მასაჟის და ფიზიოთერაპიის კურსები

კლინიკა “სერაფიტში” მასაჟს და ფიზიოთერაპიას ასწავლიან წარმატებული და უკვე ცნობილი სპეციალისტები: ჯაბა კოხრეიძე, ოლეგ ჭელიძე,…მათი მრავალწლიანი გამოცდილება და კლინიკის მაღალ-ტექნოლოგიური აღჭურვილობა ქმნის ნაყოფიერ პროფესიულ გარემოს, რომელშიც სტუდენტი მიიღებს სრულყოფილ განათლებას! ჩვენს კურსდამთავრებულებზე სერიოზული მოთხოვნაა სხვადასხვა ესთეტიკურ-სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრებში, სადაც უკვე დასაქმებული მრავალი “სერაფიტელი” წარმატებით მუშაობს.

ჩვენმა კურსდამთავრებულმა იცის:

  • კლასიკური მასაჟის ყველა (50-ზე მეტი) ილეთი და მანიპულაცია, წარმატებით იყენებს მას სხეულის ყველა სეგმენტზე: ზურგი, ფეხები, ხელები, მუცელი, სახე…
  • პრაქტიკული მეცადინეობების ინტენსივობა უზრუნველჰყოფილია მცირერიცხოვან ჯგუფებში ან სულაც ინდივიდუალური გრაფიკით მეცადინეობებით. ამიტომაც კურსდამთავრებულებს აღარ სჭირდებათ დამატებით პრაქტიკული სტაჟირება სხვა ორგანიზაციაში: ის მზადაა დამოუკიდებელი საქმიანობისათვის ან ნებისმიერი დამსაქმებლის მოთხოვნათა დაკმაყოფილებისათვის!
  •   ფიზიოთერაპია არაა მხოლოდ პროცედურების მრავალფეროვნება- იგი უპირველესად ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე აპარატების სრულყოფას ნიშნავს. ამ მხრივ კი კლინიკა “სერაფიტი” ნამდვილად გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართულ სივრცეში. ჩვენმა კურდამთავრებულმა უკვე იცის შემდეგი პროცედურების სწორად შერჩევა და ჩატარება: ელექტროფორეზი და გალვანიზაცია, ულტრაბგერითი თერაპია და ფონოფორეზი, ქვანტური ლაზეროთერაპია, დარსონვალიზაცია, ვაკუუმ-თერაპია, ელექტროთერაპია, აპარატული ლიმფოდრენაჟი, რადიოლიფტინგი, კავიტაცია, მაგნიტოთერაპია, იგლოთერაპია, ინფრაწითელი გრძელტალღოვანი თერაპია და ა.შ…!!!
  • აპარატული მასაჟი უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს თანამედროვე სარეაბილიტაციო-სამკურნალო სისტემებში, ესთეტიკურ მედიცინაში. ამ მხრივ ჩვენი კურსდამთავრებული აკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიულ მოთხოვნებს. მან უკვე იცის: LPG მასაჟი, G5 და GK3 (ძირითადად ამერიკულ სისტემებზე) მასაჟი, ტრიგერული წერტილების აპარატული დამუშავება -რაც სულ 2-3 წლის ტექნოლოგიური მიღწევაა “ტერაგან-პროფ”-ის ამერიკული აპარატებით!!! რაც მთავარია, ჩვენი კურსდამთავრებული იმუშავებს ნებისმიერი მოდიფიკაციის ფიზიოთერაპიულ აპარატზე, ვინაიდან იგი სწავლობს პროცედურის არსს თეორიულად და პრაქტიკულად!!!
  • კინისოთერაპია (კინეზოთერაპია), იგივე- სამკურნალო ვარჯიშების სისტემა- აუცილებელი მეკავშირეა მასაჟისა და ფიზიოთერაპიის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის (და -არამარტო) გაჯანსაღების საქმეში. სასწავლო პროგრამა მოიცავს კინისოთერაპიის 10-მდე გაკვეთილს: კურსდამთავრებულმა უკვე იცის, როგორ შეურჩიოს პაციენტს სამკურნალო ვარჯიშები სქოლიოზის, კიფოზის, ოსტეოქონდროზის, ინსულტის, ართროზის და სხვა დაავადებების დროს!
  • სპა მასაჟები, რახანია, გახდა ჯანმრთელი ადამიანების საყვარელი ჩვევა, შეინარჩუნონ და განამტკიცონ ეს ჯანმრთელობა რეგულარული სპა პროცედურებით, რაც ასევე ცალკე კურსით (ან სრულ კურსში) შეისწავლება კლინიკა “სერაფიტში”: სარელაქსაციო მასაჟები, წონის საკორექციო პროცედურები, შოკოლადის თუ პილინგ-მასაჟები, შია-ცუ თუ ტაი-მასაჟი, ჰიდრომასაჟი….

დიახ, ეს ყველაფერი შეისწავლება კლინიკა “სერაფიტში”!

გააკეთე სწორი არჩევანი საკუთარი წარმატების უზრუნველჰყოფისათვის! 

დამატებითი ინფორმაცია ტელეფონზე: 558-212-755 (ჯაბა კოხრეიძე),   599-310-191 (ოლეგ ჭელიძე- ქუთაისის ფილიალი).

ყურადღება! ფიზიოთერაპიის და სამკურნალო მასაჟის მიმართულებით სერტიფიცირება ხდება ტესტებით შემდეგ ძირითად თემებზე (2023 წლიდან): 1. მკურნალობა კისრის სპონდილოზის დროს, 2. მკურნალობა წელის სპონდილოზის დროს, 3. მკურნალობა ართრიტის დროს, 4.მკურნალობა ართროზის დროს. 5. ფიზიოთერაპია და მასაჟი ასიმეტრიების დროს!

მისამართი: თბილისში: ჯანო ბაგრატიონის ქუჩის N5.(მეტრო სამედიცინოსთან)

ქუთაისში: გამსახურდიას პროსპეტი (ყოფილი გორის ქუჩა), 19, დანიური სახლის წინ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s