კისრის და წელის თიაქრის დროს 👇🏿👇🏿

❤️ დაუკვირდით! ადვილად შესასწავლია! თუ ვერ გაიგებთ- მობრძანდით, გასწავლით კლინიკა “სერაფიტში”…ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ მოჭიმული კუნთების მოდუნებაში შესაბამის მასაჟთან ერთად!
♻️ ჰიპერტონუსი ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიზეზია…

✳️ვარჯიშები სრულდება ვერტიკალურ მდგომარეობაშიც- სკამზე ჯდომისას ან ფეხზე დგომისას.
☎️ 558-212-755

👌 კისრის თიაქრის სრულყოფილი მკურნალობა ფაქტიურად შეუძლებელია ფიზიოთერაპიის გარეშე. გამოიყენება როგორც მედიკამენტოზური, ასევე- არამედიკამენტური ფიზიოთერაპია. კონკრეტული მეთოდები უნდა შეარჩიოს მკურნალმა ექიმმა პაციენტის ანამნეზის მიხედვით. ფიზიოთერაპევტის ვალდებულებაა, სწორად ჩაატაროს სწორედ ეს დანიშნულება! 👇🏿👇🏿

15 დღიანი მკურნალობის პაკეტი – სრულყოფილი და ეფექტური მკურნალობა!

2020 წლიდან კლინიკა “სერაფიტში” დავნერგეთ 15 დღიანი კომპლექსური სამკურნალო პაკეტი საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი ფასებით და ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიული გარემოთი (აპარატურა, სპეციალისტები). პაციენტმა უნდა იცოდეს, რას ვთავაზობთ მას კონკრეტულად ამ პაკეტით, გაიაზროს პროცედურების მნიშვნელობა და რწმენით დაიწყოს ხერხემლის მკურნალობა, რომელშიც თანაბარი მნიშვნელობა აქვს მკურნალის შერჩეულ პროცედურებს და თავად პაციენტის სულისკვეთებას, მზაობას მუდმივი თანამშრომლობისათვის!

პირველი 5 დღე განეკუთვნება ინტენსიურ ფიზიოთერაპიულ კომპლექსურ მკურნალობას, რომელსაც უშუალოდ  კლინიკა “სერაფიტის” ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი ჯაბა კოხრეიძე უხელმძღვანელებს: ამ ეტაპზე მაქსიმალურად შესწავლილი იქნება პაციენტის სრული ფიზიოლოგია, საჭიროების შემთხვევაში, გაკეთდება ინექციები ანთებითი პროცესის ჩასაქრობად და ტკივილის ადრევე მოსახსნელად (ანოდინ დუალის და ყველა სხვა სახარჯი მასალის ფასი შედის პაკეტის ღირებულებაში).  კომბინირებულ ინტენსიურ თერაპიაში გათვალისწინებულია: ელექტროთერაპია, ულტრაბგერითი თერაპია (ფონოფორეზი), ლაზეროთერაპია, ტრიგერული წერტილების აპარატული და მანუალური დამუშავება– ყველა ეს და სხვა შესაძლო პროცედურა (ვარჯიში, დაჭიმვა) შეირჩევა ბატონი ჯაბას მიერ ინდივიდუალურად პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით. ამ ეტაპის შემდეგ პაციენტს პრაქტიკულად აღარ ექნება ტკივილი და მისი ორგანიზმი მზად იქნება დაავადების საბოლოო კონტროლისთვის: დაიწყება 10-დღიანი კურსი სხეულის სრული და დაავადებული სეგმენტის- სამკურნალო მასაჟებით, კინეზოთერაპიით (ვარჯიშებით). თუ საჭიროება მოითხოვს, გაგრძელდება მედიკამენტოზური ფიზიოთერაპია (ფონოფორეზი).  კლინიკა “სერაფიტი” იყენებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებს (კარიპაინი, კარიპაზიმი, ფროენცი გელი, დიკულის მალამოები, ალოე ვერას თერმო-გელი და ა.შ )….

სრული პაკეტის ფასია მხოლოდ 900 ლარი !  ვიმეორებთ, ესაა 15 დღიანი სამკურნალო პაკეტის ფასი! მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ ეს ფასი. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით კომპანია “სვუპს”, რომლის ინტერნეტ-გვერდზეც რეგულარულად ხდება ჩვენი პრომო-აქციების რეკლამირება, აგრეთვე ჩვენს ერთგულ მეგობრებს.

