პროცედურები. ფასები.აქციები

  1. აქცია: 50%-იანი ფასდაკლება კომპლექსურ ერთსაათიან ვიზიტზე:                         ერთსაათიანი სეანსი მხოლოდ 40 ლარად! (ნაცვლად 80 ლარისა!).                                    სეანსში შედის 3 უმნიშვნელოვანესი პროცედურა თქვენი ხერხემლისთვის (ოსტექონდროზის, სპონდილოართროზის, სპონდილოართრიტის, თიაქრის – ზოგადად- დისკოზის დროს):                                                                                                    1. ელექტროფორეზი კარიპაზიმით (ოთხ ელექტროდიანი უახლოესი აპარატით)    2.  ფიზიოთერაპიული-აპარატული მასაჟი (ამერიკული სუპერ აპარატით-G5 GK3)     და             3. ხერხემლის მშრალი გაჭიმვა!                                                                       რეკომენდირებულია მინიმუმ 10 სეანსი (400 ლარი).  ფასში არ შედის სახარჯი მასალა!!!                                                                                30l super paket G5 __________________________________________
  2.     ფეხების (ქვედა კიდურების) კომპლექსური მკურნალობა ქვედა კიდურების ჯანმრთელობა ტოლფასია მთელი სხეულის ჯანმრთელობისა!

👉 ეს დიდი სეგმენტი მოიცავს 6 დიდ სახსარს, არტერიებისა და ვენების ყველაზე რთულ მონაკვეთს, წელის სეგმენტთან უშუალოდ დაკავშირებულ ნერვულ და კუნთოვან სისტემებს- სხეულის ჯანმრთელობა ნიშნავს ფეხებზე მყარად დგომას!!!

☝️ 1. ქვედა კიდურების მანუალური მასაჟი (20 წთ) – 20 ლარი.

2.აპარატული მასაჟი (10 წთ)- 10 ლ.

3. ელექტროთერაპია (15 წთ)- 10ლ.

4.გაჭიმვა და ვარჯიშები (20 წთ)-10ლ.

❤️ აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ან რეკომენდირებული პროცედურა ან შეიძინეთ სრული პაკეტი ბონუსით: სპეციალურად თქვენი სახსრებისთვის შერჩეული საკვები დანამატები.

☎️ 558.212.755 კლინიკა სერაფიტი

——————————————————————-

 

მასაჟის და ფიზიოთერაპიის კურსები

Continue reading მასაჟის და ფიზიოთერაპიის კურსები

სახის მასაჟი

🌹👩‍⚖️ აქცია კლინიკა სერაფიტიში: სახის მასაჟის 5 პროცედურა მხოლოდ 100 ლარად! + ბონუსი: სპეციალურად თქვენთვის შერჩეული სახის კანის მკვებავი გელი მარინა ჩხობაძისგან!

☎️ 555 374842

დეტალები👇🏿👇🏿

👉სახის მასაჟი: სარგებლობა,შედეგი და უკუჩვენებები

———

სახის კანი ყოველთვის მოვლილი და მკვრივი რომ იყოს, აუცილებელია მისი სწორი მოვლა. მოვლის ერთ–ერთი ხერხია მასაჟი. გარდა იმისა რომ ეს არის შესანიშნავი პრევენციული მეთოდი, მასაჟი ასევე აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უწყობს სილამაზის აღდგენას.

✌️რით არის სასარგებლო მასაჟი?

მასაჟის სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს ლიმფური დინების გააქტიურებაში და ქსოვილებისთვის სისხლის მიწოდების გაუმჯობესებაში . ამავდროულად , მნიშვნელოვანია რომ არ გაიწელოს კანის ნაზი ზედაპირი , რომელიც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს სხვადასხვა ფიზიკურ ზემოქმედებაზე.

☝️უკუჩვენებები

—————

მასაჟის ჩატარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახის ზედაპირზე არ აღინიშნება არანაირი ანთებითი პროცესი, რადგან ამ შემთხვევაში მასაჟი გამოიწვევს მდგომარეობის გამწვავებას. ასევე სახის მასაჟი უკუნაჩვენებია ადამიანებისთვის , რომლებსაც ახასიათებთ კუპეროზისადმი მიდრეკილება.

❤️მასაჟის ტექნიკა

———————-

მასაჟს ატარებენ სპეციალურად შემუშავებული ტექნიკით. მსუბუქი მოსრიალე მოძრაობები,რომლებიც მიმართულია მასაჟის ხაზების გასწვრივ არ წელავენ კანს, პირიქით უფრო ამკვრივებენ და აჯანსაღებენ მას.

მასაჟისტთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ თქვენ გაგიქრებათ ტომრები თვალების ქვეშ, წვრილი ნაოჭების ქსელი და კანი გახდება ხავერდოვანი.მასაჟის სეანსის დროს მთლიანი სახე მუშავდება მცენარეული წარმოშობის ზეთებით, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მსუბუქ და ნაზ ზემოქმედებას კანზე, არამედ კვებავენ მას ვიტამინებით და აქტიური ნივთიერებებით.

თუ შევადარებთ მასაჟის კურსის შედეგს პლასტიკური ოპერაციის შედეგთან, შეიძლება ითქვას, რომ პირველ შემთხვევაში შედეგი არც თუ ისე ჩამორჩება.

👉სახის პროფესიული მასაჟის თავისებურებები

———————-

ყველა მანიპულაცია უნდა იყოს ჩატარებული მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის მიერ. დასაწყისისთვის , ექიმი შეისწავლის სახის რელიეფს,განსაზღვრავს პრობლემურ ზონებს, შემდეგ კი იწყებს მათ დამუშავებას სპეციალური მეთოდებით.პაციენტი ამ დროს არის წოლით მდგომარეობაში და მოხერხებულად წევს ტახტზე. თავიდან სეანსი გრძელდება 30 წუთი. მასაჟის პროცედურების კურსი მთლიანად უნდა ჩატარდეს და შემდეგ საჭიროა შესვენება და აღდგენა.

🌹🌹შედეგის ხანგრძლივობა.

———————————–

მასაჟის შედარება შეიძლება ფიტნესთან.თუ თქვენ მხოლოდ ერთხელ ივარჯიშებთ, შეიძენთ სასიამოვნო შეგრძნებებს და კუნთების ტონუსს.მაგრამ თუ თქვენ არ გააგრძელებთ ვარჯიშს, მთელი ეს შედეგი გაქრება.

თუ თქვენ დიდ ხანს დადიოდით ვარჯიშზე, მიაღწიეთ სასურველ შედეგს , თქვენ ეგრევე დაკარგავთ მიღწეულ შედეგს და ფორმას თუ არ გააგრძელებთ ვარჯიშს.

სახის მასაჟთანაც ანალოგიური სიტუაციაა.ერთხელ ჩატარებული მასაჟის დროს მიღებული შედეგი ნარჩუნდება მხოლოდ 3–4 დღე.

რომ მიიღოთ მუდმივი შედეგი ,უნდა გაიაროთ 10–15 პროცედურის შემცველი კურსი.მომავალში მასაჟის პროცედურები უნდა ჩატარდეს პერიოდულად – რამდენიმე თვეში ერთხელ, რომ შედეგი შენარჩუნდეს.

სახის მასაჟთან დაკავშირებული მანიპულაციები უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში,რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით. უკეთესი იქნება მიმართოთ კლინიკას, სადაც მოგემსახურებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები. ეს მოგცემთ იმის საშუალებას , რომ ერთი შენობიდან გაუსვლელად მიიღოთ კომპლექსური მომსახურეობა ,რომელიც მიმართული იქნება არა მხოლოდ კანის, არამედ მთლიანად ორგანიზმის აღსადგენად.

როგორც გვიჩვენებს პრაქტიკა, სახის მასაჟის სისტემატიური ჩატარება უზრუნველყოფს გარეგნობის გაუმჯობესებას და გაახალგაზრდავებას , ხანში შესულ ადამიანებშიც კი.

#სახისმასაჟი

პოსტები ფეისბუქიდან!

☝️იცოდი თუ არა, რომ 23-25 წლის ასაკიდან ხერხემლის მალთაშუა დისკში აღარ გადის მკვებავი ძარღვი და დისკის ტროფიკა (კვება) მხოლოდ დიფუზიის გზით ხდება მიმდებარე ქსოვილებიდან?!
👉 დისკის სრულფასოვანი კვება მხოლოდ ჯანსაღ კუნთებს, ჯანმრთელ მიმდებარე ქსოვილებს შეუძლიათ!
☝️☝️ მანუალური მასაჟი და თანამედროვე აპარატული GK3 მასაჟი- ყველაზე საუკეთესო გზაა ხერხემლის მიმდებარე კუნთებში სისხლის მიმოქცევის, ნივთიერებათა ცვლის და ლიმფური ნაკადების გაუმჯობესებისათვის, რაც თავის მხრივ დისკების კვების, გაუწყლოებისგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა!
❤️ ერთსაათიანი სამკურნალო- გამაჯანსაღებელი კომბინირებული (მანუალური და აპარატული- GK3) მასაჟი კლინიკა სერაფიტიში ღირს 50 ლარი!
☎️ 558-212-755
მისამართი: ალ. ყაზბეგის 8ა.”სერაფიტი” (ჯანო ბაგრატიონის ქუჩის მხრიდან)

 

კლინიკა “სერაფიტის” შემეცნებითი, სარეკლამო თუ სასწავლო პოსტები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში. ჩვენი ერთგული მომხმარებლების და მეგობრების თხოვნით ვიწყებთ ამ პოსტების უფრო აკადემიურ და სტაბილურ სივრცეში განლაგებას, რათა ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის დროის და ხანდაზმულობის, ფეისბუქში გაწევრიანების მიუხედავად და ა.შ.

