ელექტროფორეზი კარიპაზიმით თუ ფონოფორეზი კარიპაინით?

ელექტროფორეზი კარიპაზიმით თუ ფონოფორეზი კარიპაინით?!

ორივე ეს პროცედურა დღეს ითვლება ხერხემლის დისკოგენური დაავადებების (საერთო სახელი-სპონდილოზი)-ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, დისკოზი, თიაქარი…- ყველაზე ეფექტურ და საჭირო ფიზიოთერაპიულ პროცედურად. ექიმები მათ ნიშნავენ პრაქტიკულად პირველივე კონსულტაციებისას.  ფიზიოთერაპევტები ამ პროცედურებს ასევე უნიშნავენ დიდი ემბირიული (პროფესიული) გამოცდილების საფუძველზე.

და მაინც: რომელია უფრო ეფექტური? მითუმეტეს, პრაქტიკულად კარიპაინის და კარიპაზიმის ქიმიურ-ბიოლოგიური შემადგენლობა ერთნაირია!

შედარება გავაკეთოთ ცალკეული პარამეტრების მიხედვით:

1.შეღწევადობა: ელექტროფორეზით კარიპაზიმის იონები უფრო ღრმად შედის კანქვეშა ქსოვილებში და იქედან- მალთაშუა დისკებამდე. ცალკეული პაციენტისთვის (მაგალითად, მსუქნებისთვის, ვისთვისაც დაზიანებული დისკი უფრო დიდი მანძილითაა დაშორებული კანის ზედაპირიდან) ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

  1. მოქმედება სეგმენტზე. ფიზიოთერაპიული მკურნალობის დანიშნულება არის დაზიანების ეპიცენტრის (მალთაშუა დისკის) მიმდებარე სეგმენტის (ქსოვილების) მკურნალობაც, რათა ამ სეგმენტმა მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს დისკის ტროფიკა (კვება). ამ მხრივ ორივე პროცედურა სასარგებლოა: ელექტროფორეზი გალვანური დენის, ხოლო ფონოფორეზი -ულტრაბგერითი ენერგიის საშუალებით მოქმედებს დისკის მიმდებარე სეგმენტზე. თუმცა ფონოფორეზს აქვს უპირატესობა: ულტრაბგერის ეფექტი არის უფრო მამკურნებელი, გამაჯანსაღებელი, აღმდგენი. მეტიც: მაღალი ხარისხის აპარატის შემთხვევაში (როცა აპარატის თავაკის გაცხელებაა შესაძლებელი) მოსახერხებელია მოჭიმული კუნთების მოდუნება-ეს აუცილებელია, რადგან მეტწილ შემთხვევაში კისრის და წელის სპონდილოზების დროს კუნთებს ჰიპერტონუსი ახასიათებს!

3.კომფორტულობა.  ფონოფორეზი უფრო  კომფორტული პროცედურაა. პრაქტიკულად სასიამოვნოცაა, რასაც ვერ ვიტყვით ელექტროფორეზზე:  კარიპაზიმის იონები კანქვეშ შეყვანის პირველივე  წუთებიდან იწყებს  ქავილს, რასაც ბევრი ვერც  უძლებს და ფიზიოთერაპევტი იძულებულია, იმუშაოს დაბალი სიხშირით, რაც ამცირებს შეღწევადობას!!!

4.უკუჩვენებები.  საერთო  უკუჩვებების გარდა, რაც ახასიათებს ფიზიოთერაპიას, არსებობს განსხვავებებიც. მაგალითად, ბევრს აღენიშნება ჰემანგიომები ხერხემალში. ამ კეთილთვისებიან  წარმონაქმნს ზოგი მედიკოსი არანაირ საფრთხედ არ მიიჩნევს. თუმცა ჰემანგიომას მოფრთხილება სჭირდება და მისი ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის მრავალი შემთხვევა გვაქვს, რაშიც არასწორად შერჩეულ ფიზიოპროცედურებსაც შეუძლია წვლილის შეტანა. ჰემანგიომის დროს ელექტროფორეზი დაუშვებელია! ფონოფორეზი კი  მისაღებია!

