თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია!

15 წელიწადია, უშუალოდ ვარ ჩართული ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობის საქმეში. ეს არც პატარა დროა დიდი გამოცდილების და ცოდნის დასაგროვებლად! აქედან უმეტესი წლები ვმუშაობდი ათენის ერთ-ერთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში, თითქმის 5 წელი კი საკუთარი კლინიკა მაქვს თბილისში, ფილიალი -ქუთაისში და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მრავალრიცხოვან მოსწავლეებს. წელის ტკივილი თავადაც მაწუხებს ხოლმე- მე-3 ხარისხის ოსტეოქონდროზი მაქვს (ეს თითქმის პროტრუზიაა, დისკის თიაქრის საწყისი ეტაპი), დიაგნოზი საკუთარ თავს თავადვე დავუსვი (ცხადია, გადავამოწმე მრტ კვლევით). ამ დაავადებით ვცხოვრობ აქტიურად აგერ 8 წელიწადია: დღეში რამდენიმე ფიზიოპროცედურას და მანუალურ მასაჟს ვაკეთებ, ვატარებ გაკვეთილებს მასაჟის და ფიზიოთერაპიის სასწავლო კურსის სტუდენტებისთვის….

მოკლედ, მოგიყვებით, როგორ ვმართოთ ხერხემლის დაავადებები, როგორ ვიცხოვროთ  კომფორტულად დაავადებულ ხერხემალთან ერთად. იქნებ ვინმეს გამოადგეს გამოცდილება ჩემი, როგორც -ექიმის და როგორც-პაციენტის.

