზიანებული დისკი უფრო დიდი მანძილითაა დაშორებული კანის ზედაპირიდან) ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

  1. მოქმედება სეგმენტზე. ფიზიოთერაპიული მკურნალობის დანიშნულება არის დაზიანების ეპიცენტრის (მალთაშუა დისკის) მიმდებარე სეგმენტის (ქსოვილების) მკურნალობაც, რათა ამ სეგმენტმა მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს დისკის ტროფიკა (კვება). ამ მხრივ ორივე პროცედურა სასარგებლოა: ელექტროფორეზი გალვანური დენის, ხოლო ფონოფორეზი -ულტრაბგერითი ენერგიის საშუალებით მოქმედებს დისკის მიმდებარე სეგმენტზე. თუმცა ფონოფორეზს აქვს უპირატესობა: ულტრაბგერის ეფექტი არის უფრო მამკურნებელი, გამაჯანსაღებელი, აღმდგენი. მეტიც: მაღალი ხარისხის აპარატის შემთხვევაში (როცა აპარატის თავაკის გაცხელებაა შესაძლებელი) მოსახერხებელია მოჭიმული კუნთების მოდუნება-ეს აუცილებელია, რადგან მეტწილ შემთხვევაში კისრის და წელის სპონდილოზების დროს კუნთებს ჰიპერტონუსი ახასიათებს!

3.კომფორტულობა.  ფონოფორეზი უფრო  კომფორტული პროცედურაა. პრაქტიკულად სასიამოვნოცაა, რასაც ვერ ვიტყვით ელექტროფორეზზე:  კარიპაზიმის იონები კანქვეშ შეყვანის პირველივე  წუთებიდან იწყებს  ქავილს, რასაც ბევრი ვერც  უძლებს და ფიზიოთერაპევტი იძულებულია, იმუშაოს დაბალი სიხშირით, რაც ამცირებს შეღწევადობას!!!

4.უკუჩვენებები.  საერთო  უკუჩვებების გარდა, რაც ახასიათებს ფიზიოთერაპიას, არსებობს განსხვავებებიც. მაგალითად, ბევრს აღენიშნება ჰემანგიომები ხერხემალში. ამ კეთილთვისებიან  წარმონაქმნს ზოგი მედიკოსი არანაირ საფრთხედ არ მიიჩნევს. თუმცა ჰემანგიომას მოფრთხილება სჭირდება და მისი ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის მრავალი შემთხვევა გვაქვს, რაშიც არასწორად შერჩეულ ფიზიოპროცედურებსაც შეუძლია წვლილის შეტანა. ჰემანგიომის დროს ელექტროფორეზი დაუშვებელია! ფონოფორეზი კი  მისაღებია!

  1. დოზირება. იმისთვის, რომ დისკის თიაქრმა შეწყვიტოს ზრდა, მეტიც, დაიწყოს სტაგნაცია და ზომებში შემცირებაც , რეკომენდირებულია დაზიანების ეპიცენტრში გარკვეული რაოდენობის (დოზის) კარიპაზიმის (კარიპაინის, საერთაშორისო დასახელება- პაპაია) მოხვედრა. ასეთ დოზად მიიჩნევა ელექტროფორეზის 20-30 პროცედურა, ულტრაბგერითი ფონოფორეზის შემთხვევაში კი-10-15 პროცედურა! ამის მიზეზებზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს (მთავარი კი ისაა, რომ კარიპაზიმის ფხვნილი იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში ან ნოვოკაინში, გალვანიზაციით იშლება იონებად და მთელი ამ პროცესის განმავლობაში იკარგება გარკვეული შიდა სტრუქტურული კომპონენტები).

             დასკვნა: ორივე ეს პროცედურა საჭიროა და ფიზიოთერაპიის თანამედროვე კაბინეტში მათ თანაბარი ადგილი უჭირავს.  მკურნალმა ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს მათგან  კონკრეტული პაციენტისთვის საჭირო პროცედურა, გაითვალისწინოს რა ზემოთ ჩამოთვლილი ნიუანსები.

ჯამბულ (ჯაბა) კოხრეიძე

კლინიკა „სერაფიტის“ მთავარი       სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი.