  1. დოზირება. იმისთვის, რომ დისკის თიაქრმა შეწყვიტოს ზრდა, მეტიც, დაიწყოს სტაგნაცია და ზომებში შემცირებაც , რეკომენდირებულია დაზიანების ეპიცენტრში გარკვეული რაოდენობის (დოზის) კარიპაზიმის (კარიპაინის, საერთაშორისო დასახელება- პაპაია) მოხვედრა. ასეთ დოზად მიიჩნევა ელექტროფორეზის 20-30 პროცედურა, ულტრაბგერითი ფონოფორეზის შემთხვევაში კი-10-15 პროცედურა! ამის მიზეზებზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს (მთავარი კი ისაა, რომ კარიპაზიმის ფხვნილი იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში ან ნოვოკაინში, გალვანიზაციით იშლება იონებად და მთელი ამ პროცესის განმავლობაში იკარგება გარკვეული შიდა სტრუქტურული კომპონენტები).

             დასკვნა: ორივე ეს პროცედურა საჭიროა და ფიზიოთერაპიის თანამედროვე კაბინეტში მათ თანაბარი ადგილი უჭირავს.  მკურნალმა ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს მათგან  კონკრეტული პაციენტისთვის საჭირო პროცედურა, გაითვალისწინოს რა ზემოთ ჩამოთვლილი ნიუანსები.

ჯამბულ (ჯაბა) კოხრეიძე

კლინიკა „სერაფიტის“ მთავარი       სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი.

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის N5. მეტრო სამედიცინო. ჯანმრთელობის ცენტრი “სერაფიტი”

ტელ.558-212-755

15 დღიანი მკურნალობის პაკეტი – სრულყოფილი და ეფექტური მკურნალობა!

2020 წლიდან კლინიკა “სერაფიტში” დავნერგეთ 15 დღიანი კომპლექსური სამკურნალო პაკეტი საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი ფასებით და ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული გარემოთი (აპარატურა, სპეციალისტები). პაციენტმა უნდა იცოდეს, რას ვთავაზობთ მას კონკრეტულად ამ პაკეტით, გაიაზროს პროცედურების მნიშვნელობა და რწმენით დაიწყოს ხერხემლის მკურნალობა, რომელშიც თანაბარი მნიშვნელობა აქვს მკურნალის შერჩეულ პროცედურებს და თავად პაციენტის სულისკვეთებას, მზაობას მუდმივი თანამშრომლობისათვის!

პირველი 5 დღე განეკუთვნება ინტენსიურ ფიზიოთერაპიულ კომპლექსურ მკურნალობას, რომელსაც უშუალოდ  კლინიკა “სერაფიტის” ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე უხელმძღვანელებს: ამ ეტაპზე მაქსიმალურად შესწავლილი იქნება პაციენტის სრული ფიზიოლოგია, საჭიროების შემთხვევაში, გაკეთდება ინექციები ანთებითი პროცესის ჩასაქრობად და ტკივილის ადრევე მოსახსნელად (ანოდინ დუალის და ყველა სხვა სახარჯი მასალის ფასი შედის პაკეტის ღირებულებაში).  კომბინირებულ ინტენსიურ თერაპიაში გათვალისწინებულია: ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია (ფონოფორეზი), ლაზეროთერაპია, ტრიგერული წერტილების აპარატული და მანუალური დამუშავება– ყველა ეს და სხვა შესაძლო პროცედურა (ვარჯიში, დაჭიმვა) შეირჩევა ბატონი ჯაბას მიერ ინდივიდუალურად პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით. ამ ეტაპის შემდეგ პაციენტს პრაქტიკულად აღარ ექნება ტკივილი და მისი ორგანიზმი მზად იქნება დაავადების საბოლოო კონტროლისთვის: დაიწყება 10-დღიანი კურსი სხეულის სრული და დაავადებული სეგმენტის- სამკურნალო მასაჟებით, კინეზოთერაპიით (ვარჯიშებით). თუ საჭიროება მოითხოვს, გაგრძელდება მედიკამენტოზური ფიზიოთერაპია (ფონოფორეზი).  კლინიკა “სერაფიტი” იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს (კარიპაინი, კარიპაზიმი, ფროენცი გელი, დიკულის მალამოები, ალოე ვერას თერმო-გელი და ა.შ )….

სრული პაკეტის ფასია მხოლოდ 900 ლარი !  ვიმეორებთ, ესაა 15 დღიანი სამკურნალო პაკეტის ფასი! მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ ეს ფასი. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით კომპანია “სვუპს”, რომლის ინტერნეტ-გვერდზეც რეგულარულად ხდება ჩვენი პრომო-აქციების რეკლამირება, აგრეთვე ჩვენს ერთგულ მეგობრებს.

