ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია

პოსტ-ინსულტი

(ინსულტის შემდგომი პერიოდი)  რა უნდა ვიცოდეთ ინსულტის შესახებ? როგორ დავეხმაროთ ავადმყოფს პირველ დღეებში? როგორ აღვადგინოთ მოძრაობა? აქტიური ვარჯიშები: ვასწავლოთ ავადმყოფს ჯდომა, დგომა, სიარული! როგორ დავეხმაროთ მეტყველების აღდგენაში?  რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და სოციალური ადაპტაციისთვის!

სტატია მოამზადა კლინიკა “სერაფიტის” ხელმძღვანელმა, რეაბილიტოლოგმა, ფიზიოთერაპევტმა ჯაბა კოხრეიძემ. (ელ.ფოსტა- serafiti.centr@yahoo.com)

ქვემოთ მოყვანილი სტატია დაფუძნებულია ჯანმრთელობის ცენტრ “სერაფიტის” მასაჟისა და ფიზიოთერაპიის განყოფილების გამოცდილებას ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის მიმართულებით. საბედნიეროდ, ამ მხრივ კლინიკა “სერაფიტის” მასაჟისტ-რეაბილიტოლოგებს (ჯაბა კოხრეიძეს, სოფიო რევიშვილს, ხათუნა გაგუას, მარიკა შვანგირაძეს და სხვ.) უკვე კარგად იცნობენ მადლიერი პაციენტები და მათი ახლობლები. კლინიკა “სერაფიტი” უზრუნველჰყოფს ავადმყოფების მომსახურებას როგორც ადგილზე, ჯანმრთელობის ცენტრში (მის: ჯანო ბაგრატიონის N5, ტელ: 558-21-27-55), ასევე -პაციენტის ბინაზე მისვლით.

vosstanovlenie-posle-insulta-ruki

სტატისტიკით ყოველწლიურად 10 000 ადამიანიდან 25 ინსულტის შემთხვევა ფიქსირდება. სიკვდილის მიზეზებს შორის იგი მესამე ადგილზეა გულის დაავადებების და ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ.

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა გავრცელებული დაავადებაა და იგი ხშირად გვხვდება საშუალო და უფრო ასაკოვან ადამიანებში. ძირითადი მიზეზია დაზიანება სისხლძარღვებისა, რომელთაც ნერვული უჯრედებისთვის აუცილებელი საკვები და ჟანგბადი მიაქვთ. დაავადების გამომწვევ მიზეზთა შორის უპირველესად მოიაზრება არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი.
ინსულტის რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: გენეტიკური-მემკვიდრეობითი განწყობა; არტერიული ჰიპერტონია (სისხლის მაღალი წნევა, რომლის კონტროლი და მკურნალობა არასათანადოდ ხორციელდება ავადმყოფის მიერ); ზედმეტი წონა, არასაკმარისი  ფიზიკური აქივობა (ჰიპოკინეზია); მოწევა; ალკოჰოლი;,ხანგრძლივი ნერვული დაძაბულობა-გადაღლა.

ინსულტის შემდგომი რეაბილისტაციის (პოსტ-ინსულტი) პერიოდში განსაზღვრელია ოჯახის წევრების და ახლობლების როლი. ეს იქნება მორალური მხარდაჭერა, თუ დახმარება მასაჟისტ-რეაბილიტოლოგის მიერ გაცემული საშინაო დავალებების შესასრულებლად. ეს სტატია ნაწილობრივ დაგეხმარებათ საოჯახო ინსტრუქციების დონეზე, რეალურად დააჩქაროთ თქვენი ახლობლის რეაბილიტაცია, გაჯანსაღება.

რა უნდა  ვიცოდეთ ინსულტის  შესახებ?

არსებობს ორი  სახეობის ინსულტი: ჰემორაგიული (სისხლის ჩაქცევა) და იშემიური (ტვინის ინფარქტი). ინსულტის ძირითადი კერები ტვინის რომელიმე ნახევარსფეროშია და ძირითადად იწვევს მეტყველების, მოძრაობის, კოორდინაციის ნაწილობრივ ან სრულ მოშლას.  ჰიპერტონიაა ძირითადი მიზეზი სისხლის ჩაქცევისა, რომელიც უფრო ვერაგი სახეობაა ინსულტის. იშემიური ინსულტის ძირითადი მიზეზი კი სისხლძარღვთა  ათეროსსკლეროზია. ამასთან დანალექები სისხლძარღვთა შიდა კედლებზე (თრომბი, ემბოლი) შესაძლოა ტვინში სულაც არ იყოს და ისინი უფრო მსხვილი სისხლძარღვებიდან მოხდეს თავის ტვინში.