  1. ხერხემლის პათოლოგიით დაავადებულ პაციენტს სხვადასხვა პროფილის მკურნალთან ვიზიტი უწევს: ნერვოლოგი, ორთოპედი, რევმატოლოგი, ექიმბაში, მანუალისტი, მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი ….ეს არაა სრული სია. მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ ერთი მეთოდით მკურნალობა არ იძლევა პაციენტისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს. ჩემთან მოსულ ბევრ პაციენტს მაგალითად: ათასობით ლარის მარტო ტკივილგამაყუჩებელი და ანტიდეპრესანტები  აქვთ ხოლმე მიღებული; ათასობით ლარის სასწაულმოქმედი მალამოები აქვთ ნაცადი ხერხემალზე, რომელმაც გარკვეული დროით მართლაც მისცა შედეგი, თუმცა საბოლოოდ მაინც აწუხებთ გაუსაძლისი დისკომფორტი ზურგში; არანაკლები თანხა დაუხარჯავთ ბრენდულ ფიტნეს-დარბაზებში, სახელობით ტრენაჟორებზე- აქაც საბოლოოდ  არასაკმარისი ეფეტურობის მოწმენი გახდნენ; მასაჟისტებიც გამოიცვალეს: არა-ერთი! თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მერე- პრობლემა კვლავინდებურად მწვავდებოდა….
  2. ოსტეოქონდროზი, თიაქარი, დისკოზი – მალთაშუა დისკოს დეგენერაციული ცვლილებითაა გამოწვეული. დისკი ვერ იღებს მიმდებარე ქსოვილებიდან (სისხლძარღვები, ნერვები, კუნთები…) ადექვატურ საკვებს და იწყებს დეგრადირებას, „შიმშილს“, ზომებში ცვლილებას და ასე შ. , რასაც მალები ეგრევე პასუხობენ „თავდაცვით“: საკუთარ სხეულებზე ოსტეოფიტური წანაზარდების წარმოქმნით. ოსტეოფიტები (ანუ კალციუმის მარილები) მოგვიანებით გაძვალებას იწყებენ სივრცეში, სადაც წესით მათი ადგილი არ იყო. თიაქარში გადაზრდით ოსტეოქონდროზით გამოწვეული დისკომფორტი კიდევ უფრო იზრდება. ნეირო-ქირურგი ამ პრობლემის გადაწყვეტას ხედავს შედეგის გამოსწორებაში: ოსტეოფიტების „ჩამოფხეკვაში“, ნერვებზე ზეწოლის ამ გზით შემცირებაში და საჭიროებისამებრ იმპლატანტის ჩანერგვაში. ნერვოლოგი-თერაპევტი ნიშნავს ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ადექვატურ ანალგეტიკებს, არასტეროიდებს,  რათა ოსტეოფიტებით თუ დეფორმირებული დისკის ზეწოლით გამოწვეული ტკივილები განულდეს, ჩაქრეს ანთებითი პროცესი…ფიტნეს-ინსტრუქტორი პაციენტს სთავაზობს ძალიან კარგ ვარჯიშებს სახელობით ტრენაჟორებზე, კარგად გაპიარებულ მოძრაობებს ( რომელიც სინამდვილეში მთელს მსოფლიოში ცნობილი ვარჯიშებია და სულაც არაა ერთი რომელიმე სლავი ექიმის სახელთან დაკავშირებული).  ვარჯიშები აძლიერებს დაზიანებული დისკების მიმდებარე ქსოვილებს,  კუნთებს, იწვევს მათ გაჯანსაღებას, შედეგად კუნთები იწყებს ჯანსაღივე საკვების მიწოდებას დისკებზე, რაც რეალურად რეგენერაციის (აღდგენა-განახლების) დაწყებას უნდა იწვევდეს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ-ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტის ჩამოყალიბებას- სწორედ ამ კორსეტმა უნდა „დაიჭიროს“ ხერხემალი, ამგვარად შეამციროს მალების მხრიდან დისკებზე ზეწოლა.   მასაჟისტი რეალურად იწვევს თავისი ქმედებით კუნთების სტიმულირებას, მათ შინაგან გაძლიერებას აუმჯობესებს რა მათში სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ლიმფურ   ნაკადებს – მასაჟი ოსტეოქონდროზის დროს ლამის ერთადერთი მეთოდია, რასაც რეალურად უკუჩვენება არ გააჩნია!  სახალხო მკურნალის მალამო არანაკლები ეფექტურობით აქრობს ტკივილს, ვიდრე- დიკლოფენაკები და ა.შ. დიდი ხანია, საიდუმლო აღარაა ასეთი მალამოების შემადგენლობა (ვისაც უნდა, გაიგებს)…ამ მალამოებს აქვს უდავოდ ეფექტი: სწრაფად გაიწოვება კანქვეშ, მოქმედებს ნერვულ რეცეპტორებზე, აღწევს დაზიანებულ ნერვებამდე, აუვნებელჰყოფს ტკივილს…
  3. მოკლედ, ყველა მეთოდს აქვს თავისი დადებითი მხარე. და მაინც, პაციენტები უნუგეშოდ ტრიალებენ მოჯადოებულ წრეზე, დადიან სახალხო მკურნალიდან  ექიმ-ნერვოლოგამდე,  მასაჟისტიდან -ფიტნესის დარბაზებამდე, ქირურგიდან-ფიზიოთერაპევტამდე…
  4. დასკვნა: ყველა მეთოდს აქვს არსებობის და გამართლების უფლება, და მათი ეფექტურობა განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ პაციენტი ერთობლივად, კომპლექსურად მიმართავს მას.  ცხადია, ამ კომპლექსურობისკენ მკურნალმა ექიმმაც უნდა უბიძგოს პაციენტს, რასაც, სამწუხაროდ, არც თუ ხშირად მიმართავენ ჩვენი ექიმები…. ამის მიზეზი კი ერთგვარი ანტაგონიზმი უფრო მგონია, ვიდრე -განათლების სივიწროვე.