მაშ, ასე…დავიწყეთ:

——————————————————

👉იოგას ამ პოზას, ჩვენი ნორჩი მეგობრები პერსონალურ ტრენერ თამარ სიჭინავასთან ერთად რომ ასრულებენ, “ხე” ჰქვია!

☝️😳 პოზიცია ისე უნდა შევარჩიოთ, რომ იატაკისადმი პერპენდიკულარულ ერთ ხაზზე განლაგდეს: შეერთებული მტევნები, იდაყვები, ყურები,მხარ-ბეჭის სახსრები, მენჯ-ბარძაყის სახსრები, მუხლები და კოჭები!

☝️ასანში ყოფნის მინიმალური დროა- ერთი წუთი, რაც სხვა ვარჯიშებთან ერთად საკმარისია!

❤️❤️სხვა ვარჯიშებს კი მალე გავაცნობთ ჩვენს მეგობრებს!

☎️558 212 755

——————————————————–

👉ამ 2 თვლიან ვარჯიშს ხერხემლის მობილიზაციისთვის, ელასტიურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. იდეალურია კიფოზ-სქოლიოზის დროსაც:

☝️თვლაზე “1”- ჩაისუნთქავთ, მაღლა ახედვით მაქსიმალურად ჩაზნიქავთ ხერხემალს-მუცლისკენ!

✌️თვლაზე “2”- ამოისუნთქავთ და მზერით მუხლებისკენ მაქსიმალურად აზნიქეთ ხერხემალი-ზურგისკენ!

✌️დაიწყეთ 5-5 ჯერ შესრულებით და მიაღწიეთ 12-15 ჯერ სწორად შესრულებას დღეში.

👍 ეს საკმარისია სხვა ვარჯიშებთან ერთად ხერხემლის ჯანმრთელობისთვის. სხვა ვარჯიშებს კი მალე შემოგთავაზებთ, მეგობრებო!

☎️ 558-212-755. კლინიკა “სერაფიტი”

——————————————————–

შეიძლება,თამამად ითქვას: “წყვილის მასაჟი” თბილისში პირველად სწორედ კლინიკა “სერაფიტში” დაინერგა 2012 წლიდან…მარტო კომპანია “სვუპმა” ამ მიმართულებით 250-მდე ვაუჩერი გაყიდა უმოკლეს ხანში. აუცილებელია დაჯავშნა წინასწარ, ვინაიდან ამ სეანსს სჭირდება ორი მასაჟისტი…

კვლავ გელით, დიდი სიყვარულით!

————————————————————–

G5 მასაჟორი – თბილისშია!

☝️ G5 GK3 – სუპერ-მასაჟორი 40 ბალიშიანი ელექტროთერაპიის (ელსტიმულაციის) აპარატით უკვე თბილისშია და, ცხადია,- ჩვენთან- კლინიკა “სერაფიტში”!

☝️ 5 უნიკალური მასაჟორი სხეულის სხვადასხვა სეგმენტისთვისაა გათვალისწინებული. რეგულირებადი სიხშირის ვიბრაცია რამდენიმე წუთში ხსნის დაძაბულობას და ტკივილს კუნთებში!

✌️ ჩვენ ახლა მეტი შეგვიძლია!

———————————————————–

👉 ულტრაბგერითი თერაპია -ფონოფორეზი ფიზიოთერაპიის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა!

✌️ფონოფორეზის დროს ხდება:

1.ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის შეყვანა დაავადების ეპიცენტრში ულტრაბგერითი ზემოქმედებით!

2. მოჭიმული კუნთის მოდუნება, დაზიანებული სეგმენტის ულტრაბგერითი დამუშავება!

🌷🌷 პროცედურა ძალიან სასიამოვნოა და ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ იგი პრემიუმ კლასის აპარატებით ტარდება!

🌲 საშობაო აქციის ფარგლებში კლინიკა სერაფიტი და სქოლიოზის მკურნალობა გთავაზობთ პროცედურას მხოლოდ 10 ლარად!

☎️ 558 212 755

 

———————————————————-

EMS ელექტროთერაპია:

1.ასტიმულირებს კანქვეშა სტრუქტურას!

2.აუმჯობესებს სეგმენტში სისხლის მიმოქცევას, ლიმფურ დრენაჟს, ნერვულ სისტემას- მთლიანად ტროფიკას!

3.წვავს ზედმეტ ცხიმებს სეგმენტში და მთელს სხეულზე (20-ბალიშიანი აპარატით GK-5).