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის N5. მეტრო სამედიცინო. ჯანმრთელობის ცენტრი “სერაფიტი”

ტელ.558-212-755

რეფლექსოთერაპია

რეფლექსოთერაპია

ეს ხდება ჩვენთან- კლინიკა “სერაფიტში”:
♻️ უნიკალური აპარატი (ფოტო 1) უზრუნველჰყოფს ფიზიოთერაპიული დენის (თენს, სინოიდური) მიწოდებას ბიოაქტიურ წერტილებზე ფიქსირებულ აკუპუნქტურულ ნემსებზე (ფოტო 2,3,4).
♻️ იკვრება წრედი და … ნემსების საშუალებით ხდება ელექტროსტიმულაცია უშუალოდ წერტილში, მთლიანად- ტრიგერულ ზონაში და- სეგმენტშიც კი!
✅ დიახ, ეს ხდება ჩვენთან!
❤️ ელექტროაკუპუნქტურის და ჩინური ნემსებით (6-8 ნემსი) რეფლექსოთერაპიის ერთი კომპლექსური პროცედურა (30 წთ) ღირს მხოლოდ 20 ლარი!
💚 ეს პროცედურა შედის ხერხემლის მკურნალობის სრულ კომპლექსურ პაკეტში.
http://www.massagetbilissi.wordpress.com
☎️ 558-212-755

15 დღიანი მკურნალობის პაკეტი – სრულყოფილი და ეფექტური მკურნალობა!

2020 წლიდან კლინიკა “სერაფიტში” დავნერგეთ 15 დღიანი კომპლექსური სამკურნალო პაკეტი საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი ფასებით და ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული გარემოთი (აპარატურა, სპეციალისტები). პაციენტმა უნდა იცოდეს, რას ვთავაზობთ მას კონკრეტულად ამ პაკეტით, გაიაზროს პროცედურების მნიშვნელობა და რწმენით დაიწყოს ხერხემლის მკურნალობა, რომელშიც თანაბარი მნიშვნელობა აქვს მკურნალის შერჩეულ პროცედურებს და თავად პაციენტის სულისკვეთებას, მზაობას მუდმივი თანამშრომლობისათვის!

პირველი 5 დღე განეკუთვნება ინტენსიურ ფიზიოთერაპიულ კომპლექსურ მკურნალობას, რომელსაც უშუალოდ  კლინიკა “სერაფიტის” ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე უხელმძღვანელებს: ამ ეტაპზე მაქსიმალურად შესწავლილი იქნება პაციენტის სრული ფიზიოლოგია, საჭიროების შემთხვევაში, გაკეთდება ინექციები ანთებითი პროცესის ჩასაქრობად და ტკივილის ადრევე მოსახსნელად (ანოდინ დუალის და ყველა სხვა სახარჯი მასალის ფასი შედის პაკეტის ღირებულებაში).  კომბინირებულ ინტენსიურ თერაპიაში გათვალისწინებულია: ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია (ფონოფორეზი), ლაზეროთერაპია, ტრიგერული წერტილების აპარატული და მანუალური დამუშავება– ყველა ეს და სხვა შესაძლო პროცედურა (ვარჯიში, დაჭიმვა) შეირჩევა ბატონი ჯაბას მიერ ინდივიდუალურად პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით. ამ ეტაპის შემდეგ პაციენტს პრაქტიკულად აღარ ექნება ტკივილი და მისი ორგანიზმი მზად იქნება დაავადების საბოლოო კონტროლისთვის: დაიწყება 10-დღიანი კურსი სხეულის სრული და დაავადებული სეგმენტის- სამკურნალო მასაჟებით, კინეზოთერაპიით (ვარჯიშებით). თუ საჭიროება მოითხოვს, გაგრძელდება მედიკამენტოზური ფიზიოთერაპია (ფონოფორეზი).  კლინიკა “სერაფიტი” იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს (კარიპაინი, კარიპაზიმი, ფროენცი გელი, დიკულის მალამოები, ალოე ვერას თერმო-გელი და ა.შ )….

სრული პაკეტის ფასია მხოლოდ 900 ლარი !  ვიმეორებთ, ესაა 15 დღიანი სამკურნალო პაკეტის ფასი! მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ ეს ფასი. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით კომპანია “სვუპს”, რომლის ინტერნეტ-გვერდზეც რეგულარულად ხდება ჩვენი პრომო-აქციების რეკლამირება, აგრეთვე ჩვენს ერთგულ მეგობრებს.

