ლაზერული ეპილაცია – შოკ-აქციები კლინიკა “სერაფიტში”

შოკ-აქციები  დიოდის ლაზერულ ეპილაციაზე კლინიკა “სერაფიტში”: DANYE LAZER (LIDER GROUP) -ის უახლოესი მოდელის დიოდის ლაზერული აპარატით, კომფორტულ და პროფესიონალურ გარემოში მიიღეთ კვალიფიციური, უსაფრთხო, ეფექტური მომსახურება!

გადახედეთ ჩვენს პირობებს! შეადარეთ, განსაჯეთ და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის!

📞📞555-374-842

015635CD-AFBF-42A9-A5A0-67A1442036BB.jpeg

სქოლიოზის მკურნალობა (მეთოდები)

თანამედროვე ადამიანს მეტი ინფორმაცია აქვს დაავადების წარმოშობის, მიმდინარეობის, მკურნალობის თავისებურებების შესახებ. ეს პოზიტიური მომენტია, რადგან, როგორც მედიცინის მამა ჰიპოკრატე ამბობდა: იცოდე მკურნალობის მეთოდები, ნიშნავს, სწორად შეარჩიო თავად მკურნალი! არ ვიცი მაშინდელი (ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნე) ათენში მკურნალობის მრავალფეროვნებათა შესახებ, მაგრამ დღეს რომ მედიცინა მეთოდების სიმცირეს არ განიცდის, ეს ფაქტია. ინტერნეტმა კი საშუალება მისცა ნებისმიერს, გაეცნოს ამ მეთოდებს, სხვადასხვა მიმართულებებს და ა.შ.

მასაჟის აუცილებლობის შესახებ ჩვენს ერთ-ერთ წინამდებარე პოსტში უკვე ვწერდით.აქ მოკლედ გავიხსენებ: დიფერენცირებული მასაჟი აუცილებლად სჭირდება ხერხემლის გამრუდების მიზეზს- არაბალანსირებულ კუნთებს (სეგმენტურად სქოლიოზის დროს კუნთები ზოგან მოჭიმულია, ზოგან-მოდუნებული). მასაჟისტმა მოჭიმული კუნთები უნდა მოადუნოს, მოდუნებული კი-მოჭიმოს, დაახლოებით ერთ ტონუსზე მოაქციოს ორივე მხარის ყველა კუნთი, რათა თანაბარმა დაჭიმულობამ შეძლოს ხერხემლის წონასწორობისკენ ტენდენციის ჩამოყალიბება.

მასაჟით ბალანსირებულ კუნთებს კი სჭირდება გაძლიერება- მხოლოდ ძლიერ კუნთებს შეუძლიათ, შეკრან ფიზიოლოგიური კორსეტი ხერხემლის “დასაჭერად”, დასაფიქსირებლად. სამკურნალო ვარჯიშები ყველაზე ეფექტური მეთოდია კუნთების გასაძლიერებლად. არსებობს ვარჯიშების კლასიფიცირების აუცილებლობა:

  1. მობილური ვარჯიშები- ესაა ვარჯიშები დინამიკაში, მოძრაობაში, რომელიც აძლიერებს მოძრაობის ხარჯზე კუნთებს.
  2. იოგა (პილატესი) -სტატიკური ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პოზირებისთვისაა განკუთვნილი-ამ პოზირებაში მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ისეთი ასანები, როცა გამრუდებით ან კიფოზით წარმოქმნილი კეხი მაქსიმალურად იზნექება საპირისპირო მხარეს და ზურგი პოზიციონირების დროს ოპტიმალურ მდგომარეობას უახლოვდება
  3. ე.წ.გაწელვითი ვარჯიშები. შეირჩევა ინსტრუქტორის მკაცრი მეთვალყურეობით და გათვლილია მოჭიმული კუთების გაწელვაზე (ამ გზით -მოდუნებაზე) სტატიკური მოძრაობით, ფიქსაციით. ამ მეთოდს პრაქტიკულ მედიცინაში საფუძველი კატარინა შროტმა დაუდო.

ხერხემლის გაჭიმვა ასევე მნიშვნელოვანი მეთოდია სქოლიოზის მკურნალობისას. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები შემდეგ ხერხემლის გრავიტაციული  (ყველაზე უსაფრთხო) დაჭიმვა ხელს უწყობს კორექციასაც და- სიმაღლეში ზრდას! გაჭიმვის შედარებით მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდებია: ფიტნეს-ბურთი, კორექტორი.

სქოლიოზის რთული ფორმების (მე-3-მე-4 ხარისხი) დროს რეკომენდირებულია

ფიზიოთერაპიის ჩართვაც: ულტრაბერითი თერაპია (ჰიპერტონუსის მოსახსნელად) და ელექტროსტიმულაცია (ჰიპოტონუსის წინააღმდეგ).

ესაა…სქოლიოზის მკურნალობას არ სჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება! ეფექტურობა ამ მეთოდების სწორად შერჩევასა, პროფესიონალიზმსა და რააკლებ მნიშვნელოვან- პაციენტის მონდომებაზეა დამოკიდებული!

#სქოლიოზისმკურნალობა #კიფოზისმკურნალობა

მის: ჯანო ბაგრატიონის N5 (მეტრო სამედიცინოსთან)

__________________________________________________________________________

ჯაბა კოხრეიძე.

კლინიკა “სერაფიტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტი. ათენის ესთეტიკისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ინსტიტუტის დიპლომანტი.