☝️აქცია კლინიკა სერაფიტიში: ელექტროთერაპიის ერთი პროცედურა ყველა სახარჯი მასალით- მხოლოდ 10 ლარად!

☎️ 558-212-755

 


🙏 ვინ აგებს პასუხს სწორად შერჩეულ სამკურნალო გეგმაზე?
☝️ცნობილი გერმანელი ნევროლოგის კარლ-იოჰან რამბერგის (Dr. Carl-Johan Ramberg) პასუხი ასეთია: პირველ რიგში, ცხადია, მკურნალი ექიმი და მეორე რიგში- პაციენტი!
🧐 რა შუაშია პაციენტი?
👉 რამბერგი: “ბევრი დაავადება, მაგალითად ხერხემლის დისკოგენური პათოლოგიები-სპონდილოზი (იგივე: ოსტეოქონდროზი, პროტრუზია, თიაქარი) არის ქრონიკული ხასიათის და მოითხოვს ხანგრძლივ კომპლექსურ მკურნალობას, ცხოვრების წესის შეცვლას. თუ პაციენტი ეძებს შედარებით “მოკლე” ან “ადვილ”: გზას, ეს უკვე მის ცნობიერებასა და ინფორმატიულობაზეა დამოკიდებული. ამიტომ პაციენტსაც ეკუთვნის პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღებისას- თუ მკურნალობის რა გზას აირჩევს, ვის მიმართავს და ა.შ.”
❤️ გააკეთე სწორი არჩევანი შენც!!! 👇🏿👇🏿
ტელ.558-212-755

პროცედურები (დრო, ფასები) Procedures (time, prices)j

  1. სამკურნალო მასაჟი + ფიზიოთერაპია + ვარჯიშები – 60 ლარი (90 წუთი)    Massage + Physiotherapy + Exercises – 60 Lari (90 min.)2. სარელაქსაციო მასაჟი მთელს სხეულზე –50 ლარი (60 წუთი)                                         Relax massage throughout the body -50 GEL (60 minutes)img_0016
  2. 3. წონის საკორექციო კომპლექსური კურსი (მასაჟი+კავიტაცია+ვაკუუმ ლიმფოდრენაჟი+ თაფლის მასაჟი+ ვარჯიშები+ რადიოლიფტინგი), 600 ლარი (10 დღე)                                                                                                                                  Weight Lifting Complex Course (Massage + Kavitation + Vacuum Lymphardage + Honey Massage + Training + Radialolft), 600 GEL (10 Days) 4. ლაზერული ეპილაცია (დიოდი) – ფასი განისაზღვრება სეგმენტის მიხედვით (ტელ. 555-374-842)   Laser epilation (diode) – Price is determined by segment (tel. 555-374-842) 5.სპორტული მასაჟი. 50 ლარი (60 წუთი. Sports massage. 50 gel (60 minutes)6. სახის ღრმა წმენდა. 70 ლარი (120 წუთი).                                                                               Facial deep cleansing. 70 GEL. (120 minutes)

7.მანუალური და G5 მასაჟი მთელს სხეულზე.

MANUAL AND G5 MASSAGE- Full body massage -60-70 minut

50 GEL – 50 ლარი


#მასაჟითბილისში #massageintbilisi

კავიტაცია

კავიტაცია: მითი და რეალობა

კავიტაცია– ეს არა მხოლოდ წონის კორექციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, არამედ იგი-არც მეტი და არც ნაკლები-არის ლიპოქსაცია! დიახ, ლიპოქსაცია ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე! თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ-ასეა! კავიტაცია თანდართულ სხვა კომპლექსურ პროცედურებთან ერთად (ვაკუუმ-ლიფტინგი, რადიოლიფტინგი, ლიმფოდრენაჟი) აბსოლუტურად კომფორტულად, ყოველგვარი ნარკოზის და დისკომფორტის, არასასურველი ნაკვალევის გარეშე მოქმედებს სეგმენტზე და წვავს ზედმეტ ცხიმებს, რეალურად ამცირებს ცელულიტებს, სხეულს ხდის მკვრივს, ელასტიკურს, აახალგაზრდავებს უჯრედებს! ამის საფუძველი კი არის ულტრაბგერითი ენერგია, რომლის მსუბუქ რხევებს ხშირად ვერც გრძნობს პაციენტი. კავიტაცია უმოკლეს ხანში, რამდენიმე სეანსში სპობს არასასურველ ცხიმოვან უჯრედებს!

კავიტაციამ კოსმეტოლოგიიდან უკვე გადაინაცვლა ფიზიოთერაპიაში და კონკრეტულად- წონის საკორექციო პროგრამებში. და ვინაიდან ხშირად ზედმეტი წონა მაპროვოცირებელია სხვადასხვა დაავადებებისა, პერიოდულად იგი გამოიყენება ე.წ. „მარილების“ დასაშლელად, შლაკების და ტოქსინების მეტაბოლიზმისთვის ოსტეოქონდროზის დროს.

