15 დღიანი მკურნალობის პაკეტი – სრულყოფილი და ეფექტური მკურნალობა!

2020 წლიდან კლინიკა “სერაფიტში” დავნერგეთ 15 დღიანი კომპლექსური სამკურნალო პაკეტი საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი ფასებით და ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული გარემოთი (აპარატურა, სპეციალისტები). პაციენტმა უნდა იცოდეს, რას ვთავაზობთ მას კონკრეტულად ამ პაკეტით, გაიაზროს პროცედურების მნიშვნელობა და რწმენით დაიწყოს ხერხემლის მკურნალობა, რომელშიც თანაბარი მნიშვნელობა აქვს მკურნალის შერჩეულ პროცედურებს და თავად პაციენტის სულისკვეთებას, მზაობას მუდმივი თანამშრომლობისათვის!

პირველი 5 დღე განეკუთვნება ინტენსიურ ფიზიოთერაპიულ კომპლექსურ მკურნალობას, რომელსაც უშუალოდ  კლინიკა “სერაფიტის” ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე უხელმძღვანელებს: ამ ეტაპზე მაქსიმალურად შესწავლილი იქნება პაციენტის სრული ფიზიოლოგია, საჭიროების შემთხვევაში, გაკეთდება ინექციები ანთებითი პროცესის ჩასაქრობად და ტკივილის ადრევე მოსახსნელად (ანოდინ დუალის და ყველა სხვა სახარჯი მასალის ფასი შედის პაკეტის ღირებულებაში).  კომბინირებულ ინტენსიურ თერაპიაში გათვალისწინებულია: ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია (ფონოფორეზი), ლაზეროთერაპია, ტრიგერული წერტილების აპარატული და მანუალური დამუშავება– ყველა ეს და სხვა შესაძლო პროცედურა (ვარჯიში, დაჭიმვა) შეირჩევა ბატონი ჯაბას მიერ ინდივიდუალურად პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით. ამ ეტაპის შემდეგ პაციენტს პრაქტიკულად აღარ ექნება ტკივილი და მისი ორგანიზმი მზად იქნება დაავადების საბოლოო კონტროლისთვის: დაიწყება 10-დღიანი კურსი სხეულის სრული და დაავადებული სეგმენტის- სამკურნალო მასაჟებით, კინეზოთერაპიით (ვარჯიშებით). თუ საჭიროება მოითხოვს, გაგრძელდება მედიკამენტოზური ფიზიოთერაპია (ფონოფორეზი).  კლინიკა “სერაფიტი” იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს (კარიპაინი, კარიპაზიმი, ფროენცი გელი, დიკულის მალამოები, ალოე ვერას თერმო-გელი და ა.შ )….

სრული პაკეტის ფასია მხოლოდ 900 ლარი !  ვიმეორებთ, ესაა 15 დღიანი სამკურნალო პაკეტის ფასი! მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ ეს ფასი. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით კომპანია “სვუპს”, რომლის ინტერნეტ-გვერდზეც რეგულარულად ხდება ჩვენი პრომო-აქციების რეკლამირება, აგრეთვე ჩვენს ერთგულ მეგობრებს.

ფიზიოთერაპია, მასაჟი, ვარჯიშები, ჯანსაღი ცხოვრების წესი!

ამაზე უკეთესი მეთოდები ხერხემლის მკურნალობისთვის არ არსებობს. მთავარია, სწორად შეარჩიოთ გარემო, სპეციალისტები და თავად იყოთ მზად ამისთვის!

აქციით (ზემოთ) სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

ყველა სხვა შემთხვევაში ისარგებლებთ 60 ლარიანი პაკეტით (ქვემოთ):

კონსულტაციის დაგეგმვა და დამატებითი შეკითხვები ტელეფონზე: 558-212-755

მისამართი: ჯანო ბაგრატიონ ის N5  (ყოფილი- ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 8ა )

არსებობს თუ არა გარანტია?

ჩვენი მკითხველი საზოგადოების და პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა გათვითცნობიერებული,  ინფორმირებული ადამიანები არიან.  მათ კარგად იციან, სათაურში გამოყვანილ კითხვაზე ძირითადად რა პასუხი აქვს კლასიკურ მედიცინას. დადებითი პასუხი რომ ჰქონდეს იმ კითხვას, აღარ იქნებოდა ამდენი წინასწარი ხელმოწერა სხვადასხვა პროცედურის წინ პაციენტის ან მისი ახლობლის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი გაეცნო მკურნალობის პირობებს და თანახმაა მასზე, მიუხედავად პოტენციური შედეგისა და ა.შ… დღეს არა მარტო სამკურნალო, არამედ მრავალ სპა-პროცედურებსაც უძღვის წინ ასეთი ხელმოწერები (მაგალითად: ლაზერული ეპილაცია, კავიტაცია, წონის საკორექციო პროცედურები…).

