სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურეობის პაკეტები

გთავაზობთ ოსტეოქონდროზის და თიაქარის,ხერხემლის და ზოგადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობის პაკეტებს: გადახედეთ თქვენს დანიშნულებას, შეეკითხეთ მკურნალ ექიმს ან გაიარეთ კონსულტაცია (ფასი მხოლოდ 30 ლარი) ჩვენს ცენტრში, შეადარეთ ჩვენი ფასები და ხარისხი ანალოგიურ შეთავაზებებს და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.ტელ:558-21-27-55, 293-05-46.

პაკეტი N1.paket-n1

კარიპაზიმი მიჩნეულია ხერხემლის დისკოგენური, აგრეთვე სახსრების დაავადებების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ წამლად. ელექტროფორეზის გზით კარიპაზიმი ღრმად აღწევს დაზიანებულ უბანში და იწვევს დეგენერირებული დისკის აღდგენა-რეგენერაციას. უამრავი ფაქტი არსებობს სამედიცინო პრაქტიკაში კარიპაზიმით ურთულესი დაავადებების (ოსტეოქონდროზი, თიაქარი, ართროზი…) წარმატებული მკურნალობისა. N1 ეკონომპაკეტი ითვალისწინებს პროცედურის ჩატარებას 4 ელექტროდიანი ელექტროფორეზის და გალვანიზაციის აპარატით, ფასი მოქმედებს სრული კურსის ღირებულების ერთიანი გადახდის შემთხვევაში.❤️

___________________________________________________________________

პაკეტიN2

paker-n2

მორიგი ეფექტური, ეკონომიური პაკეტია N3 მომსახურების კომპლექსი: ქვანტური ლაზეროთერაპია 21-ე საუკუნის სამედიცინო ტექნოლოგიას მიეკუთვნება. პრობლემურ ზონაზე გაკეთებული ლაზერული აკუპუნქტურა აძლიერებს ელფორეზით დისკებამდე შეღწეული პაციენტის მიერ მოტანილი კარიპაზიმის ან სხვა მედიკამენტის მოქმედებას და ეფექტურობას, იწვევს აღდგენის შეუქცევად პროცესს, აძლიერებს ძვლოვან და ხრტილოვან სტრუქტურებს! პროცედურა სრულდება საუკეთესო ხარისხის თანამედროვე აპარატებით (მაგ. РИКТА-04-4). მესამე პროცედურა არის პაციენტისთვის შერჩეული უნივერსალური სამკურნალო ვარჯიშების სისტემა, რომლის ამობეჭდილ ვერსიასაც კურსის დასრულებამდე გადავცემთ მას. N1 და N2 პაკეტებით სამკურნალო კურსი რეკომენდირებული 15-20 სეანსით.

___________________________________________________________________

პაკეტი N3

paket-n3

ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ერთგვარად ექსკლუზიური პროდუქტია, რომელშიც  N2 პაკეტით გათვალისწინებულ პროცედურებს ემატება: ხერხემლის გაჭიმვა ინვერსიულ მაგიდაზე ან სპეციალურ ჰორიზონტალურ მოწყობილობაზე (ექიმის შერჩევით), ხერხემლის დეკომპრესია სპეციალურ კორექტორზე. რეკომენდირებულია 10-15 სეანსი.

__________________________________________________________________

პაკეტი N4

paket-n4

სრული პაკეტი ძირითად ითვალისწინებს მანუალური და სამკურნალო მასაჟის დამატებას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებზე. თუ დისკოგენური დაავადებები (ოსტეოქონდროზი, თიაქარი) ვითარდება სქოლიოზის ან კიფოზის ფონზე, მასაჟების ჩართვა აუცილებელია კომპლექსურ მეთოდიკაში. ზოგადად მასაჟი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ლიმფურ ნაკადებს მთელს ორგანიზმში და განსაკუთრებით-დაზიანებულ უბნებში- ამიტომ მისი ჩართვა სამკურნალო სეანსში ეფექტურ შედეგებს იძლევა. ამ პაკეტის მფლობელთათვის გათვალისწინებულია სამჯერ ინფრაწითელი საუნით სარგებლობა.