1C2D4C37-535F-4560-9EC0-0AEC863F329D.jpeg

ასეთი სრულყოფილების მიღწევა სავსებით შესაძლებელია კლინიკა “”სერაფიტთან” თანამშრომლობით:

კლინიკა „სერაფიტს“ რამდენიმე წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს როგორც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობის, ასევე- წონის კორექციის მიმართულებით. ძალიან პოპულარულია ქალაქში ჩვენი ეფექტური პროცედურები: სპეციალური გამამკვრივებელი მასაჟი ხელით, ვაკუუმ-მასაჟი, თაფლის მასაჟი, პილინგები, ჰიდრომასაჟი, შეფუთვა მაკორეგირებელ სკრაბში და ა.შ. მაგრამ კავიტაციის დანერგვამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა: წონის კორექცია რეალურად უკვე პირველივე დღიდან შესამჩნევი იყო!  ყველაზე მნიშვნელოვანი: კავიტაციასთან ერთად ჩვენმა პროცედურებმა უფრო ხანგრძლივი გახადა მიღებული შედეგი. ულტრაბგერითი სიხშირეებით განადგურებული ცხიმის  უჯრედები დიდი ხნის განმავლობაში აღარ ექვემდებარება აღდგენას, ხოლო თუ პაციენტი ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრებს (აქტიურობა, პერიოდულად მასაჟები და ა.შ.) ზედმეტი კილოგრამების დაგროვება პრაქტიკულად გამორიცხულია!

კავიტაცია ფიზიოთერაპიის მიმართულებაა, ამიტომ მისი გამოყენება გარკვეულ სამედიცინო ჩვევებს და პროფესიულ განათლებას მოითხოვს. სპეციალისტი უნდა ფლობდეს შესაბამისი განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს, რაც ადასტურებს, რომ მან იცის ამ პროცედურის ჩვენებები და უკუჩვენებები (40 ჰც სიხშირის  ულტრაბგერას გააჩნია გარკვეული შეზღუდვებიც). კლინიკა „სერაფიტში“ კავიტაციას, რადიოლიფტინგს, ვაკუუმ-ლიმფოდრენაჟს და სხვა პროცედურებს ჩვენივე კურსდამთავრებული და უკვე გამოცდილი სპეციალისტები ატარებენ. თითოეულ პაციენტს კი  ფიზიოთერაპიულ სიხშირეებს, პროცედურათან განრიგს და სპეციალურ, ინდივიდუალურ პროგრამას უდგენს ექიმი-ფიზიოთერაპევტი ბატონი ჯაბა კოხრეიძე. სწორედ გარკვეული სამედიცინო-კოსმეტიკური ნორმების დაცვის შემდეგაა კავიტაცია აბსოლუტურად უსაფრთხო და ეფექტური პროცედურა!

კლინიკა “სერაფიტში” კავიტაციასთან ერთად კომპლექსურად ხდება სხვა ეფექტური პროცედურების შეთავაზება: RF ლიფტინგი, ვაკუუმ-მასაჟი, ლიმფოდრენაჟი (ხელით და აპარატით), პრესო-თერაპია.

დაჯავშნა ტელ: 558-212-755, 293-05-46

#კავიტაცია #RFლიფტინგი  #პრესოთერაპია

მის. ჯანო ბაგრატიონის N5 (მეტრო სამედიცინოსთან), ჯანმრთელობის და სილამაზის ცენტრი „სერაფიტი“

ლაზერული ეპილაცია – შოკ-აქციები კლინიკა “სერაფიტში”

შოკ-აქციები  დიოდის ლაზერულ ეპილაციაზე კლინიკა “სერაფიტში”: DANYE LAZER (LIDER GROUP) -ის უახლოესი მოდელის დიოდის ლაზერული აპარატით, კომფორტულ და პროფესიონალურ გარემოში მიიღეთ კვალიფიციური, უსაფრთხო, ეფექტური მომსახურება!

გადახედეთ ჩვენს პირობებს! შეადარეთ, განსაჯეთ და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის!

📞📞555-374-842

015635CD-AFBF-42A9-A5A0-67A1442036BB.jpeg

სქოლიოზის მკურნალობა (მეთოდები)

თანამედროვე ადამიანს მეტი ინფორმაცია აქვს დაავადების წარმოშობის, მიმდინარეობის, მკურნალობის თავისებურებების შესახებ. ეს პოზიტიური მომენტია, რადგან, როგორც მედიცინის მამა ჰიპოკრატე ამბობდა: იცოდე მკურნალობის მეთოდები, ნიშნავს, სწორად შეარჩიო თავად მკურნალი! არ ვიცი მაშინდელი (ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნე) ათენში მკურნალობის მრავალფეროვნებათა შესახებ, მაგრამ დღეს რომ მედიცინა მეთოდების სიმცირეს არ განიცდის, ეს ფაქტია. ინტერნეტმა კი საშუალება მისცა ნებისმიერს, გაეცნოს ამ მეთოდებს, სხვადასხვა მიმართულებებს და ა.შ.