ფიზიოთერაპია, მასაჟი, ვარჯიშები, ჯანსაღი ცხოვრების წესი!

ამაზე უკეთესი მეთოდები ხერხემლის მკურნალობისთვის არ არსებობს. მთავარია, სწორად შეარჩიოთ გარემო, სპეციალისტები და თავად იყოთ მზად ამისთვის!

აქციით (ზემოთ) სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

ყველა სხვა შემთხვევაში ისარგებლებთ 60 ლარიანი პაკეტით (ქვემოთ):

კონსულტაციის დაგეგმვა და დამატებითი შეკითხვები ტელეფონზე: 558-212-755

მისამართი: ჯანო ბაგრატიონ ის N5  (ყოფილი- ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 8ა )

არსებობს თუ არა გარანტია?

ჩვენი მკითხველი საზოგადოების და პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა გათვითცნობიერებული,  ინფორმირებული ადამიანები არიან.  მათ კარგად იციან, სათაურში გამოყვანილ კითხვაზე ძირითადად რა პასუხი აქვს კლასიკურ მედიცინას. დადებითი პასუხი რომ ჰქონდეს იმ კითხვას, აღარ იქნებოდა ამდენი წინასწარი ხელმოწერა სხვადასხვა პროცედურის წინ პაციენტის ან მისი ახლობლის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი გაეცნო მკურნალობის პირობებს და თანახმაა მასზე, მიუხედავად პოტენციური შედეგისა და ა.შ… დღეს არა მარტო სამკურნალო, არამედ მრავალ სპა-პროცედურებსაც უძღვის წინ ასეთი ხელმოწერები (მაგალითად: ლაზერული ეპილაცია, კავიტაცია, წონის საკორექციო პროცედურები…).

პაციენტს აუცილებლად სჭირდება იმედი. იმედი და რწმენა მკურნალობის ეფექტურობას აათმაგებს.  თუმცა ძალიან ძნელია გარანტიის მიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა ერთჯერადი აქტი კი არაა (მაგალითად, დაავადებული კბილის ამოღება), არამედ- დროში გაწელილი  პროცესია, რომელიც მოითხოვს პაციენტის მუდმივ სინერგასიას (თანამშრომლობას) იმ მეთოდთან, რასაც სთავაზობს მას მკურნალი. საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის დაავადებების უმრავლესობა ქრონიკული ხასიათისაა და მათი მკურნალობა სწორედ რომ ხანგრძლივ დროს, პერმანენტულ კომპლექსურ პროგრამას მოითხოვს.  სამწუხაროდ, შეუძლებელია ერთ დღეში (თუნდაც 10 დღეში) სრულად მოხდეს განკურნება დაავადებისა, რომელიც წლების განმავლობაში უსიმპტომოდ ან შედარებით ადვილად ასატანი დისკომფორტით ყალიბდებოდა.

ავიღოთ ხერხემლის მალთაშუა თიაქრის მკურნალობა. დაავადებაში ერთბაშად ჩართულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც იწვევს მის ესკალაციას: დისკის კომპრესია, ძვლების სტრუქტურის რღვევა, მიოფასციალური სინდრომი, ტრიგერული წერტილები, ანთება, ნევრალგია, დისკის პროლაფსი და ა.შ. ჩვენ გვაწუხებს მხოლოდ ტკივილი და გვინდა, რაც შეიძლება, სწრაფად გავთავისუფლდეთ მისგან. ტკივილის მოხსნა მრავალი რამით შეიძლება…არსებობს მონოშემადგენლობის ეფექტური მედიკამენტები, კოქტეილებიც…3-5 ჯერ ასეთი წამლის მიღებაც კი საკმარისია ტკივილის მოსახსნელად. ხშირად ამას აკეთებენ კიდეც მავანნი, ერთს დააჭერენ ხერხემალზე “გამოვარდნილი დისკის” ჩასმის მიზნით და …მკურნალობაც მთავრდება. ჩემთან ბევრი დარწმუნებით ჰყვება, როგორ “ჩაუსვეს” დისკი, თან იკეთებდა კოქტეილს “ანოდინ დუალს”, რომ კუნთები მოდუნებულიყო და დისკიც უფრო ადვილად ჩასმულიყო და ა.შ…ზოგს ეს “ჩასმა” თვეები ჰყოფნის, ზოგს- წელიც…სამაგიეროდ, იმ ერთი წლის შემდეგ დაწყებული ტკივილები უფრო ვერაგი ხდება, რადგან თიაქრის ზომა უკვე თითქმის გაორმაგებულია!