მისამართი: თბილისი. ჯანო ბაგრატიონის N5. (მეტრო სამედიცინოსთან)

___________________________________________________________________

#ხერხემლისმკურნალობა, #თიაქარი, #ოსტექონდროზი, #სამკურნალომასაჟი

ხერხემლის მკურნალობის ეფექტური გზა

ხერხემლის პრობლემების გადაწყვეტაში კომპლექსურ მკურნალობას (ვარჯიშები, ფიზიოთერაპია, მასაჟი, დაჭიმვები, გონივრული ფარმაკოთერაპია) პრაქტიკულად არ გააჩნია ალტერნატივა! მოდით ჩვენთან, ვისაუბროთ თქვენს პრობლემებზე, შეაჯერეთ ჩვენი შეხედულებები თქვენს მიერ ამ მიმართულებით მოძიებულ ინფორმაციას, შეათანხმეთ ჩვენი რეკომენდაციები თქვენს მკურნალ ექიმთან და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება! კონსულტაციის ფასი სიმბოლურია- მხოლოდ 30 ლარი .

დაჯავშნეთ ვიზიტი ტელ: 293-05-46 ან 558-21-27-55 !

ჯანმრთელობის ცენტრ “სერაფიტი” თქვენს სამსახურშია!  

კომპლექსური მკურნალობა შეირჩევა აბსოლუტურად ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსის მიხედვით: მოიტანეთ თქვენი ექიმის დანიშნულება ან ენდეთ ჩვენს მრავალწლიან ემბირიულ გამოცდილებას- კლინიკა “სერაფიტში” პრაქტიკულად ნებისმიერი ფიზიოთერაპიული პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი!

%e1%83%a1%e1%83%a5%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90

კლინიკა “სერაფიტის” პროცედურები

კლინიკა „სერაფიტი“ გთავაზობთ ხელსაყრელ ფასებში სამკურნალო-სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ პროცედურებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს (ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, თიაქარი, კიფოზი, ინსულტი, პარეზი…). ჩვენს ცენტრში მოეგემსახურებიან გამოცდილი ექიმი-მასაჟისტები და ფიზიოთერაპევტები. გთავაზობთ მომსახურებათა ჩამონათვალს:

მასაჟი და ფიზიოთერაპია

პროცედურა ხანგრძლივობა (წუთი) ფასი (ლარი)
მასაჟი კისრის ოსტეოხონდროზის დროს 40-50 30
მასაჟი წელის ოსტეოხონდროზის დროს 50-60 30
მასაჟი თიაქარის დროს 30-40 30
პოსტინსულტის მასაჟი 60 35
ბავშვის მასაჟი (6 წლამდე) 20-30 20
ბავშვის მასაჟი (6-12 წ.წ.) 40-45 30
კლასიკური საერთო მასაჟი მთელს სხეულზე 60 40
სარელაქსაციო მასაჟი მთელს სხეულზე 60 40-50
ზურგის მასაჟი 30 20
კიდურების მასაჟი (ერთეული) 10 5-7
თაფლის მასაჟი, გასახდომი მასაჟი 60-70 40-50
ჰიდრომასაჟი 15 20
ტაილანდური მასაჟი 60 50
ში-ა-ცუ („საოფისე მასაჟი“) 15 10
ელექტროფორეზი (იონოფორეზი) 20-25 15
ფონოფორეზი (ულტრაბგერა) 20-25 10-15
ქვანტური ლაზეროთერაპია 15-25 20
ელექტრონეირომიოსტიმულაცია 10-20 20
მიოსტიმულაცია 15 10
სამკურნალო ვარჯიშები  20-40 20
სამკურნალო მალამოები ბონუსი!
აკუპუნქტურა და ვიბრომასაჟი ბონუსი!

ჯანმრთელობისა და სილამაზის ცენტრი „სერაფიტი“.