  5. გამოსავალი: ვიფიქროთ ერთად და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ეს სტატიაც „განათლებული“ პაციენტებისთვისაა (და არა- მარტო) განკუთვნილი. დისკის დეგენერაციის შესაჩერებლად და აღდგენა-რეგენერაციის დასაწყებად აუცილებელია, იმ დისკამდე მივიდეთ! ამას მასაჟით, მალამოებით, ქირურგიული ჩარევით, ვარჯიშებით – ვერ მოვახერხებთ. ყველაზე ეფექტური გზა „დისკამდე შეღწევისა“ გადის ფიზიოთერაპიაზე. არსებობს რამდენიმე ეფექტური პროცედურა ფიზიოთერაპიაში, როცა ჩვენ ვზემოქმედებთ დაზიანებულ დისკზე- ამ პროცედურების ნუსხა, შესაბამისი სიხშირეები უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა კონკრეტული დაავადების ხარისხის და პაციენტის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. როცა ჩვენ დისკიდან დავიწყებთ აღდგენით-გამაჯანსაღებელ პროცესს, უფრო ეფექტური იქნება მიმდებარე ქსოვილების და კუნთების გაძლიერება, სტიმულირება. აქ კი სწორედ პარალელურ რეჟიმში უდიდეს როლს ასრულებს მასაჟი და ვარჯიშები. ვიმეორებ ზემოთ ნათქვამს: მასაჟი შინაგანად. ხოლო ვარჯიშები -გარეგანად აძლიერებს კუნთებს, საიდანაც საკვები მიეწოდება ფიზიოთერაპიით ნამკურნალევ დისკს და რომელიც (კუნთები) ქმნის ხერხემლის ბუნებრივ დამჭერს, ჭიგოს!
  6. მთელი ცხოვრება უნდა ვივარჯიშო? მთელი ცხოვრება უნდა ვიკეთო ფიზიო და მასაჟი? – ეს კითხვები მესმის ყოველ დღე და და არა-ერთხელ…დიახ! მთელი ცხოვრება, სჯობს ივარჯიშოთ, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გაიკეთოთ პერიოდულად მასაჟები, უფრო ნაკლები სიხშირით -ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა უმრავლესობა ძალიან საჭირო და ეფექტურია სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი (მაგალითად: ქვანტური ლაზერი, ჰიდრომასაჟი, ულტრაბგერა)…მე ვპასუხობ: დიდხანს, ოღონდ არა-ყოველ დღე!!! წელიწადში 1-2-ჯერ 10-12 დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ, რომ დიდხანს დატკბეთ სიცოცხლის მშვენიერებით, გამოადგეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფთ… ჰიდრომასაჟიშესაძლოა, ამდენიც არ დაგჭირდეთ…ივარჯიშეთ! ივარჯიშეთ!!! მოძებნეთ ვარჯიშები (ან ენდეთ თქვენს  მკურნალს) , რომელთაც კომფორტულად ასრულებთ და რომელთა შედეგსაც განსაკუთრებით გრძნობთ! მე პირადად წელის თიაქრის დროს იგივე ვარჯიშებს ვასწავლი პაციენტებს, რასაც თავად ყოველდღე ვაკეთებ…ყველა კმაყოფილია. ეს არ ნიშნავს, მათ არ ეძებონ სხვა გზები ან სხვა ვარჯიშები. მთავარია, მკურნალისგან მიიღოთ ვარჯიშების იდეოლოგია, თუ როგორი ტიპის მოძრაობებია თქვენთვის დასაშვები და როგორი ტიპისა- არა!cifrovik
  7. დაჭიმვები: ბევრ კლინიკაში ერთი რამდენიმე წუთიანი დაჭიმვა 30-40 ლარი ღირს….გადაამრავლეთ ეს 10-ზე….15-ზე….დაჭიმვა, იგივე-მალების დეკომპრესია! იოგას (პილატესის) ის პოზები (აქლემი, მშვილდი, კობრა, ხე…), რომელთაც ჩვენ ვასწავლით პაციენტებს, სწორედ სწორ, უსაფრთხო დეკომპრესიაზეა აგებული. მომენტალურად უმსუბუქებს ადამიანს მდგომარეობას დიდ ბურთზე სწორად გაკეთებული (არ დაგიმალავთ, ამას სწავლა უნდა) დაჭიმვა– ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ასეთ ბურთზე გაკეთებული დაჭიმვა და ვარჯიშები წყალქვეშა დაჭიმვის ტოლფასია. https://www.youtube.com/watch?v=b2lZdI7OZJI                                                        ბურთზე შესრულებული ზურგის კუნთების და პრესის გამაძლიერებელი ვარჯიშები (აუცილებლად სჭირდება ოსტექონდროზით დაავადებულებს) აბსოლუტურად უსაფრთხოა- ბურთის ამომგდები ძალა უზრუნველჰყოფს ამ უსაფრთხოებას დისკოს მძიმე ფორმის თიაქრის დროსაც კი!
  8. 12961479_10205174320912125_2315940398108206443_n
  9. დაიმახსოვრეთ: თუ სქოლიოზი გაქვთ ან თქვენ შვილს დაუსვეს ეს დიაგნოზი, დროულად იმკურნალეთ ამ მიმართულებით. ჩემი პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც ოსტეოქონდროზი და თიაქარი აქვს, სქოლიოზი ან კიფოზიც ჭირთ. ამიტომ კომპლექსური მკურნალობის აუცილებლობა კიდევ უფრო იზრდება-გარდა დისკის თერაპიისა (ფიზიო, მანუალური მასაჟი, დაჭიმვები), აუცილებელია სქოლიოზის სამკურნალო დიფერენცირებული მასაჟი. ასეთი მასაჟის გარეშე აზრს ჰკარგავს ტკივილის გაუვნებელჰყოფაზე მიმართული ყველა ღონისძიება (მალამო, ნემსები, დაჭიმვები და ა.შ), რადგან  გამრუდებით გამოწვეული ზურგის კუნთების დისბალანსი აუცილებლად ისევ გამოიწვევს დისკომფორტს!!! ბავშვებს დროულად უმკურნალეთ სქოლიოზზე და მიზნად უპირველე ყოვლისა ამ დაავადების გართულებების (მაგ. თიაქარი!) თავიდან აცილება დაისახეთ!!!IMG_20160519_133549
  10. სტატიის ბოლოს ჩემს რეკვიზიტებს მივაწერ. სარეკლამოდ ეგ არ მჭირდება: ძალიან დატვირთული ვართ ისედაც ჩემს თანამშრომლებთან ერთად! ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ გამოსცადა კომპლექსური მკურნალობის სიკეთე ჩვენს ცენტრში. ისინი, ვისაც აქვთ საშუალება, ბოლომდე გაიზიარონ ჩვენი რეკომენდაციები, აბსოლუტურად კომფორტულად ცხოვრობენ თავიანთ ხერხემალთან ერთად, საქმიანობენ, მოღვაწეობენ, მოგზაურობენ, სწავლობენ…სხვებსაც ვთხოვ, ჩვენი საიტის კომენტარებში, მოგვითხრონ, საკუთარი გამოცდილების შესახებ…ან უბრალოდ, შეგვეკითხეთ: მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი პასუხები ამ სტატიაში მოცემულ აზრებთან ერთად, ცოტათი მაინც დაგეხმარებათ!