ფიზიოთერაპია, მასაჟი, ვარჯიშები, ჯანსაღი ცხოვრების წესი!

ამაზე უკეთესი მეთოდები ხერხემლის მკურნალობისთვის არ არსებობს. მთავარია, სწორად შეარჩიოთ გარემო, სპეციალისტები და თავად იყოთ მზად ამისთვის!

აქციით (ზემოთ) სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

ყველა სხვა შემთხვევაში ისარგებლებთ 60 ლარიანი პაკეტით (ქვემოთ):

კონსულტაციის დაგეგმვა და დამატებითი შეკითხვები ტელეფონზე: 558-212-755

მისამართი: ჯანო ბაგრატიონ ის N5  (ყოფილი- ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 8ა )

არსებობს თუ არა გარანტია?

ჩვენი მკითხველი საზოგადოების და პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა გათვითცნობიერებული,  ინფორმირებული ადამიანები არიან.  მათ კარგად იციან, სათაურში გამოყვანილ კითხვაზე ძირითადად რა პასუხი აქვს კლასიკურ მედიცინას. დადებითი პასუხი რომ ჰქონდეს იმ კითხვას, აღარ იქნებოდა ამდენი წინასწარი ხელმოწერა სხვადასხვა პროცედურის წინ პაციენტის ან მისი ახლობლის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი გაეცნო მკურნალობის პირობებს და თანახმაა მასზე, მიუხედავად პოტენციური შედეგისა და ა.შ… დღეს არა მარტო სამკურნალო, არამედ მრავალ სპა-პროცედურებსაც უძღვის წინ ასეთი ხელმოწერები (მაგალითად: ლაზერული ეპილაცია, კავიტაცია, წონის საკორექციო პროცედურები…).

პაციენტს აუცილებლად სჭირდება იმედი. იმედი და რწმენა მკურნალობის ეფექტურობას აათმაგებს.  თუმცა ძალიან ძნელია გარანტიის მიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა ერთჯერადი აქტი კი არაა (მაგალითად, დაავადებული კბილის ამოღება), არამედ- დროში გაწელილი  პროცესია, რომელიც მოითხოვს პაციენტის მუდმივ სინერგასიას (თანამშრომლობას) იმ მეთოდთან, რასაც სთავაზობს მას მკურნალი. საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის დაავადებების უმრავლესობა ქრონიკული ხასიათისაა და მათი მკურნალობა სწორედ რომ ხანგრძლივ დროს, პერმანენტულ კომპლექსურ პროგრამას მოითხოვს.  სამწუხაროდ, შეუძლებელია ერთ დღეში (თუნდაც 10 დღეში) სრულად მოხდეს განკურნება დაავადებისა, რომელიც წლების განმავლობაში უსიმპტომოდ ან შედარებით ადვილად ასატანი დისკომფორტით ყალიბდებოდა.

ავიღოთ ხერხემლის მალთაშუა თიაქრის მკურნალობა. დაავადებაში ერთბაშად ჩართულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც იწვევს მის ესკალაციას: დისკის კომპრესია, ძვლების სტრუქტურის რღვევა, მიოფასციალური სინდრომი, ტრიგერული წერტილები, ანთება, ნევრალგია, დისკის პროლაფსი და ა.შ. ჩვენ გვაწუხებს მხოლოდ ტკივილი და გვინდა, რაც შეიძლება, სწრაფად გავთავისუფლდეთ მისგან. ტკივილის მოხსნა მრავალი რამით შეიძლება…არსებობს მონოშემადგენლობის ეფექტური მედიკამენტები, კოქტეილებიც…3-5 ჯერ ასეთი წამლის მიღებაც კი საკმარისია ტკივილის მოსახსნელად. ხშირად ამას აკეთებენ კიდეც მავანნი, ერთს დააჭერენ ხერხემალზე “გამოვარდნილი დისკის” ჩასმის მიზნით და …მკურნალობაც მთავრდება. ჩემთან ბევრი დარწმუნებით ჰყვება, როგორ “ჩაუსვეს” დისკი, თან იკეთებდა კოქტეილს “ანოდინ დუალს”, რომ კუნთები მოდუნებულიყო და დისკიც უფრო ადვილად ჩასმულიყო და ა.შ…ზოგს ეს “ჩასმა” თვეები ჰყოფნის, ზოგს- წელიც…სამაგიეროდ, იმ ერთი წლის შემდეგ დაწყებული ტკივილები უფრო ვერაგი ხდება, რადგან თიაქრის ზომა უკვე თითქმის გაორმაგებულია!