მასაჟის აუცილებლობის შესახებ ჩვენს ერთ-ერთ წინამდებარე პოსტში უკვე ვწერდით.აქ მოკლედ გავიხსენებ: დიფერენცირებული მასაჟი აუცილებლად სჭირდება ხერხემლის გამრუდების მიზეზს- არაბალანსირებულ კუნთებს (სეგმენტურად სქოლიოზის დროს კუნთები ზოგან მოჭიმულია, ზოგან-მოდუნებული). მასაჟისტმა მოჭიმული კუნთები უნდა მოადუნოს, მოდუნებული კი-მოჭიმოს, დაახლოებით ერთ ტონუსზე მოაქციოს ორივე მხარის ყველა კუნთი, რათა თანაბარმა დაჭიმულობამ შეძლოს ხერხემლის წონასწორობისკენ ტენდენციის ჩამოყალიბება.

მასაჟით ბალანსირებულ კუნთებს კი სჭირდება გაძლიერება- მხოლოდ ძლიერ კუნთებს შეუძლიათ, შეკრან ფიზიოლოგიური კორსეტი ხერხემლის “დასაჭერად”, დასაფიქსირებლად. სამკურნალო ვარჯიშები ყველაზე ეფექტური მეთოდია კუნთების გასაძლიერებლად. არსებობს ვარჯიშების კლასიფიცირების აუცილებლობა:

  1. მობილური ვარჯიშები- ესაა ვარჯიშები დინამიკაში, მოძრაობაში, რომელიც აძლიერებს მოძრაობის ხარჯზე კუნთებს.
  2. იოგა (პილატესი) -სტატიკური ვარჯიშები, რომელიც ხერხემლის პოზირებისთვისაა განკუთვნილი-ამ პოზირებაში მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ისეთი ასანები, როცა გამრუდებით ან კიფოზით წარმოქმნილი კეხი მაქსიმალურად იზნექება საპირისპირო მხარეს და ზურგი პოზიციონირების დროს ოპტიმალურ მდგომარეობას უახლოვდება
  3. ე.წ.გაწელვითი ვარჯიშები. შეირჩევა ინსტრუქტორის მკაცრი მეთვალყურეობით და გათვლილია მოჭიმული კუთების გაწელვაზე (ამ გზით -მოდუნებაზე) სტატიკური მოძრაობით, ფიქსაციით. ამ მეთოდს პრაქტიკულ მედიცინაში საფუძველი კატარინა შროტმა დაუდო.

ხერხემლის გაჭიმვა ასევე მნიშვნელოვანი მეთოდია სქოლიოზის მკურნალობისას. ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები შემდეგ ხერხემლის გრავიტაციული  (ყველაზე უსაფრთხო) დაჭიმვა ხელს უწყობს კორექციასაც და- სიმაღლეში ზრდას! გაჭიმვის შედარებით მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდებია: ფიტნეს-ბურთი, კორექტორი.

სქოლიოზის რთული ფორმების (მე-3-მე-4 ხარისხი) დროს რეკომენდირებულია

ფიზიოთერაპიის ჩართვაც: ულტრაბერითი თერაპია (ჰიპერტონუსის მოსახსნელად) და ელექტროსტიმულაცია (ჰიპოტონუსის წინააღმდეგ).

ესაა…სქოლიოზის მკურნალობას არ სჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება! ეფექტურობა ამ მეთოდების სწორად შერჩევასა, პროფესიონალიზმსა და რააკლებ მნიშვნელოვან- პაციენტის მონდომებაზეა დამოკიდებული!

#სქოლიოზისმკურნალობა #კიფოზისმკურნალობა

მის: ჯანო ბაგრატიონის N5 (მეტრო სამედიცინოსთან)

__________________________________________________________________________

ჯაბა კოხრეიძე.

კლინიკა “სერაფიტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტი. ათენის ესთეტიკისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ინსტიტუტის დიპლომანტი.

Best Massage in Tbilisi

 

RELAX MASSAGE IN TBILISI

1.ფლაიერი უცხოელთათვის

BEST RELAX & CLASSIC, FULL BODY MASSAGE IN TBILISI :

Address: Al. Kazbegi avenue 8a, from street side of Jano Bagrationi : SERAFITI.   Tel: 293-05-46, 558-21-27-55.  Facebook: კლინიკა სერაფიტი . (Clinica Serafiti). e-mail: jambuliko66@yahoo.com or serafiti.centr@yahoo.com.