https://www.youtube.com/watch?v=sD47S88pYB4

 ჯაბა კოხრეიძე

_________________________________________________

 კლინიკა „სერაფიტის“  ფიზიოთერაპევტი.

მასაჟის და ფიზიოთერაპიის განყოფილების გამგე

მისამართი:  ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5 (ყოფილი ალ.ყაზბეგის 8ა)

ტელ: 558-21-27-55

კლინიკა “სერაფიტი”: ვიდეო-გალერეა

___________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

____________________________________________________________________

კოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსები

კლინიკა “სერაფიტის”  სასწავლო ბაზა კოსმეტოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში ამ დარგში. აქ ისწავლება:

-კოსმეტოლოგიის სრული კურსი (2000 ლარი)

ეპილაცია (ელექტრო და ბიო)-(500 ლარი)

-ინექციური კოსმეტოლოგია (2500 ლარი)

-დიოდის ლაზერული ეპილაცია (500 ლარი)

სხვადასხვა პროგრამებში ისწავლება აგრეთვე: ფილერები, მაკიაჟი, აპარატული კოსმეტოლოგია.

კოსმეტოლოგიის სრულ კურსს უძღვება ქალბატონი მარინა ჩხობაძე. ამ პროგრამით გათვალისწინებულია: სახის კანის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სახის მასაჟი, ექსკლუზიური კრემები და ნიღბები, ეპილაცია, სახის ღრმა და ზედაპირული წმენდები- კურსის დასრულების შემდეგ ჩვენი სერტიფიკატის მფლობელი იმუშავებს ნებისმიერი დონის ესტეტიკის ცენტრსა თუ სილამაზის სალონში!

სწავლება სამთვიანია. სტაჟირება და პრაქტიკა კლინიკა “სერაფიტის” ბაზაზე. წარმატებულ მოსწავლეებს დავასაქმებთ. ერთიანი გადახდის შემთხვევაში გათვალისწინებულია 20%-იანი ფასდაკლება. მისამართი: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5, ტელ: 555-37-48-42,  293-05-46

ხერხემლის ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ამ პრობლემას მეცნიერები ტექნიკის განვითარებას უკავშირებენ. მათი აზრით,
მისი გავრცელება მცირე ფიზიკური აქტივობის, კვების არასათანადო რეჟიმისა და ეკოლოგიური პირობების გაუარესების შედეგია.
კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია:
უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც გადაეცემა მხარს, წინამხარსა და თითებს; ჩხვლეტის შეგრძნება ამ მიდამოში;
მგრძნობელობის მომატება ან შემცირება, რის გამოც ადამიანი ღამით იღვიძებს და ხელის კუნთებს იზელს; ტკივილი – რომელიც ზოგჯერ მწვავეა და თან სდევს დენის დარტყმის შეგრძნება. ხშირად ტკივილს ხელის მინიმალური დატვირთვაც კი აძლიერებს. ტკივილი ასევე ძლიერდება ხველისას, ცემინებისას, გაჭინთვისას, ყველაზე მეტად – ჯანსაღ მხარეს გადახრისას;მოძრაობის, განსაკუთრებით ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობის დარღვევა;ენის, ხელების ან ფეხების დაბუჟება, ქავილი ან ჩხვლეტა;ქვედა ან ზედა კიდურების მოძრაობის შეზღუდვა და მგრძნობელობის დარღვევა;
თავის ტკივილი, რომელიც მუდმივი ნიშანია. ის კეფის არეში აღმოცენდება და თხემ-საფეთქლის მიდამოს გადაეცემა; მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება კისრის მოძრაობისას, უმეტესად – დილაობით, ან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნის შემდეგ, მაგალითად, ტელევიზორის ყურების ან მაღალ და მაგარ სასთუმალზე ძილის შემდეგ. ეს მოვლენები შესაძლოა იყოს ცალმხრივიც და ორმხრივად სიმეტრიულიც; გონის დაკარგვა. ხანში შესული ადამიანები თავის მკვეთრი მობრუნებისას ზოგჯერ გონს კარგავენ, რასაც წინ უძღვის თავბრუდახვევა, ყურების შუილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება; გულმკერდის მარცხენა ნახევრისა და მარცხენა ხელის ტკივილი, რომელიც ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია და სტენოკარდიას წააგავს, მაგრამ ამ ტკივილის კუპირება ნიტროგლიცერინის მიღებით ვერ ხერხდება.

