თუ შენ არ გაქვს ხერხემლის პრობლემა, მაგრამ გაქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები:
-ქრონიკული დაღლილობა,
-ენერგიის და შრომისუნარიანობის შემცირება,
– თავის ტკივილი, -მხედველობის პრობლემები,
-გულის პრობლემები,
-წნევის, -ნერვოლოგიური პრობლემები და ა.შ. —ე.ი. შენ გაქვს ხერხემლის პრობლემა, უბრალოდ, ჯერ არ იცი, ანუ- აუცილებლად უნდა გამოიკვლიო ხერხემალი;
თუ შენ “ცოტა” – “ოდნავ” გაწუხებს ხერხემალი და გაქვს სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ჯანმრთელობის პრობლემა (თითქმის ნებისმიერი პრობლემა), ე.ი. შენ ძალიან გაწუხებს ხერხემალი და ჯერ არ იცი ამის შესახებ,
ამიტომ, მაინც: აუცილებლად უნდა გამოიკვლიო ხერხემალი და დაიწყო მკურნალობა.
პრობლემა მდგომარეობს მარტივ რამეში, რაზეც ყურადღებას არავინ ამახვილებს, თუნდაც 16 წელი გაატარო სწავლაში: 1) ხერხემალში გადის ცენტრალური ნერვული სისტემა2) ხერხემალში გადის ძირითადი არტერიები და სისხლძარღვები3) კისერიც ხერხემალია(!)4) ხერხემალს არ აქვს ტკივილის რეცეპტორები, ამიტომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადების წყარო, რადგან თავს იჩენს ძალიან გვიან ამიტომ, თუ შენ გაქვს ხერხემლის ელემენტარული პრობლემა, ეს შეიძლება ხელს უშლიდეს და აზიანებდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას და სისხლის ანუ ჟანგბადის მიმოქცევას.
ანუ, მაგალითად- ხერხემლის კისრის ნაწილის რაიმე პრობლემის დროს, ადამიანს ერღვევა ნერვული იმპულსების მოძრაობა ტვინიდან ორგანიზმში და – პირიქით.
ასევე ირღვევა სისხლის, ანუ ჟანგბადის მიწოდება ტვინში, რაც აქვეითებს ტვინის მუშაობას და მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას
ალბათ ყველა ძალიან მარტივად მიხვდება და გაიაზრებს, ამ ყველაფერმა რამდენი პრობლემები შეიძლება შეუქმნას ჯანმრთელობას და ადამიანის ცხოვრების ხარისხს…ამიტომ აუცილებელია ხერხემლის მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის- ეკრანთან გატარებული დროის კონტროლიც…😀
P.S. და კიდევ: პერიოდულად ეწვიეთ სამკურნალო- გამაჯანსაღებელ ცენტრებს, იმ რეაბილიტოლოგს, ვისაც ენდობით პროფესიული მომსახურების (მასაჟი, ფიზიოთერაპია) მისაღებად!!!