ფეისბუკი: კლინიკა სერაფიტი

ვებ-გვერდი: www. massagetbilissi.wordpress.com

მისამართი:  ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5 (მეტრო სამედიცინოსთან)

ტელ: 293-05-46, 558-21-27-55, 555-37-48-42

გახსოვდეთ: ამ პროცედურებს და ზოგადად-ხერხემლის მკურნალობის კომპლექსურ მეთოდს არ გააჩნია გონივრული ალტერნატივა!  #ხერხემლისმკურნალობა, #მასაჟი #ფიზიოთერაპია #ელექტროფორეზი

თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია!

15 წელიწადია, უშუალოდ ვარ ჩართული ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიების მკურნალობის საქმეში. ეს არც პატარა დროა დიდი გამოცდილების და ცოდნის დასაგროვებლად! აქედან უმეტესი წლები ვმუშაობდი ათენის ერთ-ერთ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში, თითქმის 5 წელი კი საკუთარი კლინიკა მაქვს თბილისში, ფილიალი -ქუთაისში და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ მრავალრიცხოვან მოსწავლეებს. წელის ტკივილი თავადაც მაწუხებს ხოლმე- მე-3 ხარისხის ოსტეოქონდროზი მაქვს (ეს თითქმის პროტრუზიაა, დისკის თიაქრის საწყისი ეტაპი), დიაგნოზი საკუთარ თავს თავადვე დავუსვი (ცხადია, გადავამოწმე მრტ კვლევით). ამ დაავადებით ვცხოვრობ აქტიურად აგერ 8 წელიწადია: დღეში რამდენიმე ფიზიოპროცედურას და მანუალურ მასაჟს ვაკეთებ, ვატარებ გაკვეთილებს მასაჟის და ფიზიოთერაპიის სასწავლო კურსის სტუდენტებისთვის….

მოკლედ, მოგიყვებით, როგორ ვმართოთ ხერხემლის დაავადებები, როგორ ვიცხოვროთ  კომფორტულად დაავადებულ ხერხემალთან ერთად. იქნებ ვინმეს გამოადგეს გამოცდილება ჩემი, როგორც -ექიმის და როგორც-პაციენტის.