კისრის ოსტეოქონდროზი შედარებით უფრო ვერაგი ფორმაა ხერხემლის სხვა ოსტეოქონდროზებს შორის. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის დარწმუნება იმაში, რომ მკურნალობის ეფექტურობა შესაძლებელია მხოლოდ თერაპიის ხანგრძლივობასა და კომპლექსურობა-სისტემატურობაში.

სამკურნალო მასაჟებითა და მანუალური თერაპიით, ვაკუუმ და ელექტრო ფიზიოთერაპიის გამოყენებით უკვე მე-5-მე-6 სეანსზე მიიღწევა პირველი სერიოზული შედეგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ცხადია სრულ განკურნებას. ოსტეოხონდროზი იწყებს უკან დახევას. ამის შემდეგ იწყება რეგენერაციის პროცესი: ადამიანის ორგანიზმი ჩვენი დახმარებით თავად იწყებს სასიცოცხლო ძალების აღდგენას, მალთაშუა დისკების არეში ტროფიკული პროცესების და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ნერვული სისტემის სტიმულირებას, რაც საბოლოოდ მიმართულია ოსტეოხონდროზის დასამარცხებლად. ამ მკურნალობის მიტოვება შუა გზაზე დაუშვებელია. პაციენტსა და ექიმს შორის არსებული ნდობა ამ გამარჯვებას განაპირობებს. შედეგიანი პროცედურების მიუხედავად ზოგჯერ კისრის ოსტეოხონდროზის ძირითადი სიმპტომებიდან რჩება მხოლოდ თავის ტკივილი… ასეთ დროს ნებადართულია და, აუცილებელიცაა, გარკვეული მედიკამენტოზური ჩარევა. მთავარი, რასაც ყოველთვის და ყველგან ვიმეორებ: სამკურნალო პროცედურების დასრულების შემდეგ აუცილებელია დაიცვათ ის სისტემური მითითებები, რასაც ექიმი აძლევს პაციენტს.

ოსტეოქონდროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ოსტეოქონდროზი ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა. ხერხემლის ოსტეოქონდროზი ხასიათდება მიმდებარე ქსოვილებში დისტროფიულ-დეგენერაციული პროცესების განვითარებით. ოსტეოქონდროზის შედეგად მოსალოდნელია: მალათაშუა დისკოების ელასტიკურობისა და სისქის შემცირება; მალებზე წანაზარდების წარმოქმნა;
ვერტებრული ხვრელების შევიწროება.
ყოველივე ეს იწვევს: კუნთების მომატებულ დატვირთვას სხეულის მოძრაობის დროს;
ნერვის ტრავმირების საფრთხეს; ზურგის კუნთების პერიოდულ გადატვირთვას და ტკივილს.

ოსტეოქონდროზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა დისკოზი ანუ თიაქარი ხერხემლის მალებს შორის. მალათაშუა დისკოები ყველაზე ადრე ზიანდება და დეფორმირდება. ხერხემლის ტკივილს ხშირად მალებს აბრალებენ, თავის ტკივილს კი დაღლილობას მიაწერენ. აღნიშნული სიმპტომები მეტად სერიოზული დაავადების – ოსტეოქონდროზის მანიშნებელია.
დეგენერაციული ცვლილებები 30 წლიდან იწყება. დეგენერაციის ტიპი და გართულების რისკი დამოკიდებულია ადამიანის ცხოვრების წესზე, შრომისა და დასვენების ხარისხზე, აგრეთვე – პროფილაქტიკისთვის გამიზნული მეთოდების გამოყენებაზე.
ოსტეოქონდროზის რისკფაქტორებია: ხერხემლის განვითარების ანომალიები,მაგალითად-სქოლიოზი, კიფოზი;  სიმსუქნე, თამბაქოს წევა, ჰიპოდინამია.
ოსტეოქონდროზისგან სრული განკურნების საშუალება ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა მიზანმიმართული სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი საკმაოდ ეფექტიანია. მკურნალობის შედეგი 70-80%-ით დამოკიდებულია პაციენტზე, მის დისციპლინაზე. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სათანადო გამოკვლევების ჩატარება შინაგანი ორგანოების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებათა გამოსავლენად, რადგან ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი ამ დაავადებების დროს უკუნაჩვენებია. მარილების “დაშლა” ან “გაწოვა” მიზნად არ უნდა დავისახოთ – ოსტეოქონდროზის დროს ხდება არა “მარილების დაგროვება”, არამედ რეაქტიული გაძვალება, ამიტომ ვერავითარი ღონისძიება ვერ შეძლებს “მარილოვანი წანაზარდების” დაშლას.

ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპებია:

მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა;
სამკურნალო ვარჯიშების შესრულება;
მასაჟი;
ფიზიოთერაპია.

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თითქმის ყველა გაიდლაინი ამ მიმართულებით ამ ოთხ პრინციპს აღიარებს. მეტიც, თუ პაციენტს ოსტეოქონდროზზე ამ პრინციპებით არ უმკურნალია და მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის მალამოებით თუ ქიმიური პრეპარატებით სარგებლობდა, მას არც არასდროს უმკურნალია ხერხემალზე!!!