სამწუხაროდ, ხშირად უშედეგოდ მთავრდება ოპერაციაც. ამის მიზეზი სულაც არაა ქირურგის დაბალი კვალიფიკაცია, პირიქით, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა: საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის მინიმუმ 5 ნეიროქირურგი! ოპერაციის შედეგად საერთოდ არ იცვლება ის გარემო და მიზეზები, რამაც განაპირობა თიაქრის ჩამოყალიბება, არ ხდება ოპერირებული დისკის გარდა დაავადებული სხვა დისკების მკურნალობა, ამიტომ ბუნებრივია,  დარჩენილი მიზეზები განაპირობებს ისევ: ტკივილს, დაავადების ესკალაციას.

შუახნის მამაკაცი მოვიდა კონსულტაციაზე, ნაოპერაციები (ოპერაციიდან 5 თვე იყო გასული). ცალი ფეხი გაშეშებული ჰქონდა თითქმის, უჩიოდა წელში მცირე ტკივილს, მაგრამ ფეხში სრულ დაბრუჟებას, თითებში ტკივილს.  მეორედ დავიბარე და ვსთხოვე, მოეტანა მისივე ქირურგის დანიშნულება შერჩეული ფიზიოპროცედურების შესახებ. მოიტანა (ელექტროფორეზი კარიპაზიმით, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერა, მსუბუქი მასაჟი). დიდებული დანიშნულება იყო. რეალურად ეს კომპლექსური პროგრამა მთელი წელის სეგმენტის მკურნალობისკენ იყო მოწოდებული (ისრაელში, გერმანიაში და ალბათ ბევრგან ამ პროცედურებს უტარებენ თიაქრიან პაციენტებს და თუ ყველა კონსერვატიული მეთოდის შემდეგ დაავადება უკან არ დაიხევს, მხოლოდ მაშინ ინიშნება ოპერაცია. ამ პროცედურების შემდეგ ოპერაცია უფრო ეფექტურია, ვინაიდან იგი ხდება ნამკურნალებ სეგმენტში!).  შევთანხმდით დროზე იმ შუახნის მამაკაცთან. მოვიდა დათქმულ დროს. შემოსასვლელშივე მეუბნება: “ბატონო ჯაბა, მე მჭირდება გარანტია, რომ ამ პროცედურების შემდეგ ფეხის დაბრუჟება გამივლის!”. ამ თემაზე ნასაუბრები გვქონდა. მე ვუპასუხე: “ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ამ პროცედურებს ჩაგიტარებთ უმაღლეს პროფესიულ დონეზე, საუკეთესო აპარატებით და კარგი სპეციალისტის მეთვალყურეობით”. მოკლედ, მამაკაცი დაჟინებით ითხოვდა სხვა გარანტიას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივეცი! ბოდიში მოვუხადე და ჩემი სამუშაო კაბინეტისკენ წავედი, სადაც თავად სხვა პაციენტი მელოდებოდა.

დიახ, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა შესაძლებელია! და ხდება კიდეც წარმატებით! უმრავლეს შემთხვევაში, თუ პაციენტი სწორად შეარჩევს შესაბამის გარემოს, ხერხემლის პათოლოგიები უკან იხევს. საბედნიეროდ, საქართველოში  არიან ასეთი დაწესებულებები, გონიერი მკურნალები, რომლებიც სწორედ კომპლექსურ მკურნალობას და მუდმივი სინერგასიას სთავაზობენ პაციენტებს. როცა იცი, რომ ქრონიკული დაავადება გაქვს და ხანგრძლივ პერმანენტულ მკურნალობას საჭიროებ; როცა იცი, რომ ვარჯიშები აუცილებელია შენი ხერხემლისთვის სიცოცხლის ბოლომდე; როცა იცი, რომ მასაჟი და ფიზიოთერაპია ლამის ძირითადი მეთოდია დაზიანებული სხეულის (არა მარტო-სეგმენტის) სამკურნალოდ და მაინც: მიდიხარ ვიღაცასთან , ერთ (თუნდაც ორ) დღეში მომარჩენსო, ან უბრალოდ ირჩევ არაადექვატურ მეთოდს (ნუ მეტყვით, ფინანსების გამო ვაკეთებთ ამასო- ეგ არაფერ შუაშია. ფულის გარეშე არავინ მიგიღებთ-არც “დისკს ჩაგისვამენ”, არც-მალამოთი დაგზილავენ…), მაშინ საკუთარი ჯანმრთელობის მომავალზე შენც აგებ პასუხს!

