15 დღიანი მკურნალობის პაკეტი – სრულყოფილი და ეფექტური მკურნალობა!

2020 წლიდან კლინიკა “სერაფიტში” დავნერგეთ 15 დღიანი კომპლექსური სამკურნალო პაკეტი საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი ფასებით და ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული გარემოთი (აპარატურა, სპეციალისტები). პაციენტმა უნდა იცოდეს, რას ვთავაზობთ მას კონკრეტულად ამ პაკეტით, გაიაზროს პროცედურების მნიშვნელობა და რწმენით დაიწყოს ხერხემლის მკურნალობა, რომელშიც თანაბარი მნიშვნელობა აქვს მკურნალის შერჩეულ პროცედურებს და თავად პაციენტის სულისკვეთებას, მზაობას მუდმივი თანამშრომლობისათვის!

პირველი 5 დღე განეკუთვნება ინტენსიურ ფიზიოთერაპიულ კომპლექსურ მკურნალობას, რომელსაც უშუალოდ  კლინიკა “სერაფიტის” ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე უხელმძღვანელებს: ამ ეტაპზე მაქსიმალურად შესწავლილი იქნება პაციენტის სრული ფიზიოლოგია, საჭიროების შემთხვევაში, გაკეთდება ინექციები ანთებითი პროცესის ჩასაქრობად და ტკივილის ადრევე მოსახსნელად (ანოდინ დუალის და ყველა სხვა სახარჯი მასალის ფასი შედის პაკეტის ღირებულებაში).  კომბინირებულ ინტენსიურ თერაპიაში გათვალისწინებულია: ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია (ფონოფორეზი), ლაზეროთერაპია, ტრიგერული წერტილების აპარატული და მანუალური დამუშავება– ყველა ეს და სხვა შესაძლო პროცედურა (ვარჯიში, დაჭიმვა) შეირჩევა ბატონი ჯაბას მიერ ინდივიდუალურად პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით. ამ ეტაპის შემდეგ პაციენტს პრაქტიკულად აღარ ექნება ტკივილი და მისი ორგანიზმი მზად იქნება დაავადების საბოლოო კონტროლისთვის: დაიწყება 10-დღიანი კურსი სხეულის სრული და დაავადებული სეგმენტის- სამკურნალო მასაჟებით, კინეზოთერაპიით (ვარჯიშებით). თუ საჭიროება მოითხოვს, გაგრძელდება მედიკამენტოზური ფიზიოთერაპია (ფონოფორეზი).  კლინიკა “სერაფიტი” იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს (კარიპაინი, კარიპაზიმი, ფროენცი გელი, დიკულის მალამოები, ალოე ვერას თერმო-გელი და ა.შ )….

სრული პაკეტის ფასია მხოლოდ 470 ლარი !  მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ ეს ფასი. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით კომპანია “სვუპს”, რომლის ინტერნეტ-გვერდზეც რეგულარულად ხდება ჩვენი პრომო-აქციების რეკლამირება, აგრეთვე ჩვენს ერთგულ მეგობრებს.

ფიზიოთერაპია, მასაჟი, ვარჯიშები, ჯანსაღი ცხოვრების წესი!

ამაზე უკეთესი მეთოდები ხერხემლის მკურნალობისთვის არ არსებობს. მთავარია, სწორად შეარჩიოთ გარემო, სპეციალისტები და თავად იყოთ მზად ამისთვის!

აქციით (ზემოთ) სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

ყველა სხვა შემთხვევაში ისარგებლებთ 60 ლარიანი პაკეტით (ქვემოთ):

კონსულტაციის დაგეგმვა და დამატებითი შეკითხვები ტელეფონზე: 558-212-755

მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან).

არსებობს თუ არა გარანტია?