HYDROMASSAGE IN TBILISI

Health and beauty center “Serafiti” is the cabinet equipped with all the necessary attributes, which is necessary to perform this procedure on a professional level:

 

  • For each client In accordance with the physiologic state of health will be selected general well-known brands supplied by minerals, essential oils, foams and preparations, which are dissolved in a Jacuzzi whirlpool, which makes the water as much as possible close to the world’s leading spa resorts waters.
  • Massage Jacuzzi installed individually, with the intensity and dosage, also will be chosen the time, that makes the procedure particularly pleasant and efficient.
  • After hydro massage the client, if he wishes, will have a spa-relaxing massage specially selected by program (mud, chocolate scrub, anti-cellulite Peeling means and so on).
  • Clinic doctors consider necessary to have hydro massage within the complex treatment of the conduct. For example,mineral-rich massage is very effective during osteokhondrozi, arthritis, disc herniation, and in rheumatic diseases. Underwater massages are specially arranged for large articulation by the attention of specialists and this influence increases through special jet .
  • Antidepressant massage relieves nerve block and the patient is completely free from tension 1-2 times a week hydro massage procedure completely relieves muscle spasm, fatigue and stiffness of the joints Health and beauty center “Serafiti”.
  • HYDROMASSAGE IN SERAFITI
  • Price: Relax massage (60 min) +Hydromassage (30min) = only 80 lary !  tel:32- 293-05-46 (Eleni) or 558-21-27-55 (Jaba)
  • ___________________________________________________________________________________

 

 Anti-cellulite massage

Massage is one of the oldest forms of healing arts known to man and can help to reduce stress, improve circulation, promote healing and activate the lymphatic system. Additionally, certain forms of massage can be used to break up unwanted tissue, such as deep scars and cellulite. With a few simply steps you can learn to perform anti-cellulite massage on yourself or your clients.

Instructions:

1 Be aware that anti-cellulite massage can activate the lymphatic system and increase circulation, therefore it is extremely important that you always work towards the heart. Begin your massage on the arms and legs, moving up towards the torso and back.

2 Use a quality massage lotion or oil, as anti-cellulite massage requires friction and twisting which can cause pain when performed “dry.” There are a number of anti-cellulite creams and lotions available on the market which you may use for the massage if desired; however, be aware of the ingredients and possible skin allergies.

3 Warm up the tissues by kneading the tissue. Pick up as much of the skin as possible, pinching and rubbing as you would knead bread dough. If working on a client, keep the lines of communication open at all times, making sure that the pressure is okay and that they are relaxed and comfortable.

4 Pinch the skin between your thumbs and forefinger and slowly pull your hands away, rubbing deep into the tissue to help break-up and smooth cellulite. Remember that your motions, however small, should always move towards the heart.  5 Place one hand on the skin to hold the area taught and then use the palm, heel of your hand or thumb to rub the cellulite in circular motions. Begin at the bottom of the affected area and slowly work up towards the heart.  6 Complete the anti-celluite massage by applying long, smooth and light strokes moving towards the heart. It is extremely important to drink lots of clean, fresh water after an anti-cellulite or any kind of massage, as it releases various toxins trapped in the tissue into the bloodstream. In order to feel your best and detox after the massage, drink at least 32 ounces of water.

Price – only 40 lari !!!

______________________________________________________________________________

Weight corrective and Anti-Cellulite massages in Beauty Center “SERAFITI” : Tbilisi, Jano Bagrationi 8a, 558-21-27-55 (Jaba) or 32-293-05-46 (Eleni)

_____________________________________________________________________________________________

Therapeutic Massage & Physiotherapy

The best treatment and relax massage Tbilisi,in our massage centre: Al.Kazbegi av8a – Jano Bagrationi  str. 8a- .Beauty centre ‘‘Serafiti”  Realy result following the treatment of the disease:
-Osteoxondrozi(spondiloz)
-Skoliozi
-Stress
-Depression
-Weight correction…
Contact phone nombers:office 2930546, +995 32 293-05-46 (Eleni),  +995 558 21 27 55 (Jaba). E-mail: jambuliko66@yahoo.com or serafiti.centr@yahoo.com, Facebook: კლინიკა სერაფიტი .   (We prefer the message or letter)

_________________________________________________________________________________________________

 