ეს როგორ? – იკარგება ძვირფასი დრო. კომპლექსური მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო საწყის ეტაპზე იწყება იგი (როგორც- ყოველთვის). კომპლექსურ მკურნალობას შედეგი ყველა ეტაპზე აქვს, მაგრამ უფრო ნაკლები რაოდენობა სეანსების კურსში, უფრო ნაკლები კურსი წელიწადში სჭირდება საწყის ეტაპზე, ვიდრე – ერთჯერად აქტებით ტკივილარიდებული ხერხემლის უკვე გაზრდილი თიაქრების შემთხვევაში.

გარანტია? სად არის გარანტია?

აბსოლუტურად გვესმის პაციენტების, რადგან ნებისმიერი ექიმი თავადაც პაციენტია! მითუმეტეს – როცა საქმე ეხება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. მსოფლიოს სამედიცინო კვლევების მიხედვით მოსახლეობის 90% -ს აწუხებს წელის ტკივილი (სხვადასხვა ხარისხის) – ან დანარჩენი 10% სად მონახეს. 🙂  მკურნალების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ამ მეთოდების სიკეთე. აღარაფერს ვამბობ პროფესიულ გამოცდილებაზე. მყოლია პაციენტები, რომლებიც მხოლოდ მასაჟით და ვარჯიშებით გამოჯანმრთელებულან. ისეთებიც მყოლია, მხოლოდ სამი კურსი დასჭირვებია ელექტროფორეზის… ერთი ოჯახიდან იყო სამი ადამიანი, თავიანთი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მოვიდნენ: ულტრაბგერითი ფონოფორეზი ჰქონდათ გამოწერილი გიდროკორტიზონით (ერთ პროცედურაში 11 ლარს იხდიდა თითოეული!). მე სკეპტიკურად შევხედე თავდაპირველად, მაგრამ … ეყოთ! მორჩნენ!

მკურნალის სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა კმაყოფილ პაციენტს ხედავს! მე ბედნიერი ვარ მათი ბედნიერებით. ეს ვერაფრით გადასწონის აღებულ თანხას, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ძვირადღირებულ ფიზიოთერაპიულ აპარატებს და სახარჯ მასალას ხმარდება.  

თუ პასუხისმგებლობას ორივე მხარე აიღებს- გარანტიის გაცემაც შეიძლება!

            ვითანამშრომლოთ!

ჯაბა კოხრეიძე.

კლინიკა “სერაფიტის” წამყვანი სპეციალისტი.   ელ-ფოსტა : serafiti.centr@yahoo.com

მისამართი: თბილისი. ჯანო ბაგრატიონის N 5. (მეტრო სამედიცინო). ტ.558-212-755

კლინიკა “სერაფიტის” სასწავლო ცენტრი

ინტენსიური სწავლების ლიდერი სასწავლო ცენტრი კლინიკა “სერაფიტი” საშუალებას აძლევს თითოეულ თქვენთაგანს, უმოკლეს დროში დაეუფლოს არჩეულ სპეციალობებს:
1. სამკურნალო და სპა მასაჟები (2500 ლარი).3 თვე.
2. კოსმეტოლოგიის სრული კურსი (2000 ლარი).3 თვე.
3. ელექტრო და ბიო ეპილაცია (500 ლარი).1 თვემდე
4.სამკურნალო მასაჟები (2000 ლარი). 3 თვემდე
5.სპა მასაჟები (2000 ლარი). 3 თვემდე
6.ფიზიოთერაპია. კლასიკური. (1500 ლარი). 1-2 თვე

6.ა. ფიზიოთერაპია. კავიტაცია (500 ლარი). 1 თვემდე

6.ბ.  ფიზიოთერაპია (კლასიკური)+ აკუპუნქტურული ფიზიოთერაპია (ნემსები, ქვები, ქილები,რეფლექსოთერაპია…)-2000 ლარი


7.მასაჟი და ფიზიოთერაპია (3000 ლარი). 4 თვე
8.ლაზერული ეპილაციის კურსები. (500 ლარი).1 თვე.