პაციენტს აუცილებლად სჭირდება იმედი. იმედი და რწმენა მკურნალობის ეფექტურობას აათმაგებს.  თუმცა ძალიან ძნელია გარანტიის მიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა ერთჯერადი აქტი კი არაა (მაგალითად, დაავადებული კბილის ამოღება), არამედ- დროში გაწელილი  პროცესია, რომელიც მოითხოვს პაციენტის მუდმივ სინერგასიას (თანამშრომლობას) იმ მეთოდთან, რასაც სთავაზობს მას მკურნალი. საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის დაავადებების უმრავლესობა ქრონიკული ხასიათისაა და მათი მკურნალობა სწორედ რომ ხანგრძლივ დროს, პერმანენტულ კომპლექსურ პროგრამას მოითხოვს.  სამწუხაროდ, შეუძლებელია ერთ დღეში (თუნდაც 10 დღეში) სრულად მოხდეს განკურნება დაავადებისა, რომელიც წლების განმავლობაში უსიმპტომოდ ან შედარებით ადვილად ასატანი დისკომფორტით ყალიბდებოდა.

ავიღოთ ხერხემლის მალთაშუა თიაქრის მკურნალობა. დაავადებაში ერთბაშად ჩართულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც იწვევს მის ესკალაციას: დისკის კომპრესია, ძვლების სტრუქტურის რღვევა, მიოფასციალური სინდრომი, ტრიგერული წერტილები, ანთება, ნევრალგია, დისკის პროლაფსი და ა.შ. ჩვენ გვაწუხებს მხოლოდ ტკივილი და გვინდა, რაც შეიძლება, სწრაფად გავთავისუფლდეთ მისგან. ტკივილის მოხსნა მრავალი რამით შეიძლება…არსებობს მონოშემადგენლობის ეფექტური მედიკამენტები, კოქტეილებიც…3-5 ჯერ ასეთი წამლის მიღებაც კი საკმარისია ტკივილის მოსახსნელად. ხშირად ამას აკეთებენ კიდეც მავანნი, ერთს დააჭერენ ხერხემალზე “გამოვარდნილი დისკის” ჩასმის მიზნით და …მკურნალობაც მთავრდება. ჩემთან ბევრი დარწმუნებით ჰყვება, როგორ “ჩაუსვეს” დისკი, თან იკეთებდა კოქტეილს “ანოდინ დუალს”, რომ კუნთები მოდუნებულიყო და დისკიც უფრო ადვილად ჩასმულიყო და ა.შ…ზოგს ეს “ჩასმა” თვეები ჰყოფნის, ზოგს- წელიც…სამაგიეროდ, იმ ერთი წლის შემდეგ დაწყებული ტკივილები უფრო ვერაგი ხდება, რადგან თიაქრის ზომა უკვე თითქმის გაორმაგებულია!

სამწუხაროდ, ხშირად უშედეგოდ მთავრდება ოპერაციაც. ამის მიზეზი სულაც არაა ქირურგის დაბალი კვალიფიკაცია, პირიქით, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა: საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის მინიმუმ 5 ნეიროქირურგი! ოპერაციის შედეგად საერთოდ არ იცვლება ის გარემო და მიზეზები, რამაც განაპირობა თიაქრის ჩამოყალიბება, არ ხდება ოპერირებული დისკის გარდა დაავადებული სხვა დისკების მკურნალობა, ამიტომ ბუნებრივია,  დარჩენილი მიზეზები განაპირობებს ისევ: ტკივილს, დაავადების ესკალაციას.

შუახნის მამაკაცი მოვიდა კონსულტაციაზე, ნაოპერაციები (ოპერაციიდან 5 თვე იყო გასული). ცალი ფეხი გაშეშებული ჰქონდა თითქმის, უჩიოდა წელში მცირე ტკივილს, მაგრამ ფეხში სრულ დაბრუჟებას, თითებში ტკივილს.  მეორედ დავიბარე და ვსთხოვე, მოეტანა მისივე ქირურგის დანიშნულება შერჩეული ფიზიოპროცედურების შესახებ. მოიტანა (ელექტროფორეზი კარიპაზიმით, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერა, მსუბუქი მასაჟი). დიდებული დანიშნულება იყო. რეალურად ეს კომპლექსური პროგრამა მთელი წელის სეგმენტის მკურნალობისკენ იყო მოწოდებული (ისრაელში, გერმანიაში და ალბათ ბევრგან ამ პროცედურებს უტარებენ თიაქრიან პაციენტებს და თუ ყველა კონსერვატიული მეთოდის შემდეგ დაავადება უკან არ დაიხევს, მხოლოდ მაშინ ინიშნება ოპერაცია. ამ პროცედურების შემდეგ ოპერაცია უფრო ეფექტურია, ვინაიდან იგი ხდება ნამკურნალებ სეგმენტში!).  შევთანხმდით დროზე იმ შუახნის მამაკაცთან. მოვიდა დათქმულ დროს. შემოსასვლელშივე მეუბნება: “ბატონო ჯაბა, მე მჭირდება გარანტია, რომ ამ პროცედურების შემდეგ ფეხის დაბრუჟება გამივლის!”. ამ თემაზე ნასაუბრები გვქონდა. მე ვუპასუხე: “ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ამ პროცედურებს ჩაგიტარებთ უმაღლეს პროფესიულ დონეზე, საუკეთესო აპარატებით და კარგი სპეციალისტის მეთვალყურეობით”. მოკლედ, მამაკაცი დაჟინებით ითხოვდა სხვა გარანტიას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივეცი! ბოდიში მოვუხადე და ჩემი სამუშაო კაბინეტისკენ წავედი, სადაც თავად სხვა პაციენტი მელოდებოდა.