ინსულტის შედეგები

ინსულტის შემდეგ დაზიანებული თავის ტვინი მის მიერ გაცემულ ბრძანებებს აღარ ასრულებს!- მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ მოძრაობის, მეტყველების, კითხვის, წერის და სხვა ქმედებათა თუ უნართა შეზღუდვა. შეზღუდვის ხასიათი და დონე დამოკიდებულია ინსულტის ლოკალიზაციაზე. მაგალითად, თუ მარცხენა ნახევარსფეროში ხდება ინსულტი, მოძრაობა იზღუდება მარჯვენა კიდურებში, პარალელურად მეტყველებაც შეფერხებულია. ამ მოვლენას აფაზია ჰქვია, რომელსაც, როგორც ავღნიშნეთ, ერთვის მარჯვენამხრივი კიდურების მოძრაობის შეზრუდვა-ჰემიპარეზი. მოტორული აფაზიის დროს საერთოდ შეუძლებელია ავადმყოფის ნათქვამის გაგება, თავად მას კი ჩვეულებრივ ესმის გარშემომყოფთა საუბარი. სენსორული აფაზიის დროს კი ავადმყოფი გარშემომყოფთა საუბარსაც ვეღარ იგებს. იგი ემგვანება მოგზაურს, რომელიც მოხვდა უცხო ქვეყანაში, სადაც მისთვის აბსოლუტურად უცხო ენაზე საუბრობენ. ასეთ მდგომარეობაში ავადმყოფის წინადადება შედგება ერთმანეთთან თითქოს ულოგიკოდ აკავშირებული სიტყვებისგან, ბგერებისგან…სანსორულ-მოტორული აფაზიის დროს კი საერთოდ შეუძლებელი ხდება მეტყველება. ამ უკანასკნელის დროს შეუძლებელი ხდება კითხვის და წერის ფუნქციებიც.

თუ ინსულტის კერა კეფის არეშია, მაშინ ირღვევა მხედველობითი-ვიზუალური  ფუნქციები. ამასთან თუ კეფის მარცხენა მხარეშია ლოკალიზებული დაზიანება, ავადმყოფი ვერ ხედავს ადექვატურ ზომებში მხედველობის ცენტრალური ხაზიდან მარჯვნენა მხარეს და პირიქით, თუ დაზიანება მარჯვნივაა, ავადმყოფს უჭირს საგნების გარჩევა მარცხნივ ცენტრალური ხაზიდან. უფრო ღრმა დაზიანებისას დარტყმის ქვეშაა კეფის არეში მდებარე ის ნეირონები, რომელიც პასუხს აგებს მხედველობით მიღებული ინფორმაციის დამუშავებაზე. ამ დროს ავადმყოფი ხედავს სახეებს, მაგრამ ვერ ცნობს, ვერ აღიქვამს მათ…მსუბუქი დაზიანებისას, მხოლოდ ნაკლებად ნაცნობი სახეების მიმართ ექნება ერთგვარი გაუცხოება.

ინსულტის სხვა შედეგებს შორის გამოიყოფა: მეხსიერების დაბინდვა, კოორდინაციის მოშლა, პერმანენტული თავბრუსხვევა, ტემპერატურის მატება (ძირითადად სისხლჩაქცევების დროს ჰიპოთალამუსში), ცნობიერების დარღვევა… მეხსიერების დაკარგვა ნაწილობრივ ხდება: ავადმყოფს უკეთ ახსოვს ბავშვობა, ახალგაზრდობა, მშობლები, ვიდრე ვთქვათ -მეუღლე, შვილები…სამწუხაროდ, არასათანადო რეაბილიტაციის ფონზე მეხსიერების დაბინდვა უფრო ღრმავდება, რაც ავადმყოფის და ახლობლების ძირითადი  საჩივარი ხდება ხოლმე.
მარჯვენამხრივი ინსულტის დროს ზიანდება მარცხენა კიდურები. ანუ მარცხენამხრივი ჰემიპარეზის დროს პაციენტებს ახასიათებთ საკუთარი უძლურების არაადექვატური შეფასება: მაგალითად, ისინი ამტკიცებენ, რომ არავითარი პრობლემა არ გააჩნიათ  კიდურების მოძრაობასთან დაკავშირებით. თხოვნაზე, ასწიონ მარჯვენა ხელი მაღლა, გეტყვიან, „არაა პრობლემა“ და … ასწევენ მარჯვენას. გარდა ამისა, პარეზირებულ კიდურში აქვთ უცნაური შეგრძნებები: გახევების, ტყავში გახვევის და ა.შ.  საბედნიეროდ, ეს შეგრძნებები არ უნდა მივიღოთ ტრაგიზმის საფუძვლად: სწორი რებილიტაციის ფარგლებში ისინი უმნიშვნელო ხდება ან საერთოდ გაივლის. ეს ეხება პარალიჩს, პარეზს, აფაზიას, აგნოზიას… ეტაპობრივად ავადმყოფი იწყებს მოძრაობას, სხვათა საუბრის გაგებას, ლაპარაკს !