9.ბავშვის მასაჟი.სრული კურსი.(1-18 წლის ასაკი).(2000 ლარი) 2 თვემდე.

10.აპარატული მასაჟი. (500 ლარი). 1 თვე

11.კავიტაცია და რადიოლიფტინგი.(500 ლარი).ტრენინგი. 8-10 გაკვეთილი

12.სპორტული მასაჟი.(1500 ლარი). 2თვემდე.

13.კლასიკური მასაჟი. (1500 ლარი). 1 თვე.+

14.ინექციური კოსმეტოლოგია. (2500 ლარი) 2 თვე

15. ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია. 4000 ლარი. 4 თვე (მხოლოდ სამედიცინო განათლებით)…
შენიშვნა: ეპილაციის კურსი შედის კოსმეტოლოგიის სრულ კურსში თანხის დამატების გარეშე.

– ჩვენი პრიორიტეტია სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი და მეცადინეობები 1-2 კაციან ჯგუფებში, უწყვეტი თეორიულ-პრაქტიკული გაკვეთილები, რაც განაპირობებს პროფესიის მაღალ დონეზე დაუფლებას.

– საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გაკვეთილები ჩატარდება ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ვიდრე მოსწავლე ბოლომდე არ აითვისებს პროგრამას.

– მხოლოდ ჩვენთან: სწავლებას უძღვებიან მოქმედი და წარმატებული სპეციალისტები უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

– ჩვენ რეალურად ვეხმარებით დასაქმებაში ჩვენს კურსდამთავრებულებს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მათი პროფესიონალიზმით და წარმატებით, რადგან ისინი ჩვენი ბიზნეს-პარტნიორები ხდებიან სხვადასხვა მიმართულებით!

– მობრძანდით, დაესწარით პირველ მეცადინეობას უფასოდ, შეაფასეთ ჩვენი მეთოდიკა, გარემო, გაეცანით ჩვენს კურსდამთავრებულებს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.

_________________________________________________________________
ჩვენი მისამართებია: ჯანო ბაგრატიონის ქ. N5-გრიგორ რობაქიძის უნივერსიტეტის წინ , “სერაფიტი”. ტელ: 293-05-46, 558-21-27-55 (მასაჟი), 555-37-48-42 (კოსმეტოლოგია). ჩვენი ფილიალის მისამართი ქუთაისში: ზვიად გამსახურდიას გამზირი (ყოფილი გორის ქუჩა) 19, ტელ:-599-31-01-91

ყურადღება! ფიზიოთერაპიის და სამკურნალო მასაჟის მიმართულებით სერტიფიცირება ხდება ტესტებით შემდეგ ძირითად თემებზე (2023 წლიდან): 1. მკურნალობა კისრის სპონდილოზის დროს, 2. მკურნალობა წელის სპონდილოზის დროს, 3. მკურნალობა ართრიტის დროს, 4.მკურნალობა ართროზის დროს. 5. ფიზიოთერაპია და მასაჟი ასიმეტრიების დროს!

_________________________________________________________________

_______________________________________________

პროგრამების ზოგადი მიმოხილვა

_______________________________________________
კლასიკური მასაჟის კურსები
კლასიკური მასაჟი -ესაა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ადაპტირებული, სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟების საბაზო ტექნიკის ერთობლიობა.
კლასიკური მასაჟი – კლასიკური მასაჟი აერთიანებს მასაჟის წამყვან ეთნიკურ (ჩინურ, ტაილანდურ, შვედურ, რუსულ, ინდურ) სკოლებს, რისი დაუფლების შემდეგაც კურსდამთავრებული შეძლებს მთელი სხეულის მასაჟის (ზურგი, ხელები, მუცელი, ფეხები, ტერფები, მტევნები, თავი, სახე) შესრულებას.
კლასიკური მასაჟის კურსი კლინიკა „სერაფიტში“ – ესაა მასაჟის 40-ზე მეტი ილეთის მაღალ პროფესიულ დონეზე სწავლება და შესრულება ყოველდღიური პრაქტიკით ცოცხალ ობიექტებზე (და არა-მულაჟებზე).
ლიდერ სასწავლო ცენტრში სწავლება თქვენ მოგცემთ საშუალებას, გახდეთ წარმატებული და პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებზეც მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

კურსი ერთთვიანია და 12 გაკვეთილს მოიცავს, თითოეული 2 საათის (მინიმუმ) ხანგრძლივობით. გახსოვდეთ: კლასიკური მასაჟი საფუძველია ყველა სახეობის სამკურნალო და სარელქსაციო-სპა მასაჟებისა!
კურსს უშუალოდ ხელმძღვანელობს ექიმი-ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე და დეტალებზეც მას დაუკავშირდით: 558-21-27-55.