ჩვენი მკითხველი საზოგადოების და პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა გათვითცნობიერებული,  ინფორმირებული ადამიანები არიან.  მათ კარგად იციან, სათაურში გამოყვანილ კითხვაზე ძირითადად რა პასუხი აქვს კლასიკურ მედიცინას. დადებითი პასუხი რომ ჰქონდეს იმ კითხვას, აღარ იქნებოდა ამდენი წინასწარი ხელმოწერა სხვადასხვა პროცედურის წინ პაციენტის ან მისი ახლობლის მხრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი გაეცნო მკურნალობის პირობებს და თანახმაა მასზე, მიუხედავად პოტენციური შედეგისა და ა.შ… დღეს არა მარტო სამკურნალო, არამედ მრავალ სპა-პროცედურებსაც უძღვის წინ ასეთი ხელმოწერები (მაგალითად: ლაზერული ეპილაცია, კავიტაცია, წონის საკორექციო პროცედურები…).

პაციენტს აუცილებლად სჭირდება იმედი. იმედი და რწმენა მკურნალობის ეფექტურობას აათმაგებს.  თუმცა ძალიან ძნელია გარანტიის მიცემა იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობა ერთჯერადი აქტი კი არაა (მაგალითად, დაავადებული კბილის ამოღება), არამედ- დროში გაწელილი  პროცესია, რომელიც მოითხოვს პაციენტის მუდმივ სინერგასიას (თანამშრომლობას) იმ მეთოდთან, რასაც სთავაზობს მას მკურნალი. საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის დაავადებების უმრავლესობა ქრონიკული ხასიათისაა და მათი მკურნალობა სწორედ რომ ხანგრძლივ დროს, პერმანენტულ კომპლექსურ პროგრამას მოითხოვს.  სამწუხაროდ, შეუძლებელია ერთ დღეში (თუნდაც 10 დღეში) სრულად მოხდეს განკურნება დაავადებისა, რომელიც წლების განმავლობაში უსიმპტომოდ ან შედარებით ადვილად ასატანი დისკომფორტით ყალიბდებოდა.

ავიღოთ ხერხემლის მალთაშუა თიაქრის მკურნალობა. დაავადებაში ერთბაშად ჩართულია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც იწვევს მის ესკალაციას: დისკის კომპრესია, ძვლების სტრუქტურის რღვევა, მიოფასციალური სინდრომი, ტრიგერული წერტილები, ანთება, ნევრალგია, დისკის პროლაფსი და ა.შ. ჩვენ გვაწუხებს მხოლოდ ტკივილი და გვინდა, რაც შეიძლება, სწრაფად გავთავისუფლდეთ მისგან. ტკივილის მოხსნა მრავალი რამით შეიძლება…არსებობს მონოშემადგენლობის ეფექტური მედიკამენტები, კოქტეილებიც…3-5 ჯერ ასეთი წამლის მიღებაც კი საკმარისია ტკივილის მოსახსნელად. ხშირად ამას აკეთებენ კიდეც მავანნი, ერთს დააჭერენ ხერხემალზე “გამოვარდნილი დისკის” ჩასმის მიზნით და …მკურნალობაც მთავრდება. ჩემთან ბევრი დარწმუნებით ჰყვება, როგორ “ჩაუსვეს” დისკი, თან იკეთებდა კოქტეილს “ანოდინ დუალს”, რომ კუნთები მოდუნებულიყო და დისკიც უფრო ადვილად ჩასმულიყო და ა.შ…ზოგს ეს “ჩასმა” თვეები ჰყოფნის, ზოგს- წელიც…სამაგიეროდ, იმ ერთი წლის შემდეგ დაწყებული ტკივილები უფრო ვერაგი ხდება, რადგან თიაქრის ზომა უკვე თითქმის გაორმაგებულია!

სამწუხაროდ, ხშირად უშედეგოდ მთავრდება ოპერაციაც. ამის მიზეზი სულაც არაა ქირურგის დაბალი კვალიფიკაცია, პირიქით, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა: საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის მინიმუმ 5 ნეიროქირურგი! ოპერაციის შედეგად საერთოდ არ იცვლება ის გარემო და მიზეზები, რამაც განაპირობა თიაქრის ჩამოყალიბება, არ ხდება ოპერირებული დისკის გარდა დაავადებული სხვა დისკების მკურნალობა, ამიტომ ბუნებრივია,  დარჩენილი მიზეზები განაპირობებს ისევ: ტკივილს, დაავადების ესკალაციას.