ფიზიოთერაპია, მასაჟი, ვარჯიშები, ჯანსაღი ცხოვრების წესი!

ამაზე უკეთესი მეთოდები ხერხემლის მკურნალობისთვის არ არსებობს. მთავარია, სწორად შეარჩიოთ გარემო, სპეციალისტები და თავად იყოთ მზად ამისთვის!

აქციით (ზემოთ) სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ ერთიანი გადახდის შემთხვევაში.

ყველა სხვა შემთხვევაში ისარგებლებთ 60 ლარიანი პაკეტით (ქვემოთ):

კონსულტაციის დაგეგმვა და დამატებითი შეკითხვები ტელეფონზე: 558-212-755

მისამართი: ჯანო ბაგრატიონ ის N5  (ყოფილი- ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 8ა )

10 დღიანი სამკურნალო პაკეტი მხოლოდ 500 ლარად! – მონახე ჩვენი აქცია www.swoop.ge-ზე.

10 დღიანი მკურნალობა – მხოლოდ 500 ლარად!

☝️ ოსტეოქონდროზის, თიაქრის, ართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტური და სრულფასოვანი მკურნალობა კომპლექსური მეთოდით!

✌️პაკეტში შედის:

1. ელექტროფორეზის 10 პროცედურა ექიმის მიერ დანიშნული და პაციენტის მიერ მოტანილი ნებისმიერი პრეპარატით.

2. ქვანტური ლაზეროთერაპიის 10 პროცედურა!

3. აპარატული მასაჟი – 10 პროცედურა!

4. მანუალური (ხელით) მასაჟი- 10 პროცედურა!

5. სამკურნალო ვარჯიშები (კინისოთერაპია) -საჭირო რაოდენობით, მინიმუმ 7 დღე!

6.ხერხემლის დაჭიმვა- 10 პროცედურა!

🙏თითოეული ვიზიტის (სეანსის) ხანგრძლივობაა მინიმუმ ერთი საათი.

❤️ გააკეთე სწორი არჩევანი!

☎️558 212 755

http://www.massagetbilissi.wordpress.com

 

პოსტები ფეისბუქიდან!

☝️იცოდი თუ არა, რომ 23-25 წლის ასაკიდან ხერხემლის მალთაშუა დისკში აღარ გადის მკვებავი ძარღვი და დისკის ტროფიკა (კვება) მხოლოდ დიფუზიის გზით ხდება მიმდებარე ქსოვილებიდან?!
👉 დისკის სრულფასოვანი კვება მხოლოდ ჯანსაღ კუნთებს, ჯანმრთელ მიმდებარე ქსოვილებს შეუძლიათ!
☝️☝️ მანუალური მასაჟი და თანამედროვე აპარატული GK3 მასაჟი- ყველაზე საუკეთესო გზაა ხერხემლის მიმდებარე კუნთებში სისხლის მიმოქცევის, ნივთიერებათა ცვლის და ლიმფური ნაკადების გაუმჯობესებისათვის, რაც თავის მხრივ დისკების კვების, გაუწყლოებისგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა!
❤️ ერთსაათიანი სამკურნალო- გამაჯანსაღებელი კომბინირებული (მანუალური და აპარატული- GK3) მასაჟი კლინიკა სერაფიტიში ღირს 50 ლარი!
☎️ 558-212-755
მისამართი: ალ. ყაზბეგის 8ა.”სერაფიტი” (ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან)

 

კლინიკა “სერაფიტის” შემეცნებითი, სარეკლამო თუ სასწავლო პოსტები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში. ჩვენი ერთგული მომხმარებლების და მეგობრების თხოვნით ვიწყებთ ამ პოსტების უფრო აკადემიურ და სტაბილურ სივრცეში განლაგებას, რათა ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის დროის და ხანდაზმულობის, ფეისბუქში გაწევრიანების მიუხედავად და ა.შ.

მაშ, ასე…დავიწყეთ:

——————————————————

👉იოგას ამ პოზას, ჩვენი ნორჩი მეგობრები პერსონალურ ტრენერ თამარ სიჭინავასთან ერთად რომ ასრულებენ, “ხე” ჰქვია!