სამწუხაროდ, ხშირად უშედეგოდ მთავრდება ოპერაციაც. ამის მიზეზი სულაც არაა ქირურგის დაბალი კვალიფიკაცია, პირიქით, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა: საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის მინიმუმ 5 ნეიროქირურგი! ოპერაციის შედეგად საერთოდ არ იცვლება ის გარემო და მიზეზები, რამაც განაპირობა თიაქრის ჩამოყალიბება, არ ხდება ოპერირებული დისკის გარდა დაავადებული სხვა დისკების მკურნალობა, ამიტომ ბუნებრივია,  დარჩენილი მიზეზები განაპირობებს ისევ: ტკივილს, დაავადების ესკალაციას.

შუახნის მამაკაცი მოვიდა კონსულტაციაზე, ნაოპერაციები (ოპერაციიდან 5 თვე იყო გასული). ცალი ფეხი გაშეშებული ჰქონდა თითქმის, უჩიოდა წელში მცირე ტკივილს, მაგრამ ფეხში სრულ დაბრუჟებას, თითებში ტკივილს.  მეორედ დავიბარე და ვსთხოვე, მოეტანა მისივე ქირურგის დანიშნულება შერჩეული ფიზიოპროცედურების შესახებ. მოიტანა (ელექტროფორეზი კარიპაზიმით, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერა, მსუბუქი მასაჟი). დიდებული დანიშნულება იყო. რეალურად ეს კომპლექსური პროგრამა მთელი წელის სეგმენტის მკურნალობისკენ იყო მოწოდებული (ისრაელში, გერმანიაში და ალბათ ბევრგან ამ პროცედურებს უტარებენ თიაქრიან პაციენტებს და თუ ყველა კონსერვატიული მეთოდის შემდეგ დაავადება უკან არ დაიხევს, მხოლოდ მაშინ ინიშნება ოპერაცია. ამ პროცედურების შემდეგ ოპერაცია უფრო ეფექტურია, ვინაიდან იგი ხდება ნამკურნალებ სეგმენტში!).  შევთანხმდით დროზე იმ შუახნის მამაკაცთან. მოვიდა დათქმულ დროს. შემოსასვლელშივე მეუბნება: “ბატონო ჯაბა, მე მჭირდება გარანტია, რომ ამ პროცედურების შემდეგ ფეხის დაბრუჟება გამივლის!”. ამ თემაზე ნასაუბრები გვქონდა. მე ვუპასუხე: “ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ამ პროცედურებს ჩაგიტარებთ უმაღლეს პროფესიულ დონეზე, საუკეთესო აპარატებით და კარგი სპეციალისტის მეთვალყურეობით”. მოკლედ, მამაკაცი დაჟინებით ითხოვდა სხვა გარანტიას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივეცი! ბოდიში მოვუხადე და ჩემი სამუშაო კაბინეტისკენ წავედი, სადაც თავად სხვა პაციენტი მელოდებოდა.

დიახ, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა შესაძლებელია! და ხდება კიდეც წარმატებით! უმრავლეს შემთხვევაში, თუ პაციენტი სწორად შეარჩევს შესაბამის გარემოს, ხერხემლის პათოლოგიები უკან იხევს. საბედნიეროდ, საქართველოში  არიან ასეთი დაწესებულებები, გონიერი მკურნალები, რომლებიც სწორედ კომპლექსურ მკურნალობას და მუდმივი სინერგასიას სთავაზობენ პაციენტებს. როცა იცი, რომ ქრონიკული დაავადება გაქვს და ხანგრძლივ პერმანენტულ მკურნალობას საჭიროებ; როცა იცი, რომ ვარჯიშები აუცილებელია შენი ხერხემლისთვის სიცოცხლის ბოლომდე; როცა იცი, რომ მასაჟი და ფიზიოთერაპია ლამის ძირითადი მეთოდია დაზიანებული სხეულის (არა მარტო-სეგმენტის) სამკურნალოდ და მაინც: მიდიხარ ვიღაცასთან , ერთ (თუნდაც ორ) დღეში მომარჩენსო, ან უბრალოდ ირჩევ არაადექვატურ მეთოდს (ნუ მეტყვით, ფინანსების გამო ვაკეთებთ ამასო- ეგ არაფერ შუაშია. ფულის გარეშე არავინ მიგიღებთ-არც “დისკს ჩაგისვამენ”, არც-მალამოთი დაგზილავენ…), მაშინ საკუთარი ჯანმრთელობის მომავალზე შენც აგებ პასუხს!