  1. ხერხემლის პათოლოგიით დაავადებულ პაციენტს სხვადასხვა პროფილის მკურნალთან ვიზიტი უწევს: ნერვოლოგი, ორთოპედი, რევმატოლოგი, ექიმბაში, მანუალისტი, მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი ….ეს არაა სრული სია. მიზეზი ისაა, რომ მხოლოდ ერთი მეთოდით მკურნალობა არ იძლევა პაციენტისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს. ჩემთან მოსულ ბევრ პაციენტს მაგალითად: ათასობით ლარის მარტო ტკივილგამაყუჩებელი და ანტიდეპრესანტები  აქვთ ხოლმე მიღებული; ათასობით ლარის სასწაულმოქმედი მალამოები აქვთ ნაცადი ხერხემალზე, რომელმაც გარკვეული დროით მართლაც მისცა შედეგი, თუმცა საბოლოოდ მაინც აწუხებთ გაუსაძლისი დისკომფორტი ზურგში; არანაკლები თანხა დაუხარჯავთ ბრენდულ ფიტნეს-დარბაზებში, სახელობით ტრენაჟორებზე- აქაც საბოლოოდ  არასაკმარისი ეფეტურობის მოწმენი გახდნენ; მასაჟისტებიც გამოიცვალეს: არა-ერთი! თავიდან თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მერე- პრობლემა კვლავინდებურად მწვავდებოდა….
  2. ოსტეოქონდროზი, თიაქარი, დისკოზი – მალთაშუა დისკოს დეგენერაციული ცვლილებითაა გამოწვეული. დისკი ვერ იღებს მიმდებარე ქსოვილებიდან (სისხლძარღვები, ნერვები, კუნთები…) ადექვატურ საკვებს და იწყებს დეგრადირებას, „შიმშილს“, ზომებში ცვლილებას და ასე შ. , რასაც მალები ეგრევე პასუხობენ „თავდაცვით“: საკუთარ სხეულებზე ოსტეოფიტური წანაზარდების წარმოქმნით. ოსტეოფიტები (ანუ კალციუმის მარილები) მოგვიანებით გაძვალებას იწყებენ სივრცეში, სადაც წესით მათი ადგილი არ იყო. თიაქარში გადაზრდით ოსტეოქონდროზით გამოწვეული დისკომფორტი კიდევ უფრო იზრდება. ნეირო-ქირურგი ამ პრობლემის გადაწყვეტას ხედავს შედეგის გამოსწორებაში: ოსტეოფიტების „ჩამოფხეკვაში“, ნერვებზე ზეწოლის ამ გზით შემცირებაში და საჭიროებისამებრ იმპლატანტის ჩანერგვაში. ნერვოლოგი-თერაპევტი ნიშნავს ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ადექვატურ ანალგეტიკებს, არასტეროიდებს,  რათა ოსტეოფიტებით თუ დეფორმირებული დისკის ზეწოლით გამოწვეული ტკივილები განულდეს, ჩაქრეს ანთებითი პროცესი…ფიტნეს-ინსტრუქტორი პაციენტს სთავაზობს ძალიან კარგ ვარჯიშებს სახელობით ტრენაჟორებზე, კარგად გაპიარებულ მოძრაობებს ( რომელიც სინამდვილეში მთელს მსოფლიოში ცნობილი ვარჯიშებია და სულაც არაა ერთი რომელიმე სლავი ექიმის სახელთან დაკავშირებული).  ვარჯიშები აძლიერებს დაზიანებული დისკების მიმდებარე ქსოვილებს,  კუნთებს, იწვევს მათ გაჯანსაღებას, შედეგად კუნთები იწყებს ჯანსაღივე საკვების მიწოდებას დისკებზე, რაც რეალურად რეგენერაციის (აღდგენა-განახლების) დაწყებას უნდა იწვევდეს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ-ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტის ჩამოყალიბებას- სწორედ ამ კორსეტმა უნდა „დაიჭიროს“ ხერხემალი, ამგვარად შეამციროს მალების მხრიდან დისკებზე ზეწოლა.   მასაჟისტი რეალურად იწვევს თავისი ქმედებით კუნთების სტიმულირებას, მათ შინაგან გაძლიერებას აუმჯობესებს რა მათში სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას, ლიმფურ   ნაკადებს – მასაჟი ოსტეოქონდროზის დროს ლამის ერთადერთი მეთოდია, რასაც რეალურად უკუჩვენება არ გააჩნია!  სახალხო მკურნალის მალამო არანაკლები ეფექტურობით აქრობს ტკივილს, ვიდრე- დიკლოფენაკები და ა.შ. დიდი ხანია, საიდუმლო აღარაა ასეთი მალამოების შემადგენლობა (ვისაც უნდა, გაიგებს)…ამ მალამოებს აქვს უდავოდ ეფექტი: სწრაფად გაიწოვება კანქვეშ, მოქმედებს ნერვულ რეცეპტორებზე, აღწევს დაზიანებულ ნერვებამდე, აუვნებელჰყოფს ტკივილს…