☝️😳 პოზიცია ისე უნდა შევარჩიოთ, რომ იატაკისადმი პერპენდიკულარულ ერთ ხაზზე განლაგდეს: შეერთებული მტევნები, იდაყვები, ყურები,მხარ-ბეჭის სახსრები, მენჯ-ბარძაყის სახსრები, მუხლები და კოჭები!

☝️ასანში ყოფნის მინიმალური დროა- ერთი წუთი, რაც სხვა ვარჯიშებთან ერთად საკმარისია!

❤️❤️სხვა ვარჯიშებს კი მალე გავაცნობთ ჩვენს მეგობრებს!

☎️558 212 755

——————————————————–

👉ამ 2 თვლიან ვარჯიშს ხერხემლის მობილიზაციისთვის, ელასტიურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იდეალურია კიფოზ-სქოლიოზის დროსაც:

☝️თვლაზე “1”- ჩაისუნთქავთ, მაღლა ახედვით მაქსიმალურად ჩაზნიქავთ ხერხემალს-მუცლისკენ!

✌️თვლაზე “2”- ამოისუნთქავთ და მზერით მუხლებისკენ მაქსიმალურად აზნიქეთ ხერხემალი-ზურგისკენ!

✌️დაიწყეთ 5-5 ჯერ შესრულებით და მიაღწიეთ 12-15 ჯერ სწორად შესრულებას დღეში.

👍 ეს საკმარისია სხვა ვარჯიშებთან ერთად ხერხემლის ჯანმრთელობისთვის. სხვა ვარჯიშებს კი მალე შემოგთავაზებთ, მეგობრებო!

☎️ 558-212-755. კლინიკა “სერაფიტი”

——————————————————–

შეიძლება,თამამად ითქვას: “წყვილის მასაჟი” თბილისში პირველად სწორედ კლინიკა “სერაფიტში” დაინერგა 2012 წლიდან…მარტო კომპანია “სვუპმა” ამ მიმართულებით 250-მდე ვაუჩერი გაყიდა უმოკლეს ხანში. აუცილებელია დაჯავშნა წინასწარ, ვინაიდან ამ სეანსს სჭირდება ორი მასაჟისტი…

კვლავ გელით, დიდი სიყვარულით!

————————————————————–

G5 მასაჟორი – თბილისშია!

☝️ G5 GK3 – სუპერ-მასაჟორი 40 ბალიშიანი ელექტროთერაპიის (ელსტიმულაციის) აპარატით უკვე თბილისშია და, ცხადია,- ჩვენთან- კლინიკა “სერაფიტში”!

☝️ 5 უნიკალური მასაჟორი სხეულის სხვადასხვა სეგმენტისთვისაა გათვალისწინებული. რეგულირებადი სიხშირის ვიბრაცია რამდენიმე წუთში ხსნის დაძაბულობას და ტკივილს კუნთებში!

✌️ ჩვენ ახლა მეტი შეგვიძლია!

———————————————————–

👉 ულტრაბგერითი თერაპია -ფონოფორეზი ფიზიოთერაპიის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა!

✌️ფონოფორეზის დროს ხდება:

1.ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის შეყვანა დაავადების ეპიცენტრში ულტრაბგერითი ზემოქმედებით!

2. მოჭიმული კუნთის მოდუნება, დაზიანებული სეგმენტის ულტრაბგერითი დამუშავება!

🌷🌷 პროცედურა ძალიან სასიამოვნოა და ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ იგი პრემიუმ კლასის აპარატებით ტარდება!

🌲 საშობაო აქციის ფარგლებში კლინიკა სერაფიტი და სქოლიოზის მკურნალობა გთავაზობთ პროცედურას მხოლოდ 10 ლარად!

☎️ 558 212 755

 

———————————————————-

EMS ელექტროთერაპია:

1.ასტიმულირებს კანქვეშა სტრუქტურას!

2.აუმჯობესებს სეგმენტში სისხლის მიმოქცევას, ლიმფურ დრენაჟს, ნერვულ სისტემას- მთლიანად ტროფიკას!

3.წვავს ზედმეტ ცხიმებს სეგმენტში და მთელს სხეულზე (20-ბალიშიანი აპარატით GK-5).

☝️აქცია კლინიკა სერაფიტიში: ელექტროთერაპიის ერთი პროცედურა ყველა სახარჯი მასალით- მხოლოდ 10 ლარად!