ეს როგორ? – იკარგება ძვირფასი დრო. კომპლექსური მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო საწყის ეტაპზე იწყება იგი (როგორც- ყოველთვის). კომპლექსურ მკურნალობას შედეგი ყველა ეტაპზე აქვს, მაგრამ უფრო ნაკლები რაოდენობა სეანსების კურსში, უფრო ნაკლები კურსი წელიწადში სჭირდება საწყის ეტაპზე, ვიდრე – ერთჯერად აქტებით ტკივილარიდებული ხერხემლის უკვე გაზრდილი თიაქრების შემთხვევაში.

გარანტია? სად არის გარანტია?

აბსოლუტურად გვესმის პაციენტების, რადგან ნებისმიერი ექიმი თავადაც პაციენტია! მითუმეტეს – როცა საქმე ეხება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. მსოფლიოს სამედიცინო კვლევების მიხედვით მოსახლეობის 90% -ს აწუხებს წელის ტკივილი (სხვადასხვა ხარისხის) – ან დანარჩენი 10% სად მონახეს. 🙂  მკურნალების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ამ მეთოდების სიკეთე. აღარაფერს ვამბობ პროფესიულ გამოცდილებაზე. მყოლია პაციენტები, რომლებიც მხოლოდ მასაჟით და ვარჯიშებით გამოჯანმრთელებულან. ისეთებიც მყოლია, მხოლოდ სამი კურსი დასჭირვებია ელექტროფორეზის… ერთი ოჯახიდან იყო სამი ადამიანი, თავიანთი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მოვიდნენ: ულტრაბგერითი ფონოფორეზი ჰქონდათ გამოწერილი გიდროკორტიზონით (ერთ პროცედურაში 11 ლარს იხდიდა თითოეული!). მე სკეპტიკურად შევხედე თავდაპირველად, მაგრამ … ეყოთ! მორჩნენ!

მკურნალის სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა კმაყოფილ პაციენტს ხედავს! მე ბედნიერი ვარ მათი ბედნიერებით. ეს ვერაფრით გადასწონის აღებულ თანხას, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ძვირადღირებულ ფიზიოთერაპიულ აპარატებს და სახარჯ მასალას ხმარდება.  

თუ პასუხისმგებლობას ორივე მხარე აიღებს- გარანტიის გაცემაც შეიძლება!

            ვითანამშრომლოთ!

ჯაბა კოხრეიძე.

კლინიკა “სერაფიტის” წამყვანი სპეციალისტი.   ელ-ფოსტა : serafiti.centr@yahoo.com

მისამართი: თბილისი. ჯანო ბაგრატიონის N 5. (მეტრო სამედიცინო). ტ.558-212-755

10 დღიანი სამკურნალო პაკეტი მხოლოდ 500 ლარად! – მონახე ჩვენი აქცია www.swoop.ge-ზე.

10 დღიანი მკურნალობა – მხოლოდ 500 ლარად!

☝️ ოსტეოქონდროზის, თიაქრის, ართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური და სრულფასოვანი მკურნალობა კომპლექსური მეთოდით!

✌️პაკეტში შედის:

1. ელექტროფორეზის 10 პროცედურა ექიმის მიერ დანიშნული და პაციენტის მიერ მოტანილი ნებისმიერი პრეპარატით.

2. ქვანტური ლაზეროთერაპიის 10 პროცედურა!

3. აპარატული მასაჟი – 10 პროცედურა!

4. მანუალური (ხელით) მასაჟი- 10 პროცედურა!

5. სამკურნალო ვარჯიშები (კინისოთერაპია) -საჭირო რაოდენობით, მინიმუმ 7 დღე!

6.ხერხემლის დაჭიმვა- 10 პროცედურა!

🙏თითოეული ვიზიტის (სეანსის) ხანგრძლივობაა მინიმუმ ერთი საათი.

❤️ გააკეთე სწორი არჩევანი!