შუახნის მამაკაცი მოვიდა კონსულტაციაზე, ნაოპერაციები (ოპერაციიდან 5 თვე იყო გასული). ცალი ფეხი გაშეშებული ჰქონდა თითქმის, უჩიოდა წელში მცირე ტკივილს, მაგრამ ფეხში სრულ დაბრუჟებას, თითებში ტკივილს.  მეორედ დავიბარე და ვსთხოვე, მოეტანა მისივე ქირურგის დანიშნულება შერჩეული ფიზიოპროცედურების შესახებ. მოიტანა (ელექტროფორეზი კარიპაზიმით, ლაზეროთერაპია, ულტრაბგერა, მსუბუქი მასაჟი). დიდებული დანიშნულება იყო. რეალურად ეს კომპლექსური პროგრამა მთელი წელის სეგმენტის მკურნალობისკენ იყო მოწოდებული (ისრაელში, გერმანიაში და ალბათ ბევრგან ამ პროცედურებს უტარებენ თიაქრიან პაციენტებს და თუ ყველა კონსერვატიული მეთოდის შემდეგ დაავადება უკან არ დაიხევს, მხოლოდ მაშინ ინიშნება ოპერაცია. ამ პროცედურების შემდეგ ოპერაცია უფრო ეფექტურია, ვინაიდან იგი ხდება ნამკურნალებ სეგმენტში!).  შევთანხმდით დროზე იმ შუახნის მამაკაცთან. მოვიდა დათქმულ დროს. შემოსასვლელშივე მეუბნება: “ბატონო ჯაბა, მე მჭირდება გარანტია, რომ ამ პროცედურების შემდეგ ფეხის დაბრუჟება გამივლის!”. ამ თემაზე ნასაუბრები გვქონდა. მე ვუპასუხე: “ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ამ პროცედურებს ჩაგიტარებთ უმაღლეს პროფესიულ დონეზე, საუკეთესო აპარატებით და კარგი სპეციალისტის მეთვალყურეობით”. მოკლედ, მამაკაცი დაჟინებით ითხოვდა სხვა გარანტიას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მივეცი! ბოდიში მოვუხადე და ჩემი სამუშაო კაბინეტისკენ წავედი, სადაც თავად სხვა პაციენტი მელოდებოდა.

დიახ, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა შესაძლებელია! და ხდება კიდეც წარმატებით! უმრავლეს შემთხვევაში, თუ პაციენტი სწორად შეარჩევს შესაბამის გარემოს, ხერხემლის პათოლოგიები უკან იხევს. საბედნიეროდ, საქართველოში  არიან ასეთი დაწესებულებები, გონიერი მკურნალები, რომლებიც სწორედ კომპლექსურ მკურნალობას და მუდმივი სინერგასიას სთავაზობენ პაციენტებს. როცა იცი, რომ ქრონიკული დაავადება გაქვს და ხანგრძლივ პერმანენტულ მკურნალობას საჭიროებ; როცა იცი, რომ ვარჯიშები აუცილებელია შენი ხერხემლისთვის სიცოცხლის ბოლომდე; როცა იცი, რომ მასაჟი და ფიზიოთერაპია ლამის ძირითადი მეთოდია დაზიანებული სხეულის (არა მარტო-სეგმენტის) სამკურნალოდ და მაინც: მიდიხარ ვიღაცასთან , ერთ (თუნდაც ორ) დღეში მომარჩენსო, ან უბრალოდ ირჩევ არაადექვატურ მეთოდს (ნუ მეტყვით, ფინანსების გამო ვაკეთებთ ამასო- ეგ არაფერ შუაშია. ფულის გარეშე არავინ მიგიღებთ-არც “დისკს ჩაგისვამენ”, არც-მალამოთი დაგზილავენ…), მაშინ საკუთარი ჯანმრთელობის მომავალზე შენც აგებ პასუხს!

ეს როგორ? – იკარგება ძვირფასი დრო. კომპლექსური მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო საწყის ეტაპზე იწყება იგი (როგორც- ყოველთვის). კომპლექსურ მკურნალობას შედეგი ყველა ეტაპზე აქვს, მაგრამ უფრო ნაკლები რაოდენობა სეანსების კურსში, უფრო ნაკლები კურსი წელიწადში სჭირდება საწყის ეტაპზე, ვიდრე – ერთჯერად აქტებით ტკივილარიდებული ხერხემლის უკვე გაზრდილი თიაქრების შემთხვევაში.