☎️ 558-212-755

 


🙏 ვინ აგებს პასუხს სწორად შერჩეულ სამკურნალო გეგმაზე?
☝️ცნობილი გერმანელი ნევროლოგის კარლ-იოჰან რამბერგის (Dr. Carl-Johan Ramberg) პასუხი ასეთია: პირველ რიგში, ცხადია, მკურნალი ექიმი და მეორე რიგში- პაციენტი!
🧐 რა შუაშია პაციენტი?
👉 რამბერგი: “ბევრი დაავადება, მაგალითად ხერხემლის დისკოგენური პათოლოგიები-სპონდილოზი (იგივე: ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, თიაქარი) არის ქრონიკული ხასიათის და მოითხოვს ხანგრძლივ კომპლექსურ მკურნალობას, ცხოვრების წესის შეცვლას. თუ პაციენტი ეძებს შედარებით “მოკლე” ან “ადვილ”: გზას, ეს უკვე მის ცნობიერებასა და ინფორმატიულობაზეა დამოკიდებული. ამიტომ პაციენტსაც ეკუთვნის პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღებისას- თუ მკურნალობის რა გზას აირჩევს, ვის მიმართავს და ა.შ.”
❤️ გააკეთე სწორი არჩევანი შენც!!! 👇🏿👇🏿
ტელ.558-212-755

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები -უპროცენტო განვადებით!

კლინიკა “სერაფიტში” სიახლეა: აბსოლუტურად ყველა სამკურნალო თუ გამაჯანსაღებელი, აგრეთვე კოსმეტოლოგიური პროცედურები დღეიდან, შეგიძლიათ დააფინანსოთ თიბისი ბანკის უპროცენტო 12 ან 24 თვიანი განვადებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქრონიკულად დაავადებული (სამწუხაროდ, ხერხემლის პათოლოგიები ძირითადად სწორედ ქრონიკული დაავადებებია) პაციენტებისათვის. მაგალითად, ოსტეოქონდროზის კომპლექსური მკურნალობის კურსი (ერთ სეანსში შედის 4-5 პროცედურა: ელექტროფორეზი, ულტრაბგერითი თერაპია, ლაზეროთერაპია, ვარჯიშები, მასაჟი) ხშირად 1000 ლარსაც აღემატება (ძვირია სახარჯი მასალა: კარიპაზიმი, კარიპაინი, ინექციები- ეს ყველაფერი შედის ამ ფასში). მწვავე სტადიების დროს კი რეკომენდირებულია კურსის რამდენიმეჯერ განმეორება. არსებობს, ცხადია, უფრო ეკონომიური პაკეტები (400 ლარიდან). ეს ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე, ექიმის დანიშნულებაზე…ყველა ვარიანტში, თიბისი ბანკის უპროცენტო განვადება პაციენტისთვის ხელსაყრელი და მისაღები იქნება!

დაგეგმეთ სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები პროფესიულ, კომფორტულ გარემოში, სადაც მიღებული კვალიფიციური მომსახურება დიდი ხნით დაგავიწყებთ პრობლემებს!

მის: ჯანო ბაგრატიონის N5 (ყოფილი ალ.ყაზბეგის 8ა). მეტრო “სამედიცინოსთან”. ტელ. 558-21-27-55,  293-05-46. ფეისბუქზე: კლინიკა “სერაფიტი” (ქართული შრიფტით)

ლოგო

კლინიკა “სერაფიტის” პროცედურები

კლინიკა „სერაფიტი“ გთავაზობთ ხელსაყრელ ფასებში სამკურნალო-სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს (ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, თიაქარი, კიფოზი, ინსულტი, პარეზი…). ჩვენს ცენტრში მოეგემსახურებიან გამოცდილი ექიმი-მასაჟისტები და ფიზიოთერაპევტები. გთავაზობთ მომსახურებათა ჩამონათვალს:

მასაჟი და ფიზიოთერაპია

პროცედურა ხანგრძლივობა (წუთი) ფასი (ლარი)
მასაჟი კისრის ოსტეოხონდროზის დროს 40-50 30
მასაჟი წელის ოსტეოხონდროზის დროს 50-60 30
მასაჟი თიაქარის დროს 30-40 30
პოსტინსულტის მასაჟი 60 35
ბავშვის მასაჟი (6 წლამდე) 20-30 20
ბავშვის მასაჟი (6-12 წ.წ.) 40-45 30
კლასიკური საერთო მასაჟი მთელს სხეულზე 60 40
სარელაქსაციო მასაჟი მთელს სხეულზე 60 40-50
ზურგის მასაჟი 30 20
კიდურების მასაჟი (ერთეული) 10 5-7
თაფლის მასაჟი, გასახდომი მასაჟი 60-70 40-50
ჰიდრომასაჟი 15 20
ტაილანდური მასაჟი 60 50
ში-ა-ცუ („საოფისე მასაჟი“) 15 10
ელექტროფორეზი (იონოფორეზი) 20-25 15
ფონოფორეზი (ულტრაბგერა) 20-25 10-15
ქვანტური ლაზეროთერაპია 15-25 20
ელექტრონეირომიოსტიმულაცია 10-20 20
მიოსტიმულაცია 15 10
სამკურნალო ვარჯიშები  20-40 20
სამკურნალო მალამოები ბონუსი!
აკუპუნქტურა და ვიბრომასაჟი ბონუსი!

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი „სერაფიტი“.

ფეისბუკი: კლინიკა სერაფიტი

ვებ-გვერდი: www. massagetbilissi.wordpress.com

მისამართი:  ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5 (მეტრო სამედიცინოსთან)

ტელ: 293-05-46, 558-21-27-55, 555-37-48-42

გახსოვდეთ: ამ პროცედურებს და ზოგადად-ხერხემლის მკურნალობის კომპლექსურ მეთოდს არ გააჩნია გონივრული ალტერნატივა!  #ხერხემლისმკურნალობა, #მასაჟი #ფიზიოთერაპია #ელექტროფორეზი

თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია!

15 წელიწადია, უშუალოდ ვარ ჩართული ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობის საქმეში. ეს არც პატარა დროა დიდი გამოცდილების და ცოდნის დასაგროვებლად! აქედან უმეტესი წლები ვმუშაობდი ათენის ერთ-ერთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში, თითქმის 5 წელი კი საკუთარი კლინიკა მაქვს თბილისში, ფილიალი -ქუთაისში და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მრავალრიცხოვან მოსწავლეებს. წელის ტკივილი თავადაც მაწუხებს ხოლმე- მე-3 ხარისხის ოსტეოქონდროზი მაქვს (ეს თითქმის პროტრუზიაა, დისკის თიაქრის საწყისი ეტაპი), დიაგნოზი საკუთარ თავს თავადვე დავუსვი (ცხადია, გადავამოწმე მრტ კვლევით). ამ დაავადებით ვცხოვრობ აქტიურად აგერ 8 წელიწადია: დღეში რამდენიმე ფიზიოპროცედურას და მანუალურ მასაჟს ვაკეთებ, ვატარებ გაკვეთილებს მასაჟის და ფიზიოთერაპიის სასწავლო კურსის სტუდენტებისთვის….

მოკლედ, მოგიყვებით, როგორ ვმართოთ ხერხემლის დაავადებები, როგორ ვიცხოვროთ  კომფორტულად დაავადებულ ხერხემალთან ერთად. იქნებ ვინმეს გამოადგეს გამოცდილება ჩემი, როგორც -ექიმის და როგორც-პაციენტის.