დიახ, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა შესაძლებელია! და ხდება კიდეც წარმატებით! უმრავლეს შემთხვევაში, თუ პაციენტი სწორად შეარჩევს შესაბამის გარემოს, ხერხემლის პათოლოგიები უკან იხევს. საბედნიეროდ, საქართველოში  არიან ასეთი დაწესებულებები, გონიერი მკურნალები, რომლებიც სწორედ კომპლექსურ მკურნალობას და მუდმივი სინერგასიას სთავაზობენ პაციენტებს. როცა იცი, რომ ქრონიკული დაავადება გაქვს და ხანგრძლივ პერმანენტულ მკურნალობას საჭიროებ; როცა იცი, რომ ვარჯიშები აუცილებელია შენი ხერხემლისთვის სიცოცხლის ბოლომდე; როცა იცი, რომ მასაჟი და ფიზიოთერაპია ლამის ძირითადი მეთოდია დაზიანებული სხეულის (არა მარტო-სეგმენტის) სამკურნალოდ და მაინც: მიდიხარ ვიღაცასთან , ერთ (თუნდაც ორ) დღეში მომარჩენსო, ან უბრალოდ ირჩევ არაადექვატურ მეთოდს (ნუ მეტყვით, ფინანსების გამო ვაკეთებთ ამასო- ეგ არაფერ შუაშია. ფულის გარეშე არავინ მიგიღებთ-არც “დისკს ჩაგისვამენ”, არც-მალამოთი დაგზილავენ…), მაშინ საკუთარი ჯანმრთელობის მომავალზე შენც აგებ პასუხს!

ეს როგორ? – იკარგება ძვირფასი დრო. კომპლექსური მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო საწყის ეტაპზე იწყება იგი (როგორც- ყოველთვის). კომპლექსურ მკურნალობას შედეგი ყველა ეტაპზე აქვს, მაგრამ უფრო ნაკლები რაოდენობა სეანსების კურსში, უფრო ნაკლები კურსი წელიწადში სჭირდება საწყის ეტაპზე, ვიდრე – ერთჯერად აქტებით ტკივილარიდებული ხერხემლის უკვე გაზრდილი თიაქრების შემთხვევაში.

გარანტია? სად არის გარანტია?

აბსოლუტურად გვესმის პაციენტების, რადგან ნებისმიერი ექიმი თავადაც პაციენტია! მითუმეტეს – როცა საქმე ეხება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. მსოფლიოს სამედიცინო კვლევების მიხედვით მოსახლეობის 90% -ს აწუხებს წელის ტკივილი (სხვადასხვა ხარისხის) – ან დანარჩენი 10% სად მონახეს. 🙂  მკურნალების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ამ მეთოდების სიკეთე. აღარაფერს ვამბობ პროფესიულ გამოცდილებაზე. მყოლია პაციენტები, რომლებიც მხოლოდ მასაჟით და ვარჯიშებით გამოჯანმრთელებულან. ისეთებიც მყოლია, მხოლოდ სამი კურსი დასჭირვებია ელექტროფორეზის… ერთი ოჯახიდან იყო სამი ადამიანი, თავიანთი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მოვიდნენ: ულტრაბგერითი ფონოფორეზი ჰქონდათ გამოწერილი გიდროკორტიზონით (ერთ პროცედურაში 11 ლარს იხდიდა თითოეული!). მე სკეპტიკურად შევხედე თავდაპირველად, მაგრამ … ეყოთ! მორჩნენ!

მკურნალის სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა კმაყოფილ პაციენტს ხედავს! მე ბედნიერი ვარ მათი ბედნიერებით. ეს ვერაფრით გადასწონის აღებულ თანხას, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ძვირადღირებულ ფიზიოთერაპიულ აპარატებს და სახარჯ მასალას ხმარდება.  