____________________________________________________________________________________________

ფიზიოთერაპია

თანამედროვე მედიცინაში და ზოგადად გამაჯანსაღებელ კომპლექსურ პროგრამებში ფიზიოთერაპია სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს. ფიზიოთერაპია ფართოდაა წარმოდგენილი უკვე არამარტო წმინდა სამკურნალო პროფილის დაწესებულებებში (საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, ჰოსპიტლები), არამედ- ესთეტიკურ ცენტრებში, სილმამაზის სალონებშიც კი. აღარაფერს ვამბობ სანატორიულ-საკურორტო-სასტუმრო დაწესებულებებში, სადაც ფიზიოთერაპიას გარკვეული ტრადიციებიც აქვს.

კლინიკა “სერაფიტი” უზრუნველჰყოფს უმოკლეს ხანში ინდივიდუალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი სერთიფიცირებული თავისუფლად დაიწყებს მუშაობას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციაში!

ჩვენს სასწავლო პროგრამაშია:

* ელექტროფორეზი და გალვანიზაცია.

* ულტრაბგერითი თერაპია და ფონოფორეზი.

* ქვანტური ლაზეროთერაპია.

*ელექტროთერაპია, ელექტროსტიმულაცია და დიოდინამიური დენები.

* ფიზიოთერაპიული კომბაინები და მონოაპარატები.

* დარსონვალიზაცია.

* სთოუნ-თერაპია.

* ვაკუუმ-თერაპია.

* კავიატაცია.

* რადიო-ლიფტინგი.

* კრიოთერაპია.

* G5, GVK3 და LPG მასაჟორები და მასაჟი.

  • პრესოთერაპია

კურსს უძღვება ექიმი-ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე (ტელ.558-212-755)

მიიღე სწორი გადაწყვეტილება და დღესვე დაიწყე შენი წარმატება!

_________________________________________________________________________________________________

კოსმეტოლოგიის სრული კურსი

ამ მიმართულებით უკვე 200-მდე სერთიფიკატი გავეცით და აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული სპეციალისტია, რომლებიც მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ-ევროპასა და აშშ-შიც. ჩვენ ვამაყობთ მათით. კლინიკა “სერაფიტში” პრაქტიკული კოსმეტოლოგიის კურსს დასაწყისიდანვე უძღვება კლინიკის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ქალბატონი მარინა ჩხობაძე (ტელ.555-374-842).

შეისწავლება:

  1. კოსმეტიკური კაბინეტის მოწყობილობა და ავეჯი
  2. პირისახის კანი
  3. კანის ტიპები
  4. პირისახის დეფექტები

5.პირისახის ზედაპირული წმენდა

  1. პირისახის ღრმა წმენდა
  2. პილინგი
  3. ძვირფასი კოსმეტიკა – ოქროს ნიღბები
  4. სკრაბერით წმენდა

(ულტრაბგერითი წმენდა) და ლიფთინგი – მასაჟი

  1. მედიკამენტები
  2. მკვებავი ყველა ტიპის კანისათვის

12.სახის მასაჟი

13.ელექტროეპილაცია

  1. ბიოეპილაცია.  __________________________________________________________________________________________                                     სპორტული მასაჟი_     (საპროგრამო  საკითხები):   კლასიკური მასაჟის მიმოხილვა, სპორტული მასაჟის ძირითადი ილეთები, კონცეფცია და იდეოლოგია; კუნთის ტონუსის რაობა; კუნთის სტიმულაციის და მოდუნების დიფერენცირებული მასაჟი და ილეთების კლასიფიკაცია; კუნთის აპარატული დამუშავების მექანიზმები; ელექტროსტიმულაცია; რეალქსის ფიზიოთერაპია; სტიმულაციის ფიზიოთერაპია.  _________________________________________________________________________________________