  1. ხერხემლის პათოლოგიით დაავადებულ პაციენტს სხვადასხვა პროფილის მკურნალთან ვიზიტი უწევს: ნერვოლოგი, ორთოპედი, რევმატოლოგი, ექიმბაში, მანუალისტი, მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი ….ეს არაა სრული სია. მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ ერთი მეთოდით მკურნალობა არ იძლევა პაციენტისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს. ჩემთან მოსულ ბევრ პაციენტს მაგალითად: ათასობით ლარის მარტო ტკივილგამაყუჩებელი და ანტიდეპრესანტები  აქვთ ხოლმე მიღებული; ათასობით ლარის სასწაულმოქმედი მალამოები აქვთ ნაცადი ხერხემალზე, რომელმაც გარკვეული დროით მართლაც მისცა შედეგი, თუმცა საბოლოოდ მაინც აწუხებთ გაუსაძლისი დისკომფორტი ზურგში; არანაკლები თანხა დაუხარჯავთ ბრენდულ ფიტნეს-დარბაზებში, სახელობით ტრენაჟორებზე- აქაც საბოლოოდ  არასაკმარისი ეფეტურობის მოწმენი გახდნენ; მასაჟისტებიც გამოიცვალეს: არა-ერთი! თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მერე- პრობლემა კვლავინდებურად მწვავდებოდა….
  2. ოსტეოქონდროზი, თიაქარი, დისკოზი – მალთაშუა დისკოს დეგენერაციული ცვლილებითაა გამოწვეული. დისკი ვერ იღებს მიმდებარე ქსოვილებიდან (სისხლძარღვები, ნერვები, კუნთები…) ადექვატურ საკვებს და იწყებს დეგრადირებას, „შიმშილს“, ზომებში ცვლილებას და ასე შ. , რასაც მალები ეგრევე პასუხობენ „თავდაცვით“: საკუთარ სხეულებზე ოსტეოფიტური წანაზარდების წარმოქმნით. ოსტეოფიტები (ანუ კალციუმის მარილები) მოგვიანებით გაძვალებას იწყებენ სივრცეში, სადაც წესით მათი ადგილი არ იყო. თიაქარში გადაზრდით ოსტეოქონდროზით გამოწვეული დისკომფორტი კიდევ უფრო იზრდება. ნეირო-ქირურგი ამ პრობლემის გადაწყვეტას ხედავს შედეგის გამოსწორებაში: ოსტეოფიტების „ჩამოფხეკვაში“, ნერვებზე ზეწოლის ამ გზით შემცირებაში და საჭიროებისამებრ იმპლატანტის ჩანერგვაში. ნერვოლოგი-თერაპევტი ნიშნავს ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ადექვატურ ანალგეტიკებს, არასტეროიდებს,  რათა ოსტეოფიტებით თუ დეფორმირებული დისკის ზეწოლით გამოწვეული ტკივილები განულდეს, ჩაქრეს ანთებითი პროცესი…ფიტნეს-ინსტრუქტორი პაციენტს სთავაზობს ძალიან კარგ ვარჯიშებს სახელობით ტრენაჟორებზე, კარგად გაპიარებულ მოძრაობებს ( რომელიც სინამდვილეში მთელს მსოფლიოში ცნობილი ვარჯიშებია და სულაც არაა ერთი რომელიმე სლავი ექიმის სახელთან დაკავშირებული).  ვარჯიშები აძლიერებს დაზიანებული დისკების მიმდებარე ქსოვილებს,  კუნთებს, იწვევს მათ გაჯანსაღებას, შედეგად კუნთები იწყებს ჯანსაღივე საკვების მიწოდებას დისკებზე, რაც რეალურად რეგენერაციის (აღდგენა-განახლების) დაწყებას უნდა იწვევდეს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ-ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტის ჩამოყალიბებას- სწორედ ამ კორსეტმა უნდა „დაიჭიროს“ ხერხემალი, ამგვარად შეამციროს მალების მხრიდან დისკებზე ზეწოლა.   მასაჟისტი რეალურად იწვევს თავისი ქმედებით კუნთების სტიმულირებას, მათ შინაგან გაძლიერებას აუმჯობესებს რა მათში სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ლიმფურ   ნაკადებს – მასაჟი ოსტეოქონდროზის დროს ლამის ერთადერთი მეთოდია, რასაც რეალურად უკუჩვენება არ გააჩნია!  სახალხო მკურნალის მალამო არანაკლები ეფექტურობით აქრობს ტკივილს, ვიდრე- დიკლოფენაკები და ა.შ. დიდი ხანია, საიდუმლო აღარაა ასეთი მალამოების შემადგენლობა (ვისაც უნდა, გაიგებს)…ამ მალამოებს აქვს უდავოდ ეფექტი: სწრაფად გაიწოვება კანქვეშ, მოქმედებს ნერვულ რეცეპტორებზე, აღწევს დაზიანებულ ნერვებამდე, აუვნებელჰყოფს ტკივილს…