გარანტია? სად არის გარანტია?

აბსოლუტურად გვესმის პაციენტების, რადგან ნებისმიერი ექიმი თავადაც პაციენტია! მითუმეტეს – როცა საქმე ეხება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. მსოფლიოს სამედიცინო კვლევების მიხედვით მოსახლეობის 90% -ს აწუხებს წელის ტკივილი (სხვადასხვა ხარისხის) – ან დანარჩენი 10% სად მონახეს. 🙂  მკურნალების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ამ მეთოდების სიკეთე. აღარაფერს ვამბობ პროფესიულ გამოცდილებაზე. მყოლია პაციენტები, რომლებიც მხოლოდ მასაჟით და ვარჯიშებით გამოჯანმრთელებულან. ისეთებიც მყოლია, მხოლოდ სამი კურსი დასჭირვებია ელექტროფორეზის… ერთი ოჯახიდან იყო სამი ადამიანი, თავიანთი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მოვიდნენ: ულტრაბგერითი ფონოფორეზი ჰქონდათ გამოწერილი გიდროკორტიზონით (ერთ პროცედურაში 11 ლარს იხდიდა თითოეული!). მე სკეპტიკურად შევხედე თავდაპირველად, მაგრამ … ეყოთ! მორჩნენ!

მკურნალის სიხარულს საზღვარი არ აქვს, როცა კმაყოფილ პაციენტს ხედავს! მე ბედნიერი ვარ მათი ბედნიერებით. ეს ვერაფრით გადასწონის აღებულ თანხას, რომლის დიდი ნაწილი სწორედ ძვირადღირებულ ფიზიოთერაპიულ აპარატებს და სახარჯ მასალას ხმარდება.  

თუ პასუხისმგებლობას ორივე მხარე აიღებს- გარანტიის გაცემაც შეიძლება!

            ვითანამშრომლოთ!

ჯაბა კოხრეიძე.

კლინიკა “სერაფიტის” წამყვანი სპეციალისტი.   ელ-ფოსტა : serafiti.centr@yahoo.com

კლინიკა “სერაფიტის” სასწავლო ცენტრი

 

ინტენსიური სწავლების ლიდერი სასწავლო ცენტრი კლინიკა “სერაფიტი” საშუალებას აძლევს თითოეულ თქვენთაგანს, უმოკლეს დროში დაეუფლოს არჩეულ სპეციალობებს:
1. სამკურნალო და სპა მასაჟები (1500 ლარი).3-4 თვე.
2. კოსმეტოლოგიის სრული კურსი (1200 ლარი).3 თვე.
3. ელექტრო და ბიო ეპილაცია (300 ლარი).1 თვე
4.სამკურნალო მასაჟები (1200 ლარი).2-3 თვე
5.სპა მასაჟები (1200 ლარი).2 თვე
6.ფიზიოთერაპიის საფუძვლები (900 ლარი).1-2 თვე
7.მასაჟი და ფიზიოთერაპია (2000 ლარი).5 თვე
8.მანიკურ-პედიკურის სრული კურსი (1000 ლარი). 2თვე.
9. მეზოთერაპია. ფილერი (400-400 ლარი)1-2 თვე.
10.ლაზერული ეპილაციის კურსები. (400 ლარი).1 თვე.

11.ბიორევიტალიზაცია.(400 ლარი).1 თვე.

12.ბავშვის მასაჟი.სრული კურსი.(1-18 წლის ასაკი).(1000 ლარი)2-3 თვე.

13.აპარატული მასაჟი. (500 ლარი).1 თვე

14.კავიტაცია და რადიოლიფტინგი.(500 ლარი).ტრენინგი. 8-10 გაკვეთილი

15.სპორტული მასაჟი.(1000 ლარი). 2თვე.
შენიშვნა: ეპილაციის კურსი შედის კოსმეტოლოგიის სრულ კურსში თანხის დამატების გარეშე.

– ჩვენი პრიორიტეტია სწავლების ინდივიდუალური გრაფიკი და მეცადინეობები 1-2 კაციან ჯგუფებში, უწყვეტი თეორიულ-პრაქტიკული გაკვეთილები, რაც განაპირობებს პროფესიის მაღალ დონეზე დაუფლებას.

– საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გაკვეთილები ჩატარდება ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ვიდრე მოსწავლე ბოლომდე არ აითვისებს პროგრამას.

– მხოლოდ ჩვენთან: სწავლებას უძღვებიან მოქმედი და წარმატებული სპეციალისტები უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით.

– ჩვენ რეალურად ვეხმარებით დასაქმებაში ჩვენს კურსდამთავრებულებს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მათი პროფესიონალიზმით და წარმატებით, რადგან ისინი ჩვენი ბიზნეს-პარტნიორები ხდებიან სხვადასხვა მიმართულებით!

– მობრძანდით, დაესწარით პირველ მეცადინეობას უფასოდ, შეაფასეთ ჩვენი მეთოდიკა, გარემო, გაეცანით ჩვენს კურსდამთავრებულებს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.

_________________________________________________________________
ჩვენი მისამართებია: ყაზბეგის 8ა (ჯანო ბაგრატიონის ქ)-გრიგორ რობაქიძის უნივერსიტეტის წინ , “სერაფიტი”. ტელ: 293-05-46, 558-21-27-55 (მასაჟი), 555-37-48-42 (კოსმეტოლოგია). ჩვენი ფილიალის მისამართი ქუთაისში: ზვიად გამსახურდიას გამზირი (ყოფილი გორის ქუჩა) 19, ტელ:-599-31-01-91
_________________________________________________________________

_______________________________________________

პროგრამების ზოგადი მიმოხილვა

_______________________________________________
კლასიკური მასაჟის კურსები
კლასიკური მასაჟი -ესაა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ადაპტირებული, სამკურნალო და სარელაქსაციო მასაჟების საბაზო ტექნიკის ერთობლიობა.
კლასიკური მასაჟი – კლასიკური მასაჟი აერთიანებს მასაჟის წამყვან ეთნიკურ (ჩინურ, ტაილანდურ, შვედურ, რუსულ, ინდურ) სკოლებს, რისი დაუფლების შემდეგაც კურსდამთავრებული შეძლებს მთელი სხეულის მასაჟის (ზურგი, ხელები, მუცელი, ფეხები, ტერფები, მტევნები, თავი, სახე) შესრულებას.
კლასიკური მასაჟის კურსი კლინიკა „სერაფიტში“ – ესაა მასაჟის 40-ზე მეტი ილეთის მაღალ პროფესიულ დონეზე სწავლება და შესრულება ყოველდღიური პრაქტიკით ცოცხალ ობიექტებზე (და არა-მულაჟებზე).
ლიდერ სასწავლო ცენტრში სწავლება თქვენ მოგცემთ საშუალებას, გახდეთ წარმატებული და პროფესიონალი სპეციალისტები, რომლებზეც მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

კურსი ერთთვიანია და 12 გაკვეთილს მოიცავს, თითოეული 2 საათის (მინიმუმ) ხანგრძლივობით. გახსოვდეთ: კლასიკური მასაჟი საფუძველია ყველა სახეობის სამკურნალო და სარელქსაციო-სპა მასაჟებისა!
კურსს უშუალოდ ხელმძღვანელობს ექიმი-ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე და დეტალებზეც მას დაუკავშირდით: 558-21-27-55.

____________________________________________________________________________________________

ფიზიოთერაპია

თანამედროვე მედიცინაში და ზოგადად გამაჯანსაღებელ კომპლექსურ პროგრამებში ფიზიოთერაპია სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს. ფიზიოთერაპია ფართოდაა წარმოდგენილი უკვე არამარტო წმინდა სამკურნალო პროფილის დაწესებულებებში (საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, ჰოსპიტლები), არამედ- ესთეტიკურ ცენტრებში, სილმამაზის სალონებშიც კი. აღარაფერს ვამბობ სანატორიულ-საკურორტო-სასტუმრო დაწესებულებებში, სადაც ფიზიოთერაპიას გარკვეული ტრადიციებიც აქვს.

კლინიკა “სერაფიტი” უზრუნველჰყოფს უმოკლეს ხანში ინდივიდუალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენი სერთიფიცირებული თავისუფლად დაიწყებს მუშაობას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციაში!