☎️558 212 755

http://www.massagetbilissi.wordpress.com

 

ტრიგერული წერტილები

მიოფასციალური სინდრომი, ტრიგერული წერტილების არსებობა დაავადებული სეგმენტის მიმდებარე კუნთებში ან სულაც-სეგმენტში -ხშირადაა ავადმყოფობის ერთადერთი ან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი. მიზეზის აღმოფხვრის ან მკურნალობის გარეშე კი არასრულყოფილია ნებისმიერი მეთოდი თერაპიისა, რაც უნდა მომხიბვლელი იყოს იგი კლასიკური თუ არაკლასიკური მედიცინის მიმართულებებით.  ხერხემლის ოსტეოქონდროზის, თიაქრის, სპონდილოართროზის, სხვა სახსრების ართროზის დაავადებათა მეტი წილი სწორედ ასეთი წერტილების არსებობით არის გამოწვეული. ტრიგერული წერტილები ხელს უშლის მალთაშუა დისკების და სახსრების სისხლით მომარაგებას, სეგმენტში ნივთიერებათა ცვლას, ლიმფური ნაკადების ფუნქციონირებას. ეს ყველაფერი კი განაპირობებს დეჰიდრატაციას, დისტროფიას. ფიზიოთერაპიული მკურნალობის, ვარჯიშების პარალელურად აუცილებელია კუნთების ღრმა, მანუალური წერტილოვანი მასაჟი, რათა გაიხსნას ყველა ბლოკირებული ტრიგერული წერტილები და აღდგეს დაავადებამდე არსებული სტატუს-ქვო.

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები გვთავაზობენ ტრიგერული წერტილების დამუშავების არა მარტო მანუალურ (ხელით) მეთოდებს, არამედ- მათზე აპარატული ზემოქმედების საშუალებებს. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ეფექტური ამერიკული აპარატი – TheraGun G2PRO Professional Massager გამოსვლიდან 2 თვეში უკვე თბილისში, კერძოდ ჯანმრთელობის ცენტრ “სერაფიტში”  დაინერგა.  ჩვენი მეთოდიკით და ხელმძღვანელობით ეფექტური აღმოჩნდა აპარატის მოქმედება კისრის და წელის თიაქრის მკურნალობაში სხვა მეთოდებთან ერთად: ფიზიოთერაპია, ვარჯიშები.

 

უშუალო ძვლოვანი სრუქტურის კორექციისთვის და მასთან ახლომდებარე ტრიგერული წერტილების დარტმითი-ტალღური დამუშავებისთვის კი “სერაფიტში” (თბილისში- პირველად) რა ხანია დაინერგა ამერიკელი მანუალისტ-თერაპევტების ნოუ-ჰაუ:

Electric Correction Gun adjustable intensity Therapy Chiropractic Adjusting Instrument Activator:

 

ამ უწყინარი პისტოლეტის სწორი მოხმარებით ერთნაირად წარმატებით ვებრძვით როგორც დისკოგენურ დაავადებებს, ასევე- სქოლიოზს, კიფოზს, მალების ცდომილებას…

ჯანმრთელობის ცენტრში “სერაფიტი” ფიზიოთერაპიული მომსახურებებიდან შეგიძლიათ მიიღოთ: ელექტროფორეზი, ქვანტური ლაზეროთერაპია, ელექტროთერაპი (სტიმულაცია, დიოდინამიური დენი, ამპლიპულსი, ემს…), ულტრაბგერითი თერაპია, ვაკუუმ-თერაპია. აგრეთვე : საუკეთესო მანუალური და სამკურნალო მასაჟი, კინეზოთერაპია- სამკურნალო ვარჯიშები და იოგა, ჰიდრომასაჟი…

მობრძანდით თქვენი ექიმის დანიშნულებებით,ენდეთ ჩვენს მრავალწლიან წარმატებულ გამოცდილებას…

კლინიკის მისამართია: ჯანო ბაგრატიონის N5, რობაქიძის უნივერსიტეტის წინ(მეტრო სამედიცინოსთან). ტელეფონები: 558-21-27-55, 293-05-46. გვერდი ფეისბუქზე: კლინიკა “სერაფიტი” (ქართული შრიფტით).

 

D82C18C2-6D59-4863-9850-F1B75CFBE7DD515da926-ce02-4ba2-92e8-68a4636428e77c37320e-aad5-487e-9cb5-00a2f77e9229