  3. მოკლედ, ყველა მეთოდს აქვს თავისი დადებითი მხარე. და მაინც, პაციენტები უნუგეშოდ ტრიალებენ მოჯადოებულ წრეზე, დადიან სახალხო მკურნალიდან  ექიმ-ნერვოლოგამდე,  მასაჟისტიდან -ფიტნესის დარბაზებამდე, ქირურგიდან-ფიზიოთერაპევტამდე…
  4. დასკვნა: ყველა მეთოდს აქვს არსებობის და გამართლების უფლება, და მათი ეფექტურობა განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ პაციენტი ერთობლივად, კომპლექსურად მიმართავს მას.  ცხადია, ამ კომპლექსურობისკენ მკურნალმა ექიმმაც უნდა უბიძგოს პაციენტს, რასაც, სამწუხაროდ, არც თუ ხშირად მიმართავენ ჩვენი ექიმები…. ამის მიზეზი კი ერთგვარი ანტაგონიზმი უფრო მგონია, ვიდრე -განათლების სივიწროვე.
  5. გამოსავალი: ვიფიქროთ ერთად და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ეს სტატიაც „განათლებული“ პაციენტებისთვისაა (და არა- მარტო) განკუთვნილი. დისკის დეგენერაციის შესაჩერებლად და აღდგენა-რეგენერაციის დასაწყებად აუცილებელია, იმ დისკამდე მივიდეთ! ამას მასაჟით, მალამოებით, ქირურგიული ჩარევით, ვარჯიშებით – ვერ მოვახერხებთ. ყველაზე ეფექტური გზა „დისკამდე შეღწევისა“ გადის ფიზიოთერაპიაზე. არსებობს რამდენიმე ეფექტური პროცედურა ფიზიოთერაპიაში, როცა ჩვენ ვზემოქმედებთ დაზიანებულ დისკზე- ამ პროცედურების ნუსხა, შესაბამისი სიხშირეები უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა კონკრეტული დაავადების ხარისხის და პაციენტის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. როცა ჩვენ დისკიდან დავიწყებთ აღდგენით-გამაჯანსაღებელ პროცესს, უფრო ეფექტური იქნება მიმდებარე ქსოვილების და კუნთების გაძლიერება, სტიმულირება. აქ კი სწორედ პარალელურ რეჟიმში უდიდეს როლს ასრულებს მასაჟი და ვარჯიშები. ვიმეორებ ზემოთ ნათქვამს: მასაჟი შინაგანად. ხოლო ვარჯიშები -გარეგანად აძლიერებს კუნთებს, საიდანაც საკვები მიეწოდება ფიზიოთერაპიით ნამკურნალევ დისკს და რომელიც (კუნთები) ქმნის ხერხემლის ბუნებრივ დამჭერს, ჭიგოს!
  6. მთელი ცხოვრება უნდა ვივარჯიშო? მთელი ცხოვრება უნდა ვიკეთო ფიზიო და მასაჟი? – ეს კითხვები მესმის ყოველ დღე და და არა-ერთხელ…დიახ! მთელი ცხოვრება, სჯობს ივარჯიშოთ, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გაიკეთოთ პერიოდულად მასაჟები, უფრო ნაკლები სიხშირით -ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა უმრავლესობა ძალიან საჭირო და ეფექტურია სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი (მაგალითად: ქვანტური ლაზერი, ჰიდრომასაჟი, ულტრაბგერა)…მე ვპასუხობ: დიდხანს, ოღონდ არა-ყოველ დღე!!! წელიწადში 1-2-ჯერ 10-12 დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ, რომ დიდხანს დატკბეთ სიცოცხლის მშვენიერებით, გამოადგეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფთ… ჰიდრომასაჟიშესაძლოა, ამდენიც არ დაგჭირდეთ…ივარჯიშეთ! ივარჯიშეთ!!! მოძებნეთ ვარჯიშები (ან ენდეთ თქვენს  მკურნალს) , რომელთაც კომფორტულად ასრულებთ და რომელთა შედეგსაც განსაკუთრებით გრძნობთ! მე პირადად წელის თიაქრის დროს იგივე ვარჯიშებს ვასწავლი პაციენტებს, რასაც თავად ყოველდღე ვაკეთებ…ყველა კმაყოფილია. ეს არ ნიშნავს, მათ არ ეძებონ სხვა გზები ან სხვა ვარჯიშები. მთავარია, მკურნალისგან მიიღოთ ვარჯიშების იდეოლოგია, თუ როგორი ტიპის მოძრაობებია თქვენთვის დასაშვები და როგორი ტიპისა- არა!cifrovik