  3. მოკლედ, ყველა მეთოდს აქვს თავისი დადებითი მხარე. და მაინც, პაციენტები უნუგეშოდ ტრიალებენ მოჯადოებულ წრეზე, დადიან სახალხო მკურნალიდან  ექიმ-ნერვოლოგამდე,  მასაჟისტიდან -ფიტნესის დარბაზებამდე, ქირურგიდან-ფიზიოთერაპევტამდე…
  4. დასკვნა: ყველა მეთოდს აქვს არსებობის და გამართლების უფლება, და მათი ეფექტურობა განსაკუთრებით თვალშისაცემია, თუ პაციენტი ერთობლივად, კომპლექსურად მიმართავს მას.  ცხადია, ამ კომპლექსურობისკენ მკურნალმა ექიმმაც უნდა უბიძგოს პაციენტს, რასაც, სამწუხაროდ, არც თუ ხშირად მიმართავენ ჩვენი ექიმები…. ამის მიზეზი კი ერთგვარი ანტაგონიზმი უფრო მგონია, ვიდრე -განათლების სივიწროვე.
  5. გამოსავალი: ვიფიქროთ ერთად და ლოგიკურად ვიმსჯელოთ. ეს სტატიაც „განათლებული“ პაციენტებისთვისაა (და არა- მარტო) განკუთვნილი. დისკის დეგენერაციის შესაჩერებლად და აღდგენა-რეგენერაციის დასაწყებად აუცილებელია, იმ დისკამდე მივიდეთ! ამას მასაჟით, მალამოებით, ქირურგიული ჩარევით, ვარჯიშებით – ვერ მოვახერხებთ. ყველაზე ეფექტური გზა „დისკამდე შეღწევისა“ გადის ფიზიოთერაპიაზე. არსებობს რამდენიმე ეფექტური პროცედურა ფიზიოთერაპიაში, როცა ჩვენ ვზემოქმედებთ დაზიანებულ დისკზე- ამ პროცედურების ნუსხა, შესაბამისი სიხშირეები უნდა განსაზღვროს სპეციალისტმა კონკრეტული დაავადების ხარისხის და პაციენტის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. როცა ჩვენ დისკიდან დავიწყებთ აღდგენით-გამაჯანსაღებელ პროცესს, უფრო ეფექტური იქნება მიმდებარე ქსოვილების და კუნთების გაძლიერება, სტიმულირება. აქ კი სწორედ პარალელურ რეჟიმში უდიდეს როლს ასრულებს მასაჟი და ვარჯიშები. ვიმეორებ ზემოთ ნათქვამს: მასაჟი შინაგანად. ხოლო ვარჯიშები -გარეგანად აძლიერებს კუნთებს, საიდანაც საკვები მიეწოდება ფიზიოთერაპიით ნამკურნალევ დისკს და რომელიც (კუნთები) ქმნის ხერხემლის ბუნებრივ დამჭერს, ჭიგოს!
  6. მთელი ცხოვრება უნდა ვივარჯიშო? მთელი ცხოვრება უნდა ვიკეთო ფიზიო და მასაჟი? – ეს კითხვები მესმის ყოველ დღე და და არა-ერთხელ…დიახ! მთელი ცხოვრება, სჯობს ივარჯიშოთ, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, გაიკეთოთ პერიოდულად მასაჟები, უფრო ნაკლები სიხშირით -ფიზიოთერაპიული პროცედურები, რომელთა უმრავლესობა ძალიან საჭირო და ეფექტურია სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი (მაგალითად: ქვანტური ლაზერი, ჰიდრომასაჟი, ულტრაბგერა)…მე ვპასუხობ: დიდხანს, ოღონდ არა-ყოველ დღე!!! წელიწადში 1-2-ჯერ 10-12 დღიანი კურსი უნდა ჩაიტაროთ, რომ დიდხანს დატკბეთ სიცოცხლის მშვენიერებით, გამოადგეთ საკუთარ თავს და გარშემომყოფთ… ჰიდრომასაჟიშესაძლოა, ამდენიც არ დაგჭირდეთ…ივარჯიშეთ! ივარჯიშეთ!!! მოძებნეთ ვარჯიშები (ან ენდეთ თქვენს  მკურნალს) , რომელთაც კომფორტულად ასრულებთ და რომელთა შედეგსაც განსაკუთრებით გრძნობთ! მე პირადად წელის თიაქრის დროს იგივე ვარჯიშებს ვასწავლი პაციენტებს, რასაც თავად ყოველდღე ვაკეთებ…ყველა კმაყოფილია. ეს არ ნიშნავს, მათ არ ეძებონ სხვა გზები ან სხვა ვარჯიშები. მთავარია, მკურნალისგან მიიღოთ ვარჯიშების იდეოლოგია, თუ როგორი ტიპის მოძრაობებია თქვენთვის დასაშვები და როგორი ტიპისა- არა!cifrovik