ჩვენს სასწავლო პროგრამაშია:

* ელექტროფორეზი და გალვანიზაცია.

* ულტრაბგერითი თერაპია და ფონოფორეზი.

* ქვანტური ლაზეროთერაპია.

*ელექტროთერაპია, ელექტროსტიმულაცია და დიოდინამიური დენები.

* ფიზიოთერაპიული კომბაინები და მონოაპარატები.

* დარსონვალიზაცია.

* სთოუნ-თერაპია.

* ვაკუუმ-თერაპია.

* კავიატაცია.

* რადიო-ლიფტინგი.

* კრიოთერაპია.

* G5, GVK3 და LPG მასაჟორები და მასაჟი.

კურსს უძღვება ექიმი-ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე (ტელ.558-212-755)

მიიღე სწორი გადაწყვეტილება და დღესვე დაიწყე შენი წარმატება!

_________________________________________________________________________________________________

კოსმეტოლოგიის სრული კურსი

ამ მიმართულებით უკვე 200-მდე სერთიფიკატი გავეცით და აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებული სპეციალისტია, რომლებიც მუშაობენ არამარტო საქართველოში, არამედ-ევროპასა და აშშ-შიც. ჩვენ ვამაყობთ მათით. კლინიკა “სერაფიტში” პრაქტიკული კოსმეტოლოგიის კურსს დასაწყისიდანვე უძღვება კლინიკის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ქალბატონი მარინა ჩხობაძე (ტელ.555-374-842).

შეისწავლება:

  1. კოსმეტიკური კაბინეტის მოწყობილობა და ავეჯი
  2. პირისახის კანი
  3. კანის ტიპები
  4. პირისახის დეფექტები

5.პირისახის ზედაპირული წმენდა

  1. პირისახის ღრმა წმენდა
  2. პილინგი
  3. ძვირფასი კოსმეტიკა – ოქროს ნიღბები
  4. სკრაბერით წმენდა

(ულტრაბგერითი წმენდა) და ლიფთინგი – მასაჟი

  1. მედიკამენტები
  2. მკვებავი ყველა ტიპის კანისათვის

12.სახის მასაჟი

13.ელექტროეპილაცია

  1. ბიოეპილაცია.  __________________________________________________________________________________________                                     სპორტული მასაჟი_     (საპროგრამო  საკითხები):   კლასიკური მასაჟის მიმოხილვა, სპორტული მასაჟის ძირითადი ილეთები, კონცეფცია და იდეოლოგია; კუნთის ტონუსის რაობა; კუნთის სტიმულაციის და მოდუნების დიფერენცირებული მასაჟი და ილეთების კლასიფიკაცია; კუნთის აპარატული დამუშავების მექანიზმები; ელექტროსტიმულაცია; რეალქსის ფიზიოთერაპია; სტიმულაციის ფიზიოთერაპია.  _________________________________________________________________________________________

15 დღიანი სამკურნალო პაკეტი მხოლოდ 350 ლარად!

15 დღიანი მკურნალობა – მხოლოდ 350 ლარად!

☝️ ოსტეოქონდროზის, თიაქრის, ართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური და სრულფასოვანი მკურნალობა კომპლექსური მეთოდით!

✌️პაკეტში შედის:

1. ელექტროფორეზის 15 პროცედურა ექიმის მიერ დანიშნული და პაციენტის მიერ მოტანილი ნებისმიერი პრეპარატით!

2. ქვანტური ლაზეროთერაპიის 15 პროცედურა!

3. აპარატული მასაჟი – 10 პროცედურა!

4. მანუალური (ხელით) მასაჟი- 5 პროცედურა!

5. სამკურნალო ვარჯიშები (კინისოთერაპია) -საჭირო რაოდენობით, მინიმუმ 7 დღე!

6.ხერხემლის დაჭიმვა- 10 პროცედურა!

🙏თითოეული ვიზიტის (სეანსის) ხანგრძლივობაა ერთი საათი.

❤️ გააკეთე სწორი არჩევანი!