რეაბილიტაციის პრინციპები

რაზეა დამოკიდებული დარღვეული ფუნქციების აღდგენის ხარისხი და ტემპი?

რატომაა , რომ ზოგიერთს ყველაფერი უკვალოდ გაუვლის, ზოგს კი გამოხატული დეფექტი დიდი ხნით რჩება. გამოჯანმრთელების სისწრაფე და ხარისხი, ცხადია, დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა დაზიანების მოცულობასა და ლოკალიზაციაზე, თუ ტვინის რომელ ნახევარსფეროში და რომელ ფუნქციონალურ სეგმენტში მოხდა ინსულტი. პირველ დღეებში მცირე მასშტაბის დაზიანებასაც კი უმძიმესი გამოვლინებები აქვს ავადმყოფის ფუნქციონალურ მიმართულებებში. თუმცა გადარჩენილი ნერვული უჯრედები ნელ-ნელა ახერხებენ, გადაეწყონ ახალი რეალობისთვის, ცდილობენ რა, შეცვალონ მწყობრიდან გამოსული უჯრედები. შედეგად მოძრაობის ფუნქცია სწორედ გადარჩენილი ნერვული უჯრედების წყალობით ისევ აღდგება. მოძრაობის აღდგენის ხარისხი დამოკიდებულია გადარჩენილი ნერვული უჯრედების რაოდენობაზე. ინსულტის სურათზე სრულ ინფორმაციას ფლობს მკურნალი ექიმი, რომლის ხელმძღვანელობითაც იგეგმება სარეაბილიტაციო პროგრამა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დამოუკიდებლად აღდენითი ინტენსიური პროცედურების (მასაჟი, ვარჯიშები, სიარული და ა.შ.) ჩატარება. მათი დაწყების დრო ყველაზე კარგად იცის ექიმმა, რომელიც ადგენს ავადმყოფობის ისტორიას, ფლობს სრულ ინფორმაციას თავის ტვინის ნახევარსფეროებში მიმდინარე ურთულესი პროცესების მიმართ. სარეაბილიტაციო პროცედურები ძირითადად ერთმანეთს ჰგავს ყველა ავადმყოფთან  მიმართებაში, მაგრამ განსხვავდება მათი დაწყების დრო, ინტენსივობის და დოზირების ხარისხი – ეს ყველაფერი თვით გამოცდილმა რეაბილიტოლოგმაც კი აუცილებლად უნდა შეათანხმოს ექიმთან!!!

მოძრაობის აღდგენისთვის ძირითადი მეთოდებია ზურგის, ყველა კიდურის მასაჟი  და სამკურნალო ვარჯიშები. მეტყველების დარღვევის დროს აუცილებელია პროცესში ლოგოპედ-აფაზიოლოგის ჩართვა.

აღდგენთი მედიცინის მთავარი პრინციპია მისი ადრეულ ეტაპზე დაწყება. დაგვიანება უარყოფითი შედეგების გახანგრძლივებას ნიშნავს. თუ ავადმყოფის მდგომარეობა საშუალებას იძლევა, სარეაბილიტაციო ღონისძიებები (მეცადინეობები ლოგოპედთან, მასაჟი, პასიური ვარჯიშები) პოსტინსულტის პირველივე დღეებიდანვე იწყება. რეაბილიტაციის დროული დაწყება საშუალებს იძლევა, იმთავითვე აღიკვეთოს ინსულტის თანამდევი ბევრი პათოლოგია, მაგალითად- პარეზირებული კიდურების ჰიპერტონუსი-მოჭიმულობა. მხოლოდ მსუბუქი, ზუსტი სამკურნალო მასაჟითაა შესაძლებელი ამ კუნთების მოდუნება ისე, რომ კუნთებმა იმავდროულად შეინარჩუნოს ზომიერი ტონუსი.  მასაჟების  უგულებელჰყოფამ  ან დაგვიანებამ შეიძლება, გამოიწვიოს კონტრაქტურა -ფიქსირებული შებიჭილობა, სახსრების ჩაკეტვა.