აუცილებელია, დროულად ჩატარდეს პროცედურები, რომლებიც გადაღლილი ხერხემლის განტვირთვისთვის არის საჭირო. მეტად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ძალზე ეფექტურია სპორტი, განსაკუთრებით – ცურვა, იზომეტრიული ვარჯიშები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მეთოდისტის მთვალყურეობით უნდა ჩატარდეს. თანამედროვე მედიცინაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოსტეოქონდროზის კომპლექსურ მკურნალობას. ცნობილია, რომ წამლებს ახასიათებს გართულებები, ხშირია ალერგიული რეაქციები, ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებისთვის კი ასეთი რამ არ არის დამახასიათებელი. საქართველო მდიდარია საკურორტო რესურსებით. კურორტულ მკურნალობაზე მოთხოვნა დიდია. თბილი წყლის პროცედურები ადუნებს კუნთს, იწვევს მის ჰიპერემიას, ხსნის სპაზმს. ჰიდროთერაპიულ კაბინეტში კეთდება წყალქვეშა მასაჟი . ჰიდრომასაჟი იწვევს სრულ რელაქსაციას, რის შედეგადაც ტკივილი მკვეთრად მცირდება ან საერთოდ ქრება.
სპეციალური ანტირევმატიული მინერალებით გაკეთებული  ჰიდრომასაჟი ნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს დისკოგენური ფორმის გავა-წელის რადიკულიტი ქვემწვავე სტადიაში.ასევე-ზოგადად ოსტეოხონდროზის ტიპის ყველა პათოლოგია,მათ შორის-თიაქარი. კლინიკა “სერაფიტში” გვაქვს საშუალება, პაციენტის მდგომარეობის და კონკრეტული დიაგნოზის შესაბამისად გავაზავოთ საჰიდრომასაჟე წყალი ადექვატური სამკურნალო მინერალებით, ვმართოთ ჯაკუზის მასაჟორების სიხშირე. სპეციალურ ავზში წყალქვეშა მასაჟორები დაკომპლექტებულია ისე, რომ წყლის ჭავლმა ზუსტად მოახდინოს ზემოქმედება ხერხემალზე, დიდ სახსრებზე. ოსტეოხონდროზის და თიაქარის დროს მიმდებარე კუნთები ჰიპერტონუსირებულია, ამიტომ წყალქვეშა მასაჟი (ჰიდრომასაჟი) უებარი საშუალებაა ასეთი კუნთების მოდუნებისათვის. ანტირევმატიული და სპეციალური სამკურნალო მინერალები კი ხელს უწყობს დისკის სეგმენტის დონეზე რეგენერაციის პროცესს.