☎️558 212 755

http://www.massagetbilissi.wordpress.com

პროცედურები. ფასები.აქციები

  1. აქცია: 50%-იანი ფასდაკლება კომპლექსურ ერთსაათიან ვიზიტზე:                         ერთსაათიანი სეანსი მხოლოდ 30 ლარად! (ნაცვლად 60 ლარისა!).                                    სეანსში შედის 3 უმნიშვნელოვანესი პროცედურა თქვენი ხერხემლისთვის (ოსტექონდროზის, სპონდილოართროზის, სპონდილოართრიტის, თიაქრის – ზოგადად- დისკოზის დროს):                                                                                                    1. ელექტროფორეზი კარიპაზიმით (ოთხ ელექტროდიანი უახლოესი აპარატით)    2.  ფიზიოთერაპიული-აპარატული მასაჟი (ამერიკული სუპერ აპარატით-G5 GK3)     და             3. ხერხემლის მშრალი გაჭიმვა!                                                                       რეკომენდირებულია მინიმუმ 10 სეანსი (300 ლარი).  ფასში შედის ყველა სახარჯი მასალა!!!     აქციით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ამ პირობით: გადარიცხეთ თანხა “ბარათიდან ბარათზე” (https://tbcpay.ge/transfer/card) ჩვენს მიერ სატელეფონო (558-212-755) ან ელექტრონული (serafiti.centr@yahoo.com) კომუნიკაციით მოწოდებულ რეკვიზიტებზე და მიიღეთ ერთჯერადი სასაჩუქრე კოდი!                                                                                30l super paket G5 __________________________________________
  2.     ფეხების (ქვედა კიდურების) კომპლექსური მკურნალობა ქვედა კიდურების ჯანმრთელობა ტოლფასია მთელი სხეულის ჯანმრთელობისა!

👉 ეს დიდი სეგმენტი მოიცავს 6 დიდ სახსარს, არტერიებისა და ვენების ყველაზე რთულ მონაკვეთს, წელის სეგმენტთან უშუალოდ დაკავშირებულ ნერვულ და კუნთოვან სისტემებს- სხეულის ჯანმრთელობა ნიშნავს ფეხებზე მყარად დგომას!!!

☝️ 1. ქვედა კიდურების მანუალური მასაჟი (20 წთ) – 20 ლარი.

2.აპარატული მასაჟი (10 წთ)- 10 ლ.

3. ელექტროთერაპია (15 წთ)- 10ლ.

4.გაჭიმვა და ვარჯიშები (20 წთ)-10ლ.

❤️ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ან რეკომენდირებული პროცედურა ან შეიძინეთ სრული პაკეტი ბონუსით: სპეციალურად თქვენი სახსრებისთვის შერჩეული საკვები დანამატები Forever Living Products – ალოე ვერასგან!!!

☎️ 558.212.755 კლინიკა სერაფიტი

——————————————————————-

 

მასაჟის და ფიზიოთერაპიის კურსები

Continue reading მასაჟის და ფიზიოთერაპიის კურსები

სახის მასაჟი

🌹👩‍⚖️ აქცია კლინიკა სერაფიტიში: 5 პროცედურა სახის მასაჟის მხოლოდ 65 ლარად! + ბონუსი: სპეციალურად თქვენთვის შერჩეული სახის კანის მკვებავი გელი მარინა ჩხობაძისგან!

☎️ 555 374842

დეტალები👇🏿👇🏿

👉სახის მასაჟი: სარგებლობა,შედეგი და უკუჩვენებები

———

სახის კანი ყოველთვის მოვლილი და მკვრივი რომ იყოს, აუცილებელია მისი სწორი მოვლა. მოვლის ერთ–ერთი ხერხია მასაჟი. გარდა იმისა რომ ეს არის შესანიშნავი პრევენციული მეთოდი, მასაჟი ასევე აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უწყობს სილამაზის აღდგენას.

✌️რით არის სასარგებლო მასაჟი?

მასაჟის სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს ლიმფური დინების გააქტიურებაში და ქსოვილებისთვის სისხლის მიწოდების გაუმჯობესებაში . ამავდროულად , მნიშვნელოვანია რომ არ გაიწელოს კანის ნაზი ზედაპირი , რომელიც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს სხვადასხვა ფიზიკურ ზემოქმედებაზე.