  7. დაჭიმვები: ბევრ კლინიკაში ერთი რამდენიმე წუთიანი დაჭიმვა 30-40 ლარი ღირს….გადაამრავლეთ ეს 10-ზე….15-ზე….დაჭიმვა, იგივე-მალების დეკომპრესია! იოგას (პილატესის) ის პოზები (აქლემი, მშვილდი, კობრა, ხე…), რომელთაც ჩვენ ვასწავლით პაციენტებს, სწორედ სწორ, უსაფრთხო დეკომპრესიაზეა აგებული. მომენტალურად უმსუბუქებს ადამიანს მდგომარეობას დიდ ბურთზე სწორად გაკეთებული (არ დაგიმალავთ, ამას სწავლა უნდა) დაჭიმვა– ადამიანების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ასეთ ბურთზე გაკეთებული დაჭიმვა და ვარჯიშები წყალქვეშა დაჭიმვის ტოლფასია. https://www.youtube.com/watch?v=b2lZdI7OZJI                                                        ბურთზე შესრულებული ზურგის კუნთების და პრესის გამაძლიერებელი ვარჯიშები (აუცილებლად სჭირდება ოსტექონდროზით დაავადებულებს) აბსოლუტურად უსაფრთხოა- ბურთის ამომგდები ძალა უზრუნველჰყოფს ამ უსაფრთხოებას დისკოს მძიმე ფორმის თიაქრის დროსაც კი!
  8. 12961479_10205174320912125_2315940398108206443_n
  9. დაიმახსოვრეთ: თუ სქოლიოზი გაქვთ ან თქვენ შვილს დაუსვეს ეს დიაგნოზი, დროულად იმკურნალეთ ამ მიმართულებით. ჩემი პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც ოსტეოქონდროზი და თიაქარი აქვს, სქოლიოზი ან კიფოზიც ჭირთ. ამიტომ კომპლექსური მკურნალობის აუცილებლობა კიდევ უფრო იზრდება-გარდა დისკის თერაპიისა (ფიზიო, მანუალური მასაჟი, დაჭიმვები), აუცილებელია სქოლიოზის სამკურნალო დიფერენცირებული მასაჟი. ასეთი მასაჟის გარეშე აზრს ჰკარგავს ტკივილის გაუვნებელჰყოფაზე მიმართული ყველა ღონისძიება (მალამო, ნემსები, დაჭიმვები და ა.შ), რადგან  გამრუდებით გამოწვეული ზურგის კუნთების დისბალანსი აუცილებლად ისევ გამოიწვევს დისკომფორტს!!! ბავშვებს დროულად უმკურნალეთ სქოლიოზზე და მიზნად უპირველე ყოვლისა ამ დაავადების გართულებების (მაგ. თიაქარი!) თავიდან აცილება დაისახეთ!!!IMG_20160519_133549
  10. სტატიის ბოლოს ჩემს რეკვიზიტებს მივაწერ. სარეკლამოდ ეგ არ მჭირდება: ძალიან დატვირთული ვართ ისედაც ჩემს თანამშრომლებთან ერთად! ძალიან ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ გამოსცადა კომპლექსური მკურნალობის სიკეთე ჩვენს ცენტრში. ისინი, ვისაც აქვთ საშუალება, ბოლომდე გაიზიარონ ჩვენი რეკომენდაციები, აბსოლუტურად კომფორტულად ცხოვრობენ თავიანთ ხერხემალთან ერთად, საქმიანობენ, მოღვაწეობენ, მოგზაურობენ, სწავლობენ…სხვებსაც ვთხოვ, ჩვენი საიტის კომენტარებში, მოგვითხრონ, საკუთარი გამოცდილების შესახებ…ან უბრალოდ, შეგვეკითხეთ: მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი პასუხები ამ სტატიაში მოცემულ აზრებთან ერთად, ცოტათი მაინც დაგეხმარებათ!

https://www.youtube.com/watch?v=sD47S88pYB4

 ჯაბა კოხრეიძე

_________________________________________________

 კლინიკა „სერაფიტის“  ფიზიოთერაპევტი.

მასაჟის და ფიზიოთერაპიის განყოფილების გამგე

მისამართი:  ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5 (ყოფილი ალ.ყაზბეგის 8ა)

ტელ: 558-21-27-55