მეორე მთავარი პრინციპი  აღდგენითი თერაპიისა არის მისი ხანგრძლივობა და  უწყვეტობა. ხშირად ინსულტიდან 6-8 თვის განმავლობაში ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ სარეაბილიტაციო პროცედურებს. უცხოეთის ბევრ ქალაქში არსებობს ინსულტგადატანილთათვის არსებობს ეტაპობრივი მკურნალობის აპრობირებული სისტემა. პირველ დღეს ავადმყოფი ხვდება საავადმყოფოს ნერვოლოგიურ განყოფილებაში (ინსულტის მძიმე ფორმის შემთხვევაში-ინტენსიური თერაპიის პალატაში ან რეამინაციაში). ნერვოლოგიურ განყოფილებაში პაციენტი გადის პირველ აღდგენით მკურნალობას (საშუალოდ 1-1.5 თვე). ამის შემდეგ გადაჰყავთ სპეციალიზირებულ სარეაბილიტაციო განყოფილებაში, სადაც 1-2 თვის განმავლობაში აქტიურ კომპლექსურ მკურნალობას მიმართავენ (სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟი, ფიზიოთერაპია, ფსიქოთერაპია, შრომითი თერაპია, ლოგოპედი და ა.შ). ამის შემდეგ კი ავადმყოფს ამბულატორიულ სივრცეში უშვებენ. დასავლეთში ფართოდაა გავრცელებული ინსულტის შემდგომი სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელი, რომელიც გათვლილია ინდივიდუალურ მომსახურებაზე, კერძო კლინიკურ პროგრამებზე. საყურადღებოა, რომ მკურნალობა წარიმართოს არა მასობრივ გარემოში (დიდი სივრცეები, მრავალი ავადმყოფი, დიდი პალატები და ა.შ), არამედ- მიკრო რესტარტ-ცენტრებში, სადაც ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა იქნება.

ინსულტის შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში ეს მკურნალობა მთლიანად შედის კერძო და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში. ამასთან ძალიან გამარტივებულია ასეთ პროგრამებში სწორედ პატარა, მიკრო სარეაბილიტაციო კლინიკების თუ სანატორიული სახლების მონაწილეობა, ამ უკანასკნელთა მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც სადაზღვევო კომპანიების დიდი ნაწილი სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებაზე თითქმის უარს ამბობს. მაგალითად, „მასაჟი“ – ამ სიტყვის ხსენებაც კი საკმარისია ბევრ ოფისში, რომ უარით გამოისტუმრონ კლიენტი.

დიდი მნიშვნელობა აქვს, მასაჟისტ-რეაბილიტოლოგების-ლოგოპედების მხრიდან არამარტო პროფესიულ-კვალიფიციურ მომსახურებას, არამედ მათ ღვთისნიერ-ადამიანურ დამოკიდებულებას, თამამად ჩართონ რეაბილიტაციის პროგრამაში ავადმყოფის ოჯახის წევრები. კლინიკა „სერაფიტის“ თანამშრომლები ავადმყოფის ოჯახში ვიზიტისას და ადგილზე, კლინიკის კომფორტულ გარემოში ჩატარებული პროცედურების დროსაც, გულმოდგინედ ასწავლიან პაციენტის ახლობლებს მასაჟის და ვარჯიშების ელემენტარულ ილეთებს, რომელთა შესრულება თავისუფლად შეუძლიათ სპეციალისტის გარეშეც. რესტარტის სპეციალისტები და ავადმყოფის ოჯახის წევრები უნდა თანამშრომლობდნენ  უაღრესად კეთილშობილი საქმის კეთებაში.   რეაბილიტაციის ეფექტურობა დამოკიდებულია ავადმყოფის ჩართულობაზეც. არიან „კარგი“ და „ცუდი“ მოსწავლეები. ამ მიმართულებით რეაბილიტოლოგი არამარტო  პროფესიონალი უნდა იყოს თავისი დარგის (მაგალითად, მასაჟისტი), არამედ- კარგი ფსიქოლოგიც. მან უნდა შეძლოს კომუნიკაცია ავადმყოფთან, დაახლოება, დამეგობრება. მხოლოდ ასე აიყოლიებთ ზოგიერთ „ურჩ“ პაციენტს…
(გაგრძელება იქნება)

პოსტ-სკრიპტუმ:  ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უფასო სატელეფონო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ, მოგვმართოთ: 558-212-755 (დილის 10.00-11.00 სთ).