ელექტროფორეზი კარიპაზიმით თუ ფონოფორეზი კარიპაინით?

ელექტროფორეზი კარიპაზიმით თუ ფონოფორეზი კარიპაინით?!

ორივე ეს პროცედურა დღეს ითვლება ხერხემლის დისკოგენური დაავადებების (საერთო სახელი-სპონდილოზი)-ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, დისკოზი, თიაქარი…- ყველაზე ეფექტურ და საჭირო ფიზიოთერაპიულ პროცედურად. ექიმები მათ ნიშნავენ პრაქტიკულად პირველივე კონსულტაციებისას.  ფიზიოთერაპევტები ამ პროცედურებს ასევე უნიშნავენ დიდი ემბირიული (პროფესიული) გამოცდილების საფუძველზე.

და მაინც: რომელია უფრო ეფექტური? მითუმეტეს, პრაქტიკულად კარიპაინის და კარიპაზიმის ქიმიურ-ბიოლოგიური შემადგენლობა ერთნაირია!

შედარება გავაკეთოთ ცალკეული პარამეტრების მიხედვით:

1.შეღწევადობა: ელექტროფორეზით კარიპაზიმის იონები უფრო ღრმად შედის კანქვეშა ქსოვილებში და იქედან- მალთაშუა დისკებამდე. ცალკეული პაციენტისთვის (მაგალითად, მსუქნებისთვის, ვისთვისაც დაზიანებული დისკი უფრო დიდი მანძილითაა დაშორებული კანის ზედაპირიდან) ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

  1. მოქმედება სეგმენტზე. ფიზიოთერაპიული მკურნალობის დანიშნულება არის დაზიანების ეპიცენტრის (მალთაშუა დისკის) მიმდებარე სეგმენტის (ქსოვილების) მკურნალობაც, რათა ამ სეგმენტმა მომავალში დამოუკიდებლად შეძლოს დისკის ტროფიკა (კვება). ამ მხრივ ორივე პროცედურა სასარგებლოა: ელექტროფორეზი გალვანური დენის, ხოლო ფონოფორეზი -ულტრაბგერითი ენერგიის საშუალებით მოქმედებს დისკის მიმდებარე სეგმენტზე. თუმცა ფონოფორეზს აქვს უპირატესობა: ულტრაბგერის ეფექტი არის უფრო მამკურნებელი, გამაჯანსაღებელი, აღმდგენი. მეტიც: მაღალი ხარისხის აპარატის შემთხვევაში (როცა აპარატის თავაკის გაცხელებაა შესაძლებელი) მოსახერხებელია მოჭიმული კუნთების მოდუნება-ეს აუცილებელია, რადგან მეტწილ შემთხვევაში კისრის და წელის სპონდილოზების დროს კუნთებს ჰიპერტონუსი ახასიათებს!

3.კომფორტულობა.  ფონოფორეზი უფრო  კომფორტული პროცედურაა. პრაქტიკულად სასიამოვნოცაა, რასაც ვერ ვიტყვით ელექტროფორეზზე:  კარიპაზიმის იონები კანქვეშ შეყვანის პირველივე  წუთებიდან იწყებს  ქავილს, რასაც ბევრი ვერც  უძლებს და ფიზიოთერაპევტი იძულებულია, იმუშაოს დაბალი სიხშირით, რაც ამცირებს შეღწევადობას!!!

4.უკუჩვენებები.  საერთო  უკუჩვებების გარდა, რაც ახასიათებს ფიზიოთერაპიას, არსებობს განსხვავებებიც. მაგალითად, ბევრს აღენიშნება ჰემანგიომები ხერხემალში. ამ კეთილთვისებიან  წარმონაქმნს ზოგი მედიკოსი არანაირ საფრთხედ არ მიიჩნევს. თუმცა ჰემანგიომას მოფრთხილება სჭირდება და მისი ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის მრავალი შემთხვევა გვაქვს, რაშიც არასწორად შერჩეულ ფიზიოპროცედურებსაც შეუძლია წვლილის შეტანა. ჰემანგიომის დროს ელექტროფორეზი დაუშვებელია! ფონოფორეზი კი  მისაღებია!

  1. დოზირება. იმისთვის, რომ დისკის თიაქრმა შეწყვიტოს ზრდა, მეტიც, დაიწყოს სტაგნაცია და ზომებში შემცირებაც , რეკომენდირებულია დაზიანების ეპიცენტრში გარკვეული რაოდენობის (დოზის) კარიპაზიმის (კარიპაინის, საერთაშორისო დასახელება- პაპაია) მოხვედრა. ასეთ დოზად მიიჩნევა ელექტროფორეზის 20-30 პროცედურა, ულტრაბგერითი ფონოფორეზის შემთხვევაში კი-10-15 პროცედურა! ამის მიზეზებზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს (მთავარი კი ისაა, რომ კარიპაზიმის ფხვნილი იხსნება ფიზიოლოგიურ ხსნარში ან ნოვოკაინში, გალვანიზაციით იშლება იონებად და მთელი ამ პროცესის განმავლობაში იკარგება გარკვეული შიდა სტრუქტურული კომპონენტები).

             დასკვნა: ორივე ეს პროცედურა საჭიროა და ფიზიოთერაპიის თანამედროვე კაბინეტში მათ თანაბარი ადგილი უჭირავს.  მკურნალმა ექიმმა სწორად უნდა შეარჩიოს მათგან  კონკრეტული პაციენტისთვის საჭირო პროცედურა, გაითვალისწინოს რა ზემოთ ჩამოთვლილი ნიუანსები.

ჯამბულ (ჯაბა) კოხრეიძე

კლინიკა „სერაფიტის“ მთავარი       სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი.

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის N5. მეტრო სამედიცინო. ჯანმრთელობის ცენტრი “სერაფიტი”

ტელ.558-212-755