☝️უკუჩვენებები

—————

მასაჟის ჩატარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახის ზედაპირზე არ აღინიშნება არანაირი ანთებითი პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში მასაჟი გამოიწვევს მდგომარეობის გამწვავებას. ასევე სახის მასაჟი უკუნაჩვენებია ადამიანებისთვის , რომლებსაც ახასიათებთ კუპეროზისადმი მიდრეკილება.

❤️მასაჟის ტექნიკა

———————-

მასაჟს ატარებენ სპეციალურად შემუშავებული ტექნიკით. მსუბუქი მოსრიალე მოძრაობები,რომლებიც მიმართულია მასაჟის ხაზების გასწვრივ არ წელავენ კანს, პირიქით უფრო ამკვრივებენ და აჯანსაღებენ მას.

მასაჟისტთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ თქვენ გაგიქრებათ ტომრები თვალების ქვეშ, წვრილი ნაოჭების ქსელი და კანი გახდება ხავერდოვანი.მასაჟის სეანსის დროს მთლიანი სახე მუშავდება მცენარეული წარმოშობის ზეთებით, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მსუბუქ და ნაზ ზემოქმედებას კანზე, არამედ კვებავენ მას ვიტამინებით და აქტიური ნივთიერებებით.

თუ შევადარებთ მასაჟის კურსის შედეგს პლასტიკური ოპერაციის შედეგთან, შეიძლება ითქვას, რომ პირველ შემთხვევაში შედეგი არც თუ ისე ჩამორჩება.

👉სახის პროფესიული მასაჟის თავისებურებები

———————-

ყველა მანიპულაცია უნდა იყოს ჩატარებული მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის მიერ. დასაწყისისთვის , ექიმი შეისწავლის სახის რელიეფს,განსაზღვრავს პრობლემურ ზონებს, შემდეგ კი იწყებს მათ დამუშავებას სპეციალური მეთოდებით.პაციენტი ამ დროს არის წოლით მდგომარეობაში და მოხერხებულად წევს ტახტზე. თავიდან სეანსი გრძელდება 30 წუთი. მასაჟის პროცედურების კურსი მთლიანად უნდა ჩატარდეს და შემდეგ საჭიროა შესვენება და აღდგენა.

🌹🌹შედეგის ხანგრძლივობა.

———————————–

მასაჟის შედარება შეიძლება ფიტნესთან.თუ თქვენ მხოლოდ ერთხელ ივარჯიშებთ, შეიძენთ სასიამოვნო შეგრძნებებს და კუნთების ტონუსს.მაგრამ თუ თქვენ არ გააგრძელებთ ვარჯიშს, მთელი ეს შედეგი გაქრება.

თუ თქვენ დიდ ხანს დადიოდით ვარჯიშზე, მიაღწიეთ სასურველ შედეგს , თქვენ ეგრევე დაკარგავთ მიღწეულ შედეგს და ფორმას თუ არ გააგრძელებთ ვარჯიშს.

სახის მასაჟთანაც ანალოგიური სიტუაციაა.ერთხელ ჩატარებული მასაჟის დროს მიღებული შედეგი ნარჩუნდება მხოლოდ 3–4 დღე.

რომ მიიღოთ მუდმივი შედეგი ,უნდა გაიაროთ 10–15 პროცედურის შემცველი კურსი.მომავალში მასაჟის პროცედურები უნდა ჩატარდეს პერიოდულად – რამდენიმე თვეში ერთხელ, რომ შედეგი შენარჩუნდეს.

სახის მასაჟთან დაკავშირებული მანიპულაციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში,რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით. უკეთესი იქნება მიმართოთ კლინიკას, სადაც მოგემსახურებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები. ეს მოგცემთ იმის საშუალებას , რომ ერთი შენობიდან გაუსვლელად მიიღოთ კომპლექსური მომსახურეობა ,რომელიც მიმართული იქნება არა მხოლოდ კანის, არამედ მთლიანად ორგანიზმის აღსადგენად.

როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, სახის მასაჟის სისტემატიური ჩატარება უზრუნველყოფს გარეგნობის გაუმჯობესებას და გაახალგაზრდავებას , ხანში შესულ ადამიანებშიც კი.