თუ პასუხისმგებლობას ორივე მხარე აიღებს- გარანტიის გაცემაც შეიძლება!

            ვითანამშრომლოთ!

ჯაბა კოხრეიძე.

კლინიკა “სერაფიტის” წამყვანი სპეციალისტი.   ელ-ფოსტა : serafiti.centr@yahoo.com

მისამართი: თბილისი. ჯანო ბაგრატიონის N 5. (მეტრო სამედიცინო). ტ.558-212-755

სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობის პაკეტები

გთავაზობთ ოსტეოქონდროზის და თიაქარის,ხერხემლის და ზოგადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობის პაკეტებს: გადახედეთ თქვენს დანიშნულებას, შეეკითხეთ მკურნალ ექიმს ან გაიარეთ კონსულტაცია (ფასი მხოლოდ 30 ლარი) ჩვენს ცენტრში, შეადარეთ ჩვენი ფასები და ხარისხი ანალოგიურ შეთავაზებებს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.ტელ:558-21-27-55, 293-05-46.

პაკეტი N1.paket-n1

კარიპაზიმი მიჩნეულია ხერხემლის დისკოგენური, აგრეთვე სახსრების დაავადებების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ წამლად. ელექტროფორეზის გზით კარიპაზიმი ღრმად აღწევს დაზიანებულ უბანში და იწვევს დეგენერირებული დისკის აღდგენა-რეგენერაციას. უამრავი ფაქტი არსებობს სამედიცინო პრაქტიკაში კარიპაზიმით ურთულესი დაავადებების (ოსტეოქონდროზი, თიაქარი, ართროზი…) წარმატებული მკურნალობისა. N1 ეკონომპაკეტი ითვალისწინებს პროცედურის ჩატარებას 4 ელექტროდიანი ელექტროფორეზის და გალვანიზაციის აპარატით, ფასი მოქმედებს სრული კურსის ღირებულების ერთიანი გადახდის შემთხვევაში.❤️

___________________________________________________________________

პაკეტიN2

paker-n2

მორიგი ეფექტური, ეკონომიური პაკეტია N3 მომსახურების კომპლექსი: ქვანტური ლაზეროთერაპია 21-ე საუკუნის სამედიცინო ტექნოლოგიას მიეკუთვნება. პრობლემურ ზონაზე გაკეთებული ლაზერული აკუპუნქტურა აძლიერებს ელფორეზით დისკებამდე შეღწეული პაციენტის მიერ მოტანილი კარიპაზიმის ან სხვა მედიკამენტის მოქმედებას და ეფექტურობას, იწვევს აღდგენის შეუქცევად პროცესს, აძლიერებს ძვლოვან და ხრტილოვან სტრუქტურებს! პროცედურა სრულდება საუკეთესო ხარისხის თანამედროვე აპარატებით (მაგ. РИКТА-04-4). მესამე პროცედურა არის პაციენტისთვის შერჩეული უნივერსალური სამკურნალო ვარჯიშების სისტემა, რომლის ამობეჭდილ ვერსიასაც კურსის დასრულებამდე გადავცემთ მას. N1 და N2 პაკეტებით სამკურნალო კურსი რეკომენდირებული 15-20 სეანსით.

___________________________________________________________________

პაკეტი N3

paket-n3

ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ერთგვარად ექსკლუზიური პროდუქტია, რომელშიც  N2 პაკეტით გათვალისწინებულ პროცედურებს ემატება: ხერხემლის გაჭიმვა ინვერსიულ მაგიდაზე ან სპეციალურ ჰორიზონტალურ მოწყობილობაზე (ექიმის შერჩევით), ხერხემლის დეკომპრესია სპეციალურ კორექტორზე. რეკომენდირებულია 10-15 სეანსი.

__________________________________________________________________

პაკეტი N4

paket-n4

სრული პაკეტი ძირითად ითვალისწინებს მანუალური და სამკურნალო მასაჟის დამატებას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებზე. თუ დისკოგენური დაავადებები (ოსტეოქონდროზი, თიაქარი) ვითარდება სქოლიოზის ან კიფოზის ფონზე, მასაჟების ჩართვა აუცილებელია კომპლექსურ მეთოდიკაში. ზოგადად მასაჟი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ლიმფურ ნაკადებს მთელს ორგანიზმში და განსაკუთრებით-დაზიანებულ უბნებში- ამიტომ მისი ჩართვა სამკურნალო სეანსში ეფექტურ შედეგებს იძლევა. ამ პაკეტის მფლობელთათვის გათვალისწინებულია სამჯერ ინფრაწითელი საუნით სარგებლობა.

მისამართი: თბილისი. ჯანო ბაგრატიონის N5. (მეტრო სამედიცინოსთან)

___________________________________________________________________

#ხერხემლისმკურნალობა, #თიაქარი, #ოსტექონდროზი, #სამკურნალომასაჟი