  7. დაჭიმვები: ბევრ კლინიკაში ერთი რამდენიმე წუთიანი დაჭიმვა 30-40 ლარი ღირს….გადაამრავლეთ ეს 10-ზე….15-ზე….დაჭიმვა, იგივე-მალების დეკომპრესია! იოგას (პილატესის) ის პოზები (აქლემი, მშვილდი, კობრა, ხე…), რომელთაც ჩვენ ვასწავლით პაციენტებს, სწორედ სწორ, უსაფრთხო დეკომპრესიაზეა აგებული. მომენტალურად უმსუბუქებს ადამიანს მდგომარეობას დიდ ბურთზე სწორად გაკეთებული (არ დაგიმალავთ, ამას სწავლა უნდა) დაჭიმვა– ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ასეთ ბურთზე გაკეთებული დაჭიმვა და ვარჯიშები წყალქვეშა დაჭიმვის ტოლფასია. https://www.youtube.com/watch?v=b2lZdI7OZJI                                                        ბურთზე შესრულებული ზურგის კუნთების და პრესის გამაძლიერებელი ვარჯიშები (აუცილებლად სჭირდება ოსტექონდროზით დაავადებულებს) აბსოლუტურად უსაფრთხოა- ბურთის ამომგდები ძალა უზრუნველჰყოფს ამ უსაფრთხოებას დისკოს მძიმე ფორმის თიაქრის დროსაც კი!
  8. 12961479_10205174320912125_2315940398108206443_n
  9. დაიმახსოვრეთ: თუ სქოლიოზი გაქვთ ან თქვენ შვილს დაუსვეს ეს დიაგნოზი, დროულად იმკურნალეთ ამ მიმართულებით. ჩემი პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც ოსტეოქონდროზი და თიაქარი აქვს, სქოლიოზი ან კიფოზიც ჭირთ. ამიტომ კომპლექსური მკურნალობის აუცილებლობა კიდევ უფრო იზრდება-გარდა დისკის თერაპიისა (ფიზიო, მანუალური მასაჟი, დაჭიმვები), აუცილებელია სქოლიოზის სამკურნალო დიფერენცირებული მასაჟი. ასეთი მასაჟის გარეშე აზრს ჰკარგავს ტკივილის გაუვნებელჰყოფაზე მიმართული ყველა ღონისძიება (მალამო, ნემსები, დაჭიმვები და ა.შ), რადგან  გამრუდებით გამოწვეული ზურგის კუნთების დისბალანსი აუცილებლად ისევ გამოიწვევს დისკომფორტს!!! ბავშვებს დროულად უმკურნალეთ სქოლიოზზე და მიზნად უპირველე ყოვლისა ამ დაავადების გართულებების (მაგ. თიაქარი!) თავიდან აცილება დაისახეთ!!!IMG_20160519_133549
  10. სტატიის ბოლოს ჩემს რეკვიზიტებს მივაწერ. სარეკლამოდ ეგ არ მჭირდება: ძალიან დატვირთული ვართ ისედაც ჩემს თანამშრომლებთან ერთად! ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ გამოსცადა კომპლექსური მკურნალობის სიკეთე ჩვენს ცენტრში. ისინი, ვისაც აქვთ საშუალება, ბოლომდე გაიზიარონ ჩვენი რეკომენდაციები, აბსოლუტურად კომფორტულად ცხოვრობენ თავიანთ ხერხემალთან ერთად, საქმიანობენ, მოღვაწეობენ, მოგზაურობენ, სწავლობენ…სხვებსაც ვთხოვ, ჩვენი საიტის კომენტარებში, მოგვითხრონ, საკუთარი გამოცდილების შესახებ…ან უბრალოდ, შეგვეკითხეთ: მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი პასუხები ამ სტატიაში მოცემულ აზრებთან ერთად, ცოტათი მაინც დაგეხმარებათ!

https://www.youtube.com/watch?v=sD47S88pYB4

 ჯაბა კოხრეიძე

_________________________________________________

 კლინიკა „სერაფიტის“  ფიზიოთერაპევტი.

მასაჟის და ფიზიოთერაპიის განყოფილების გამგე

მისამართი:  ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5 (ყოფილი ალ.ყაზბეგის 8ა)

ტელ: 558-21-27-55