ნებისმიერი დაავადება, და არა მარტო-ოსტეოქონდროზი, რომელიც გრძელდება ქრონიკულად,იწვევს დაძაბულობას ადამიანში,რაც გადაიზრდება ხოლმე გარკვეულ ნერვიულობაში,სტრესში, მითუმეტეს, როცა დაავადება რეალურად ართმევს ადამიანს შრომის უნარს,  უკარგავს ცხოვრების ხალისს.ეს ფსიქოსომატური თვალსაზრისით. ახლა რაც შეეხება-ფიზიოლოგიური თვალსაზრისით: კისრის ოსტეოქონდროზის დროს სხეულის ის სეგმენტია დაზიანებული, სადაც მდებარეობს თავის ტვინისკენ მიმავალი არტერია, კაპილარები, ნერვები:ფაქტიურად ეს სეგმენტია პასუხისმგებელი თავის ტვინის სისხლით მომარაგებაზე (ძალიან უბრალო და გასაგები ენით ვსაუბრობ).ამ სეგმენტშია (ვიმეორებ,საუბარია C I-VII კისრის მალებსა და ნაწილობრივ გულ-მკერდის T I-XII მალებზე) განთავსებული უამრავი ტრიგერნული წერტილები,ბიოაქტიური მონაკვეთები, ენერგეტიკული არხები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის სრულყოფილ ფუნქციონირებას, ნივთიერებათა ცვლას, ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას და ა.შ.ოსტეოქონდროზი სწორედ ამ სისტემას ემუქრება და მისი პირველივე “გამოჩენისთანავე” ვგრძნობთ არა მარტო ტკივილს კისრის არეში (ანუ-კონკრეტულ სეგმენტში), არამედ-თავის ტკივილს, ნერვულ დაძაბულობას, სახსრების (ჯერ ხელების-მერე კი ქვედა კიდურებისას) ტკივილს, დაბრუჟებას…ნერვულ დაძაბულობა არც თუ იშვიათად გადაზრდილა სტრესში, ნერვოზში…იმატებს არტერიული წნევა…ფარმაკოთერაპიის პარალელურად (თუ ეს აუცილებლია-ჩემი აზრით,ფარმაკოთერაპიამდე უნდა ვცადოთ ფიზიო და მანუალური თერაპიის ყველა საშუალებები!!!ეს უფრო ეფექტურია და ამ გზით მიდის თანამედროვე დასავლური მედიცინა, აღარაფერს ვამბობ,აღმოსავლურ მედიცინაზე!) პირველ რიგში სწორედ სამკურნალო მასაჟები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს…პირველივე სეანსიდან შეიძლება შევურჩიოთ პაციენტს კონკრეტული იზომეტრიული ვარჯიშები. ჩემი გამოცდილებიდან გეტვით: თითქმის არ მქონია შემთხვევა,რომ დადებითი შედეგი არ მიმეღოს ოსტეოქონდროზის მანუალური (ხელებით) მკურნალობის გზით. და იმიტომ კი არა, რომ სასწაულმოქმედი მასაჟისტ-მანუალისტი ვარ…არა, უბრალოდ იმიტომ, რომ თავად მასაჟი არის სასწაულმოქმედი, მთავარია, სწორად შეარჩიოთ სპეციალისტი, რომელმაც იცის მისი საქმე და თქვენთან ერთად სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების!!! მასაჟის შედეგად განბლოკილი, გახსნილი ენერგეტიკული არხები და ტრიგერნული წერტილები აღადგენს სისხლის მოძრაობას თავის ტვინის მიმართულებით,კუნთების ტონუსს სეგმენტში და ნევროზიც უკან იხევს, ისე,როგორც უკან იხევს თავად მისი “უდიდებულესობა” ოსტეოქონდროზი…პაციენტსა და რეაბილოტოლოგს (მასაჟისტს) შორის ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პაციენტმა და მისმა ახლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სწორად გაკეთებული ნამუალური პროცედურების შემდეგ უეჭველი დგება დადებითი შედეგები, უამრავი სიმპტომებიდან გაქრება დიდი ნაწილი, მაგრამ შესაძლოა, დარჩეს გარკვეული სიმპტომებიც, რომელთა მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მასაჟის კურსის დასრულების შემდეგ. ვიმეორებ: ესაა ვერაგი დაავადება, რაც ძნელად, მაგრამ მაინც იხევს უკან.გარანტიების მოთხოვნა ამ დროს მასაჟისტებისგან სავსებით უადგილოა გარდა ერთისა- თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ სწორად შეარჩიეთ სპეციალისტი, რომ ნამდვილად პროფესიონალ მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტთან მიხედვით (ამაში რეკომენდაციებიც დაგეხმარებათ და 1-2 მასაჟიც). სწორი სამკურნალო მასაჟის პროცედურები შეადგენს ოსტეოხონდროზის მკურნალობის კომპლექსური პროგრამის ნაწილს და არა- მის ერთადერთ ალტერნატივას. ნუ ენდობით “ალქიმიკოსებს” და მხოლოდ ქიმიოფარმაკოთერაპიას- ენდეთ პროფესიონალებს, ვინც გთავაზობთ სწორედ კომპლექსურ სისტემას მკურნალობისას. ჯანმრთელობის ცენტრ “სერაფიტში” ოსტეოხონდროზის დამარცხებისთვის შემდეგ პროცედურებს გთავაზობთ: სამკურნალო მასაჟი, მანუალური თერაპია, ხერხემლის დაჭიმვები, იზომეტრიული ვარჯიშები, ჰიდრომასაჟი სპეციალური ანტირევმატიული და სამედიცინო მინერალებით, ფიზიოთერაპიის მრავალფეროვანი სპექტრი ქვანტური ლაზერის ჩათვლით.

სამკურნალო მასაჟი და ფიზიოთერაპია შპს “სერაფიტში” ხელსაყრელ ფასად და პირობებში. ჩვენ გთავაზობთ უნიკალურ სინთეზს სამკურნალო პროცედურებისა კინეზოთერაპიულ ვარჯიშებთან- სპეციალურ ტრენაჟორზე შესრულებული ვარჯიშები მხოლოდ ასეთ სინთეზში იძლევა გარდაუვალ დადებით შედეგს ისევე, როგორც ფიზიოთერაპია -კინეზოთერაპიასთან ერთად ამარცხებს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მრავალ დაავადებას. ჩვენს ცენტრში ყველა პირობა არსებობს კომპლექსური მკურნალობისთვის: უნივერსალური ტრენაჟორები, ჰიდრომასაჟი, ვაკუუმმასაჟი, ფიზიოთერაპიის თანამედროვე აპარატები, ქალაქის საუკეთესო მასაჟისტები, თბილი და პროფესიული გარემო.