სქოლიოზის მკურნალობა

მასაჟის აუცილებლობა სქოლიოზის მკურნალობისას

არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია მასაჟის როლი სქოლიოზის მკურნალობის საქმეში. თუმცა ალაგ-ალაგ სოცმედიაში თუ ინფორმაციის სხვა საშუალებებში მაინც გაიგონებთ საწინააღმდეგო მოსაზრებებს, რომელთა უკან დგას ძირითადად კომერციული ინტერესები (მაგალითად, თუ ფიტნეს-დარბაზს ან საცურაო აუზს არ აქვს მასაჟის და ფიზიოთერაპიის ჩატარების საშუალება, იგი რეკლამირებს მხოლოდ ვარჯიშებზე). ამას წინათ პოპულარულ ქართულ სამედიცინო გადაცემაში პირდაპირ აცხადებდა ერთ-ერთი სტუმარი, ცნობილი ექიმი, რომ მასაჟი აბსოლუტურად უსარგებლო „ნივთია“ სქოლიოზის მკურნალობისასო…

სამკურნალო ვარჯიშებს შორის მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ისეთი წარმატებული სისტემა, როგორიც შექმნა მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მკურნალმა კატარინა შროტმა, ჯერ არ შექმნილა. ამ სისტემის ავტორიც კი სამკურნალო დიფერენცირებულ მასაჟს განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა.

მარტივად ავხსნი მასაჟის აუცილებლობას სქოლიოზის დროს. ამისთვის განვიხილოთ მთავარი მიზეზი, რაც ხერხემლის გადახრას განაპირობებს:

-თუ ზურგის კუნთები თანაბარი ტონუსით და დაძაბულობით ხასიათდება ხერხემლის ორივე მხარეს-ხერხემალი სწორად დგას! თანაბრად დაჭიმული კუნთები არ აძლევს საშუალებას ხერხემალს, გადაიხაროს.

-თუ მარცხენა მხარეს (რომელიმე სეგმენტში ან-მთლიანად) კუნთი უფრო მეტად მოიჭიმა, ვიდრე-მარცხენა მხარის კუნთები, ეს აუცილებლად გამოიწვევს ხერხემლის გადახრას მარცხნივ და შესაბამისად რკალიც გამოიკვეთება მარჯვნივ. ანუ მივიღებთ ტიპიურ სქოლიოზს რკალით მარჯვნივ.

-მეორე ხარისხიდან უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს რკალის კოორდინატები. რკალის მხარეს და მის თავზე ყოველთვის გვხვდება მოდუნებული კუნთები, ხოლო საპირისპირო მხარეს-მოჭიმული კუნთები. პირველის მოდუნებას განაპირობებს მეორის ჰიპერტონუსი.

-S -ებრი სქოლიოზის დროს პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი ვარჯიშების შერჩევა, რომელიც ერთ მხარეს საჭიროებისამებრ მოადუნებს კუნთს და მეორე მხარეს- მოჭიმავს. ნებისმიერი ვარჯიში კუნთების საერთო ტონუსის აღდენის მიზნის გარეშე გამოიწვევს ამ დისბალანსის კიდევ უფრო გაღრმავებას. ასეა მაგალითად ცურვა.შეუძლებელია იცურავო ისე, რომ ზურგის (ხერხემლის) ერთ მხარეს კუნთი მოადუნო და მეორე მხარეს- მოჭიმო.

 

-არ არსებობს ფარმაცევტული საშუალება, რომელიც დიფერენცირებულად აღადგენს კუნთების ჯანსაღ სტატუსს. ერთადერთი საშუალება ამისთვის არის სწორი, პროფესიული და დიფერენცირებული სამკურნალო მასაჟი.მხოლოდ ასეთი მანუალური მასაჟითაა შესაძლებელი ჰიპერ და ჰიპო ტონუსის განეიტრალება, რაც არის აუცილებელი პირობა სქოლიოზის მკურნალობისთვის!!!

ცხადია, მასაჟით დაბალანსებულ კუნთებს სჭირდება შემდომი მობილიზაცია და გაძლიერება ადექვატური ვარჯიშებით, იოგათი, ცურვით.

მასაჟი და ვარჯიშები -ამ ორ პროცედურას ალტერნატივა არ გააჩნია სქოლიოზის მკურნალობაში. ყველა დანარჩენი მეთოდი დამხმარე საშუალებაა ამ ორი წამყვანი მეთოდის ეფექტურობის გასაზრდელად (მაგალითად-ფიზიოთერაპია).

მთავარია, სწორად შეარჩიოთ მკურნალი (დაწესებულება და სპეციალისტი), რომელიც უზრუნველჰყოფს მართებული მასაჟის ჩატარებას, პაციენტზე მორგებული ვარჯიშების შერჩევას და არანაკლებ მნიშვნელოვანი: პაციენტი სრულ სინერგასიაში (თანამშრომლობაში) უნდა იყოს მკურნალთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ვარჯიშების სისტემატურ შესრულებას სახლის პირობებში!

ჯანმრთელობას გისურვებთ, ყველას!

ჯაბა კოხრეიძე.

ჯანმრთელობის ცენტრ „სერაფიტის“ წამყვანი სპეციალისტი

ტელ. 558-212-755