ყურადღება: კომპლექსური მკურნალობის ერთი ვიზიტის (სეანსის) ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი საათი გრძელდება და ღირებულება 60-70 ლარიდან იწყება. ამ ფასში ხშირად შედის ყველა სახარჯი მასალის  ღირებულება. სეანსში გათვალისწინებულია: ვარჯიში, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია, ინფრაწითელი საუნა (პერიოდულად), სხეულის სრული მასაჟი.
თქვენ მოგემსახურებათ სერტიფიცირებული სპეციალისტი ჯაბა კოხრეიძე (558-2127.55). აგრეთვე: მასაჟისტ-რეაბილიტოლოგები, რომელთაც კლინიკა “სერაფიტის” და მისი ხელმძღვანელის ჯაბა კოხრეიძის სკოლა აქვთ გავლილი.

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5, ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი “სერაფიტი”.ტელ: 293-05-46, 558-21-27-55
e-mail: serafiti.centr@yahoo.com

კლინიკა “სერაფიტის” პროცედურებს შორის  არის “სამკურნალო ვარჯიშები უნივერსალურ ტრენაჟორზე. სპეციალურად თქვენთვის შერჩეული ვარჯიშების კომპლექტს შემოგთავაზებთ და გასწავლით თქვენივე ინდივიდუალური ინსტრუქტორი. კინეზოთერაპიულ ვარჯიშებს კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად (მასაჟი, ფიზიოთერაპია), რასაც კლინიკა “სერაფიტი” გთავაზობთ, ალტერნატივა არ გააჩნია!!!

__ 12027572_1654092458207880_5910518063775040607_n 12045750_1654092431541216_3726934520804362231_o IMG_20151023_15145512186010_1284483724980413_54074156_o IMG_20151002_140856 IMG_20151003_152448 IMG_20151003_152452 IMG_20151008_090208 IMG_20151015_151741 IMG_20151015_151857 IMG_20151016_091314 IMG_20151017_090552 IMG_20151028_102814IMG_20151028_121400

12186010_1284483724980413_54074156_oIMG_20151028_121400IMG_20151028_102814IMG_20151003_15245212063914_957435120960721_911954927_n 12071854_957435044294062_1589716226_nIMG_20151015_151731___________________________________
მკითხველის თხოვნით, აქვე ვაქვეყნებთ კლინიკა “სერაფიტში” იმ პროცედურების ფასებს, რაც დაკავშირებულია ოსტეოხონდროზის მკურნალობასთან:

– სრული სამკურნალო მასაჟი (ზურგი, ხელები, ფეხები)- 50 ლარი
– ზურგის სამკურნალო მასაჟი (ზურგი, კისერი) – 30 ლარი
– სამკურნალო ვარჯიშები – სრული კურსის დროს საჩუქრად! (სამკურნალო ვარჯიშების კომპლექტის მიღება კონსულტაციაზე კურსის ჩატარების გარეშე – 50 ლარი)
– ინფრაწითელი საუნა – 40 -50 ლარი
– ელექტროფორეზი – 20 ლარი
– ლაზეროთერაპია – 20 ლარი
– ფონოფორეზი (ულტრაბგერა) -20 ლარი
– ელექტრონეირო მიოსტიმულაცია -20 ლარიდან
– მაგნიტოთერაპია-20 ლარი.
– ხერხემლის ინვერსიული დაჭიმვა – 15 ლარი.
– კომპლექსური მკურნალობის დროს ერთი სეანსის (მასაჟი+ ფიზიოთერაპია) ღირებულებაა 60 ლარიდან! სეანსში შედის კინეზოთერაპიული ვარჯიშები (იხ. ზემოთ ფოტოებზე)!!!! ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება: 4-5 პროცედურა ერთ კაბინეტში და ერთად! ისრაელის და ევროპის კლინიკებში აპრობირებული მკურნალობის ჯანსაღი გზა თქვენთვისაც ხსნის გზა იქნება!!!
– კონსულტაცია ექიმ-ფიზიოთერაპევტთან ან ნევროლოგთან – 30 ლარი.
______________________________________________________________________________________
აუცილებლად შეათანხმეთ ვიზიტი ტელეფონზე: 558-21-27-55, ან 293-05-46.
______________________________________________________________

ხერხემლის მკურნალობაში კომპლექსურ მეთოდიკას (ფიზიოთერაპია+ ვარჯიშები+ მასაჟი) გონივრული ალტერნატივა არ გააჩნია (გარდა სეკვესტრირებული თიაქრის დროს დანიშნული ოპერაციისა). “სერაფიტის” კლინიკური ბაზა უზრუნველყოფილია კომპლექსური მკურნალობისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროფესიული აღჭურვილობით. მეტიც, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ საჭიროების შემთხვევაში კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მივლინებას პაციენტის ბინაზე მომსახურებით (პაციენტს საკუთარ სახლში ჩაუტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები: ელექტროფორეზი, ლაზერი, ელექტროსტიმულაცია, აგრეთვე-მასაჟი).

შეუკვეთეთ ვიზიტი ტელ: 558-21-27-55;  293-05-46